%(count)s კომენტარი

– შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა

  შარდის დაძაბვითი (სტრესული) შეუკავებლობის დაავადების დროს ქალებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს მათ შორის სუბურეთრალურ სლინგურ ოპერაციებს: პროლენის თავისუფალი მარყუჟის სუბურეტრალური იმპლანტაცია (TVT, TVT-Obturator, TVT-Secur, Mini-sling.) ან აპონევროზის ნაჭერის მარყუჟის სუბურეტრალური ტრანსპლანტაცია. ოპერაციის პირველსაწყისი მიზანია მობილური ურეთრის (მოძრავი შადსადენის) წინ შექმნას წინაღობა “ჰამაკის”ტიპის, რომლის მეშვეობით ურეთრის სანათური პერიოდულად იხშობა და მასთან ერთად უჩინარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ეპიზოდებიც. ოპერაცია ხასიათდება მაღალი დადებითი სამკურნალო ეფექტით. ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა მიმდინარეობს საშოს წინა კედლის დაწევის პარალელურად ერთდროულად შესაძლებელია განხორციელდეს საშოს წინა კედლის კოლპორაფია: ფასციალური დეფექტის კორექცია პროლენის ბადის იმპლანტაციით  –  Prolift Anterior Kit.
უკანასკნელი წლების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა და გაანალიზდა პროლენის მარყუჟის, პროლენის ბადის იმპლანტაციის ოპერაციის შემდგომი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები (საშოს, შარდის ბუშტის ან ურეთრის ეროზია, ექსპოზიცია და ექსტრუზია, დისპანეურია). ვინაიდან დამახასიათებელია რეოპერაცია 4.6~10.7% პროლენის ბადის იმპლანტაცია მიზანშეწონილია მხოლოდ დაავადების რეციდივის შემთხვიში, მაღალი რისკის პაციენტებში ინფორმირებული თანხმობით ოპერაციის სარგებელის და პოტენციალური რისკის გათვალისწინებით..

vh1  გინეკოლოგის პრაქტიკაში უმეტეს წილად გვხდება ნამშობიარები პაციენტთა კონტიგენტი ვისთვისაც შარდის სტრესული/დაძაბვითი შეუკავებლობის ჩივილები დაკავშირებულია ურეთროვეზიკალური შენაერთის ჰიპერმობილურობასთან (ურეთროცელესთან) და საშოს წინა კედლის დაწევასთან (ცისტოცელესთან), რომლის განვითარებაც უმეტეს წილად გამოწვეულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ტრაპეციისმაგვარი ფასციის ფურცლის სხვადასხვა სახის სიმძიმის დეფექტთან: პარავაგინალური, განივი, დისტალური, ცენტრალური, კომბინირებული. შარდის სტრესული შეუკავლებლობის სიმპტომებით და ურეტროცისტოცელით დაავადებულ პაციენტთა შორის უმეტეს შემთხვევაში გვხვდება კომბინირებული სახის წარმოშობილი ფასციალური დეფექტი, რომელთაგანაც დაახლოებით 95% აღენიშნება პარავაგინალურიც.
შარდის დაძაბვითი შეუკავლებლობის ქირურგიული მკურნალობა ურეთროცელეს, ცისტოცელეს /ურეთროცისტოცელეს/ კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევებში მოიაზრება მშობლიური ბუნებრივი ქსოვილების დახმარებით მცირეინვაზიური უროგინეკოლოგიური ოპერაცია: საშოს წინა კედლის კოლპორაფია/პლასტიკა მოდიფიკაციით ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით, რომელიც გულისხმობს მობილური შარდსადენის და დაწეული შარდის ბუშტის შორის ურეთრო-ვეზიკალური კუთხის შექმნას, აწევას და ფიქსაციას: ბოქვენ-ურეთრის იოგების სუბურეთრალური პლიკაცია ან ვაგინალური ბოქვენისუკანა ურეთროპექსია. ერთდროულად მიზანშეწონილია შარდსასქესო დიაფრაგმის ქსოვილების ცენტრალური ფასციალური დეფექტის კორექცია პლიკაციით და პარავაგინალური დეფექტის შევსება მენჯის ფასციის ფურცლის ლატერალური კუთხეებით თაღისებრივ მყესებზე (თეთრ ხაზზე) ფიქსირებით, პარავაგინალური კოლპოპექსიით. ოპერაციის შედეგად ვიღებთ ურეთრის და შარდის ბუშტის მენჯის ღრუს ბუნებრივ ანატომიურ პოზიციებზე დაბრუნებას და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.
შარდის დაძაბვითი შეუკავიბლობის შემთხვევაში პარავაგინალური დეფექტის რეკონსტრუქციული ოპერაცია ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსია შესაძლებელია განხორციელდეს ვაგინალური და აბდომინალური მიდგომით (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით). აღსანიშნავია რომ, საშოსმხრივი /ვაგინალური/ მიდგომა ყველაზე მცირეინვაზიური ოპერაციული ჩარევაა სხვა მიდგომებთან შედარებით, რომელიც ხასიათდება მცირე ოპერაციული ტრავმით, მინიმალური გართულებით, სწრაფი რეაბილიტაციით და დადებითი მკურნალობის შედეგით.
 მცირეინვაზიური ვაგინალური მიდგომით საშოს წინა კედლის კოლპორაფია: ურეთროცისტოპექსია სუბურეტრალურად იოგების და ფასციალური დეფექტის პლიკაციით, პარავაგინალური კოლპოპექსიით მიზანშეწონილი ოპერაციული ჩარევაა და წარმოადგენს განცალკევებულ ერთ მცერე მოცულობითი ხასიათის ოპერაციას შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს. აგრეთვე ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსია წარმოადგენს დიდი მოცულობითი ხასიათის ვაგინალური ქირურგიული ჩარევის ერთ მცირე მონაკვეთს მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციებისას მენჯის ორგანოების პროლაფსის დროს.
სხვადასხვა სახის პროლაფსის (არასრულფასოვანი შორისი, მენჯის კუნთების ძველი ტრავმა, პერინეოცელე) არსებობის შემთხვევაში შარდის სტრესული შეუკავებლობის კლინიკური სიმპტომებით აღნიშნული ქირურგიული მკურნალობის შედეგი მყარდება საშოს უკანა კედლის კოლპორაფიით ან კოლპოპერინეორაფიით: პრერექტალური ფასციალური დეფექტის დახურვით, ლევატოროპლიკაციით, კოლპოპერინეოპლასტიკით. აპიკალური პროლაფსის და შარდის სტრესული შეუკავებლობის არსებობის შემთხვევაში ოპერაციის ჩარევის დადებითი შედეგი მკვეთრად მყარდება საშოს პროქსიმალური ნაწილის გავა-საშვილოსნოს იოგების პლიკაციით, ვაგინალური კოლპოპექსიით ან საჯდომი წვეტების (Spina ischiadica) გვერდითი ფიქსაციით.
მიზანშეწონილი არ არის მხალოდ ქირურგიული ჩარევა შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მიზეზით იზოლირებულად ერთ სეგმენტზე, თუ პაციენტს ერთდროულად აღენიშნება უსიმპტომოდ მიმდინარე მენჯის ორგანოების კომბინირებული სხვა სეგმენტის მცირე პროლაფსიც. მხოლოდ საშოს წინა კედლის კოლპორაფია და კორექცია ცისტო/ურეთრო/კოლპოპექსიით იწვევს სხვა ან საპირისპირო საშოს სეგმენტის დაწევის პროვოცირებას, რომელიც ვლინდება ვიზუალურად ოპერაციის დამთავრებისთანავე. შეზღუდული ოპერაციული ჩარევა აქვეითებს ოპერაციის დადებით შედეგს და იზრდება დაავადების რეციდივის პოტენციური რისკი. აღნიშნული სახის დაავადების კლინიკური შემთხვევა საჭიროებს ცისტო/ურეთრო/კოლპოპექსიის გარდა სხვა სეგმენტის ერთმომენტალურ ზომიერ კორექციას ან ფართო რეკონსტრუქციულ ოპერაციულ ჩარევას.
 მიზანშეწონილად შერჩეული და საგულდაგულოდ ნაწარმოები მცირეინვაზიური რეკონსტრუქციული ოპერაცია – საშოს წინა კედლის კოლპორაფია მოდიფიკაციით პარავაგინალური ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით იძლევა უმეტეს შემთხვევაში შარდის დაძაბვითი შეუკავლებობის გამოსწორების შესაძლებლობას.

One comment on “– შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა

  1. სად კეთდება პროლენის თავისუფალი მარყუჟის იმპლანტაცია და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: