%(count)s კომენტარი

ტკივილის შემცირება მშობიარობის დროს

რომელი მედიკამენტები გამოიყენება მშობიარობის პერიოდი ტკივილის შესამცირებლად?
ძირითადად არსებობს ტკივილის შემსუბუქებისათვის ორი ტიპის წამლები: 1) ანალგეტიკები და 2) ანესთეტიკები. ანალგეტიკები ამცირებენ ტკივილის შეგრძებასა კუნთების მოძრაობის დაკარგვის გარეშე. ისინი ამცირებენ ტკივილს მაგრამ არ იწვევენ სრულ გაუტკივარებას. ანესთეტიკები იწვევენ სრულ ბლოკადას და გაუტკივარებას.

რომელი წამლებია სისტემური ანალგეტიკები?
სისტემური ანალგეტიკები მოქმედებენ მთლიანად ნერვულ სისტემაზე და არა ორგანიზმის კონკრეტულ არეალზე რათა შეამცირონ ტკივილი. ისინი არ იწვევენ ცნობიერების სრულ დაკარგვას. ეს პრეპარატები ხშირად გამოიყენება მშობიარობის დროს რომ მშობიარეს მიეცეს დასვენების საშაუალება. სისტემური ანალგეტიკები როგორც წესი ეძლევათ ერთჯერადად.

რა რისკებთან არის დაკავშირებული სისტემური ანალგეზია?
სისტემურ ანალგეტიკებს შეიძლება თან სდევდეს გართულებები როგორიცაა გულისრევა, ძილიანობა ან კონცენტრაციის დაკარგვის შეგრძნება. ზოგჯერ ანალგეტიკებთან ერთად ინიშნება სხვა პერეპარატი რათა შემცირდეს მისი გვერდითი მოვლენები. მაგალითად გულისრევის შეგრძნება. სისტემურმა ანალგეტიკებმა შეიძლება დროებით იმოქმედონ ნაყოფის გულისცემის რითმზე. მედიკამენტების მიღების ფონზე რთულია ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან სხვა გართულიებების დიაგნოსტირება. ხოლო დიდი დოზებით მათი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დაბადების შემდეგ გამოიწვიოს ახალშობილის სასუნთქი სისტემის პრობლემები.

რა არის ადგილობრივი ანესთეზია?
ადგილობრივი ანესთეზიის დროს მედიკამენტები მოქმედებენ სხეულის მხოლოდ მცირე ნაწილზე. ადგილობრივი ანესთეტიკი ამცირებს ტკივილს მხოლოდ სხეულის კონკრეტულ მონაკვეთზე. იგი შეჰყავთ იმ ადგილის მიდამოში სადაც უნდათ ტკივილის გაყუჩება. ყველაზე ხშირად საშოსა და შორისის მიდამოში. მედიკამენტებს ხმარობენ ახალშობილის დაბადების დროს, ეპიზიოტომიის ჩატარების წინ ან მშობიარობის შემდეგ საშოს ან შორისის დაზიანების შემთხვევაში ქირურგიული აღდგენის მიზნით.

რა არის რეგიონალური ანალგეზია და ანესთეზია?
რეგიონალური ანალგეზია და ანესთეზია მოქმედებს სხეულის კონკრეტულ რეგიონზე/ნაწილზე. გამოყენებული მედიკამენტების მიხედვით მათ შეუძლიათ შეამცირონ ან საერთოდ გააქრონ ტკივილი მენჯის ქვემოთ. მეთოდი მოიცავს  სპინალურ ბლოკადას, ეპიდურალურს ან კომბინირეულს.

რა არის ეპიდურალური გაუტკივარება?
ეპიდურალური გაუტკივარება(ეპიდურალური ანესთეზია) ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია. ეპიდურალური გაუტკივარების დროს ხერხემლის მალთა შორის სეგმენტში იდგმება კათეტერი რომლითაც ხორციელდება მედიკამენტის შეყვანა. ეპიდურალური გაუტკივარება შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ბუნებრივი სამშობიარო გძებით მშობიარობის ისე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. მედიკამენტების მოქმედების შედეგად ტკივილის გრძნობა არ აქვთ, მაგრამ მშობიარე ფხიზლობს რათა მან შეძლოს საჭრო დროს ჭინთვებში დახმარება. საკეისრო კვეთის შემთხვევაში მედიკამენტის დოზა მომატებულია. ეს საშუალებას იძლევა მენჯის ქვემოთ სრულ გაუკივარებას და ოპერაციის თავისუფლად ჩატარებას.

რამდენ ხანში იწყებს მოქმედებას ეპიდურალური ანესთეზია?
ვინაიდან მედიკამენის შეყვანა ხორციელდება უშუალოდ ნერვის ირგვლივ, მისი მოქმედება იწყება სწრაფად. ტკივილი მცირდება და ქრება 10-20 წთ.-ში მედიკამენტის შეყვანიდან.

შესაძლებელია თუ არა ეპიდურალური ანესთეზიის დროს სიარული?
ეპიდურალური ანესთეზიის შემთხვევაში შესაძლებელია თავისუფალი სიარული სამშობიარო ბლოკში.

რა არის ეპიდურალური გაუტკივარების რისკები?
იშვიათად მაგრამ ეპიდურალურ გაუტკივარებას შეიძლება თან ახლდეს რიგი გვერდითი მოვლენები:

  • არტერიული წნევის უმნიშვნელო შემცირება რომელიც რეგულირდება ინტრავენურად ხსნარის გადასხმით.
  • ტემპერატურის მომატება. ზოგიერთ მშობიარეს აღენიშნება ტემპერატურის მცირედ მომატება როგორც ნორმალური რეაქცია ეპიდურალურ გაუტკივარებაზე.
  • თავის ტკივილი – რომელიც ვითარდება ძალიან იშვიათად.
  • ტკივილი წელის არეში. შესაშლებელია მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.

ეპიდურალური ანესთეზიის დროს სერიოზული გართულებები ძალიან იშვიათად გვხვდება.

რა არის სპინალური გაუტკივარება?
სპინალური გაუტკივარება ტექნიკურად მსგავსია ეპიდურალურ რეგიონალურ ანესთეზიასთან, მაგრამ მედიკამენტები შეჰყავთ ხერხემლის მალთა შორის სეგმენტიდან თავზურგტვინის სითხეში. გაუტკივარება იწყება სწრაფად და გრძელდება 2-3 სთ-ის განმავლობაში.

შესაძლებელია თუ არა მოძრაობა სპინალური ანესთეზიის დროს?
სპინალური ანესთეზიის სრული ეფექტის დადგომის შემდეგ სიარული შეუძლებელია.

რა არის სპინალური ანესთეზიის გართულებები?
სპინალური ანესთეზიის გართულებები იგივეა რაც ეპიდურალური ანესთეზიის, რომელიც ზემოთ არის მოყვანილი.

რა არის ზოგადი ანესთეზია?
ზოგადი ანესთეზიის დროს ხორციელდება ცნობიერების სრული დაკარგვა. ის ძირითადად გამოიყენება გადაუდებელი და სასწრაფო ოპერაციების ან სხვა  ოპერაციული ჩარევების დროს.

როგორ ხდება ზოგად ანესთეზიის(ნარკოზის) ჩატარება?
ანესთეტიკი პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ინტრავენური ინექციით ან ფილტვებიდან სპეციალური ნიღაბის,საინტუბაციო მილის საშუალებით. პაციენტი ზოგადი ნარკოზის დროს გადაჰყავთ მართვით სუნთქვაზე.

One comment on “ტკივილის შემცირება მშობიარობის დროს

  1. gamarjobat mainteresebs shemdegi ram sheidzleba rom 12wlis var da masturbacia gavikete da qalishviloba rom davkargo?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: