5 Comments

– ესთეტიკური ვაგინალური ქირურგია

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალების ნაწილს კლინიკურად გამოხატული აქვთ ვულვოვაგინური სინდრომის და ინტიმური ცხოვრების დისფუნქციური ხასიათის პრობლემები, რომლის შესახებ ლაპარაკს ექიმთან ზოგჯერ ერიდებაიან. ახალგაზრდა დედები რომლებიც დარწმუნებულები არ არიან საკუთარი სექსუალური შესაძლებლობის სრულფასოვნებაში უვითარდებათ გაუცნობიერებელი კომპლექსი, რომლიც შემდგომ პარტნიორთა შორის შესაძლოა განხეთქილების მიზეზი გახდეს.
ესთეტიკურ/კოსმეტიკურ და რეკონსტრუქციულ/პლასტიკურ ვაგინალურ ქირურგიაში ოპერაციული ჩარევები იყოფა ორ მიზნობრივ ჯგუფად:
   სამკურნალო მნიშვნელობის ოპერაციები
   კოსმეტიკური მნიშვნელობის ოპერაციები
I – რეკონსტრუქციული / პლასტიკური ოპერაციები რომელიც ემსახურება გენიტალიის დაქვეითებული ფუნქციის აღდგენას
მშობიარობის შემდეგ მენჯის ფსკერის დიაფრაგმის გადაჭიმვის, ტრავმის, ჩახევის და კიდევ სხვა მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორის მიზეზით საშოს დისტალური, მედიალური და პროქსიმალური ნაწილი გაფართოვებულია. რელაქსაციის შედეგად ვითარდება მენჯის ორგანოების სხვადასხვა სახის და ხარისხის პროლაფსი (POP). ვინაიდან საშვილოსნო და საშოს კედელები ესაზღვრება სხვა მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ შინაგან ორგანოებს, ამიტომ პათოლოგიური ცვლილებების განვითარება აისახება მეზობელი ორგანოების შარდსადენის, შარდის ბუშტის, სწორნაწლავის, ანალური სფიქტერის ფუნქციონირებაზე და ქალის ცხოვრების ხარისხზე.

Anterior Repair Training Guide

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით არ არის საჭირო სპეციალური გამოკვლევები, საკმაირისია გინეკოლოგთან ვიზიტი, პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე საშოს კედლების სარკეებით ვიზუალიზაცია ბიმანუალური, რექტოვაგინალური და უროგინეკოლოგიური გასინჯვა.
მშობიარობის შემდეგ მენჯის ფსკერის დიაფრაგმის რელაქსაციის ფონზე დაავადების საწყის ეტაპზე მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, შორისის კუნთები მოდუნებულია, საშო დისტალური ნაწილის დონეზე შესასვლელში გაფართოვებულია (მოწმდება საშოს დისტალური ნაწილის შორისის შორის მენჯის ფსკერის კუნთების მოჭერის სიძლიერით), საშოს კედლები უმნიშვნელოდ დაწეულია ადრინდელ საწყის მდგომარეობასთან შედარებით, პერიოდულად ვლინდება შარდის დაკარგვის ეპიზოდები, სქესობრივი აქტი ნაწილობრივ არასრუფასოვანია, ორგაზმი დაქვეითებულია, აღენიშნება საშოს ლორწოვანის სიმშრალე, დისპარეუნია. პაციენტს უროგენიტალური სინდრომის საწყის ეტაპზე ენიშნება მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის აღდგენის და გაძლიერების მიზნით სპეციალური კეგელის ვარჯიშები. საშოსმხრივი მშობიარობის შემდეგ პერიოდში ან ჰიპოესროგენიის ფონზე შეცვლილი ვულვის კანის, რელაქსირებული შორისის, საშოს ატროფიული ლორწოვანის, დაქვეითებული ელასტიურობის სწრაფი რეაბილიტაციის, სექსუალური დისფუნქციის და სუსტად გამოხატული შარდის დაკარგვის ეპიზოდების გამოსწორების გაახალგაზრდავების მიზნით უროგენიტალური ორგანოების (ვულვა, ვაგინა, ურეთრა) ფრაქციული CO2 ლაზეროთერაპიის (MonaLisa Touch) რადენიმე სეანსი.
თუ ინტიმური კუნთების ვარჯიშებმა, ლაზეროთერაპიამ მოსალოდნელი მკურნალობის შედეგი ვერ გამოიღო და ცხოვრების ხარისხი ვერ გაუმჯობესდა ან აღნიშნული სამკურნალო პროცედურების გვერდის ავლით შესაძლებელია მენჯის ორგანოების დაქვეითებული ფუნქციის აღდგენის მიზნით მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული/რესტავრაციული ოპერაცია. ქირურგიული მკურნალობა მიზანშეწონილია როდესაც არ არის მკვეთრად გამოხატული მენჯის ორგანოების პროლაფსი, მაგრამ საშოს ლატერალური და დისტალური ნაწილი გაფართოვებულია, ფასცია და კუნთები გაშრევებულია, საშოს ელასტიურობა და შორისის კუნთების ტონუსი მკვეთრად დაქვეითებულია, პაციენტს აღენიშნება სქესობრივი ცხოვრების დისფუნქცია: სქესობრივი აქტის ხარისხი ნეგატიურად შეცვლილია, ლიბიდო და ორგაზმი დაქვეითებულია, კოიტუსი არასრულფასოვანია, გამოხატულია დისპარეუნია და მიდრეკილებაა ფრიგიდობისკენ. ვულვოვაგინალური სინდრომის კლინიკის პრეზენტაციის შემთხვევაში შესაძლებელია კორექციული / პლასტიკური ოპერაცია: მენჯის ფსკერის დიაფრაგმის გაშრევებული შორისის კუნთების პლიკაცია/პლასტიკა (m. levator ani, puborectalis), უროგენიტალური ფასციის დეფექტის კორექცია და დაჭიმვა, ვულვის და შორისის შევსება ბუნებრივი ქსოვილებით, საშოს ღრუს დიამეტრის ზომიერი შევიწროვაბა და განახლება, საშოს ელასტიურობის აღდგენა ანუ ვულვოვაგინური გაახალგაზრდავება ოპერაციული მეთოდებით, რომელიც დადებითი შედეგით ხასიათდება პაციენტებში.
ოპერაცია მიზანშეწონილია როდესაც გართულებული მშობიარობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება არასრულფასოვანი შორისი, მენჯის ფსკერის ფასციების და კუნთების დაზიანების, შორისის ტრავმული ჩახევის ან ეპიზიოტომიის შემდეგ არასრულფასოვნად აღდგენილი კუნთების და უხეშად შეხორცებული შორისის ნაწიბური, რის შედეგად საშოს შესავალი ღიაა, გამოხატულია სასქესო ორგანოების სხვა პროლაფსი, სექსუალური დისფუნქცია, გახშირებული ვულვიტი, ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, ქრონიკული ცისტიტი, დაქვეითებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
ოპერაცია მიზანშეწონილია როდესაც ნებისმიერი წლოვანების პაციენტს თვალსაჩინოთ აღენიშნება მენჯის ორგანოების სხვადასხვა ხარისხის რაოდენობრივი პროლაფსი, სექსუალური დისფუნქცია, შარდის სტრესული შეუკავებლობა ან შეკავება, ურეთროცელე, ცისტოცელე, ცისტოურეტროცელე, რექტოცელე, რექტოენტეროცელე, ენტეროცელე, სიგმოიდოცელე, პერინეოცელე, ანუსის სფიქტერის ნაწილობრივი უკმარისობა ან სწორი ნაწლავის პროლაფსი და სხვა…. რის შედეგად ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხი მკვეთრად დაქვეითებულია, თავისუფლება შეზღუდულია.
ოპერაცია მიზანშეწონილია იატროგენული დაავადების განვითარების შემთხვევაში: ვაგინალური ოპერაციის, მშობიარობის შემდგომი ვულვოდინიის ან დისპარეუნიის (ტკივილი), სექსუალური დისფუნქციის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევებში.
მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაცია მენჯის ორგანოს დაქვეითებული ფუნქციის აღდგენის მიზნით პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, კომფორტის, თავისუფლების, გაახალგაზრდავების ტოლფასია და ქირურგიული ჩარევა ქალის ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი არჩევის შესაძლებლობაა.
იხ. – მენჯის ორგანოების პროლაფსი
 იხ. – შარდის შეუკავებლობა ქალებში

II – ესტეტიკური / კოსმეტიკური ოპერაციები რომელიც ემსახურება გენიტალიის ვიზუალურ დახვეწას
ესტეთიკური გინეკოლოგიური კოსმეტიკური ოპერაციები მანდილოსნისთვის სრულყოფილი სილამაზის, წარმოსახვითი სექსუალურობის თვითშეგრძნების, სხეულის დამაჯერებელი და გაცნობიერებული უპირატესობის გამოხატვის შესაძლებლობაა.
ცნობილია რომ ნორმაში დიდი სასირცხო ბაგეები ფარავს პატარას და საშოს შესასვლელი დახურულია. ასეთი ბუნებრივი ანატომიური განლაგება ამცირებს საშოში და შარდის ბუშტში ინფექციის შეჭრას. ამის გარდა დიდი და პატარა სასირცხო ბაგეები არეგულირებენ გენიტალიების ტემპერატურულ რეჟიმს, საშოს ფლორას.
დიდი სასირცხო ბაგეების ფორმის კორექცია მიზნად ისახავს ზედმეტად პიგმენტირებული, დანაოჭებული კანის, კანქვეშა ცხიმის მოცილებას და ესთეტიკურად ზომაში შემცირებას. დიდი სასირცხო ბაგეების ფორმის სხვა კორექცია მიზნად ისახავს ცხიმოვანი ქსოვილის იმპლანტაციას ან კანქვეშა მეზობელი ქსოვილების რეპოზიციის ხარჯზე ესტეტიკურად ვიზუალური ბაგეების წარმოსახვას მათი მოცულობითი ზომების მომატებით და ვულვის ჭრილის სიგრძის გაზრდით. თანამედროვე ტექნოლოგიები (სინთეტიკური გელი) გვაძლევს საშუალებას ოპერაია გაკეთდეს აღწერილი პირობების მოთხოვნით.
ზოგიერთ შემთხვევაში ქალებს აღენიშნებათ მცირე სასირცხო ბაგეების ზომებში განსხვავება, არასიმეტრიულობა (დიდი და პატარა) ან აღენიშნებათ ორივე სასიცხო ბაგეების ზომებში მომატება. ამგვარი ბუნებრივი ანატომიური განვითარება ზოგიერთ პაციენტს უქმნის წარმოსახვით სექსუალურ დისკომფორტს, თავისუფალი ინტიმური კავშირის არასრულყოფილების განცდას, უვითარდება სხეულის დემონსტრირების კომპლექსი ვარჯიშის ან ცურვის დროს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მცირე სასირცხო ბაგეების ესთეტიური კორექცია სხვადასხვა ტიპის რეზექციის მეთოდით.
თუ მშობიარობის შედეგად მიღებული შორისის ტრავმის შემდეგ კუნთები, ფასციები, დიდი სასირცხო ბაგეები გაშრევებულია ლატერალურად, შორისი შეხორცებულია უხეში ნაწიბურით პაციენტი განიცდის დისკომფორტს, ორგაზმის და სექსუალური ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. ამ კლინიკურ შემთხვევაში მიზანშეწონილია ლევატოროპლიკაცია, კოლპოპლასტიკა ან კოლპოპერინეოპლასტიკა. ბუნებრივი ქსოვილების შევსებით შესაძლებელია შორისის და ვულვის კორექცია, დიდი სასირცხო ბაგეების ბუნებრივ ანატომიურ პოზიციებზე დაბრუნება, დიზაინის შეცვლა. ოპერაცია დადებითი შედეგით ფასდება ქალებში.
ქალების 1/5 აღენიშნებათ კლიტორის ჰიპერტროფია დაბადებიდან ან შეძენილი ზრდასრულ ასაკში (ჰორმონალური დარღვევები ან სხვა). სქესობრივი ნორმალური ლტოლვის, ორგაზმის მიუხედავად ზოგიერთი ქალი განიცდის უხერხულობას და ესთეტიკის თვალსაზრისით იხრება კლიტორის ზომაში შემცირების ოპერაციისკენ. კლინიკურ შემთხვევაში ხორციელდება კლიტორის დამოკლება ამპუტაციით შემდგომი მეზობელი ქსოვილების რეპარაციით დიზაინის უზრუნველყოფით.
ესთეტიკურ/კოსმეტიკური პლასტიკურ ოპერაციებს მიეკუთვნება: ლაბიოპლასტიკა, ვულვოპლასტიკა, ვაგინოპლასტიკა, პერინეოპლასტიკა, ლევატოროპლასტიკა, კოლპოპერინეოპლასტიკა, კლიტეროპლასტიკა და სხვა…
მუცლის წინა კედლის, ვულვის ან შორისის კანის არაესთეთიკური კილოიდური ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში მიზანშეწონილია კანის ზედაპირის ესთეტიკური კორექცია ფრაქციული CO2 ლაზეროთერაპის რამდენიმე სეანსით.

5 comments on “– ესთეტიკური ვაგინალური ქირურგია

  1. გამარჯობათ,სასირცხვო ბაგეები გაზრდილი ტყავივით როცაა იმის მოკვეთა თვითნებურად შეიძლება?ძალიან ძვირია და ვერ შევწვდები ვერასდროს,არადა დიდი პრობლემაა ეს ჩემთვის და მზად ვარ შეყვარებულს უარიც კი ვუთხრა გათხოვებაზე ამ კომპლექსის გამო.გთხოვთ დამეხმარეთ მირჩიეთ როგორ მოვიცილო მე თითონ

    • gamarjobat mainteresebs labioplastika rajdeba tqventan da tusheidzleba raime gartuleba rom mohyves

      • გამარჯობა. მობრძანდით საკონსულტაციოდ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონით

  2. iqneb daaxlovebit mitxrat pasi rom vicode

  3. iqneb daaxlovebit mainc mitxrat pasi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: