დატოვე კომენტარი

– შარდის შეუკავებლობა ქალებში

– შარდის შეუკავებლობა (Urinary Incontinence/UI/) უროგინეკოლოგიაში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. უროგინეკოლოგების შეფასებით შარდის შეუკავებლობა 30% გვხვდება 30~60 წლის ქალთა პოპულაციაში. ქალისთვის ამ პრობლემის არსებობა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია და ამის გამო ბევრს ერიდება, არ მიდის ექიმთან საკონსულტაციოდ. ხშირ შემთხვევაში თვითონ ექიმი/გინეკოლოგი არ ამახვილებს ყურადღებას და არ უღრმავდება ამ პრობლემურ საკითხს პაციენტის ვიზიტის დროს.
– შარდის შეუკავებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს გართულებული, სწრაფი ან გახანგრზლივებული დიდი ნაყოფით მშობიარობა, სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაციები, ბუნებრივი მშობიარობისას სამშობიარო გზების ტრავმა ან მისი მთლიანობის არასწორი აღდგენა, ლოგინობის პერიოდის არასწორი მართვა, ჭარბწონიანობა, ესტროგენების დეფიციტი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული ბრონქოპნევმონია, ხველა, ქრონიკული კოლიტი, ყაბზობა და სხვა…

stress-incontinence-dia

–  არსებობს რამდენიმე სახის შარდის შეუკავებლობა, მათგან ყველაზე გავრცელებულია დაავადების სამი ტიპი:

  1. შარდის სტრესული (დაძაბვითი) შეუკავებლობა
    –  შარდის დაკარგვის ეპიზოდები კლინიკურად ვლინდება შარდსადენიდან შარდის წვეთების უმნიშვნელო რაოდენობის უნებლიე დაკარგვით/გაჟონვით მუცლის ღრუს წნევის მატების პროვოცირების/დაძაბვის შემთხვევაში: ფიზიკური დატვირთვისას, სირბილის, სიარულის, სპორტული ვარჯიშების, მკვეთრი მოძრაობის, მძიმის აწევის, ხველის, ცემინების, სიცილის, სქესობრივი აქტის პროცესში. პაციენტი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით იძულებულია იხმაროს 1-3 მცირე საფენი დღე-ღამის განმავლობაში შესაბამისად მცირდება ცხოვრების ხარისხი, კომფორტი და თავისუფლება. დაავადების კლინიკური განვითარება დაკავშირებულია შარდსადენის სფინქტერის სისუსტესთან და მობილურ ურეთრასთან. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში უმეტესად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა თანხლები გამოვლენაა საშოს წინა კედლის დაწევის, მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთების სისუსტის, რელაქსაციის, ესტროგენების დეფიციტის, მენჯის ფსკერის ორგანოების ნაწილობრივი ან სრული პროლაფსის განვითარების შემთხვევაში. დაავადება აღენიშნებათ როგორც ახალგაზრდა ისე წლოვანობაში მყოფ ქალთა პოპულაციას. დაავადების განვითარების პირველი რიგის მაპროვოცირებელი ფაქტორია მშობიარობა, მისი რაოდენობა და მშობიარობისას მიღებული ტრავმა. დაავადების პროგრესირების ხელშემწყობია წლოვანების მატება, ესტროგენების დეფიციტი და ხანდაზმულობა. ქალის ორგანიზმში კლიმაქტერული პერიოდიდან შენელებით ესტროგენური ფონი მცირდება, შემაერთებელი ქსოვილი, ფასცია და იოგები კარგავს ელასტიურობას, მენჯის ფსკერის კუნთები შეკუმშვის ძალას, ხოლო გენიტალური ორგანოები მენჯის ფსკერის დიაფრაგმასთან ერთად განიცდის ჰიპოტროფიას. მუცლის ღრუს წნევის მატების შემთხვევაში შარდგამომყოფ გზებს აღარ შესწევს ძალა სრულფასოვნად შეაკავოს შარდის ბუშტში დაგროვილი შარდის მცირე რაოდენობა შარდსადენის სფინქტერის სისუსტის და მობილურობის მიზეზით, რის შედეგად კლინიკურად ვლინდება მცირე რაოდენობის შარდის დაკარგვის ეპიზოდები.
  2. შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობა
    – შეიძლება გამოიწვიოს შარდგამომყოფი სისტემის ინფექციებმა, შარდის ბუშტის დაავადებებმა, სიმსივნურმა ან სხვა და სხვა ტიპის ნეიროგენულმა დაზიანებებმა (ზურგის ან თავის ტვინის ტრავმა, დაავადება). ურგენტული შარდის შეუკავებლობის დროს შარდის ბუშტი იკუმშება უკონტროლოდ მიუხედავად შარდის ბუშტში მცირე შარდის არსებობისა. მისი აქტიურობა იწვევს მოულოდნელ მოუთმენელ, უნებლიე და უკონტროლო შარდვის სურვილს როგორც დღისით ისე ღამის საათებში (ნიქტურია). შარდის ურგენტული შეუკავებლობისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა.
  3. შერეული
    – ორივე დაავადების შერწყმა.

– შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობის სამკურნალოდ მიჩნეულია კონსერვატიული მკურნალობა დაავადების ეთიოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე.

– შარდის დაძაბვითი (სტრესული) შეუკავებლობის სამკურნალოდ დაავადების მსუბუქი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია ლაზეროთერაპიის რამდენიმე სეანსი და მენჯის ფსკერის ინტიმური კუნთების კეგელის ვარჯიშები, ხოლო ესტროგენების დეფიციტის შემთხვევაში დამატებით ესტროგენოთერაპია. მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები და ფრაქციული ლაზერით მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ დაავადების საწყის ეტაპზე სტრესული, ურგენტული თუ შერეული ტიპის მსუბუქი ფორმის დაავადების პრეზენტაციისას.
– ლაზერით მკურნალობის და კეგელის ვარჯიშების ეფექტურობის ნიშნები აღენიშნებათ 1-3 თვეში, ხოლო 6 თვით ვარჯიშების გაგრძელების შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტი 75-80% აღწევს. ვარჯიშების გაგრძელება შესაძლებელია ვაგინალური კონუსის გამოყენებით მენჯის კუნთების გაძლიერების მიზნით.
– კეგელის ვარჯიშები განსაკუტრებულ მნიშვნელობას იძენს ლოგინობის პერიოდში მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის აღდგენის პროცესში ბუნებრივი გზით მშობიარობის შედეგად გამოწვეული მენჯის ფსკერის კუნთების ფასციის და იოგების გადაწელვის, სისუსტის და მოდუნების პრეზენტაციისას.
– მენუპაუზის პერიოდში მყოფ პაციენტებს ერთდროულად ენიშნებათ ესტროგენ შემცვლელი სანთლები ვაგინალური მოხმარებისთვის.
– აგრეთვე მიზანშეწონილია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, თამბაქოს აკრძალვა, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმანიის და ყაბზობის პრევენცია.
– კეგელის ვარჯიშები  შარდის დაძაბვითი შეუკავლობის  საშუალო ან მძიმე სტადიის  შემთხვევაში უშედეგოა, განსაკუთრებით წლოვანობაში მყოფ პაციენტებში.
– ქირურგიული მკურნალობა წლოვანების მიუხედავად მიზანშეწონილია მაშინ როდესაც შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დაავადება ვერ რეგულირდება კეგელის ვარჯიშებით, ლაზეროთერაპიით, ესტროგენოთერაპიით ან თუ დაავადება მიმდინარეობს მენჯის შინაგანი ორგანოების ნაწილობრივი პროლაფსის ფონზე და პაციენტს არ სურს ზემოთ აღნიშნული თერაპიის მკურნალობის ჩატარება.
– იხილეთ გაგრძელება:                    
– შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის  
ქირურგიული მკურნალობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: