1 კომენტარი

– საშვილოსნოს მიომა, ორსულობა და მშობიარობა

– რეპროდუქციული ასაკის ქალების ~ 4% ორსულობა მიმდინარეობს საშვილოსნოს მიომის ფონზე. უმეტეს შემთხვევაში მიომის კვანძების ზრდა დამახასიათებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. 50~60% პაციენტს აღენიშნებათ მიომის კვანძების ზომის უმნიშვნელო ცვლილებები, მათგან 22~32% კვანძების ზრდა, მაშინ როდესაც 8~27% აღენიშნებათ მათი შემცირება. დიდი მიომის კვანძები ორსულობის დასრულებამდე იზრდება საშუალოდ 12%, ხოლო მცირე მიომის კვანძები განიცდიან ზომაში სტაბილურობას. აღსანიშნავია რომ, ორსულების პერიოდში ულტრაბგერითი კვლევით უმეტეს შემთხვევაში დიაგნოსტირდება ერთი მიომის კვანძი, როდესაც რეალურად 22% აღენიშნებათ ოთხი და მეტი მიომის კვანძი. ორსულობის დასრულების შემდეგ მიომის კვანძების 76% განიცდის ზომაში შემცირებას.

Uterine-Fibroids-Ovarie-Hysterectomy
მრავალი კვლევით დადასტურებულია საშვილოსნოს მიომის პოტენციალური ზემოქმედება ორსულობის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე რომლისთვისაც დამახასიათებელია: ნაყოფის არამყარი, ირიბი ან გარდიგარდმო მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევა, პლაცენტის წინმდებარეობა, ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, სამშობიარო მოქმედების დისფუნქცია, საკეისრო კვეთა. Continue Reading »

რა უნდა ვიცოდეთ ჰისტერექტომიის შესახებ

–  რა არის ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია წარმოადგენს საშვიოსნოს ამოკვეთის ოპერაციას. ეს ძალიან გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიურ ქირურგიაში, რომელიც გამორიცხავს შემდგომ ორსულობას.

–  რატომ კეთდება ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია კეთდება ქალის მრავალი დაავადების გამო, ზოგიერთი მათგანის მიზეზია:
– საშვილოსნოს მიომა (ჰისტერექტომიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია)
– ენდომეტრიოზი/ადენომიოზი
– მენჯის ორგანოების პროლაფსი (საშვილოსნოს გამოვარდნა)
– პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან
– მენჯის ქრონიკული ტკივილი
– საშვილოსნოს კიბოს საწყისი ან კიბო
– კომბინირებული

–  არის თუ არა ჰისტერექტომიის ალტერნატივა?
– ზოგიერთ შემთხვევებში მედიკამენტები ან სხვა პროცედურები შესაძლებელია მოისინჯოს ჰისტერექტომიამდე. თუ აირჩევთ ჰისტერექტომიის გარდა მკურნალობის სხვა ალტერნატიულ მეთოდს, მიიღეთ მხედველობაში, რომ შესაძლებელია მოგვიანებით დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა. Continue Reading »

13 Comments

– სუპრაცერვიკალური/სუბტოტალური ჰისტერექტომიის ნაკლოვანებები

 ქალებში საკეისრო კვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მეანობაში, ხოლო გინეკოლოგიაში ჰისტერექტომია. ჰისტერექტომია უმეტეს შემთხვევაში კეთდება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებებისას: საშვილოსნოს მიომის და ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენების და მენჯის ორგანოების პროლაფსის დროს.
მენჯის ქირურგიაში განასხვავებენ ორი სახის ჰისტერექტომიას: ტოტალურს და სუბტოტალურს /სუპრაცერვიკალურს, სუპავაგინალურს/.

Supracervical Гистерэктомия Continue Reading »

– უტერულ – ვაგინური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

– მენჯის ორგანოების პროლაფსის
– საშვილოსნოს და საშოს დაწევა გამოვარდნის
– უტერულ-ვაგინური პროლაფსის
 ქირურგიული მკურნალობის მიზანია არა მხოლოდ საშვილოსნოს და საშოს კედლების, მენჯის დიაფრაგმის დარღვეული ანატომიური მდებარეობის აღმოფხვრაა, არამედ ახლომდებარე ორგანოების შარდის ბუშტის და სწორნაწლავის ფუნქციონალური დარღვევების კორექციაა. ყოველი კონკრეტული კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ქირურგიული ჩარევის კონცეფციის შემუშავებას. გენიტალური პროლაფსის მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია განსხვავებული ოპერაციული ჩარევის მიზნობრივ მეთოდებზე. ქირურგიული ჩარევა ხასიათდება სხვადასხვა სახის, მიზნის, ხასიათის და მოცულობის მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციით, განსხვავებული ოპერაციული მიდგომით და მეთოდიკით: ვაგინალური, აბდომინალური (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით), ტრანსრექტალური და კომბინირებული.
Anterior Repair Training Guide Continue Reading »

1 კომენტარი

– ჰისტერექტომია. ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხეები?

 ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ყველაზე ხშირი ოპერაციაა 40~44 წლ-ს ქალთა პრემენოპაუზალურ პერიოდში. ჰისტერექტომიის ოპერაციამ საკვერცხეების შენარჩუნებით შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება. აღნიშნული ფენომენი ხშირად არ ვლინდება, მაგრამ ხანგრძლივმა დაკვირვებამ ჰისტერექტომია გადატანილ პაციენტებზე აჩვენა, რომ ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ ქალების ~20% ეწყებათ მენოპაუზა, შედარებით იმ ქალებთან ვისაც არ ჩაუტარდათ ოპერაცია.
 ჰისტერექტომიისას პროფილაქტიკური ოოფორექტომია (საკვერცხეების ამოკვეთა) საშუალო რისკის პაციენტებში დაკავშირებულია ნეგატიური ზემოქმედებით ქალის ჯანმრთელობაზე. ჰისტერექტომია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით არ ითვალისწინებს ოოფორექტომიას, მიზანშეწონილია საკვერცხეები არ ამოიკვეთოს ან ამოკვეთოს მხოლოდ ოპერაციული ჩვენებით რისკის და სარგებლის გათვალისწინებით.

Sketch for Kovac Vag Hyst booklet EESUS

წინამდებარე სტატიაში განიხილება ოოფორექტომიის უპირატესობები და მისი ნაკლოვანებები დაავადების განვითარების პოტენციური რისკით. წარმოდგენილია ოოფორექტომიის/ოვარექტომიის ალგორითმი, რომელიც დაეხმარება პაციენტს მიიღოს გადაწყვეტილება როდის არის აუცილებელი ჰისტერექტომიასთან ერთად ოოფორექტომია, არჩევითი პროფილაქტიკური სალპინგო-ოოფორექტომია ან სალპინგექტომია და რატომ არის მნიშვნელოვანი ქალისთვის საკვერცხეების შენარჩუნება.

Oophorectomy Algorithm Continue Reading »

– საშვილოსნოს ექსტირპაცია საშოსმხრივი მიდგომით

– ჰისტერექტომია

ჰისტერექტომია -საშვილოსნოს ამოკვეთა. ქირურგიულ ჩარევას განასხვავებენ დასახული მიზნის, ხასიათის, მოცულობის მიხედვით, სხვადასხვა ოპერაციული მიდგომით, მეთოდით, გამოსვლით და ინვაზიის სიმძიმის ხარისხით.
საშვილოსნოს სხვადასხვა დაავადების კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ჰისტერექტომია. საშვილოსნოს დაავადების ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჰისტერექტომია მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია, ხოლო სხვა პათოლოგიის შემთხვევებში არაინვაზიური ან მინიმალური ინვაზიური მეთოდებითაც შესაძლებელია სხვა სახის ალტერნატიული მკურნალობა. ექიმთან განიხილეთ ჰისტერექტომიის ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებისგან მიღებული სარგებელი, შედეგობრივი ფინანსური დანახარჯი და ჯანმრთელობის გრძელვადიანი პროგნოზი.
 ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია ოპერაციის ჩვენებით, მიღებული შედეგის და რისკის ხარისხის გათვალისწინებით. Continue Reading »

1 კომენტარი

– მენჯის ორგანოების პროლაფსი

– საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა
– უტერულ-ვაგინური პროლაფსი

– მენჯის ორგანოების პროლაფსი (Pelvic Organ Prolapse) ხასიათდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის პათოლოგიური ცვლილებებით, შედეგად მათი ფუნქციის დარღვევით. გენიტალური პროლაფსი (გამოვარდნა) აღიქმება და განიხილება როგორც მენჯის ფსკერის დიაფრაგმის სახეშეცვლილი თიაქარი. მსგავსი პრობლემა შეიძლება განუვითარდეთ ნამშობიარებელ და არანამშობიარებელ ქალებს. მენჯის ორგანოების პროლაფსი ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ქალის ჯანმრთელობის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ცხოვრების ხარისხზე და კომფორტზე, სექსუალურ და ემოციურ განწყობაზე.

წინამდებარე სტატია ხსნის:
– მენჯის ორგანოების პროლაფსის არსს და გამომწვევ მიზეზებს
– მენჯის ორგანოების პროლაფსის კლინიკურ სიმპტომებს
– პროლაფისით გამოწვეული პრობლემების სახეებს
– დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს

uterine-prolapse1

Continue Reading »

– ოპერაციისთვის მომზადება (ზოგადი ინფორმაცია)

თუ თქვენ გესაჭიროებათ
– გეგმიური სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაცია 
გაეცანით საწყის ინფორმაციას, რომლის ცოდნაც თქვენ, პაციენტს და მკურნალ ექიმს, ქირ/მეან/გინეკოლოგს დაგეხმარებათ ერთობლივი ძალისხმევით უკეთესად მართოთ პერიოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდი ჯანმრთელობის სასურველი შედეგის მისაღწევად. Continue Reading »

– ვაგინალური ჰისტერექტომია

 მენჯის ქირურგიაში საკეისრო კვეთის შემდეგ ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მეანობა-გინეკოლოგიაში, ხოლო ქოლეცისტექტომიასთან და აპენდექტომიასთან ერთად ყველაზე ხშირად ჩატარებული ინტრა-აბდომინალური ოპერაციაა. საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების შემთხვევაში გინეკოლოგების უმრავლესობა დღესაც ჰისტერექტომიის მიდგომის გზად ირჩევს ტრადიციულ აბდომინალურ ლაპაროტომიას (მუცელკვეთას).
 ჰისტერექტომია არ მოითხოვს ქირურგიული ჩარევის აუცილებელ ერთ კონკრეტულ მიდგომას და მეთოდს. მზგავსი სირთულის კლინიკურ შემთხვევაში ერთი და იგივე მიზნის, მოცულობითი ხასიათის ქირურგიული ჩარევის მისაღწევად ოპერაცია შესაძლებელია წარმატებულად წარიმართოს აბდომინალურად ლაპაროტომიით ან ლაპაროსკოპიით, ვაგინალურად ან ვაგინალურად ლაპაროსკოპიული ასისტირებით/დახმარებით, მაგრამ სხვადასხვა ქირურგიული ინვაზიის/შეჭრის სიმძიმის ხარისხით, მკურნალობის განსხვავებული ეფექტურობის და მიღებული რეზულტატის შედეგით!
 საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებებისას ქირურგიულად”აგრესიული”, მეტად ინვაზიური აბდომინალური ჰისტერექტომია მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მცირეინვაზიური ვაგინალური მიდგომის მეთოდებით ოპერაციული ჩარევის შესაძლებლობა გამორიცხულია. დღეს საშვილოსნოს ამოკვეთის პირველადი არჩევის საუკეთესო მეთოდად მიჩნეულია ვაგინალური ჰისტერექტომია /Vaginal Hysterectomy/.
აღსანიშნავია რომ, ვაგინალური ჰისტერექტომიის ჩვენება, ოპერაციის მიზანი, ხასიათი და მოცულობითი ჩარევის შესაძლებლობა მოიცავს საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებით ფართო რაოდენობის პაციენტთა კონტიგენტს.

Sketch for Kovac Vag Hyst booklet EESUS Continue Reading »