დატოვე კომენტარი

რა უნდა ვიცოდეთ ჰისტერექტომიის შესახებ

–  რა არის ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია წარმოადგენს საშვიოსნოს ამოკვეთის ოპერაციას. ეს ძალიან გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიურ ქირურგიაში, რომელიც გამორიცხავს შემდგომ ორსულობას.

–  რატომ კეთდება ჰისტერექტომია?
– ჰისტერექტომია კეთდება ქალის მრავალი დაავადების გამო, ზოგიერთი მათგანის მიზეზია:
– საშვილოსნოს მიომა (ჰისტერექტომიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია)
– ენდომეტრიოზი
– მენჯის ორგანოების პროლაფსი (საშვილოსნოს გამოვარდნა)
– პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან
– მენჯის ქრონიკული ტკივილი
– საშვილოსნოს კიბო

–  არის თუ არა ჰისტერექტომიის ალტერნატივა?
– ზოგიერთ შემთხვევებში მედიკამენტები ან სხვა პროცედურები შესაძლებელია მოისინჯოს ჰისტერექტომიამდე. თუ აირჩევთ ჰისტერექტომიის გარდა მკურნალობის სხვა მეთოდს, მიიღეთ მხედველობაში, რომ შესაძლებელია მოგვიანებით დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა.

–  რა მოცულობის ოპერაციაა ჰისტერექტომია?
არსებობს სხვადასხვა ტიპის საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია:
– ტოტალური ჰისტერექტომია, საშვილოსნო იკვეთება სრულად მათ შორის ყელიც.
– სუბტოტალური ჰისტერექტომია, საშვილოსნო იკვეთება ნაწილობრივ ზედა ნაწილი, ხოლო ყელი რჩება ადგილზე. ეს ტიპი ჰისტერექტომიის შესაძლებელია შესრულდეს ლაპაროსკოპიით ან ღია ტრადიციული წესით გამონაკლის შემთხვევაში.
– რადიკალური ჰისტერექტომია, ეს არის ტოტალური ჰისტერექტომია რომელის დროსაც იკვეთება საშვილოსნო და საშვილოსნოს გარშემო ქსოვილები. ამ ტიპის ჰისტერექტომია რეკომენდირებულია როდესაც არის კიბო ან ეჭვია მასზე.

–  რა შემთხვევაში იკვეთება საკვერცხეები?
– საშვილოსნოსთან ერთად შესაძლებელია ამოკვეთილი იყოს პათოლოგიურად შეცვლილი ერთი ან ორივე საკვერცხე და მილი (მაგალითად, თუ ისინი დაავადებულია ენდომეტრიოზით). თქვენმა ქირურგმა შეიძლება არ იცოდეს ოპერაციის მომენტამდე საკვერცხეების ან მილების დაავადების შესახებ. აგრეთვე თქვენთან შეთანხმებით ორივე ჯანმრთელი საკვერცხე შესაძლებელია ამოკვეთილი იყოს საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შესამცირებლად მაღალი რისკის ქალებში. ამას ეწოდება არჩევითი პროფილაქტიკური ოვარექტომია.

  რა მოხდება თუ  ჩემი საკვერცხეები ამოიკვეთება მენოპაუზის დადგომამდე?
– თქვენ გექნებათ “ქირურგიული მენოპაუზის” ნიშნები და სიმპტომები. თქვენ აგრეთვე გექნებათ ოსტეოპოროზის და სხვა დაავადებებისკენ მიდრეკილება. ოპერაციის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ ჰორმონალური თერაპიის დაწყება. თუ თქვენ იმყოფებით ოსტეოპოროზის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში დაავადების აღკვეთის მიზნით დამატებით დაგჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა.

–  რა მიდგომით და მეთოდით არის შესაძლებელი ჰისტერექტომიის შესრულება?
– ჰისტერექტომია შესაძლებელია გაკეთდეს სხვადასხვა მიდგომით და მეთოდით: საშოდან, მუცლიდან ან ლაპაროსკოპიის დახმარებით. არჩევანი არის დაკავშირებული მრავალ ფაქტორზე, რატომ, რისთვის და რა მოთხოვნით გადიხართ ქირურგიულ ჩარევას. ჰისტერექტომიის ყველა მიდგომას და მეთოდს მიზანშეწონილი ადგილი უკავია პაციენტის მკურნალობაში. გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის დაწყებამდე თქვენს მიერ ინფორმირებული თანხმობით, ძირითადი და თანხლები პათოლოგიის არსებობის, ქირურგის და პაციენტის გააზრებული გადაწყვეტილების მიხედვით.

–  როგორ კეთდება ვაგინალური ჰისტერექტომია?
– ვაგინალური ჰისტერექტომიის დროს საშვილოსნო იკვეთება საშოდან ელექტრო ქირურგიული ინსტრუმენტებით. ვიდეო ტელესკოპი ოპერაციული მიკროსკოპით და ილლუმინაციით (VITOM) ახორციელებს ოპერაციის ვიზეალიზაციას მონიტორზე. ამ დროს მუცლის გაკვეთა არ ხდება და ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ვიზუალურად არ ჩანს. სამაგიეროდ ყველა ქალისთვის არ არის გათვალისწინებული ვაგინალური ჰისტერექტომია. მაგალითად, ქალს რომელსაც აქვს გამოხატული შეხორცებები გადატანილი ოპერაციების შემდეგ ან აქვს ძალიან დიდი საშვილოსნო.

–  რა უპირატესობა და რისკები აქვს ვაგინალურ ჰისტერექტომიას?
– ვაგინალურ ჰისტერექტომია ჩვეულებრივ იწვევს ნაკლებ გართულებებს, ვიდრე ჰისტერექტომია მუცელკვეთით ან ლაპაროსკოპიით. ოპერაციის დროს ქალი იღებს ნაკლებ ქირურგიულ ტრავმას, შედეგად უკეთეს გამოსავალს მინიმალური გართულებით და სწრაფი გამოჯანმრთელებით. ვაგინალური ჰისტერექტომია კლინიკური კვლევებით ხასიათდება საუკეთესო მონაცემებით სხვა ოპერაციის მეთოდებთან შედარებით და ამიტომ რეკომენდირებულია როგორც ჰისტერექტომიის პირველადი არჩევის მეთოდი, როდესაც ეს შესაძლებელია.

–  როგორ კეთდება მუცელკვეთით ჰისტერექტომია?
– აბდომინალური ჰისტერექტომიის დროს საშვილოსნო იკვეთება მუცლის ქვედა ნაწილის გაკვეთის შედეგად. მუცლის ღრუს ღია ჭრილობის ხვრელი ქირურგს აძლევს საშუალებას სრული და ნათელი წარმოდგენა იქონიოს  მენჯის ორგანოებზე.

–  რა უპირატესობა და რისკები აქვს აბდომინალურ ჰისტერექტომიას?
– აბდომინალური ჰისტერექტომია შესაძლებელია შესრულდეს მაშინაც კი, როდესაც შეხორცებებია და საშვილოსნოს დიდი მიომაა. აბდომინალური ჰისტერექტომია დაკავშირებულია გაზრდილ ქირურგიულ ტრავმასთან, შედეგად გართულების მომატებულ რისკებთან, ისეთთან როგორიც არის ჭრილობის ინფექცია, სისხლდენა, სისხლის კოლტები, ნერვის და ქსოვილის დაზიანება, ვიდრე ვაგინალური ან ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია. როგორც წესი, იგი მოითხოვს სტაციონარში ხანგრძლივ დაყოვნებას და გამოჯანმრთელების გახანგრძლივებულ პერიოდს, ვიდრე ვაგინალური და ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია.

  როგორ კეთდება ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია?
– ლაპაროსკოპიული ქირურგიისას კეთდება რამდენიმე მცირე განაკვეთი მუცლის წინა კედელზე. ლაპაროსკოპი (ვიდეოკამერა) ჩაჰყავთ ერთ-ერთი განაკვეთიდან რომელიც აძლევს შესაძლებლობას ქირურგს სრულად და ნათლად დაინახოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოები. სხვა ელექტრო ქირურგიული ინსტრუმენტები მოიხმარება ოპერაციის შესასრულებლად სხვა ცალკეული მცირე განაკვეთებიდან. საშვილოსნოს მოცილება შესაძლებელია მცირე ნაწილებით განაკვეთებიდან, დამატებით მუცლის განაკვეთიდან ან საშოდან (რომელსაც ეწოდება ლაპაროსკოპიული ვაგინალური ჰისტერექტომია).

–  რა უპირატესობა და რისკები აქვს ლაპაროსკოპიულ ჰისტერექტომიას?
– თუ შევადარებთ აბდომინალურ ჰისტერექტომიას ლაპაროსკოპიულ ქირურგიასთან. ეს უკანასკნელი ხასიათდება ნაკლები ტკივილით, ინფიცირების შედარებით ნაკლები რისკით, სტაციონარში დაყოვნების მოკლე პერიოდით, სწრაფი გამოჯანმრთელებით, მაგრამ ახლავს ლაპაროსკოპიული ქირურგიის პოტენციური რისკი. ნიშანდობლივია ოპერაციის ხანგრძლივი პერიოდი თუ შევადარებთ აბდომინალურ და ვაგინალურ ქირურგიას, აგრეთვე არსებობს საშარდე გზების დაზიანების მომატებული რისკი და მათ შორის სხვა ორგანოების, რომელიც დამახასიათებელია ამ ტიპის ქირურგიისთვის.

– შეიცვლება თუ არა სქესობრივი ფუნქცია ჰისტერექტომიის შემდეგ?
– ჰისტერექტომია არ ავლენს უარყოფით გავლენას სქესობრივ ფუნქციაზე და არ იწვევს სექსუალურ ცვლილებებს, პირიქით დაავადების კლინიკური სიმპტომატიკის ზემოქმედებისგან გათავისუფლება იწვევს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას.
– სქესობრივი დისფუნქცია და სექსუალური ცვლილებები (ლიბიდოს, სქესობრივი აქტივობის დაქვეითება) გრძელვადიანი პროგნოზით შესაძლებელია გამოიწვიოს საკვერცხეების ამოკვეთამ.

–  არის თუ არა ჰისტერექტომია უსაფრთხო?
– ჰისტერექტომია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქირურგიულ ჩარევას. როგორც ნებისმიერი ოპერაციისას, ჰისტერექტომიის დროსაც შესაძლებელია შეექმნას პრობლემები:
– ინფექციის განვითარება
– ძლიერი სისხლის დენა ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ
– შარდის ბუშტის და ახლომდებარე ორგანოების დაზიანება
– თრომბოემბოლია
– გულის და სუნთქვითი პრობლემები, დაკავშირებული ანესთეზიასთან
– სიკვდილი

–  არის თუ არა ყველა ქალი ამ რისკის ქვეშ?
– არა. ზოგიერთი ქალი მიდრეკილია გართულების მაღალ რისკთან, ვიდრე სხვები.

–  რა სახის ანესთეზია გამოიყენება ამ ოპერაციების დროს?
– ვაგინალური ჰისტერექტომიისას რეგიონალური/სპინალური ანესთეზია
– აბდომინალური და ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომიისას ზოგადი/ენდოტრაქეალური ნარკოზი

–  საჭიროა თუ არა საავადმყოფოში დარჩენა ჰისტერექტომიის შემდეგ?
– საავადმყოფოში დარჩენა დაგჭირდებათ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე. საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა დაკავშირებულია ჰისტერექტომიის ტიპზე, რა დაავადება გქონდათ და რა გაგიკეთდათ.

–  რას უნდა ველოდო ჰისტერექტომიის შემდეგ?
– ტკივილს ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომლის გაუტკივარებაც შესაძლებელია. გექნებათ უმნიშვნელო შეფერილი სისხლიანი გამონადენი საშოდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ყაბზობა ან შარდვის დროებითი პრობლემები ზოგადად დამახასიათებელია ჰისტერექტომიის შემდეგ. მნიშვნელოვანია ადრეული წამოდგომა და სიარული. პაციენტის ადრეული გააქტიურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკაში.
– რაც უფრო შემცირებულია “დამატებითი” ქირურგიული აგრესია/ტრავმა, მით უფრო მინიმალურია ოპერაციის მოსალოდნელი გართულებები და სწრაფია გამოჯანმრთელება.

  რა სიდიდის საშვილოსნოს მიომის ამოკვეთაა შესაძლებილი ვაგინალური ჰისტერექტომიისას?
– ყველა ვაგინალური ქირურგისთვის არსებობს უსაფრთხო ვაგინალური ჰისტერექტომიის საშვილოსნოს მიომის ზომის ზედა ზღვარი. საშვილოსნოს მიომა ზომით 16 კვირის ორსულობის შესაბამისი სხვა წინააღმდეგობის ჩვენების გარეშე შესაძლებელია უსაფრთხოდ ამოიკვეთოს ვაგინალურად. მიომის ზომის მატებასთან ერთად ჰისტერექტომია შესაძლებელია თუ მობილურია საშვილოსნო და არტერიები წვდომადია, მაგრამ მატულობს ოპერაციის ტექნიკური სირთულეები. ამ არგუმენტის გათვალისწინებით აღნიშნულზე დიდი ზომის მიომა შესაძლებელია ამოიკვეთოს სხვა ალტერნატიული მიდგომის მეთოდებით ლაპაროსკოპიის დახმარებით ან მუცელკვეთით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: