დატოვე კომენტარი

– უტერულ – ვაგინური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

– მენჯის ორგანოების პროლაფსის
– საშვილოსნოს და საშოს დაწევა გამოვარდნის
– უტერულ-ვაგინური პროლაფსის
 ქირურგიული მკურნალობის მიზანია არა მხოლოდ საშვილოსნოს და საშოს კედლების, მენჯის დიაფრაგმის დარღვეული ანატომიური მდებარეობის აღმოფხვრაა, არამედ ახლომდებარე ორგანოების შარდის ბუშტის და სწორნაწლავის ფუნქციონალური დარღვევების კორექციაა. ყოველი კონკრეტული კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ქირურგიული ჩარევის კონცეფციის შემუშავებას. გენიტალური პროლაფსის მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია განსხვავებული ოპერაციული ჩარევის მიზნობრივ მეთოდებზე. ქირურგიული ჩარევა ხასიათდება სხვადასხვა სახის, მიზნის, ხასიათის და მოცულობის მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციით, განსხვავებული ოპერაციული მიდგომით და მეთოდიკით: ვაგინალური, აბდომინალური (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით), ტრანსრექტალური და კომბინირებული.
Anterior Repair Training Guide
– მიუხედავად იმისა რომ, ამჟამად არსებობს ბუნებრივი ქსოვილებით და პროლენის ბადით მენჯის ფსკერის რეკონსრუქციის მრავალი წარმატებული ქირურგიული მკურნალობის მეთოდი, მაინც რჩება პაციენტების პოპულაციის ნაწილი რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების რეციდივი და ესაჭიროებათ განმეორებითი ქირურგიული მკურნალობა (~30%). რეციდივის გამოწვევის ფაქტორი ბევრია და მრავალგვარი, რომლებიც შეიძლება დავახარისხოთ სამ ჯგუფად: ქსოვილი, ტრავმა, ტექნიკა.
– ქსოვილი 
– ვინაიდან ქსოვილების აღდგენის პროცესში აღმდგენის მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პაციენტის ბუნებრივ ქსოვილს, მის სიმკვრივეს, ელასტიურობას, მოცულობას და შედეგად მენჯის ფსკერის ქსოვილების დატვირთვის ზედა ზღვარს. ლოგიკური იქნება თუ რეაბილიტაციის ხელშემშლელად განვიხილავთ ზოგიერთ იმ არსებულ ფაქტორს რომელიც ზოგადად მოქმედებს ოპერაციის წარმატების შედეგზე: ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებები, ხელოვნური ან ბუნებრივი მენოპაუზის პერიოდი და ესტროგენების დეფიციტი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, სტეროიდების გამოყენება, დიაბეტი, თამბაქო, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია. აღსანიშნავია რომ ასაკობრივი ცვლილებები ქსოვილებში იწვევს შეუქცევად ბიოქიმიურ პროცესებს რის შედეგადაც კლებულობს მისი ელასტიურობა, სიმკვრივე, მოცულობა და აქედან გამომდინარე მცირდება მათი დატვირთვის შესაძლებლობების ზღვარი. ცნობილია ისიც რომ საშოს ლორწოვანში არსებობს ესტროგენის მგძნობიარე რეცეპტორები, ხოლო ესტროგენული ფონის შემცირება იწვევს საშოს კედლების ქსოვილების მნიშვნელოვან უარყოფით სტრუქტურულ ცვლილებებს.
– ტრავმა 
– მენჯის ფსკერის კუნთების, ფასციების, იოგების მწვავე ტრავმის გამომწვევი მიზეზი უმეტეს წილად არის ბუნებრივი გზით გართულებული მშობიარობა დიდი ნაყოფით, სწრაფი ან გახანგრძლივებული მშობიარობა, სამშობიარო გზის ტრვმა, ვაგინალური ოპერაციული ჩარევა, განმეორებადი მშობიარობა. პროლაფსის მაპროვოცირებელია პერიოდულად წარმოქმნილი ან მუდმივად არსებული ინტრააბდომინალური დამწოლი ძალა, რომლის გამომწვევიც შეიძლება იყოს სიმსუქნე, ქრონიკული ყაზობა და ჭინთვები, მძიმე ფიზიკური შრომა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ხველა. პაციენტთან გასაანალიზებელია ქრონიკულად მიმდინარე ექსტრაგენიტალური დაავადებები და მათი მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიოს პროლაფსის რეციდივი თუ მუდმივად არ იქნება ყურადღება გამახვილებული მათ შემცირებასა და აღმოფხვრაზე. მკურნალმა ექიმმა პაციენტს უნდა აუხსნას და განუმარტოს რეკომენდაციები ცხოვრების წესის შეცვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს დაავადების რეციდივი. მნიშვნელოვანია შრომის კულტურის და ფიზიკური აქტივობის შეცვლა, სამკურნალო დიეტით და ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებით წონის შემცირება. ქალისთვის შეუთავსებელია მძინე ფიზიკური შრომა და მძიმე ტვირთის აწევა. სასურველია თამბაქოს მოწევაზე თავის შეკავება. მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელსაც არასათანადო ყურადღება ექცევა არის ზოგადი გამაჭანსაღებელი ვარჯიშები, კვების რაციონი, ცხოვრების რეჟიმი და საჭმელ-მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ზრუნვა. მოსახლეობის 14% აღენიშნებათ  ყაბზობა, ხოლო 65 წელს გადაცილებულ ქალებში ეს რიცხვი 34% იზრდება.
– ტექნიკა
– მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციულ ოპერაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მშობლიური/ბუნებრივი ქსოვილებით ან ბადის იმპლანტაციით მენჯის ორგანოების ნორმალურ ანატომიურ პოზიციაზე დაბრუნების აღდგენით პროცესს. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია ვაგინალური და აბდომინალური მიდგომით (ლაპაროსკოპიით, ლაპაროტომიით). უმეტესი ქირურგი მიიჩნევს ოპერაციული ჩარევა აწარმოოს მცირეინვაზიური ვაგინალური მიდგომით. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ პოსტოპერაციული დაავადების რეციდივის რისკი პროლენის ბადის იმპლანტაცის შემთხვევაში შედარებით ბუნებრივი ქსოვილებით კორექციის ოპერაციასთან ხუთ წელიწადში მატულობს მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით. პოსტოპერაციულად დამახასიათებელია გართულებები: საშოს ან შარდის ბუშტის კედლის, შარდსადენის მილის ეროზია, ბადის ექსპოზიცია, ექსტრუზია ან პროტუზია, მენჯის ტკივილები და დისპარეუნია. გართულების / რეციდივის მკურნალობა ზოგჯერ დაკავშირებულია მძიმე რეოპერაციული მართვის პრობლემებთან. უკანასკნელი წლის პერიოდში მენჯის ორგანოების პროლაფსის სამკურნალოდ მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები ბადის იმპლანტაციით აბდომინალური და განსაკუთრებით ტრანსვაგინალური მიდგომით ნაკლებად მიზანშეწონილია პირველსაწყის ოპერაციად, ვინაიდან ამჟამად მწარმოებლის ბაზარზე არსებული ბადე ჯანმრთელობის უსაფრთხოების და ოპერაციის შედეგის ეფექტურობის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერი ან მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო კონსტრუქციას (II ან III კლასი /FDA/).
– მენჯის ფსკერის კორექცია ბადის იმპლანტაციით რეკომენდირებულია მხოლოდ მშობლიური ქსოვილებით პოსტოპერაციული რეციდივის შემთხვევაში, მაღალი რისკის პაციენტებში ოპერაციისგან მიღებული შედეგის სარგებლის და გართულების პოტენციალის გათვალისწინებით, პაციენტის სრული ინფორმირებული თანხმობით.
– უტერულ-ვაგინური პროლაფსის დროს რეკონსტრუქციულ ოპერაციას ბადის იმპლანტაციით არანაირი უპირატესობა არ ენიჭება ბუნებრივი / მშობლიური ქსოვილებით განხოპციელებულ ოპერაციის შედეგთან. უკანასკნელ პერიოდში აშშ და ევროპაში გაიზარდა ბუნებრივი / მშობლიური ქსოვილებით ქირურგიული ჩარევის ახალი ეფექტური მეთოდური რეკომენდაციები. დღევანდელ დღეს /POP/ მენჯის ორგანოების პროლაფსის კორექცია მშობლიური ქსოვილებით ითვლება წარმატებული შედეგის უსაფრთხო ოპერაციად და იგი ითვლება პირველადი არჩევის ოპერაციად! აღნიშნული ოპერაციისთვისაც დამახასიათებელია გარკვეული რაოდენობის პოსტოპერაციული რეციდივი, მაგრამ ნაკლები სიმძიმის კლინიკური სიმპტომატიკით და პოსტოპერაციული პრობლემებით.
– აღნიშნული ორივე სახის ქირურგიული ჩარევის სტრატეგია და მენჯის ორგანოების სრული ფუნქციის აღდგენის ტაქტიკა ემყარება კომპლექსურ მკურნალობას. პოსტოპერაციული პერიოდი მოიცავს ფიზიკური შრომის ზომიერ შეზღუდვას, წონის კორექციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოწესრიგებას, სასუნთქი ორგანოების დაავადების პრევენციას.
4127_52588
 მნიშვნელოვანი ფაქტორი
– რომელიც თავიდანვე საზღვრავს დაავადების რეციდივის ალბათობას და ოპერაციის დადებით შედეგს ახლო / გრძელვადიანი ჯანმრთელობის პროგნოზით არის უტერულ-ვაგინური პროლაფსის ზუსტი დიაგნოსტიკა, დაავადების ადეკვატური მოცულობის ეფექტური ოპერაციის შერჩევა, არჩეული ოპერაციის ხარისხიანი ტექნიკით შესრულება და პოსტოპერაციული პერიოდის გონივრული მართვა.
– ამგვარად ითვლება, რომ დიაგნოზი, ქირურგიული ტექნიკა, ოპერაციის ხარისხი, ექიმის პროფესიონალიზმი თამაშობს გადამწყვეტ როლს წარმატებული ოპერაციის განხორციელების პროცესში.
–  იხილეთ გაგრძელება:
– მენჯის ორგანოების პროლაფსი, რეკონსტრუქციული ოპერაციები

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: