%(count)s კომენტარი

წელის ტკივილი ორსულობისას

რა იწვევს წელის ტკივილს ორსულობის დროს?
წელის ტკივილს ორსულობის მრავალი შესაძლო მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირად მას იწვევს წელის(უკანა) კუნთების დაჭიმვა. ორსულობის შუა ვადაზე ორსული საშვილოსნო იზრდება ზომაში და მძიმდება, შესაბამისად გრავიტაციის ცენტრი იცვლება და სხეულის პოზა ვერტიკალურ მდგომარეობაში იცვლება. ორსული ქალების უმეტესობა ორსულობის ბოლო თვეებში დგომის დროს გადახრილია უკან, რაც იწვევს ხერხემლის უკან კუნთების შედარებით ძლიერად მუშაობას და მათ ტკივილს.
მუცლის წინა კედლის კუნთების(მუცლის პრესის) სუსტად განვითარებამაც შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი. მუცლის წინა კედლის კუნთები ჩვეულებრივ ხელს უწყობენ ხერხემლის სწორად დგომას და უზრუნველყოფენ მის ნორმალურ მდებარეობას. ორსულობის დროს ეს კუნთები სუსტდება, რაც შესაბამისად იწვევს წელის ტკივილს.
ორსულობის დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონები შეიძლება გახდეს წელის ტკივილის მიზეზი. იმისათვის რომ ნაყოფს მშობიარობის დროს დედის სხეულიდან გამოსვლა გაუადვილდეს, ორსულობისას დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონები იწვევენ მენჯის ღრუში იოგებისა რელაქსაციას. ზემოთაღნიშნული ცვლილეები ბუნებრივ სამშობიარო გზას ხდის უფრო თავისუფალს, მაგრამ ამავდროულად მენჯის ძვლის სახსრებისა და იოგების მობილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი წელისა და მენჯის არეშე.

რა არის საჭირო რომ თავი დავიცვათ ორსულობის დროს წელის ტკივილისაგან?
იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ან მაქსიმალურად შევამციროთ წელის ტკივილი ორსულობის დროს საჭიროა ყურადღება მიექცეს დგომისა და ჯდომის პოზიციას. აი რამდენიმე პრინციპი რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ:

  • უმჯობესია თავის შეკავება მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ტარებისაგან. უკეთესი იქნება დამატებითი სუპინატორის გამოყენება.
  • მძიმე ნივთეის აწევა ორსულობის დროს არასასურველია.
  • დიდხანს დგომა არ არის რეკომენდებული.
  • თუ ლოგინი ზედმეტად რბილია, ჯობს გამოცვალოთ შედარებით მკვრივი ზედაპირიანი საწოლით.
  • ძირს დახრის დროს არ მოიხაროთ მენჯის სახსარში. მოხარეთ მუხლები და წელი გეჭიროთ გამართული.
  • დასაჯდომად იხმარეთ სკამი რომელსაც მყარი საზურგე აქვს.
  • გვერდზე წოლის დროს შეიძლება ფეხებს შორის მუხლებთან დაიდოთ ბალიში.

რა შეიძლება გავაკეთოთ დაწყებული წელის ტკივილის შესამცირებლად?
სუსტი ტკივილის შესამცირება შესაძლებელია მტკივნეული ადგილის მასაჟით. მსუბუქი ვარჯიშები რომლებიც გააძლიერებს ზურგის კუნთებს დაგეხმარებათ ტკივილის პროფილაქტიკაში ორსულობისა და მშობიარობის დროს. ცურვა და ფეხით სიარული ორსულობის დროს წელის ტკივილის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

როდის შეიძლება გახდეს საჭირო ექიმთან მიმართვა?
თუ ტკივილი სისტემატურ ხასიათს ატარებს და თანდათან გიძლიერდებათ თან გრძელდება 2 კვირა ან მეტ ხანს, საჭიროა მიმართოთ ექიმს. ამ შემთხვევაში თვითმკურნალობის მცდელობა როგორც წესი შედეგს არ გამოიღებს. ამასთანავე ასეთი ხანგრძლივი პერიოდის ტკივილი შეიძლება იყოს სხვა უფრო სერიოზული გართულების ნიშანი.

One comment on “წელის ტკივილი ორსულობისას

  1. If you take the time to do research it can prove to be a very beneficial way of ding
    business. In reality, their staff even embark on visits to
    Greece, Italy and Spain to visit with Olive growers.
    With this training, it provides interaction with different people such ass
    entrepreneurs and other busindss people.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: