%(count)s კომენტარი

– ჰისტერექტომია. ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხეები?

 ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ყველაზე ხშირი ოპერაციაა ქალთა 40~44 წლის პრემენოპაუზალურ პერიოდში. ჰისტერექტომიამ საკვერცხეების შენარჩუნებით შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება. აღნიშნული ფენომენი ხშირად არ ვლინდება, მაგრამ ხანგრძლივმა დაკვირვებამ ჰისტერექტომია გადატანილ პაციენტებზე აჩვენა, რომ ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ ქალების ~20% ეწყებათ მენოპაუზა, შედარებით იმ ქალებთან ვისაც არ ჩაუტარდათ ოპერაცია.
 ჰისტერექტომიისას პროფილაქტიკური ოოფორექტომია (საკვერცხეების ამოკვეთა) საშუალო რისკის პაციენტებში დაკავშირებულია ნეგატიური ზემოქმედებით ქალის ჯანმრთელობაზე. ჰისტერექტომია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით არ ითვალისწინებს ოოფორექტომიას, მიზანშეწონილია საკვერცხეები არ ამოიკვეთოს ან ამოკვეთოს მხოლოდ ოპერაციული ჩვენებით რისკის და სარგებლის გათვალისწინებით.

Sketch for Kovac Vag Hyst booklet EESUS

წინამდებარე სტატიაში განიხილება ოოფორექტომიის უპირატესობები და მისი ნაკლოვანებები დაავადების განვითარების პოტენციური რისკით. წარმოდგენილია ოოფორექტომიის/ოვარექტომიის ალგორითმი, რომელიც დაეხმარება პაციენტს მიიღოს გადაწყვეტილება როდის არის აუცილებელი ჰისტერექტომიასთან ერთად ოოფორექტომია, არჩევითი პროფილაქტიკური სალპინგო-ოოფორექტომია ან სალპინგექტომია და რატომ არის მნიშვნელოვანი ქალისთვის საკვერცხეების შენარჩუნება.

Oophorectomy Algorithm

 ბილატერალური ოოფორექტომიის (ორმხრივი საკვერცხეების ამოკვეთის) შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეებიდან ნიშანდრობლივია:

  • ქალის სიკვდილიანობის გაზრდილი პოტენციური რისკი გულის იშემიური დაავადების, ინსულტის, ფილტვის და ყველა სხვა ორგანოს კიბოს განვითარების მიზეზით გარდა საკვერცხეებისა.
  • ოსტეოპოროზის განვითარების გაზრდილი ალბათობა, შედეგად მენჯ-ბარძაყის ძვლების მოტეხილობის პოტენციური რისკი.
  • მენოპაუზის დაწყებამდე ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების, პარკინსონის, კოგნიტიური დარღვევების, სექსუალური დისფუნქციის, დემენციის, ნერვული აშლილობებისა და დეპრესიის განვითარების პოტენციური რისკი.

საკვერცხის კიბო წამყვან ადგილს იკავებს ქალთა არაკეთილთვისებიან სიმსივნურ დაავადებებში და ქალთა სიკვდილიანობის მონაცემებით საკვერცხის კიბოს მიზეზით მეხუთე ადგილი უკავია. ამერიკაში ყოველწლიურად დიაგნოსტირდება 22 000 ქალი საკვერცხის კიბოს დაავადებით და უმეტეს შემთხვევაში გამოსავალი ლეტალურია. სიკვდილიანობის ასეთი დიდი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ დღემდე არ არსებობს უსაფრტხო და ეფექტური საკვერცხის კიბოს სკრინინგ ტესტი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაისვას დაავადების ადრეულ სტადიაში. დაავადების უმრავლეს შემთხვევაში საკვერცხის კიბოს დიაგნოზი ზუსტდება სიმსივნური პროცესის ღრმად წასულ ფორმებში. ამჟამად არსებული საკვერცხის სკრინინგ ტესტი CA-125 არ წარმოადგენს საიმედო დასაყრდენს, არ აქვს მტკიცებულებითი სარგებელი ჯანმრთელობის ან დაავადების შესაფასებლად და არ არის რეკომენდირებული მკურნალობის შერჩევის გადაწყვეტილების მისაღებად. ონკოლოგიური ოჯახური ანამნეზის მქონე მაღალი რისკის პაციენტი საკვერცხის კიბოს დაავადების პევენციის მიზნით საჭიროებს კლინიკური შემთხვევის სამედიცინო შეფასებას და განხილვას, კონსულტაციას გენეტიკოსთან და ონკოლოგთან (FDA).
 ამჟამად არსებობს კვლევების არგუმენტირებული დასკვნა რომლის მიხედვითაც თუ პაციენტს აღენიშნება საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის დამძიმებული ოჯახური ონკოლოგიური ანამნეზი (შთამომავლობითი სინდრომი) და თანდაყოლილი BRCA1 ან BRCA2 გენეტიკური მუტაცია იზრდება საკვერცხის, მკერდის კიბოს განვითარების პოტენციური რისკი (13~46%), შედარებით შთამომავლობითი სინდრომის და გენეტიკური მუტაციის არმქონე საშუალო რისკის ქალთა პოპულაციასთან (1,4%). დაავადების განვითარების რისკი მატულობს მენოპაუზაში მყოფ ქალთა კონტიგენტში წლოვანების მატებასთან ერთად.
– საკვერცხის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
~ ქალები რომლებმაც მიაღწია მენოპაუზას
~ ქალები რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აღენიშნებათ საკვერცხის კიბო
~ ქალები რომლებსაც აღენიშნებათ BRCA1 ან BRCA2 გენეტიკური მუტაცია
 ჰისტერექტომიისას შთამომავლობითი სინდრომის ან გენეტიკური მუტაციური გენის მტარებლობის შემთხვევაში მაღალი რისკის ქალთა პოპულაციაში პაციენტის წლოვანების გათვალისწინებით, საკვერცხის ან მკერდის კიბოს განვითარების პრევენციის მიზნით და ქალის ინფორმირებული თანხმობით მიზანშეწონილია განხორციელდეს პროფილაქტიკური არჩევითი ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია (ორმხრივი საკვერცხის და კვერცხსავალი მილის ამოკვეთა).
პათანატომიური კვლევის მონაცემები ამტკიცებენ, რომ ნახევარზე მეტი საკვერცხის სეროზული კარცინომის წარმოშობა დაკავშირებულია კვერცხსავალი მილის ფიმბრიოზულ ნაწილთან. ამ არგუმენტის გათვალისწინებით, ჰისტერექტომიისას საკვერცხის ეპითელიალური კიბოს განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია ბილატერალური სალპინგექტომიით (ორმხრივი კვერცხსავალი მილის ამოკვეთა). სალპინგექტომია განსაზღვრული პირობებით შეიძლება ჩაითვალოს ოოფორექტომიის ალტერნატივად. პროფილაქტიკური არჩევითი ბილატერალური სალპინგექტომია მიზანშეწონილია შთამომავლობითი სინდრომის და გენეტიკური მუტაციური გენის არმქონე საშუალო რისკის ქალთა პოპულაციაში.
ჰისტერექტომიის შემდგომი ორმხრივი სალპინგექტომია მიზანშეწონილია ქრონიკული სალპინგიტის, ჰიდროსალპინქსის, ენდომეტრიოზის, პარატუბარული კისტების პრობლემის აღმოსაფხვრელად. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს კვლევებით დადასტურებული მტკიცებულებები სალპინგექტომიის უარყოფით შედეგობრივ ცვლილებებზე, მისი ზეგავლენა საკვერცხეების პერფუზიაზე და ოვარიულ რეზერვზე.
 ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში არჩევით პროფილაქტიკურ ოოფორექომიის უპირატესობებს აჭარბებს კორონალური არტერიების, ოსტეოპოროზის, მენჯ-ბარძაყის ძვლების მოტეხილობის, ნერვული აშლილობის, პარკინსონის, დემენციის, უროგენიტალური სინდრომის, სექსუალური დისფუნქციის ან სხვა სომატური დაავადებების აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა. ოოფორექტომიის გადაწყვეტილების მიღებამდე გასათვალისწინებელია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, მიოკარდიუმის ინფარკტის და სხვა სომატური დაავადებების ოჯახური ანამნეზი. ვარაუდი იმისა რომ მედიკამენტური ჰორმონალური მკურნალობა ოოფორექტომიის შემდეგ სრულად ამცირებს პათოლოგიების განვითარების რისკებს გადაჭარბებულია. ესტროგენოთერაპიამ შეიძლება ნაწილობრივ შეამციროს ზოგიერთი რისკ ფაქტორი, მაგრამ ქალების უმეტესობა უარს აცხადებს სიცოცხლის განმავლობაში ჰორმონალურ თერაპიაზე, განსაკუთრებით ქალთა ახალგაზრდა კონტიგენტი.
ქირურგიული ან ბუნებრივი მენოპაუზის ადრეული დადგომა ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით გამოწვეულ სიკვდილთან. მეიოს კლინიკის მკვლევარებმა შეისწავლეს მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაცვლილი ქალების შემთხვევები. კვლევების შედეგად გამოვლინდა ავადობის აშკარა კავშირი ბილატერალურ ოოფორექტომიასთან. 50 წელს ქვემოთ ასაკის ქალებში რომლებსაც განუხორციელდათ ბილატერალური ოოფორექტომია აღენიშნებოდათ გულის იშემიური დაავადების უფრო ხშირი შემთხვევა შედარებით იმ ქალებთან ვისაც ჰისტერექტომიის დროს დატოვებული ჰქონდათ საკვერცხეები. დაავადების რისკი იზრდებოდა იმ შემთხვევებში როდესაც ქალები 45 წლის ქვემოთ ქირურგიული მენოპაუზის შემდეგ არ იტარებდნენ ესტროგენოთერაპიას. პრემენოპაუზური წლოვანების ქალებში ვისაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია ორმხრივი ოოფორექტომიით და არ იტარებდნენ ესტროგენულ თერაპიას ორჯერ მეტი იყო მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობა. ჰისტერექტომია ოოფორექტომიასთან ერთად გადატანილ ქალების ჯგუფში რომლებმაც პოსტმენოპაუზურ პერიოდში უარი განაცხადეს ჰორმონალური თერაპიაზე უფრო მაღალი იყო ინსულტის და ფილტვის კიბოს სიხშირე, ვიდრე ქალების ჯგუფში შენარჩუნებული საკვერცხეებით.
 პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების ორგანიზმში ოოფორექტომია წარმოშობს ენდოკრინულ ცვლილებებს, ესტროგენების სწრაფ დაქვეითებას და დაკარგვას. ენდოკრინული ცვლილებების შედეგი შესაძლებელია კლინიკურად გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებით, ვაზომოტორული სიმპტომები იმპულსური ალებით, წამოხურებებით, ემოციური განწყობის ან ხასიათის მოულოდნელი ცვლილებებით, ძილის რიტმის დარღვევით, დეპრესიით, თავის ტკივილით, სექსუალური დისფუნქციით, უროგენიტალური სინდრომით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებით.
 პოსტმენოპაუზალური პერიოდის ქალებშიც საკვერცხე აგრძელებს ანდროგენული ტესტოსტერონის და ანდროსტენდიონის გამოყოფას, რომელიც გადადის ესტრიონში კანის, კუნთებისა და ცხიმოვანი ქსოვილის საშუალებით. ამ ჰორმონების გარკვეული დოზის კონცენტრაცით არსებობა ორგანიზმში დადასტურებულია 80 წლის ასაკის ქალებშიც. ორივე ჰორმონი ესტროგენები და ანდროგენები ხელს უშლიან ძვლების განლევას, ანდროგენები აგრეთვე ასტიმულირებენ ძვლის ქსოვილის წარმოქმნას. ოოფორექტომიის შემდეგ ქალის ორგანიზმში ანდროგენების და ესტროგენების დაბალი დონე დაკავშირებულია ძვლის განლევის პროცესთან და შესაბამისად პოსტმენოპაუზის პერიოდში წლების მატებასთან ერთად მატულობს ოსტეოპოროზის, მენჯ-ბარძაყის და ხერხემლის მოტეხილობების ალბათობა.
წლოვანების მიუხედავად ჰისტერექტომიისას ანამნეზის გათვალისწინების გარეშე და არამიზანშეწონილად არჩეულ პროფილაქტიკურ ოოფორექტომიას არავითარი სარგებელი არ მოაქვს ქალის ჯანმრთელობისთვის. პირიქით, ოპერაციული ჩვენების გარეშე გაზრდილმა ქირურგიულმა აგრესიამ შესაძლებელია წარმოშვას დაავადებები ნეგატიური შედეგებით.
 ოპერაციამდე პაციენტთან განხილელი უნდა იყოს არჩევითი პროფილაქტიკური სალპინგექტომიის ან ოოფორექტომიის შედეგად მიღებული სარგებელი და პოსტოპერაციული დაავადების პოტენციური რისკი. აღნიშნული ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს დაავადების განვითარების პოტენციურ რისკებს!
დასკვნა:

  • თუ ჰისტერექტომია ტარდება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით, როდესაც ოჯახურ ანამნეზში ქალს არ აღენიშნება საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის კიბო, საკვერცხეების ამოკვეთა აჩქარებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების განვითარებას.
  • თუ 40~65 წლის ასაკის ქალს უტარდება ჰისტერექტომია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით, რომელსაც ოჯახურ ანამნეზში არ აღენიშნება საკვერცხისა ან სარძევე ჯირკვლის კიბო, საკვერცხეების შენარჩუნება მაქსიმალურად ამცირებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების განვითარებას.
  • ჰისტერექტომიისას არჩევითი პროფილაქტიკური ოოფორექტომიის დადებით მხარედ შეიძლება ვიგულისხმოთ საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის აღკვეთა ქალთა იმ კონტიგენტში, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აღენიშნებათ ონკოლოგიური შთამომავლობითი სინდრომი და თანდაყოლილი BRCA გენეტიკური მუტაცია.
  • თუ ჰისტერექტომია ტარდება საშვილოსნოს არაკეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით, ოპერაციის პირობის დამატებითი ჩვენებაა ოოფორექტომია.

One comment on “– ჰისტერექტომია. ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხეები?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: