დატოვე კომენტარი

– ოპერაციისთვის მომზადება (ზოგადი ინფორმაცია)

თუ თქვენ გესაჭიროებათ
– გეგმიური სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაცია 
გაეცანით საწყის ინფორმაციას, რომლის ცოდნაც თქვენ, პაციენტს და მკურნალ ექიმს, ქირ/მეან/გინეკოლოგს დაგეხმარებათ ერთობლივი ძალისხმევით უკეთესად მართოთ პერიოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდი ჯანმრთელობის სასურველი შედეგის მისაღწევად.

დაგეგმილ ოპერაციამდე
 მკურნალმა ექიმმა ან ოჯახის ექიმმა მკურნალობის გადაწყვეტილების საწყის ეტაპზე სასურველია მოგაწოდოთ შემდეგი ტიპის მიზანშეწონილი ინფორმაცია:
– რომელ ჰოსპიტალში არის შესაძლებელი კლინიკური შემთხვევის ადეკვატური, პაციენტის სურვილის შესაბამისი ხარისხის ოპერაციის განხორციელება წინასწარი გაცნობა/გასაუბრების ვიზიტით ქირურგთან ან შერჩეული ექიმის გარეშე.
– ვინ მიიღებს ქირურგიული მკურნალობის პროცესში მონაწილეობას. კონკრეტულად რომელი ქირურგით და ექიმებით იქნება დაკომპლექტებული საოპერაციო გუნდი.
– პაციენტის სრული უფლებაა არჩევანი გააკეთოს რომელ ჰოსპიტალში, რომელ ქირ/მეან/გინეკოლოგს და ექიმთა პროფესიონალ გუნდს მიანიჭებს ქირურგიული ჩარევის უპირატესობას!
– დანიშნული ან თქვენს მიერ შერჩეული მკურნალი ექიმი, ქირ/მეან/გინეკოლოგი კლინიკური დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ თქვენთან შეთანხმებით გეგმავს ჰოსპიტალიზაციის თარიღს და ოპერაციის დროს, დაწვრილებით გიხსნით ჰოსპიტალისაციის პირობებს, მოთხოვნებს, მკურნალობის ადმინისტრირებას და პაციენტის უფლებებს. იგი სიტყვიერად თანხმდება თქვენთან, როგორც პაციენტთან და თქვენს ახლობლებთან მოსალოდნელი გეგმიური ოპერაციის წარმოებაზე (ოპერაციის მიდგომა, მეთოდი, მიზანი, ხასიათი, მოცულობა, შედეგი და სხვა…).
– ნებაყოფლობითი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ პაციენტი და ქირ/მეან/გინეკოლოგი ურთიერთდამოკიდებულნი ხდებიან პერიოპერაციული პერიოდის მართვის პროცესის დაწყებიდან პოსტოპერაციული პერიოდის დასრულებამდე.

ჰოსპიტალიზაციის დღე
 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის დღეს მიმღები განყოფილებიდან თავსდება სტაციონარში სადაც წარმოებს რეგისტრაცია სამედიცინო საბუთების შევსებით.
– ჰოსპიტალიზაციის შემდეგ სამკურნალო დაწესებულებაში არსებული წესის მიხედვით პაციენტი გადის წინასაოპერაციო კლინიკურ მომზადებას.
– სტაციონარში ოპერაციამდე დაავადების მართვის პროტოკოლის შესაბამისად ჩაგიტარდებათ კლინიკური, პარაკლინიკური, ლაბორატორიული კვლევები და კონსულტაცია ანასტეზიოლოგთან.
– ექსტრაგენიტალური დაავადების არსებობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაცია ერთობლივი მართვით.
– ზოგიერთი სამეაო თუ გინეკოლოგიური ოპერაცია საჭიროებს სპეციალურ წინასაოპერაციო კლინიკურ მომზადებას.
– მცირე მოცულობითი ხასიათის ქირურგიული ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში, ჰოსპიტალიზაცია 24 საათზე ნაკლები დროით.
– დიდი მოცულობითი ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ტარდება სტაციონარის პირობებში, ჰოსპიტალიზაცია 24 საათზე მეტი დროით.
– ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტი რჩება სტაციონარში გარკვეული დროით პაციენტის მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის, ქირურგიული ინვაზიის ხარისხის, ოპერაციის ხასიათის და მოცულობითი ჩარევის მიხედვით.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა რომელიც თქვენ შეგიძლიათ გონივრულად უზრუნველყოთ ოპერაციამდე და თავიდან აიცილოთ გარკვეული უსოამოვნებები. რჩევა რომლიც დაგეხმარებათ სწრაფ გამოჯანმრთელებაში.
– აქტიურად ესაუბრეთ თქვენ მკურნალ ექიმს ორულობის/დაავადების ისტორიის საკითხებზე.
– მიაწოდეთ სრული ინფორმაცია თქვენი ორსულობის/ავადმყოფობის გამოვლენის, განვითარების და მიმდინარეობის შესახებ.
– ოპერაციამდე კვლევების, ალტერნატიული მკურნალობის და მისი ეფექტურობის შესახებ.
– გადატანილი დაავადებების, ოპერაციების თუ თანხლები დაავადებების ისტორიის შესახებ.
– არ დაგავიწყდეთ ინფორმირება ალერგიის ან შეძენილი ინფექციების მტარებლობის შესახებ.
– თანხლები ექსტრაგენიტალური დაავადების არსებობის შემთხვევაში გეგმიურ ჰოსპიტალიზაციამდე მიმართეთ შესაბამის პროფილის ექიმს სამკურნალოდ არსებული ქრონიკულად მიმდინარე დაავადების პრეოპერაციამდელი და პოსტოპერაციამდელი სტაბილიზაციისათვის (გამოართვით ცნობა ფ.# 100).
– თუ თქვენ ხართ თამბაქოს მომხმარებელი. სასურველია მისი მოხმარება შეწყვიტოთ ოპერაციამდე 14 დღით ადრე, ვინაიდან ფილტვების ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ანესთეზიის ხარისხთან და ოპერაციის შემდგომ გართულებებთან.
– მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით დაიცავით კვებითი რეჟიმი, დიეტა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
– გაარკვიეთ გაქვთ თუ არა ჯანმრთელობიოს დაზღვა სახელმწიფო ან კერძო სადაზღვეო კომპანიაში, ურთიერთ შეთანხმების პირობები, მოვალეობები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დააზუსტეთ ვინ, როგორ და რამდენად დააფინანსებს თქვენ მკურნალობას.

ინფორმირებული თანხმობა
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალი ექიმი – ქირურგი მეან/გინეკოლოგი დაწვრილებით აგიხსნით როგორ უნდა წარიმართოს თქვენი მკურნალობა, გაგაცნობთ საოპერაციო გუნდს, დაგეგმილი ოპერაციის მიდგომის მეთოდს და ოპერაციის ჩარევის მოცულობას და ხასიათს, დაავადების გამოსავალს ჯანმრთელების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზით, აგრეთვე ოპერაციის შესაძლო გართულებების პოტენციურ რისკს. ამ პროცესს ჰქვია “ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო დახმარების გაწევაზე” რომელიც გულისხმობს: თქვენ მკურნალ ექიმთან ერთად მონაწილეობთ მკურნალობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში რასაც ადასტურებთ წერილობითი თანხმობით, ხელის მოწერით. ხელის მოწერამდე ყურადღებით გაეცანით “ინფორმირებული თანხმობის” შინაარსს. შეგიძლიათ შეათანხმოთ თქვენს ახლობლებთან ან იურისტთან.

Surgical procedure
საოპერაციო გუნდი

მკურნალი ექიმი – ქირურგი მეან/გინეკოლოგი სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაციის ჩასატარებლად ადგენს საოპერაციო ჯგუფს რომლებიც გეცნობიან თქვენ. აგროვებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას თქვენი დაავადების შესახებ და ერთობლივად ადგენენ მკურნალობის გეგმას, მსჯელობენ ოპერაციის თუ ანასტეზიის სირთულეებზე და მათ გადალახვის პროცესებზე. თქვენი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირების მონიტორინგს ოპერაციამდე, ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდეგ.
– ანესთეზიოლოგი არის ექიმი რომელიც პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ირჩევს გაუტკივარების მეთოდს და მართავს ანესტეზიას ოპერაციის მსვლელობის პროცესში დაავადების სიმძიმის, ექსტრაგენიტალური დაავადებების გათვალისწინებით. აწარმოებს დაკვირვებას პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე როგორც ოპერაციამდე ისე ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდეგ, ხოლო ინტესიური თერაპიის პალატაში მკურნალ ექიმთან ერთად.
– ნეონატოლოგი არის ბავშვის ექიმი რომელიც ესწრება საკეისრო კვეთის ოპერაციას და ცოცხალშობილის დაბადების პირველივე წუთიდან აფასებს მის ჯანმრთელობას და განვითარებას, აკვირდება და მართავს ახალშობილს ოპერაციის შემდგომ პერიოდში მელოგინეს სტაციონარიდან გაწერამდე.  – საკეისრო კვეთა
– ტრანსფუზიოლოგი არის ექიმი რომელიც პასუხისმგებელია აუცილობლობის შემთხვევაში  ჩვენების მიხედვით აწარმოოს სისხლის და სისხლის კომპონენტების შერჩევა, შეთავსება და ტრანსფუზია (გადასხმა).
– ექთნები ეხმარებიან ექიმებს ოპერაციამდე, ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდეგ, ასრულებენ ექიმების სპეციალურ დავალებებს და გეხმარებიან თქვენ რომ თავი იგრძნოთ უფრო კომფორტულად და იმედიანად.

ერთი დღით ადრე ოპერაციამდე
შესაძლებელია ექიმმა მოგათავსოთ სტაციონარში ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ან ოპერაციის დღეს დილით ადრე. არ დაგავიწყდეთ ჰოსპიტალიზაციის დროს თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, სადაზღვეო ბარათი (პოლისი), სტაციონარში მომართვის საბუთი, ოპერაციამდე არსებული გამოკვლევები, კონსულტანტი ექიმების დასკვნები ფ.# 100 (არსებობის შემთხვევაში).
სანამ გამოხვალთ სახლიდან მიიღეთ აბაზანა, მოიცილეთ ფრჩხილებიდან ლაქი. არ გაიკეთოთ მაკიაჟი. დატოვეთ სამკაულები სახლში, შესაძლებელია სურვილის მიხედვით თან იქონიოთ პირადი ჰიგიენისთვის გათვალისწინებული ნივთები.

ოპერაციის დღე
ოპერაციის დაწყებამდე  საკვების მიღება 12 საათის, ხოლო წყლის მიღება 8 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. ალკოჰოლის მიღება აკრძალულია ოპერაციამდე 48 საათის განმავლობაში. ზოგიერთი გინეკოლოგიური ოპერაციის შემთხვევაში შეიძლება დაგენიშნოთ გამწმენდი ოყნის პროცედურა ოპერაციამდე 3-6 საათით და ანტიკოაგულაციური, ტრომბოემბოლიის პროფილაქტიკური თერაპია ოპერაციის დაწყებამდე 2 ან 12 საათით ადრე. საშოსმხრივი ოპერაციის წინ მიზანშეწონილია 3-5 დღის განმავლობაში საშოს სანაცია და მსუბუქი საკვების მიღება 1-2 დღე ოპერაციამდე.

ოპერაციისთვის მზადება
სანამ დაიწყება ოპერაცია მოსამზადებელ პერიოდში თქვენ მოგთხოვენ:
– კბილის პროთეზის, კონტაქტური ლინზების, სათვალის, სამკაულების, თმის სამაგრების მოხსნას.
– საჭიროა გაიხადოთ ტანსაცმელი და ჩაიცვათ საავადმტოფოს ხალათი, ბახილი, ჩაჩი. ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ჩაიცვათ ელასტიური წინდები.
– საოპერაციო დარბაზის გამზადებამდე მოგათავსებენ წინასაოპერაციო ოთახში.
– ანესთეზიოლოგი თქვენთან ერთად განიხილავს გაუტკივარების მეთოდს.
– ექთანი ჩაგიყენებთ ვენის კათეტერს და დაიწყებს შესაბამისი ხსნარების, მედიკამენტების ან საჭიროებისამებრ სისხლის გადასხმას.
– საოპერაციო დარბაზში გადაყვანამდე (ოპერაციის დაწყებამდე) ინტრავენურად შეიყვანენ დამაწყნარებელ მედიკამენტს, ანტიბიოტიკებს და შარდის ბუშტში ჩააყენებენ კათეტერს.

iSuite_OR

საოპერაციოში
საოპერაციოს დარბაზის გამზადების შემდეგ გადაგიყვანენ საოპერაციო მაგიდაზე. კანზე მიმაგრებული ელექტროდებით განახორციელებენ მონიტორინგს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე – ელექტროკარდიოგრაფია, პულსი, არტერიული წნევა, ტემპერატურა, სისხლის ჟანგბადით გაჯერება, სუნთქვის სიხშირე, შარდის გამოყოფა. ხოლო რეგიონალური (სპინალური, პერიდურალური) ანასტეზიის ან ვენაში საანასტეზიო მედიკამენტების შეყვანის შემდეგ დაგეძინებათ, რის შემდეგ დაიწყება ოპერაცია.

ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის დამთავრდების შემდეგ თქვენ მოგათავსებენ ინტესიური თერაპიის პალატაში, სადაც გაგრძელდება ოპერაციის შემდგომი პერიოდში ხსნარების ან საჭიროებისამებრ სისხლის შემცველი კომპონენტების გადასხმა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი/დაკვირვება და მონაცემების პერიოდული შეფასება. ტკივილის შემთხვევაში ექთანი ექიმის ნებართვით გაგიკეთებთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ როდესაც ანესთეზიოლოგი დარწმუნდება თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის სტაბილურობაში გადაგიყვანენ პალატაში.
– საკეისრო კვეთის შემთხვევაში დამატებით იხილეთ:
– საკეისრო კვეთის შემდგომი ლოგინობის პერიოდის მართვა
– საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილის მართვა

ოპერაციის შემდგომი პერიოდი
ოპერაციის შემდეგ პალატაში, ჰოსპიტალის ფუნქციონირების მიღებული წესიდან გამომდინარე შესაძლებელია ახლობლებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა.
ოპერაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩაგიტარდებათ ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკოაგულაციური ტრომბოემბოლიის პროფილაქტიკური, ანტიბიოტიკო, ინფუზიური თერაპია ან სხვა …
ზოგადი მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის, ქირურგიული ინვაზიის ხარისხის და გადატანილი ოპერაციის მოცულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია პაციენტის ადრეული ფიზიკური გააქტიურება: ფოლის კატეტერის ადრეული გამოღება შარდის ბუშტიდან, აქტიური მოძრაობა საწოლში, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ადრეული წამოდგომა და სიარული პირველი 6-12-24 საათის განმავლობაში. აბდომინალური, მუცელკვეთის ოპერაციის შემთხვევაში (სიგრძითი განაკვეთი, განმეორებითი ოპერაცია, ჭარბწონიანობა) საწოლიდან წამოდგომამდე დაგჭირდებათ ოპერაციის შემდგომი აბდომინალური კომპრესიული სარტყელი, რომელიც გაგიიოლებთ ფიზიკურ აქტიურებას, შეგიმცირებთ ოპერაციის შემდგომ ტკივილს. აბდომინალური კომპრესიული სარტყელის მოხმარება წარმოადგენს პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქარის ჩამოყალიბების პროფილაქტიკას და მისი მოხმარება რეკომენდირებულია ერთი ან ორი თვე. ანტი-ემბოლიური და გრადიენტი კომპრესიული წინდების მოხმარება ტრომბოემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია 3-7 ან მეტი დღე. დუშის მიღება დასაშვებია ოპერაციიდან 24-48 საათში ჭრილობის მდებარეობის და ნაკერის ტიპის გაუთვალისწინებლად. ოპერაციის შემდეგ წყლის მიღება მიზანშეწონილია სურვილის მიხედვით პალატაში გადაყვანისთანავე, ხოლო კვების დაწყება შესაძლებელია პირველი 12-24 საათის შემდეგ პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. გაურთულებელი სამეანო/გინეკოლოგიური ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა არ საჯიროებს განსაკუთრებულ დიეტურ კვებას თუ პაციენტს არ აქვს ექსტრაგენიტალური დაავადება მაგ.: შაქრიანი დიაბეტი და სხვა…

გაწერა სტაციონარიდან
სტაციონარიდან გაწერა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის ქირ/მეან/გინეკოლოგის ნებართვით, თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის (დამაკმაყოფილებლი) შეფასების შემდეგ. ექიმი მოგაწვდით ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვის რეკომენდაციებს კვების, პირადი ჰიგიენის, ვარჯიშების, ფიზიკური აქტივობის, სქესობრივი ცხოვრების და ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. მოგეცემათ ამონაწერი სტაციონარული ისტორიიდან (ფორმა #100) ჩატარებული მკურნალობის ინფორმაციით და საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელს ოჯახის ექიმთან წარსადგენად ვიზიტის ვადის მითითებით.
ავადმყოფის სრულ გამოჯამრთელებამდე და შრომისუნარიანობის აღდგენამდე ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეან-გინეკოლოგის და ოჯახის ექიმის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომი კონსულტაცია მკურნალ ქირურგ/გინეკოლოგთან ერთ თვეში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: