დატოვე კომენტარი

როგორ იზრდება ბავშვი ორსულობის პერიოდში

როგორ იწყება ორსულობა?
განაყოფიერება, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა-გაერთიანება, არის ორსულობის როგორც მრავალეტაპიანი და რთული პროცესის დასაწყისი. განაყოფიერება ხდება ფალოპის მილში. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან მიემართება საშვილოსნოსკენ, ღრუში მოხვედრის შემდეგ ემაგრება მის ლორწოვან შრეს და იზრყებს ზრდას.


განაყოფიერებული კვერცხუჯრედი რომელიც მიაღწევს საშვილოსნომდე და ფიქსირდება საშვილოსნოს კედელზე, შემდგომში ნაყოფად და პლაცენტად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას, ამარაგებს მას ჟანგბადით, საკვები ნივთიერებებითა და ჰორმონებით რომელიც გამომუშავდება დედის ორგანიზმში.

რამდენი ხანი გრძელდება ნორმალური(ფიზიოლოგიური) ორსულობა?
ფიზიოლოგიური ორსულობა გრძელდება 280 დღე(დაახლოებით 40 კვირა). ათვლა იწყება ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან. ნორმალური ორსულობის პერიოდი მერყეობს 259 დღიდან 294 დღემდე(37-40 კვირა). ორსულობის სრული 40 კვირა იყოფა სამ ტრიმენსტრად. თითო ტრიმესტრის ხანგრძლივობაა 12-14 კვირა(მიახლოებით სამი თვე).

რა ცვლილებებს განიცდის საშვილოსნო ორსულობის დროს?
საშვილოსნოს სისხლძარღვები ფართოვდება რათა უკეთ შეძლოს დედის ორგანიზმიდან სიცოცხლისათვის საჭირო ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდება ნაყოფამდე. ნაყოფის ზრდასთან ერთად საშვილოსნოც იზრდება ზომაში საკუთარი კუნთოვანი ქსოვილის მოდუნებისა და გაფართოვების ხარჯზე რათა ნაყოფი თავისუფლად გაიზარდოს. მშობიარობის შემდეგ კი საშვილოსნო იბრუნებს თავის ზომას 42 დღეში.

რა ხდება ორსულობის პირველ თვეს?
ორსულობის პირველი თვის განმავლობაში მიმდინარეობს შემდეგი ცვლილებები:

  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. მისი ზოგიერთი უჯრედებიდან ხდება ნაყოფის, ხოლო დანარჩენი უჯრედებიდან პლაცენტის ფორმირება.
  • ზედა და ქვედა კიდურები იწყებენ ფორმირებას.
  • თავისა და ზურგის ტვინი იწყებს ჩამოყალიბებას.
  • გული და ფილტვები ყალიბდება და იწყებენ განვითარებას. პირველი თვის ბოლოს ნაყოფის გული იწყებს ფუნქციონირებას.

რა ხდება ორსულობის მეორე თვეს?

  • ქუთუთოები ყალიბდება, მაგრამ რჩება დახურული.
  • განვითარებას იწყებს შიგნითა ყური.
  • ჩნდება ძვლები.
  • ყალიბდება ზედა და ქვედა კიდურების მტევნები, ხელის გულები, ტერფები და თითები.
  • მეორე თვის ბოლოს ძირითადი ორგანოები და სისტემები ჩამოყალიბებულია და იწყებენ ფუნქციონირებას.

რა ხდება ორსულობის მესამე თვეს?

  • ჩნდება ოცი კბილბუდე მომავალი კბილებისათვის.
  • ყველა შინაგანი ორგანოს დეტალი ჩამოყალიბებულია მაგრამ არასრულად.
  • ზედა და ქვედა კიდურები აგრძელებენ ზრდას, რბილი ფრჩხილები იწყებენ ფორმირებას.
  • ძვლები და კუნთები იწყებენ ზრდას.
  • ხდება ნაწლავების ფორმირება.
  • ხერხემალი რბილია და შეიძლება მოიხაროს.
  • კანი თითქმის გამჭვირვალეა.
  • ხელები უფრო მეტად განვითარებულია და დიდია ზომაში ვიდრე ფეხები.

რა ხდება ორსულობის მეოთხე თვეს?

  • ყალიბდება წარბები, წამწამები და ფრჩხილები.
  • ხელებსა და ფეხებს შეუძლიათ მოძრაობა.
  • კანი დანაოჭებულია და დაფარულია საცხით და წვრილი თმიანი საფარველით(ლანუგო).
  • პლაცენტა სრულად ფორმირებულია.
  • გარეთა ყური იწყებს ფორმირებას.
  • ნაყოფს შეუძლია გადაყლაპოს და მოსმინოს.
  • ყალიბდება კისერი.
  • ყალიბდება გარეთა სასქესო ორგანოები.
  • თირკმელები იწყებენ ფუნქციონირებას და გამოიმუშავებენ შარდს.

რა ხდება ორსულობის მეხუთე თვეს?

  • ნაყოფს უვითარდება წოვის რეფლექსი. თუ ხელი მოხვდა პირთან ახლოს, ნაყოფს შეუძლია დაიწყოს ცერა თითის წოვა.
  • ნაყოფი ხდება უფრო აქტიური. ორსული ქალი აქტიურად გრძნობს ნაყოფის მოძრაობას.
  • ნაყოფს ძინავს და იღვიძებს რეგულარულად.
  • ფრჩხილები იძრდება თითების ბოლომდე.
  • ნაღვლის ბუშტი იწყებს რეგულარულად ნაღველის გამოყოფას, რომელიც საჭიროა საკვები ნივთიერებების გადასამუშავებლად.
  • მდედრობითი სქესის ნაყოფის სათესლე ჯირკვლები გარდაიქმნება საკვერცხეებად.
  • მამრობითი სქესის ნაყოფის ჯირკვლები მუცლის ღრუდან იწევს ქვემოთ და ჩამოდის სათესლე პარკში.

რა ხდება ორსულობის მეექვსე თვეს?

  • იწყება ნამდვილი თმების ზრდა.
  • თავის ტვინი იწყებს აქტიურ განვითარებას.
  • ნაყოფი იწნებს თვალების გახელას.
  • ხელისა და ფეხის თითებზე ჩანს ანაბეჭდები.
  • ფილტვები ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს.

რა ხდება ორსულობის მეშვიდე თვეს?

  • ნაყოფს შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირებს სინათლის სიკაშკაშეზე.
  • ქრება წვრილი თმიანი საფარველი(ლანუგო).
  • ნაყოფი ამოძრავებს ფეხებს აქტიურად და იზმორება.
  • ნაყოფს შეუძლია მოიხმაროს.
  • რეაგირებს ხმებზე.

რა ხდება ორსულობის მერვე თვეს?

  • ჩამოყალიბების პროცესის ძირითადი ეტაპები დამთავრებულია და ნაყოფი სწრაფად იმატებს წონაში.
  • ძვლები მაგრდება, მაგრამ თავის ქალა რჩება რბილი და დრეკადი.
  • ყალიბდება თავის ტვინის ზოგიერთი უბანი.
  • ნაყოფს უვითარდება გემოვნების რეცეპტორები. შეუძლია გაარჩიოს ტკბილი და მჟავე გემო.
  • ნაყოფს შეუძლია სლოკინი.

რა ხდება ორსულობის მეცხრე თევს?

  • ნაყოფი იცვლის მდებარეობას და უმეტეს შემთხვევაში ტრიალდება თავით ქვემოთ.
  • კანი ნაკლებად დანაოჭებულია.
  • ფილტვები მომწიფებელია და მზადაა დამოუკიდებელი სუნთქვისათვის.
  • ჩამოყალიბებული აქვს ძილის ქცევის წესი.
  • ამ თვეში ნაყოფი ყოველკვირეულად წონაში იმატებს 200-250 გრამით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: