დატოვე კომენტარი

– ჰისტერექტომია

ჰისტერექტომია -საშვილოსნოს ამოკვეთა. ქირურგიულ ჩარევას განასხვავებენ დასახული მიზნის, ხასიათის, მოცულობის მიხედვით, სხვადასხვა ოპერაციული მიდგომით, მეთოდით, გამოსვლით და ინვაზიის სიმძიმის ხარისხით.
საშვილოსნოს დაავადების კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ჰისტერექტომია. საშვილოსნოს ზოგიერთი დაავადების დროს ჰისტერექტომია მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია, ხოლო სხვა პათოლოგიის შემთხვევებში არაინვაზიური ან მინიმალური ინვაზიური მეთოდებითაც შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობა. დარწმუნდით რომ განკურნების ალტერნატიული მეთოდები გაანალიზებულია, განხილულია და შეთანხმებულია ექიმთან. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია ოპერაციული ჩვენებით და ოპერაციის რისკის გათვალისწინებით.

гистерэктомия

ჰისტერექტომიის ჩვენების მიზეზები
მიომა (ლეიომიომა, ფიბრომიომა). საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე სხვადასხვა კლინიკური სიმპტომებით (~33%).
პათოლოგიური გახანგრძლივებული სისხლის დენა საშვილოსნოდან რომელიც იწვევს ქრონიკულ პოსტჰემორაგიულ ანემიას, დაღლილობას, სისუსტეს და ცხოვრების ხარისხს დაქვეითებას (~17%).
ენდომეტრიოზი და ადენომიოზი. ენდომეტრიუმი რომელიც გარს ეკვრის საშვილოსნოს ღრუს განიცდის მიგრაციას საშვილოსნოს მიომეტრიუმში ან სცილდება საშვილოსნოს საზღვრებს. კლინიკურად ვლინდება დისმენორეით, გახანგრძლივებული მესტრუაციით, ქრონიკული ტკივილებით (~9%).
მენჯიუს ორგანოების პროლაფსი. საშვილოსნო, საშო, შარდის ბუშტი, შარდსადინარი, სწორნაწლავი დაწეულია ნორმალურ ანატომიურ პოზიციიდან და პროლაბირებს საშოში ან გარეთ (~13%).
 საშვილოსნოს ტანის, ყელის და საკვერცხის არაკეთილთვისებიანი სიმსივნე (~?).
მენჯის ორგანოების ანთებები, სამეანო ჩვენებები, მენჯის ტკივილები და სხვა…

ჰისტერექტომია ჩარევის სახის მიხედვით
ჰისტერექტომიის ხარისხის სახე ითვალისწინებს საშვილოსნოს სრულ ამოკვეთას.
 ჰისტერექტომია არ ითვალისწინებს დანამატებზე აუცილებელ ჩარევას. ოპერაცია დანამატებზე შესაძლებელია წარიმართოს ჩვენებით, არჩევითი პროფილაქტიკური ბილატერალური ოვარექტომიით/სალპისგექტომიით ან მხოლოდ სალპინგექტომიით.
ჰისტერექტომია არ ითვალისწინებს საშვილოსნოს ყელის შენარჩუნებას. ჰისტერექტომიის ხარისხის სახე შესაძლებელია შეიცვალოს ოპერაციის წარმოების ტექნიკური მიზეზით ორგანოს ნაწილობრივი ამოკვეთით/დატოვებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში.

ჰისტერექტომია მიზანის, ხასიათის და მოცულობითი ჩარევის მიხედვით

სუბტოტალური / სუპრაცერვიკალური / სუპრავაგინალური ჰისტერექტომია -საშვილოსნოს ნაწილობრივი ამოკვეთა.
 ტოტალური ჰისტერექტომია -საშვილოსნოს სრული ამოკვეთა.
რადიკალური ჰისტერექტომია -საშვილოსნოს სრული ამოკვეთა ერთმომენტალურად საკვერცხეებთან, კვერცხსავალ მილებთან ერთად, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პარამეტრიუმის ქსოვილებთან, საშოს ერთ მესამედთან და მენჯის ლიმფურ კვანძებთან ერთად.

ჰისტერექტომია ქირურგიული აგრესიის და ინვაზიის მიდგომის მეთოდებით
вагинальныйVH- ვაგინალური (საშოსმხრივი) ჰისტერექტომია მინიმალური ინვაზიური ოპერაციის მიდგომის მეთოდია. ჰისტერექტომია წარმოებს ვაგინალურად ვიზუალიზაციის მოწყობილობით ვიდეო მონიტორული ტელესკოპით. ჰისტერექტომია ხორციელდება საშოს ცირკულარული განაკვეთის მეშვეობით, წინა და უკანა კოლპოტომიის მეთოდით. ვინაიდან მუცლის წინა კედელი არ იკვეთება ოპერაციის შემდეგ ჭრილობა არ ვიზუალირდება. საშოს კვეთა/გაკერვა, საშვილოსნოს ამოკვეთა, არტერიების გადაკვეთა, ამოკვეთილი პრეპარატის მუცლის ღრუდან გამოტანა შესაძლებელია ტრანსვაგინალურად მორცელაციის სხვადასხვა მეთოდით. ოპერაციას მართავენ სპინალური/რეგიონალური ანესტეზიით. ჰოსპიტალიზაცია 1-2 დღე. ოპერაცია მაღალი კოსმეტიკური შედეგით.

laparascopyLAVH- ვაგინალური მიდგომით ლაპაროსკოპიული ასისტირებით (დახმარებით) ჰისტერექტომია მცირეინვაზიური ოპერაციის მიდგომის მეთოდია. ვაგინალური ჰისტერექტომიის ნაწილობრივი/შეფარდებითი წინააღმდეგობის ჩვენების შემთხვევაში მიზანშეწონილია ოპერაციის განხორციელება ერთმომენტალური/კომბინირებული ორი მიდგომით: ვაგინალური ჰისტერექტომია ლაპაროსკოპიული ასისტირებით/დახმარებით.
I-მუცლის წინა კედელზე კეთდება 3 მცირე ზომის განაკვეთი, მუცლის ღრუში შეჰყავთ ინსტრუმენტები და ვიზუალიზაციის მოწყობილობა ოპტიკური კამერით მენჯის ღრუს ორგანოების ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, შეხორცებების გასახსნელად ან სხვა…
II-საშოს კვეთა/გაკერვა, საშვილოსნოს ამოკვეთა, არტერიების გადაკვეთა და ამოკვეთილი პრეპარატის მუცლის ღრუდან გამოტანა წარმოებს ტრანსვაგინალურად მორცელაციის სხვადასხვა მეთოდით. ჰოსპიტალიზაცია 1-2 დღე. ოპერაციას მართავენ მხოლოდ ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით. ოპერაცია ზომიერი კოსმეტიკური შედეგით.

laparatomyAH- აბდომინალური (ლაპაროტომიით) ჰისტერექტომია მეტად აგრესიული ინვაზიური ოპერაციის მიდგომის მეთოდია, ცნობილია როგორც ღია ტრადიციული წესით ოპერაციის წარმოება. ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მოხსენებული წინა ორი მიდგომის მეთოდის სრული/აბსოლუტური წინააღმდეგობის შემთხვევაში. ოპერაცია ხორციელდება მუცელკვეთით სიგრძივი ჭიპიდან ბოქვენამდე ან განივი პფანენშტილის განაკვეთით. საშვილოსნო იკვეთება გახსნილი მუცლის ღრუს ჭრილობიდან ღია წესით. ოპერაციის ყველა ეტაპი და ამოკვეთილი პრეპარატის მთლიანად გამოტანა შესაძლებელია ღია ჭრილობიდან მორცელაციის გარეშე. ოპერაციას მართავენ ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით, ნაკლებად სპინალური/რეგიონალური ანესტესიით. ჰოსპიტალიზაცია 4-5 დღე. ოპერაცია დაბალი კოსმეტიკური შედეგით.

ЛапароскопияLH- აბდომინალური (ლაპაროსკოპიით) ჰისტერექტომია ნაკლებად ინვაზიური მიდგომის მეთოდია და წარმოადგენს აბდომინალური ლაპაროტომიის ჩარევის ალტერნატივას. მუცლის წინა კედელზე კეთდება 4 მცირე ზომის განაკვეთი მუცლის ღრუში შეჰყავთ ინსტრუმენტები და ვიზუალიზაციის მოწყობილობა ოპტიკური კამერით რომლის მეშვეობითაც წარმოებს ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია. საშვილოსნოს ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა, საშოს კვეთა/გაკერვა, არტერიების გადაკვეთა, ლიმფური კვანძების დისექცია და სხვა… ხორციელდება აბდომინალურად ლაპაროსკოპიით მუცლის ღრუს დახურულ სივრცეში. ხოლო ამოცვეთილი პრეპარატის გამოტანა შესაძლებელია მინი ლაპაროტომიული ჭრილობიდან, მოთავსებული სპეციალურ პაკეტში ექსტრაკორპორალური მორცელაციის ExCITE ტექნიკით ან სხვა მეთოდით. ჰოსპიტალიზაცია 1-2 დღე. ოპერაციას მართავენ მხოლოდ ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით. ოპერაცია ზომიერი კოსმეტიკური შედეგით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: