%(count)s კომენტარი

– საშვილოსნოს მიომა, ორსულობა და მშობიარობა

– რეპროდუქციული ასაკის ქალების ~ 4% ორსულობა მიმდინარეობს საშვილოსნოს მიომის ფონზე. უმეტეს შემთხვევაში მიომის კვანძების ზრდა დამახასიათებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. 50~60% პაციენტს აღენიშნებათ მიომის კვანძების ზომის უმნიშვნელო ცვლილებები, მათგან 22~32% კვანძების ზრდა, მაშინ როდესაც 8~27% აღენიშნებათ მათი შემცირება. დიდი მიომის კვანძები ორსულობის დასრულებამდე იზრდება საშუალოდ 12%, ხოლო მცირე მიომის კვანძები განიცდიან ზომაში სტაბილურობას. აღსანიშნავია რომ, ორსულების პერიოდში ულტრაბგერითი კვლევით უმეტეს შემთხვევაში დიაგნოსტირდება ერთი მიომის კვანძი, როდესაც რეალურად 22% აღენიშნებათ ოთხი და მეტი მიომის კვანძი. ორსულობის დასრულების შემდეგ მიომის კვანძების 76% განიცდის ზომაში შემცირებას.

Uterine-Fibroids-Ovarie-Hysterectomy
მრავალი კვლევით დადასტურებულია საშვილოსნოს მიომის პოტენციალური ზემოქმედება ორსულობის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე რომლისთვისაც დამახასიათებელია: ნაყოფის არამყარი, ირიბი ან გარდიგარდმო მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევა, პლაცენტის წინმდებარეობა, ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, სამშობიარო მოქმედების დისფუნქცია, საკეისრო კვეთა.
 ორსულობის მიმდინარეობის პერიოდში ექოსკოპიური კვლევის ყურადღებას ითხოვს კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ადგილი, პლაცენტის მდებარეობა, მიმაგრება და განვითარება. საჭიროა განისაზღვროს მიომის კვანძის ზომა, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ვასკულარიზაცია, აგრეთვე ორსულობის ზრდასთან ერთად მისი მოცულობის და შესაძლო დეგენერაციული ცვლილების პროცესი. ექოსკოპიური კვლევა დოპლეროგრაფიით მნიშვვნელოვანი ხარისხით საზღვრავს პლაცენტის ლოკალიზაციას მიომასთან მიმართებაში და პლაცენტარული პერფუზიის კავშირს მიომის კვანძის სისხლით მომარაგებასთან. თუ საშვილოსნოს მიომა ხელს არ უშლის ნორმალური ორსულობის განვითარებას შესაძლებელია ორსულობა განვითარდეს დროულ ვადამდე და იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. თუ ფიბრომიომის კვანძის ან კვანძების განლაგება ხელს უშლის ორსულობის განვითარებას და მშობიარობის წარმართვას მაშინ იზრდება ადრეული ან მოგვიანებითი თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობის ან საკეისრო კვეთის პოტენციური რისკი.
აღსანიშნავია რომ რეპროდუქციული დისფუნქცია: უშვილიბა, თვითნებითი აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის აცლა და ორსულობის სხვა გართულებები უფრო მეტად დაკავშირებულია სუბმუკოზური, ინტრამურალულ-სუბმუკოზური გარდამავალი მდებარეობის მიომის კვანძთან რომელიც იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას, ვიდრე სუბსეროზული ან ინტრამურალული მიომის კვანძის მდებარეობასთან ღრუს დეფორმაციის გარეშე. სხვადასხვა კვლევის მონაცემებით 5~10 სანტიმეტრზე მეტი საშვილოსნოს მიომის კვანძის ზომისთვის სუბმუკოზური კომპონენტით უფრო ხშირად დამახასიათებელია ნაყოფის არასწორი მდებარეობა, აგრეთვე ორსულობის და მშობიარობის პერიოდის სხვადასხვა გართულებები ვიდრე სუბსეროზულად არსებული 5~10 სანტიმეტრზე ნაკლები ან მეტი მიომის კვანძის შემთხვევაში. სუბსეროზული მიომა არ ავლენს ზემოქმედებას ფერტილობაზე თუ მიომის კვანძის მდებარეობა არ არის დაკავშირებული კვერცხსავალ მილთან.
მნიშვნელოვანი ფაქტორია სუბმუკოზური ან ინტრამურალულ-სუბმუკოზური მიომის კვანძის არსებობის ზეგავლენა უშუალოდ მასზე მიმაგრებულ პლაცენტაზე. რეტროპლაცენტარული 5~10 სანტიმეტრის მიომის და მეტი ზომის მიომის კვანძის მიზეზით არსებობს ორსულობის გართულების გაზრდილი პოტენციური რისკი (პლაცენტის აცლა და სხვა…), რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პათოლოგიურ პლაცენტარულ პერფუზიასთან, ფეტო-პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან.
 პროგრესირებული ორსულობის პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში 5 სანტიმეტრის და მეტი დიამეტრის მიომის კვანძვისთვის დამახასიათებელია ტკივილები ლოკალიზაციის ადგილას. გაუტკივარება შესაძლებელია არასტეროიდული პრეპარატების ინდომეტაცინის სანთლების საშუალებით არა უმეტეს 32 კვირის ვადამდე.
 საშვილოსნოს მიომა არ წარმოადგენს ბუნებრივი სამშობიარო გზით მშობიარობის წინააღმდეგჩვენებას, თუ გარკვეული ზომის მიომის კვანძი არ მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში ან ყელში (ყელის მიომა), რომელიც აფერხებს საშვილოსნოს ყელის გახსნას და ნაყოფის დაბადებას. საშოსმხრივი მშობიარობის შემდგომი გართულების სტატუსი არ განსხვავდება ერთმანეთისგან ერთი ან რამდენიმე საშვილოსნოს მიომის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
ორსულობის პერიოდში მიომექტომია მიზანშეწონილი არ არის თუ კლინიკური შემთხვევა აუცილებელ ჩარევის ჩვენებას არ წარმოადგენს. ორსულობის პერიოდში მიომექტომია დასაშვებია მხოლოდ სუბსეროზულად ფეხზე გაზრდილი მიომის კვანძის ნეკროზის შედეგად პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში.
 მიომექტომიის შემდეგ საშვილოსნოს კედლის არასრულფასოვანი ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში ორსულობის ზრდის პერიოდში და მშობიარობისას მატულობს საშვილოსნოს გახევის პოტენციური რისკი. ბუნებრივი საშოსმხრივი მშობიარობის ალბათობა იზრდება მიომის კვანძის მინიმალური ზომის და რაოდენობის მიომექტომიის, არაპერფორირებული საშვილოსნოს კელის ანამნეზის შემთხვევაში.
 ორსულობის ან მშობიარობის პერიოდში მიომექტომიის სურვილი დედისთვის არ უნდა იყოს თვითმიზანი გეგმიური საკეისრო კვეთის განხორციელებისათვის. თუ საკეისრო კვეთა დედის ან ნაყოფის სამეანო გართულების მიზანშეწონილ ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს, შესაძლებელია ოპერაციის მსვლელობის დროს სუბსეროზულად ფეხზე განლაგებული მიომის კვანძის ან საშვილოსნოს კედლის კვეთის (უტეროტომია) საპტოექციო არეში არსებული დაუზუსტებელი ტოპოგრაფიის მიომის კვანძის ამოსახსვრა.

One comment on “– საშვილოსნოს მიომა, ორსულობა და მშობიარობა

  1. erti shekitxva maqvs, myavs 88 wlis deda romelsac agenishneba sashvilosnos yelis garet gamovardna, amjamad aqvs mteli sashvilosnos yeli garet, ras gvirchevt tu sheizleba gvipasuxot

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: