%(count)s კომენტარი

– საშვილოსნოს მიომა, ორსულობა და მშობიარობა

– რეპროდუქციული ასაკის ქალების ~ 4% ორსულობა მიმდინარეობს საშვილოსნოს მიომის ფონზე. უმეტეს შემთხვევაში მიომის კვანძების ზრდა დამახასიათებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. 50~60% პაციენტს აღენიშნებათ მიომის კვანძების ზომის უმნიშვნელო ცვლილებები, მათგან 22~32% კვანძების ზრდა, მაშინ როდესაც 8~27% აღენიშნებათ მათი შემცირება. დიდი მიომის კვანძები ორსულობის დასრულებამდე იზრდება საშუალოდ 12%, ხოლო მცირე მიომის კვანძები განიცდიან ზომაში სტაბილურობას. აღსანიშნავია რომ, ორსულების პერიოდში ულტრაბგერითი კვლევით უმეტეს შემთხვევაში დიაგნოსტირდება ერთი მიომის კვანძი, როდესაც რეალურად 22% აღენიშნებათ ოთხი და მეტი მიომის კვანძი. ორსულობის დასრულების შემდეგ მიომის კვანძების 76% განიცდის ზომაში შემცირებას.

Uterine-Fibroids-Ovarie-Hysterectomy
მრავალი კვლევით დადასტურებულია საშვილოსნოს მიომის პოტენციალური ზემოქმედება ორსულობის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე რომლისთვისაც დამახასიათებელია: ნაყოფის არამყარი, ირიბი ან გარდიგარდმო მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევა, პლაცენტის წინმდებარეობა, ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, სამშობიარო მოქმედების დისფუნქცია, საკეისრო კვეთა. Continue Reading »

დატოვე კომენტარი

რა უნდა ვიცოდეთ ჰისტერექტომიის შესახებ

–  რა არის ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია წარმოადგენს საშვიოსნოს ამოკვეთის ოპერაციას. ეს ძალიან გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიურ ქირურგიაში, რომელიც გამორიცხავს შემდგომ ორსულობას.

–  რატომ კეთდება ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია კეთდება ქალის მრავალი დაავადების გამო, ზოგიერთი მათგანის მიზეზია:
– საშვილოსნოს მიომა (ჰისტერექტომიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია)
– ენდომეტრიოზი
– მენჯის ორგანოების პროლაფსი (საშვილოსნოს გამოვარდნა)
– პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან
– მენჯის ქრონიკული ტკივილი
– საშვილოსნოს კიბო

–  არის თუ არა ჰისტერექტომიის ალტერნატივა?
– ზოგიერთ შემთხვევებში მედიკამენტები ან სხვა პროცედურები შესაძლებელია მოისინჯოს ჰისტერექტომიამდე. თუ აირჩევთ ჰისტერექტომიის გარდა მკურნალობის სხვა მეთოდს, მიიღეთ მხედველობაში, რომ შესაძლებელია მოგვიანებით დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა. Continue Reading »

13 Comments

– სუპრაცერვიკალური/სუბტოტალური ჰისტერექტომიის ნაკლოვანებები

 ქალებში საკეისრო კვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მეანობაში, ხოლო გინეკოლოგიაში ჰისტერექტომია. ჰისტერექტომია უმეტეს შემთხვევაში კეთდება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებებისას: საშვილოსნოს მიომის და ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენების და მენჯის ორგანოების პროლაფსის დროს.
მენჯის ქირურგიაში განასხვავებენ ორი სახის ჰისტერექტომიას: ტოტალურს და სუბტოტალურს /სუპრაცერვიკალურს, სუპავაგინალურს/.

Supracervical Гистерэктомия Continue Reading »

დატოვე კომენტარი

– უტერულ – ვაგინური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

– მენჯის ორგანოების პროლაფსის
– საშვილოსნოს და საშოს დაწევა გამოვარდნის
– უტერულ-ვაგინური პროლაფსის
 ქირურგიული მკურნალობის მიზანია არა მხოლოდ საშვილოსნოს და საშოს კედლების, მენჯის დიაფრაგმის დარღვეული ანატომიური მდებარეობის აღმოფხვრაა, არამედ ახლომდებარე ორგანოების შარდის ბუშტის და სწორნაწლავის ფუნქციონალური დარღვევების კორექციაა. ყოველი კონკრეტული კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ქირურგიული ჩარევის კონცეფციის შემუშავებას. გენიტალური პროლაფსის მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია განსხვავებული ოპერაციული ჩარევის მიზნობრივ მეთოდებზე. ქირურგიული ჩარევა ხასიათდება სხვადასხვა სახის, მიზნის, ხასიათის და მოცულობის მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციით, განსხვავებული ოპერაციული მიდგომით და მეთოდიკით: ვაგინალური, აბდომინალური (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით), ტრანსრექტალური და კომბინირებული.
Anterior Repair Training Guide Continue Reading »

%(count)s კომენტარი

– ჰისტერექტომია. ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხეები?

 ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ყველაზე ხშირი ოპერაციაა ქალთა 40~44 წლის პრემენოპაუზალურ პერიოდში. ჰისტერექტომიამ საკვერცხეების შენარჩუნებით შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება. აღნიშნული ფენომენი ხშირად არ ვლინდება, მაგრამ ხანგრძლივმა დაკვირვებამ ჰისტერექტომია გადატანილ პაციენტებზე აჩვენა, რომ ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ ქალების ~20% ეწყებათ მენოპაუზა, შედარებით იმ ქალებთან ვისაც არ ჩაუტარდათ ოპერაცია.
 ჰისტერექტომიისას პროფილაქტიკური ოოფორექტომია (საკვერცხეების ამოკვეთა) საშუალო რისკის პაციენტებში დაკავშირებულია ნეგატიური ზემოქმედებით ქალის ჯანმრთელობაზე. ჰისტერექტომია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადების მიზეზით არ ითვალისწინებს ოოფორექტომიას, მიზანშეწონილია საკვერცხეები არ ამოიკვეთოს ან ამოკვეთოს მხოლოდ ოპერაციული ჩვენებით რისკის და სარგებლის გათვალისწინებით.

Sketch for Kovac Vag Hyst booklet EESUS

წინამდებარე სტატიაში განიხილება ოოფორექტომიის უპირატესობები და მისი ნაკლოვანებები დაავადების განვითარების პოტენციური რისკით. წარმოდგენილია ოოფორექტომიის/ოვარექტომიის ალგორითმი, რომელიც დაეხმარება პაციენტს მიიღოს გადაწყვეტილება როდის არის აუცილებელი ჰისტერექტომიასთან ერთად ოოფორექტომია, არჩევითი პროფილაქტიკური სალპინგო-ოოფორექტომია ან სალპინგექტომია და რატომ არის მნიშვნელოვანი ქალისთვის საკვერცხეების შენარჩუნება.

Oophorectomy Algorithm Continue Reading »

დატოვე კომენტარი

– საშვილოსნოს ექსტირპაცია საშოსმხრივი მიდგომით

დატოვე კომენტარი

– ჰისტერექტომია

ჰისტერექტომია -საშვილოსნოს ამოკვეთა. ქირურგიულ ჩარევას განასხვავებენ დასახული მიზნის, ხასიათის, მოცულობის მიხედვით, სხვადასხვა ოპერაციული მიდგომით, მეთოდით, გამოსვლით და ინვაზიის სიმძიმის ხარისხით.
საშვილოსნოს დაავადების კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ჰისტერექტომია. საშვილოსნოს ზოგიერთი დაავადების დროს ჰისტერექტომია მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია, ხოლო სხვა პათოლოგიის შემთხვევებში არაინვაზიური ან მინიმალური ინვაზიური მეთოდებითაც შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობა. დარწმუნდით რომ განკურნების ალტერნატიული მეთოდები გაანალიზებულია, განხილულია და შეთანხმებულია ექიმთან. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია ოპერაციული ჩვენებით და ოპერაციის რისკის გათვალისწინებით. Continue Reading »

%d bloggers like this: