8 Comments

– საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა

– მენჯის ორგანოების პროლაფსი
– უტერულ-ვაგინური პროლაფსი
– საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა
 (Utero-Vaginal Prolafse) ხასიათდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის პათოლოგიური ცვლილებებით, შედეგად მათი ფუნქციონალური დარღვევებით. გენიტალური პროლაფსი (გამოვარდნა) აღიქმება და განიხილება როგორც მენჯის ფსკერის დიაფრაგმის სახეშეცვლილი თიაქარი. მენჯის ორგანოების პროლაფსი უმეტეს წილად გვხვდება 40 წლის და მეტი წლოვანების ქალებში, მაგრამ აგრეთვე ხშირია 25~30 წლის ასაკშიც. უტერულ-ვაგინური პროლაფსი ახალგაზრდა ქალებში ვლინდება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ~2,7%, საკეისრო კვეთის შემდეგ ~0,9% და არანამშობიარებელ ქალებში ~0,96%.

ანატომია

საშვილოსნო მდებარეობს მცირე მენჯის ღრუს გამტარი ღერძის პროექციაზე. ის ფიქსირებულია იოგებზე და თავისუფლად მოძრაობს მცირე მენჯის ღრუში. ორგანოს ასეთი მდებარეობა და მოძრაობა ბენებრივია ორსულობის ან მშობიარობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის, ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. საშვილოსნო და საშო იოგების გარდა ფიქსირებულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციებით და კუნთებით. თუ მენჯის ფსკერის ფასციები, კუნთები, იოგები დასუსტდა სხვხდასხვა მიზეზით, შედეგად მენჯის ღრუს ორგანოები, საშოს კედლები, საშვილოსნო იწევს ქვემოთ და ზოგჯერ სცილდება საშოს შესასვლელს. კლინიკური შემთხვებიდან გამომდინარე გამოყოფენ მენჯის ორგანოების პროლაფსის, საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევის, გამოვარდნის შემდეგ სახეობებს:

  • საშოს წინა კედლის დაწევა. წინა კედლის დაწევასთან ერთად შარდის ბუშტის ნაწილი, შარდსადენი – ცისტოცელე, ურეთროცელე.
  • საშოს უკანა კედლის დაწევა. უკანა კედლის დაწევასთან ერთად სწორი და წვრილი ნაწლავის ნაწილი – რექტოცელე, ენტეროცელე.
  • საშვილოსნოს და საშოს არასრული გამოვარდნა. საშვილოსნოს ყელი ან საშოს კედელი დაწეულია საშოს შესასვლელამდე ან სცილდება მას ნაწილობრივ.
  • საშვილოსნოს და საშოს სრული გამოვარდნა. საშვილოსნო ან საშოს კედელი სრულად გამოდის საშოს შესასვლელიდან.

ნორმა

obgyn-norm-pelvis

ცისტოცელე obgyn-cystocele (1)

რექტოცელეobgyn-rectocele

საშვილოსნოს პროლაფსი
obgyn-uterine-prolapse

დაავადების განვითარება

 მენჯის ორგანოების პროლაფსი, მათ შორის საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა პოლიეთიოლოგიური დაავადებაა, რომელიც ვითარდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციების, კუნთების, იოგების მაფიქსირებელი აპარატის ტრავმის, გადაწელვის და განვითარებული დისტროფიული ცვლილებების შედეგად.
ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:

  • ორსულობა, მშობიარობა გართულებული ტრავმით
  • მენოპაუზა, ესტროგენული უკმარისობა
  • შემაერთებელი ქსოვილიების სტრუქტურის სისტემური ცვლილებები
  • ფიზიკური დატვირთვა
  • ქრონიკული ხველა და ყაბზობა
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია)
  • გამოხატული სიმსუქნე

დაავადება ვითარდება დინამიურად წლობით, საწყის პერიოდში კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ეპიზოდურად და მოულოდნელად, რომლის სიმპტომებია:

  • თიაქარის მზგავსი რბილი ან მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის შეგრძნება საშოს შესასვლელში ან საშოში
  • დაქაჩვის, სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნება შორისის მიდამოში, დისკომფორტი, მენჯის ორგანოების ვენური სტაზი, სწორნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ბუასილი, ყაბზობა
  • ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის, გავისა და წელის არეში
  • ანთებადი ხასიათის და ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი საშოდან
  • შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა, შარდის გამოყოფის შეფერხება, გახშირებული შარდვა, მცირე ეპიზოდური შარდის გამოყოფა ფიზიკური დატვირთვისას, ხველის, სიცილის, სწრაფი სიარულის დროს

საშვილოსნოს, საშოს კედლების დაწევა და არასრული გამოვარდნა ზოგჯერ მიმდინარეობს მცირე სიმპტომებით ან მის გარეშე და დამახასიათებელია დაავადების საწყის სტადიებში. დაავადების დამძიმების შემთხვევაში პაციენტი გრძნობს თიაქარის მზგავს სიმსივნურ წარმონაქმს საშოს შესასვლელში ან შორისის მიდამოში, შედეგად იქმნება საშოს და შარდის ბუშტის ინფექციური დაავადების განვითარების პირობები. ვითარდება საშვილოსნოს ყელის ან საშოს ქრონიკული ტროფიკული წყლული, ქრონიკული ვულვოვაგინიტი, ცისტიტი, ქვეითდება სქესობრივი აქტისის ხარისხი, ლიბიდო და ორგაზმი. მრავალი პაციენტი სამწუხაროდ ერიდება ექიმთან ვიზიტს და რატომღაც ეგუება დაავადებისგან დაქვეითებულ ცხოვრების ხარისხს, დისკომფორტს. დროთა განმავლობაში დაავადება უფრო ღრმავდება, ცხოვრობენ საშვილოსნოს დაწევით მრავალი წლის განმავლობაში სანამ მდგომარეობა არ მივა უკიდურეს გართულებამდე, საშვილოსნოს სრულ გამოვარდნამდე. საშვილოსნოს სროლი გამოვარდნა ხელს უშლის სიარულს, ჯდომას, ფიზიკურ დატვირთვას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სქესობრივ ცხოვრობას, პაციენტს ექმნება ფსიქო-ემოციური პრობლემები, მკვთრად ქვეითდებადება ცხოვრების ხარისხი, კომფორტი და თავისუფლება.

დიაგნოზი

 დიაგნოზის დასმა POP-Q სისტემის მიხედვით არ წარმოადგენს გინეკოლოგისთვის სირთულეს. საშოს ინსტრუმენტებით ვიზუალიზაციის შემდეგ მიზანშეწონილია ბიმანიალური, რექტოვაგინალური გასინჯვა და უროდინამიური გამოკვლევები.

მკურნალობა

არსებობს არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა.
მკურნალობის დაწყების წინა პერიოდში მიზანშეწონილია მეან/გინეკოლოგის კონსულტაცია ზუსტი დიაგნოსის დასასმელად და მკურნალობის შესარჩევად.
მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთების რელაქსაციის განვითარების და ავადობის მხოლოდ საწყის ეტაპზე ან რეკონსტრუქციული ვაგინალური ოპერაციის შემდეგ მიზანშეწონილია კეგელის ვარჯიშები. ვარჯიშები ანვითარებს და აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს, რომლითაც გარშემორტყმულია შარდსადენი, საშო, შორისი, სწორი ნაწლავი და ანალური სფინქტერი.
– 10 წამის განმავლობაში შეკუმშეთ, დაძაბეთ ის კუნთები რომლებიც გამოიყენება შარდისა და აერის შესაჩერებლად, შემდეგ მოადუნეთ 10 წამით და იგივე გაიმეორეთ 5-10 ჯერადად დღეში 5-10 ჯერ. შეასრულეთ ყოველდღიურად არანაკლებ 50-100 და მეტი ვაეჯიში 2-6 თვის განმავლობაში. მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთების ინტენსიური კეგელის ვარჯიშების განხორციელება განსაკუთრებილ მნიშვნელობას იძენს ორსულობის და ბუნებრივი საშოსმხრივი გზით მშობიარობის შემდეგ ლოგინობის და ლოგინობის შემდგომ პერიოდში.
  თუ აღმოჩნდა რომ უტერულ-ვაგინური პროლაფსის სამკურნალოდ მიზნობრივი ინტიმური კუნთების, კეგელის ვარჯიშები ნაკლებადშედეგიანია რეკომინდირებულია პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაცია. ოპერაციის მიზანი, ხასიათი, მოცულობა და შედეგი დაკავშირებულია დაავადების სიმძიმესთან.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში მიზანშეწონილია მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშის გაგრძელება იგივე ინტენსიურობით და რეკომენდაციებით.
ოპერაციამდე დაავადების განვითარების საშუალო და მძიმე პროლაფსის შემთხვევებში მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია დროებით სილიკონის სხვადასხვა ფორმის და ზომის ვაგინური პესსარიების მოხმარება.

.
–  იხილეთ გაგრძელება:
– უტერულ-ვაგინური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

8 comments on “– საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა

  1. ექოსკოპიამ აჩვენა რომ საშვილოსოს დაწევა მაქვს აქ ჩამოთვლილი სიპტომებიდან არც ერთი არ მაწუხებს და ეს კარგია, მაგრამ როგორც ჩანს პროცესი შეუქცევადია როგორ უნდა მოვიქცე რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს და როგორ მოვუარო თავს? ნიშნავს ეს თუ არა იმას რომ არ უნდა ვიყო აქტიური სპორტულად ან ართულებს თუ არა ეს მომავალში მშობიარობას ?

    მადლობთ.

    • მეც იგივე პრობლემა მაქვს ექიმა მითხრა საშვილოსნო გაქვს დაწეულიო. ძალიან მაინტრესებს როგორ მოვიქცე რო არ გართულდეს მდგომარეობა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება რო გავაკეთო. ჯერ ჯერობით მხოლოდ ის ვიცი რო მძიმეს აწევა არ შეიძლება.
      შეუშლის თუ არა ეს დაორსულებას და მშობიარობას.

  2. მაქვს საშვილოსნოს გამოვარდნა (პროლაფსი),ექიმმა მირქია საშოს პლასტიკური ბადის გაკეთება, ყელის მოკვეთის შემდეგ.მაინტერესებს რა თანხებთანა დაკავშირებული და რამდენად ეფექტურია.?

    • დღევანდელი თანამედროვე მონაცემებით: საშვილოსნოს გამოვარდნის შემთხვევაში აუცილებელია:* საშვილოსნოს საშოსმხრივი ექსტირპაცია* დანამატებთან ერთად, შემდგომი* საშოს მაღალი დაკიდვით ვაგინოსუსპენზიით*, საშოს წინა და უკანა კედლის კოლპორაფიით, პროლენის ბადის იმპლანტაციით ან მის გარეშე (წინა,უკანა კედლის ან მთლიანად). ბადის ღირებულება სხვადასხვაა, მწარმოებლის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ საკონსულტაციოდ და საოპერაციოდ.

  3. ras nishnavs sashvilosnos gadaxra da ramdenad sashishia?

    • meore bavshvze mshobiarobis shemdeg saxlshi gavewere gadaxrili sashvilosnoti axla bavshvi ukve 3 wlis da 5 tvisaa.mteli es dro tkivilebi maqvs welis da sashvilosnos areshi xan yru tkivilebi xan ki dzalian dzlieri .sheberilobac mawuxebs da gulis revis shegrznebebi maqvs xshirad gansakutrebit dzlieri tkivilis dros.rogor unda moviqce ?

  4. Sashvilosnos yeli maqvs patara da ra medikamenti unda mivigo gtxovt gamcet pasuxi

  5. Pasuxi gamecit gtxovt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: