10 Comments

– საშვილოსნოს გარე ორსულობა

საშვილოსნოს გარე ორსულობა (ყველა ორსულობიდან საშვილოსნოს ღრუს გარეთ განვითარებული ორსულობაა 1~2%) უმეტეს შემთხვევაში ვითარდება საშვილოსნოს კვერცხსავალი მილის (Tubae uterinae, Tubae fallopii) ამპულარულ, ისტმიურ ან ფიმბრიალურ ნაწილში (~97.7%). მილის ორსულობის დიაგნოსტიკა და მართვა სტანდარტიზებულია. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კვერცხუჯრედმა განიცადოს იმპლანტაცია სხვადასხვა უჩველო ადგილას, მისი კლინიკური გამოვლენა მრავალფეროვანია, მკურნალობა არასტანდარტული რომელიც დაკავშირებულია ექტოპიური ორსულობის ანატომიურ მდებარეობასთან და კლინიკურ გამოვლენასთან.
– საშვილოსნოს ყელის ორსულობა
ორსულობა ითვლება ყელის როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის არხში, შინითა პირის ქვემოთ (~0.2% ყველა ექტოპიური ორსულობიდან). ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ტანისა და ყელის თანდაყოლილი ანომალიები, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ხანგრძლივი გამოყენება, ხელოვნური აბორტები, საკეისრო კვეთა, ენდომეტრიუმის ატროფიული პროცესები, ქრონიკული ენდომეტრიტის, მიომეტრიტის ფონი, საშვილოსნოს ღრუს სინექიები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ცვლილებები და სხვა…

ectopicpregnancydiagramcomplete

დიაგნოსტიკა კლინიკურად, ბიმანუალურად, ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით, ქორიოგონური ჰონადოტროპინის დისკრიმინაციული ზონის განსაზღვრა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშვილოსნოს ყელის ორსულობის დიაგნოზის დიფერენცირებაში, გასაკუთრებით ორსულობის ადრეულ პერიოდში. ცერვიკალური ორსულობის შემთხვევაში არსებობს ტრანსვაგინალური პროფუზული სისხლის დენის საშიშროება საშვილოსნოს ყელის არხიდან, რომელმაც შესაძლებელია დიდი საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს. ყელის ორსულობის უკანასკნელი მკურნალობის მეთოდათ სისხლდენის შემთხვევაში დღემდე რჩება ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა). ასეთი ხასიათის და მოცულობის ოპერაცია შესაძლებელი მისაღები იყოს იმ ქალთა კონტიგენტვისთვის რომელთაც დამთავრებული აქვს რეპროდიქციული ფუნქცია, მაგრამ ტრაგიკულია იგი იმ ქალთა კონტიგენტისთვის ვისთვისაც ორსულობა პირველია ან რეპროდუქციული ფუნქცია ჯერ დასრულებული არ აქვთ.
 საშვილოსნოს შენარჩუნების გათვალისწინებით პაციენტის მოთხოვნით და ინფორმაციული თანხმებით პროგრესირებული ორსულობის შემთხვევაში თერაპიული მკურნალობის დაწყება შესაძლებელია კალიუმის ქლორიდის ხსნარის ან ციტოსტატიკების ერთჯერადი შეყვანით ინტრაგესტაციურად. მეტოტრექსატის პრეპარატის დანიშვნა ერთი ან მრავალჯერადი დოზირებით ინტრამუსკულარულად შესაძლებელია მხოლოდ ჩვენების და წინააღმდეგჩვენების გათვალისწინებით, გარკვეული პირობებით. ეფექტურია 80-90% ადრეული ორსულობის ვადაზე, მაგრამ მისი მოხმარება იძლევა გვერდით მოვლენებს (სტომატიტი, დიარეა, ღებინება და სხვა). პრეპარატების მოხმარების შემდეგ მკვდარი კვერცხუჯრედის ელემენტები ხანგრძლივად რჩება საშვილოსნოს ყელის არხში, წყაროა ინფექციის განვითარების, დამახასიათებელია ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი საშოდან შესაძლო შემდგომი პროფუზული სისხლდენით.
 საშვილოსნოს შენარჩუნების გათვალისწინებით ქირურგიული ჩარევის დროს (კვერცხუჯრედის ქსოვილების ევაკუაცია) პროფუზული სისხლდენის პრევენციის მიზნით პრეოპერაციულ და პერიოპერაციულ პერიოდში რეკომენდირებულია:
I-საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია ანგიოგრაფიით, საშვილოსნოს არტერიების ან თეძოს შიგნითა არტერიების დროებითი ლიგირება ლაპაროსკოპიით, საშვილოსნოს არტერიების ყელის ტოტების ლიგირება ტრანსვაგინალურად, საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განზავებული ვაზოპრესინის ან ადრენალინის ხსნარის ინექცია.
II-საშვილოსნოს ყელის არხიდან კვერცხუჯრედის ქსოვილების ევაკუაცია ვაკუუმ ასპირაციით მიზანშეწონილია საშვილოსნოს ყელის გახსნის გარეშე.
III-ვააკუმ ასპირაციის შემდეგ ერთმომენტალურად წარმოებს კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ადგილის ქორიონის სისხლძარღვების მონო ან ბიპოლარული ელექტროკოაგულაცია, აბლაცია ჰისტეროსკოპიით ან ვაპორიზაცია CO2 ლაზერით, ცერვიკალური არხის ტამპონადა ფოლის კათეტერით და ყელის ცირკულარული ნაკერით გაკერვა.
საშვილოსნოს შენარჩუნების პირობების გამორიცხვის და ვიტალური სისხლდენის განვითარების შემთხვევაში უკანასკნელის გარდაუვალი აუცილებლობაა გეგმიური ან სასწრაფო/გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა:  ვაგინალური ან აბდომინალური ჰისტერექტომია.
– პოსტოპერაციული საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის ორსულობა
 განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია ტრავმირებულ, ნაოპერაციებელ საშვილოსნოს კედლის ნაწილში: საშვილოსნოს რეკონსტრუქციული ოპერაციის ან საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურში/ნაწიბურზე (~?%). დიაგნოსტიკა-  ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიით, ქორიოგონული გონადოტროპინის დისკრიმინაციული საზღვრის ზონის მატებით. ამ ორსულობისთვის დამახასიათებელია გამოხატული ვასკულიარიზაცია კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ადგილას, საშვილოსნოზე ამობერილი სიმსივნური მასა “საშვილოსნოს თიაქარი”, სისხლიანი გამონადენი საშოდან. ორსულობის განვითარების შემთხვევაში იზრდება პოტენციური რისკი საშვილოსნოს გახევის პროფუზული სისხლდენით. ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია პლაცენტის შეზრდა ნაწიბურის არეში და მეზებელ ორგანოებში (შარდის ბუშტი, შარდსაწვეთი, ნაწლავი) რომელიც აზიანებს მათ. მეორეს მხრივ გართულების პრევენციის მიზნით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა პატარა ორსულობის პერიოდში წარმოადგენს საშვილოსნოს კედლის პერფორაციის, პროფუზული სისხლდენის პოტენციურ რისკს. კედლის ნაწიბურის ორსულობის მართვა და ექიმის ტაქტიკა თითქმის იდენტურია საშვილოსნოს ყელის ორსულობის მართვის.
– ინტერსტიციალური (რქის) ორსულობა
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია საშვილოსნოს კედელში გამავალ კვერცხსავალი მილის ნაწილში ან რქაში (~2%), დიაგნოსტიკა- კლინიკურად, ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით, მაგნიტო რეზონანსული ტომგრაფიით, ქორიოგონული ჰონადოტროპინის დისკრიმინაციული საზღვრის ზონის მატებით. კლინიკურად დაავადებისთვის მკვეთრად დამახასიათებელია ორსულობის ზრდის პროცესში მაღალი პოტენციური რისკი საშვილოსნოს კედლის ინტერსტიციალური ნაწილის გასკდომის, რის შედეგად საშვილოსნოს კედლის კუთხე ძლიერ ზიანდება. ვითარდება პროფუზული სისხლდენა მუცლის ღრუში, მწვავედ განვითარებული ჰემოპერიტონიუმი და ჰემორაგიული შოკი უქმნის საშიშროებას პაციენტის სიცოცხლეს. ამ მიზეზით ვერ ხერხდება ლაპაროსკოპიით ოპერაციის წარმართვა და იძულებული ხდება ქირურგი გადავიდეს მუცელკვეთაზე. უმეტეს შემთხვევაში ოპერაციის ხასიათის მოცულობა შემოიფარგლება საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით, ზოგიერთ შემთხვევაში ჰისტერექტომიით.
– საკვერცხის ორსულობა
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია საკვერცხეში (~0.2%). მნიშვლენოვანია დაავადების დიფერენცირებული დიაგნოსტიკა-  საკვერცხის კისტასთან ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით რა დროსაც აღენიშნება კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ადგილას გამოხატული ვასკულარიზაცია, საკვერცხის სქელი კედელი, ცარელი საშვილისნოს ღრუ, ქორიოგონული ჰონადოტრპინის დისკრიმინაციული საზღვრი ზონაზე მაღალი. ოპერაციის მსვლელობისას საკვერცხის ორსულობა ხშირად წააგავს ჰემორაგიულ ან გამსკდარ კისტას. ოპერაციის ხასიათის მოცულობა შემოიფარგლება სოლისებური რეექციით ან ოვარიოექტომიით.
– მუცლის ღრუს ორსულობა
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია  მუცლის ღრუს ორგანოებზე (~1.4%): მსხვილ სისხლძარღვებზე, სასიცოცხლო მნიშვნელოვან ორგანოებზე, დუგლასის ფოსოში, რგვალ და ფართო იოგებზე, ნაწლავზე, ნაწლავებს შორისს ჯორჯალის სისხლძარღვებზე, ბადექონზე და სხვა ადგილებში სადაც სისხლის მიმოქცევა კარგად არის გამოხატული. მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა- მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით მკვეთრად გამოხატული ვასკულარიზაციით, ადამიანის ქორიოგონული ჰონადოტროპინის დისკრიმინაციული საზღვრის ზონის მკვეთრი მატებით. მუცლის ღრუს ორსულობა ძალიან იშვიათ შემთხვევაში გვხვდება პრაქტიკაში, რომლისთვისაც დამახასიატებელია უეცარი, ძლიერი სისხლდენის განვითარება მუცლის ღრუში, შედეგად ვითარდება მწვავე ჰემოპერიტონიუმი, მწვავე ჰემორაგიული შოკი. მუცლის ღრუს ორსულობის ოპტიმალური მკურნალობა მკვეთრად ჩამოყალიბებული არ არის და იგი არასტანდარტულია, ამიტომ დაავადების მკურნალობა შემოისაზღვრება მხოლოდ ლაპაროტომიით, ხოლო მუცლის ღრუში დიაგნოსტირებული პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენიდან გამომდინარე შესაბამისი მოცულობითი ხასიათის ოპერაციული ჩარევა.

10 comments on “– საშვილოსნოს გარე ორსულობა

  1. gamarjobat,mainteresebs analuri sexi iwvevs tuara gare orsulobas? aseve mainteresebs ras nishnavs gare orsuloba da ra shedegi mosdevs mas?

  2. Gamarjobat.me mqonda gareorsuloba yelze da gamiketes operacia
    Amomachres sashvilosno, sakvercxeebi da orive arxi, turme kista da shexorcebebebi mkonia.es kvelaperi gairkva gachris mere .manamde vicodiron erti mili unda amoegot.sheiddzleboda tu arashenarchuneba sashvilosnosi.

  3. gamarjobat. mainteresebs gare orsulobis simptomebi. rogor unda mixvdes qali ro orsulad ari.

  4. ra iwvevs gare orsulobaaaaaas?

  5. gamarjobat 30 dekembers gavikete gare orsuloba shvili armyavs da mainteresebs meore orsuloba sashishia tu ara jer tavs vicavt da ramdenxanshi sheidzleba mivide eqimtan da movemzado orsulobistvis

  6. gtxovt mipasuxot dzalian vnerviulob

  7. eqimma mitxra rom ginekologis konsultacia armchirdeba da yvelaferi rigzemaqvs magram mainc vapireb ginekologtan konsultacias

  8. ratom ar mpasuxobtttt

  9. მე ვარ 23წლის გავიკეთე ოპერაცია მქონდა გარე ორსულობა ,ამომაჭრეს მილი მითხრეს რომ ორი თვის შმდეგ ტეპროდუქტოლოგთან უნდა დავიწყო მკურნალობა რის შმდეგაც შმიდზლია შილის გაჩენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: