10 Comments

– საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

– საკეისრო კვეთის ჩვენების მომატებამ ხელი შეუწყო საკეისრო კვეთის პროცენტულ ზრდას, შედეგად პრობლემური გახდა გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომ ბუნებრივი სამშობიარო გზით მშობიარობა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საკეისრო კვეთის ჩინეთშია 46%, იტალიაში 40%, ამერიკის შეერეთებულ შტატებში 33%, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით იდეალურია 15%.

381_85457

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ქალების 40-80% რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოზე (მიომექტომია, საკეისრო კვეთა და სხვა…) მშობიარობენ ბუნებრივი სამშობიარო გზით. 
დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის ნაწიბურის რეპარაცია (აღდგენა) სრულდება 6-8 თვეში. ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაციულ პროცესებზე შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
    I – არაოპერაციული: ექსტრაგენიტანული დაავადება, ორსულობისა და მშობიარობის გართულება, ინფექცია, მიომეტრიუმის საწყისი მდგომარეობა, იმუნოდეფიციტი.
   II – ოპერაციული: განაკვეთის ანატომიური მდებარეობა, საკერავი მასალის ტიპი, მიომერიუმის აღდგენის მეთოდი, ჭრილობის იზოლირება, ჭრილობის განაკვეთში ქსოვილების იშემია და ზეწოლა.
საშვილოსნოს კედლის მიომეტრიუმის ნაკერი, ნაწიბური წარმოადგენს მკვრივ წარმონაქმნს რომელიც შედგება გიალინიზირებული მდიდარი კოლლაგენური ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მთლიანობის დარღვევის შემდეგ რეგენერაციის შედეგად. საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში მშობიარობის მსურველთათვის სასურველია ორსულობის დაგეგმამდე ჩაიტარონ ჰისტეროგრაფიული ან ჰისტეროსკოპიული კვლევა საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის სრულფასოვნების შესაფასებლად.
 ორსულობის დაგეგმვა მიზანშეწონილია ერთი წლის შემდეგ.
– გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომი მშობიარობა
 ერთჯერ გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებითი ორსულობის შემთხვევაში ბუნებრივი გზით მშობიარობის უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ მშობიარობის მართვის გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა შეფასდეს საშოსმხრივი მშობიარობის სარგებელი და გართულების პოტენციური რისკი! ბუნებრივი გზით მშობიარობის ალბათობა მატულობს თუ: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ბუნებრივი გზით მშობიარობა, თუ სამშობიარო მოქმედება სპონტანურად აღიძვრა, ერთჯერ გადატანილი საკეისრო კვეთა და სხვა…
პირველი ჩვენება რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთით, არის პირველი საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობის პერიოდში საშვილოსნოს კედლის, მიომეტრიუმის არასრულფასოვნი ნაწიბურის ჩამოყალიბება, შედეგად მისი კლინიკური გამოვლენის რისკი მიმდინარე ორსულობის და მშობიარობის პერიოდში, ექსტრაგენიტალური დაავადების არსებობა განმეორებითი ორსულობისას და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა.
მეორე ჩვენების მიზეზი რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთით გამომდინარეობს თვით პაციენტისგან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ ორსულს არ აქვს სურვილი ბუნებრივი გზით მშობიარობის მცდელობის. ბუნებრივი გზით მშობიარობის შესაძლებლობის რეკომენდაციის მიუხედავად და მშობიარობის მოსალოდნელი / შესაძლო გართულების რისკის შეფასების შემდეგ პირიქით, პაციენტს ურჩევნია მეორედ შემდგარი ორსულობა დამთავრდეს გეგმიური საკეისრო კვეთის ოპერაციის არჩევით, დედის მოთხოვნით.
განმეორებითი ორსულობის პროგრესირების პერიოდში მონიტორინგი საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის სრულფასოვნებაზე შესაძლებელია აბდომინალური და ვაგინალური ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით ორსულობის 37-39 კვირის ვადაზე. საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა, მშობიარობა სპეციფიურია და თხოულობს მაღალი ხარისხის კვალიფიციურ მართვას, შესაძლოა ზომიერად ორსულობის და მეტად მშობიარობის პერიოდში ნაყოფის მწვავედ განვითარებული ჰიპოქსიის, საშვილოსნოს კედლის ძველი ნაწიბურის გახსნის, გახევის, სისხლდენის განვითარების და გადაუდებელი ფართო ოპერაციული ჩარევის პოტენციური რისკის გამო. მიზანშეწონილია მშობიარობის მართვის პერიოდში დედის და ნაყოფის უწყვეტი მონიტორინგი, აგრეთვე მაღალი ხარისხის მონიტორინგი მშობიარობის მიმდინარეობაზე. აუცილებელია სამეანო / ოპერაციული ჯგუფის: ქირურგი მეან/გინეკოლოგის, ანასტეზიოლოგის, რეანიმატოლოგის, ტრანსფუზიოლოგის, პედიატრის და სხვა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი მზადყოფნა შესაძლო გართუდების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისათვის.
მაღალი რისკის მშობიარის მართვისას მნიშვნელოვანია ექიმის და მედ/პერსონალის სამედიცინო, იურიდიული დაცულობის და პროფესიული დაზღვევის ხარიხის დონე.
– პლაცენტის მიმაგრების ანომალიები
– 
ბუნებრივია გადატანილი საკეისრო კვეთის რაოდენობის ზრდასთან ერთად  მატულობს მიმდინარე ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში შესაძლო პლაცენტის მიმაგრების ანომალიების სიხშირე და მასთან დაკავშირებული გართულებები: პლაცენტის წინმდებარეობა, პლაცენტის მჭიდრო მიმაგრება და ზოგიერთ შემთხვევაში შეზრდა საშვილოსნოს მიომეტრიუმში, პერიმეტრიუმში, შარდის ბუშტში, შარდსაწვეთში, ნაწლავში (Placenta accreta – increta,percreta). ჩამოთვლილი შესაძლო გართულებები წარმოადგენს ორსულის და მშობიარის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და ზრდის ჯანმრთელობის გართულების პოტენციურ რისკს: ცისტოტომიის, შარდსაწვეთის ტრავმის, სისხლდენის, ფილტვის არტერიის ემბოლიის და რეანიმაციის.
პლაცენტის შეზრდა მიომეტრიუმში მატულობს პლაცენტის წინამდებარეობის შემთხვევაში 40%, წინამდებარეობის გარეშე 5%.
 პლაცენტის მიმაგრების ანომალიების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი კვლევით დოპლეროგრაფიით რომლის დადებითი პროგნოზირებადი ღირებულება აღწევს მგრძნობელობის 77 – 93% და სპეციფიურობის 71 – 91%.
პლაცენტის მიომეტრიუმში შეზრდის შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევის დროს დამახასიათებელია: ჰიპოექოგენობის საზღვრის დაკარგვა შარდის ბუშტსა და პლაცენტას შორის, ლაკუნების არსებობა ულტრაბგერითი კვლევით, მომატებული ვასკულარიზაცია დოპლეროგრაფიული კვლევით, აგრეთვე ერთ მილიმეტრზე ნაკლები მიომეტრიუმის სისქე, მიომეტრიუმის ვიზუალიზაციის დაკარგვა.
პლაცენტის საშვილოსნოს მიომეტრიუმში შეზრდის შემთხვევაში ორსულობა უნდა დამთავრდეს გეგმიური საკეისრო კვეთით, საშვილოსნოს ფუძის დონეზე განაკვეთით და ნაყოფის ამოყვანით, შემდგომი პლაცენტის მოცილების მცდელობის გარეშე საშვილოსნოს ამოკვეთით – ჰისტერექტომიით. პლაცენტის ხელით იძულებითი მოცილების უშედეგო მცდელობა იწვევს სისხლდენას და სისხლის დანაკარგის რაოდენობის ზრდას შემდგომი დამატებითი გართულების განვითარებით. ოპერაციამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს საოპერაციო და სარეანიმაციო ჯგუფი.
ორსულობის დასრულების პროგნოზირებადი ვადა გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში არარეგლამენტირებულია რომელიც დაკავშირებულია პლაცენტის შეზრდის ხარისხთან და კლინიკურ გარემოებებთან.

Placenta Accreta

ჰისტერექტომიისა და მჭიდროთ მიმაგრებული პლაცენტის განვითარების რისკი                   გადატანილი საკესრო კვეთის რაოდენობასთან შეფარდებით
საკეისრო კვეთა პლაცენტის მიმაგრების ანომალიები
[სიხშირე (%)]
ჰისტერექტომია
[სიხშირე (%)]
პირველი 15 (0.2) 40 (0.7)
მეორე 49 (0.3) 67 (0.4)
მესამე 36 (0.6) 57 (0.9)
მეოთხე 31 (2.1) 35 (2.4)
მეხუთე 6 (2.3) 9 (3.5)
მეექვსე და მეტი 6 (6.7) 8 (9.0)
(C) Silver RM, Landon MB, Rouse DJ, Leveno KJ, Spong CY, Thom EA, et al. Maternal morbidity associated with multiple repeat cesarean deliveries. National Institute of Child Health and Human Development Maternal–Fetal Medicine Units Network. Obstet Gynecol 2006;107:1226–32.

10 comments on “– საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

  1. ramdenjer aris shesazlebeli sakeisro kveta kalisatvis?

  2. gamarjoba. 13 aprils gamiketesro kveta. gamonadeni shemiwyda 3 dgis win. dges mkonda seqsi, ranidenime saatis shemdeg isev dameyo gamonadeni da sashishiaa rame? madlobaaa

  3. Chemi sakeisrodan 11tve gavida da jer ar var orsulad da exla rom davrche sheidzleba puziologiurad vimshobiaro?

  4. gadatanili sakeisro kvetis shemdeg tu sheidzleba bunebrivi mshobiaroba da nakeris nawiburis sisqe ramdeni milimetri sheidzleba iyos rom mshobiaroba riskis qvesh ariyos?

  5. 2 Shvili myavs sakeisro kveTiT gaCenili .tu sheizleba mesame bavshvis yola?

    • miranda me mesamec sakeisroti myavs da aranairi problema araa mtavaria nawiburi iyos normaluri………………ise ki meotxec dzaan minda

  6. Kıtxva maq da tu shıdzlrba mıpasuxet roca sakeısros uketeben da 48saatıs ganmavlobashı sıcxe Ro ar aq sgemdeg sıcxe Ro uwevs Rısı bralıa eqımı ıdzaxıs yvelaferı kargadaa mkerdıs bralıao ramdenad sashıshıa maınteresebs temperatura nel nela uwevs

  7. Pasuxi gamecit gtxovt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: