გინეკოლოგია

– სუპრაცერვიკალური ჰისტერექტომიის ნაკლოვანებები

– ქალებში საკეისრო კვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მეანობაში, ხოლო გინეკოლოგიაში ჰისტერექტომია. ჰისტერექტომია უმეტეს შემთხვევაში კეთდება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებებისას: საშვილოსნოს მიომის და ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენების და პროლაფსის დროს. – მენჯის ქირურგიაში განასხვავებენ ორი სახის ჰისტერექტომიას: ტოტალურს და სუბტოტალურს (სუპრაცერვიკალური).

– უტერულ – ვაგინური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

– მენჯის ორგანოების პროლაფსის – საშვილოსნოს და საშოს დაწევა გამოვარდნის – უტერულ-ვაგინური პროლაფსის მკურნალობა რთულად სამართავი დაავადებაა თერაპიულ და ქირურგიულ გინეკოლოგიაში. მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსის გავრცელების ზუსტი მაჩვენებელი უცნობია და შეუძლებელია დადგენა. კლინიკური სიმპტომებით გამომჟღავნებული მენჯის ღრუს ფსკერის და ორგანოების პროლაფსის მიახლოებითი მაჩვენებელი ~11,4%. მრავალ ლიტერატურაში აღწერილია მენჯის ორგანოების პროლაფსის სხვადასხვა სახის რეკონსტრუქციული ოპერაცია და ოპერაციული […]

– ჰისტერექტომია. ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხეები?

– ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ყველაზე ხშირი ოპერაციაა ქალთა 40~44 წლის პრემენოპაუზალურ პერიოდში. ჰისტერექტომია საკვერცხეების შენარჩუნებით შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება. ეს ფენომენი ხშირი არ ვლინდება, მაგრამ ხანგრძლივმა დაკვირვებამ ჰისტერექტომია გადატანილ პაციენტებზე აჩვენა, რომ ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ ქალების ~20% ეწყებათ მენოპაუზა, შედარებით იმ ქალებთან ვისაც არ ჩაუტარდათ ოპერაცია. პარალელერად პროფილაქტიკური ოოფორექტომია დაბალი რისკის პაციენტებში დაკავშირებულია ნეგატიური ზემოქმედებით […]

– საშვილოსნოს ექსტირპაცია საშოსმხრივი მიდგომით

– ჰისტერექტომია

– ჰისტერექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს საშვილოსნოს ამოკვეთას დასახული მიზნის, ხასიათის, მოცულობის მიხედვით, განსხვავებული ოპერაციული მიდგომით, მეთოდით, გამოსვლით და ინვაზიის სიმძიმის ხარისხით. – საშვილოსნოს დაავადების სხვადასხვა კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ჰისტერექტომია. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში ჰისტერექტომია მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია, ხოლო სხვა პათოლოგიის შემთხვევებში არაინვაზიური ან მინიმალური ინვაზიური მეთოდებითაც შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობა. […]

– მენჯის ორგანოების პროლაფსი

– უტერულ-ვაგინური პროლაფსი – საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა – მენჯის ორგანოების პროლაფსი (Pelvic Organ Prolapse) ხასიათდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის დარღვევებით, შედეგად მათი ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებებით. გენიტალური პროლაფსი (გამოვარდნა) აღიქმება და განიხილება როგორც მენჯის ფსკერის დიაფრაგმის სახეშეცვლილი თიაქარი. მსგავსი პრობლემა შეიძლება განუვითარდეთ ნამშობიარებელ და არანამშობიარებელ ქალებს. მენჯის ორგანოების პროლაფსი ახდენს ნეგატიურ […]

– ოპერაციისთვის მომზადება (ზოგადი ინფორმაცია)

თუ თქვენ გესაჭიროებათ – გეგმიური სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაცია გაეცანით საწყის ინფორმაციას, რომლის ცოდნაც თქვენ, პაციენტს და მკურნალ ექიმს, ქირ/მეან/გინეკოლოგს დაგეხმარებათ ერთობლივი ძალისხმევით უკეთესად მართოთ პერიოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდი ჯანმრთელობის სასურველი შედეგის მისაღწევად.