101 Comments

– საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა – არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც დედის მუცლის წინა კედლის და საშვილოსნოს კვეთის მეშვეობით ხორციელდება საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა და ახალშობილის დაბადება. საკეისრო კვეთა (Caesarean section) საშოსმხრივი, ბუნებრივი მშობიარობის ალტერნატივაა.
–  საკეისრო კვეთა ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს და/ან ექიმს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია პერინატალური გამოსავლის გაუმჯობესობა საშოსმხრივი მშობიარობასთან შედარებით.

Cesarean Birth

საკეისრო კვეთის წარმოება ჩვენებების მიხედვით:
–   სამედიცინო.
–   სამეანო.
–   დედის მოთხოვნით.
საკეისრო კვეთის წარმოება დროის მიხედვით:
–   გეგმიური საკეისრო კვეთა – ოპერაცია რომელიც ტარდება ორსულობის პერიოდში მშობიარობის დაწყებამდე.
–   გადაუდებელი საკეისრო კვეთა – ოპერაცია რომელიც ტარდება ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დაწყების შემდეგ.
საკეისრო კვეთის განხორციელება გადაუდებლობის ხარისხის მიხედვით:
–   დედის ან/და ნაყოფის სიცოცხლის უშუალო გადაუდებელი საფრთხე (პირველი კატეგორია – გადაუდებელი 30′).
–   დედის ან/და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, სიცოცხლის უშუალო გადაუდებელი საფრთხის გარეშე (მეორე კატეგორია – სასწრაფო 30′ – 75′).
–   არ აღენიშნება დედისა ან/და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, მაგრამ საჭიროა ადრეული ორსულობის დასრულება საკეისრო კვეთით (მესამე კატეგორია – არარეგლამენტირებული).
–   ოპერაციის ჩატარება ქალის და სამედიცინო პერსონალის შეთანხმებულ მისაღებ დროს დაგეგმვით (მეოთხე კატეგორია – გეგმიური).
გეგმიური / არარეგლამენტირებული საკეისრო კვეთა 
– მიზანშეწონილია ჩატარდეს მიმდინარე ორსულობის პერიოდში, იმ კლინიკურ შემთხვევაში როდესაც ორსულობის გაგრძელება და მოსალოდნელი ბუნებრივი გზით მშობიარობა წარმოადგენს დედის ან ნაყოფის ჯამრთელობის გაუარესების მაღალ პოტენციურ რისკს.
–   ერთნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარება მიზანშეწონილია 39 კვირის და ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში 38 კვირის ან მეტი ორსულობის პერიდში.
–   თუ თქვენ გესაჭიროებათ გეგმიური სამეანო ოპერაცია საკეისრო კვეთა:    – ოპერაციისთვის მომზადება (ზოგადი ინფორმაცია)
გეგმიური საკეისრო კვეთის ჩვენებები: 

I- პლაცენტაციის დარღვევა:
–   
პლაცენტის წინმდებარეობა (სრული ან ნაწილობრივი).
–   “Vasa” წინმდებარეობა.
–   პლაცენტის მიხორცება.

II- ცვლილებები საშვილოსნოს კედელში:
–   
ექოსკოპიური კვლევით დადასტურებული საშვილოსნოს კედლის არასრუფასოვანი ნაწიბურის არსებობა (საკეისრო კვეთის, კონსერვატიული მიომექტომიის, საშვილოსნოს პერფორაციის, საშვილოსნოს რუდიმენტული რქის, საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთის ან რეკონსტრუქციული-პლასტიკური ოპერაციების შემდეგ საშვილოსნოზე).
–   
საშვილოსნოს დიდი ზომის ან მრავლობითი მიომური კვანძები, განსაკუთრებული მდებარეობით საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში ან საშვილოსნოს ყელის არეში, სისხლის მომარაგების დარღვევით.
– საშვილოსნოს მიომა, ორსულობა და მშობიარობა

III– წინააღმდეგობები რომლებიც ხელს უშლიან ნაყოფის დაბადებას:
–   
სამშობიარო გზებზე წარმოქმნილი წინააღმდეგობები (ანატომიურად ვიწრო მენჯი II ხარისხის და მეტი, მენჯის ძვლების დეფორმაციები, საშვილოსნოს, საკვერცხის და მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები).
–   
მენჯბარძაყის სახსრების ანკილოზი, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ან გაკეთებული ოპერაციები.
–   
პირველი მშობიარობისას ნაყოფის სავარაუდო დიდი წონა(4500 გრამი და მეტი).
–   
საშვილოსნოს ყელისა ან საშოს გამოხატული ნაწიბუროვანი შევიწროვება.
–   
ანამნეზში არსებული პლასტიკური ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე, საშოზე. შორისის III – IV ხარისხის ჩახევა.
–   დიდი ზომის წვეტიანი კანდილომა.

IV– ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარეობა:
–   
მენჯით წინმდებარეობა ნაყოფის წონით 3600 გრამზე მეტი ან 2500 გრამზე ნაკლები (ქალის მენჯის ზომების გათვალისწინებით) III ხარისხის თავის გაშლითი მდებარეობა. ტერფით, შერეული მენჯ-ტერფებით ან მუხლით წინმდებარეობა.
–   
მრავალნაყოფიანი ორსულობა: პირველი ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა. სამი ან მეტი ნაყოფი. სიამის ტყუპები.
–   
მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპები (ფეტო/ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომით).
–   
ნაყოფის მყარი გარდიგარდმო/ირიბი მდებარეობა.

V– ექსტრაგენიტალური დაავადებები:
–   
ექსტრაგენიტალური ან გენიტალური კიბო (საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის).
–   
მაღალი ხარისხის მიოპია.
–   
გენიტალური მწვავე ჰერპესი, აივ ინფექცია.
–   
ექსტრაგენიტალური დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ნერვული სისტემის და სხვა…დადასტურებული შესაბამისი სპეციალისტის მიერ) და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ორსულობისას.
–   
თირკმელების გადანერგვა და გულის ხელოვნური სარქველი.

VI-ნაყოფის მდგომარეობა:
–   
ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია და III ხარისხის ნაყოფის ზრდის შეფერხება რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
–   
წინა მშობიარობისას ნაყოფის სიკვდილი ან ინვალიდობა.
–   
ნაყოფის განვითარების ანომალიები (მწვავე ჰიდროცეფალია, გასტროშიზისი, კუდუსუნის დიდი ზომის ტერატომა, ომფალოცელე და სხვა…).
–   
ვადაგადაცილებული ორსულობა პლაცენტაში არსებული ცვლილებებით, მეკონიალური სანაყოფე წყლით და ნაყოფის ჰიპოქსიური მოვლენებით.

VII– რამდენიმე რისკ ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს ბუნებრივი სამშობიარო გზით დაბადებას.
VIII-ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.
IX – საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით (სამეანო და სამედიცინო ჩვენების გარეშე).

2401OBG_Editorial-fig3

გადაუდებელი / სასწრაფო საკეისრო კვეთა – მიზანშეწონილია ჩატარდეს იმ კლინიკურ შემთხვევაში როდესაც მიმდინარე ორსულობის ან ბუნებრივი გზით მშობიარობის პერიოდში უეცრად წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა გართულება რომელიც საშიშროებას უქმნის დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას. 

I- გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები ორსულობისას:
ორსულს სამშობიარო მოქმედება არ აქვს, მაგრამ დედას ან ნაყოფს განუვითარდა გართულება, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხეს და საჯიროებს ორსულობის სწრაფ დასრულებას:
–     
პლაცენტის წინმდებარეობის ნებისმიერი ფორმა, სისხლისდენა.
–    
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა.
–     
საშვილოსნოს კედლის ნაწიბურზე მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
–    ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა (
ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია).
–    
პრეეკლამპსიის მძიმე ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. ეკლამპსია.
–    დედის
 აგონიური მდგომარეობა ან უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს.

II- გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები მშობიარობისას:
მშობიარობის დაწყებისთანავე გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები იგივეა რაც ორსულობის პერიოდში, დამატებით ემატება მიმდინარე მშობიარობის პერიოდში განვითარებული გართულებები, რომელიც წარმოადგენს მშობიარეს ან ნაყოფის სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხეს და საჭიროებს მშობიარობის სწრაფ დასრულებას:
–    სამშობიარო მოქმედების ანომალიები, რომლებიც არ ექვემდებარება კორექციას (სამშობიარო მოქმედების მყარი სისუსტე).
–    
კლინიკურად ვიწრო მენჯი.
–    
ნაყოფის თავის არასწორი წინმდებარეობა და ჩადგმა (უკანა ასინკლიტიზმი, შუბლით, პირისახით წინმდებარეობა, ისრისებური ნაკერის მაღალი პირდაპირი მდებარეობა).
–    
ჭიპლარის წინმდებარეობა, მარყუჟის ან ხელის გამოვარდნა,
–    
ნაყოფის ტერფებით ან მუხლით წინმდებარეობა.
–    
საშვილოსნოს მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
–    
სანაყოფე წყლის ნაადრევი დაღვრა და სამშობიარო მოქმედების უშედეგო აღძვრა.
2401OBG_Editorial-fig2საკეისრო კვეთის ოპერაციის გაუტკივარება (ანესტეზია)
–   საკეისრო კვეთის ოპერაციის გაუტკივარებას უმეტეს შემთხვევაში მართავენ რეგიონალური ანესტეზიით (სპინალური, ეპიდურული) ან ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით. უპირატესობას ანიჯებენ რეგიონალურ ანალგეზიას რომლის მეშვეობით შესაძლებელია სხეულის ქვედა ნაწილის, საოპერაციო არეალის სრული გაუტკივარება. ნაყოფზე არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ გააჩნია და უფრო მეტიც, დედის და ნაყოფის მხრიდან ნაკლები გართულებით ხასიათდება ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზთან შედარებით.
–   არარეგლამენტირებული და გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში (3 და 4 კატეგორა, ოპერაციის დაწყება დაგეგმილ დროს) პრიორიტეტულია გაუტკივარების მართავა რეგიონალური – სპინალური ანესტეზიით.
–   გადაუდებელი ან სასწრაფო საკეისრო კვეთის შემთხვევაში (1 და 2 კატეგორია, ოპერაციის დაწყება მაქსიმუმ 30′ და 30′- 75′ დიაგნოზის დასმიდან) გაუტკივარებას მართავენ კლინიკური მდგომარეობის გადაუდებლობის კატეგორიაზე დაყრდნობით და სასწრაფო/სამედიცინო დახმარების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით ან სპინალური ანესტეზიით.
საკეისრო კვეთის ოპერაციის აღწერა
–   საკეისრო კვეთის ოპერაცია ხორციელდება აბდომინალური მიდგომით მუცელკვეთით მუცლის ქვედა ნაწილში ბოქვენის ზემოთ განივი (პფანენშტილის) განაკვეთით. განაკვეთის სიგრძეს საზღვრავენ ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომის და ნაყოფის წონის მიხედვით. თუ ანამნეზში აღენიშნება გადატანილი სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაცია განაკვეთი კეთდება ძველი ნაწიბურის გასწვრივ, რომელიც ამოიკვეთება და ოპერაციის დამთავრების შემდეგ ჩანაცვლდება ახლით. ლაპაროტომიის შემდეგ იკვეთება საშვილოსნოს წინა კედელი, მეან/გინეკოლოგი არღვევს სანაყოფო ბუშტის მთლიანობას და ამოყავს ახალშობილი საშვილოსნოს ღრუდან, რის შემდეგ კვეთს ჭიპლარს. დედისგან ახალშობილის განცალკევებისთანავე ცოცხალშობილი გადაეცემა ნეონატოლოგს (ბავშვის ექიმს), რომელიც აფასებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაბადებისთანავე და მართავს ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. მომყოლის მოცილება ხორციელდება დამოუკიდებლად ჭიპლარის ტრაქციით ან ხელით. ხოლო შემდეგ ქირ/მეან/გინეკოლოგი აღადგენს საშვილოსნოს და მუცლის წინა კედლის მთლიანობას. პაციენტის ოპერაციის შემდგომი კომფორტისთვის კანი იკერება კოსმერიკური სუბდერმალური გამწოვი ნაკერით.
–   კანის კოსმეტიკური სუბდერმალური ნაკერი მოხსნას და ჭრილობის განსაკუთრებულ დამუშავებას არ საჭიროებს. ჭრილობიდან საფენის მოცილება შესაძლებელია მეორე დღეს (24-48 საათში). ნაწიბურის ვიზუალიზაციის შემცირების მიზნით რამდენიმე თვის შემდეგ რეკომენდირებულია ფრაქციული ლაზერით აბლიაციის რამდენიმე სეანსი.
– Caesarean section. Part 1
საკეისრო კვეთის შემდგომი ლოგინობის პერიოდის მართვა
–   ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი საოპერაციოდან გადაყავთ ინტენსიური თერაპიის პალატაში.
–   ინტენსიური თერაპიის პალატაში მიმდინარეობს მელოგინეზე დაკვირვება/მონიტორინგი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოების ფუნქციონირებაზე: სუნთქვის სიხშირე, სატურაცია, არტერიული წნევა, პულსი, სხეულოის ტემპერატურა, ტკივილის და საშვილოსნოს შეკუმსვის ხარისხი, სისხლიანი გამონადენის დანაკარგის და შარდის გამოყოფის რაოდენობა. აგრეთვე გრძელდება ინფუზური თერაპია და გაუტკივარება. ინტენსიური თერაპიის პალატაში 2 ან 3 საათის დაყოვნების, დაკვირვების შემდეგ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემთხვევაში ანასტეზიოლოგის და მეან/გინეკოლოგის ინფორმაციის გაცვლის და ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მელოგინე გადაჰყავთ პალატაში ახალშობილთან ერთად.
–   პირველი დღე-ღამის განმავლობაში მელოგინეზე მიმდინარეობს სადღეღამისო დაკვირვება. ტკივილების შემთხვევაში უტარდება გაუტკივარება. ზოგიერთი ჩვენების მიხედვით ანტიკოაგულაციური ტრომბოემბილიის პროფილაქტიკური, ანტიბიოტიკო და ინფუზური თერაპია.
–   დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოცხალშობილის კანით კანთან კონტაქტს, სითბური ჯაჭვის დაცვას, დედისა და ახალშობილის 24 საათიანი ერთად ყოფნას, ადრეული ძუძუთი კვების დაწყებას და ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს ლაქტაციის სტიმულაციას და საშვილოსნოს შეკუმშვას.
–   ოპერაციის შემდეგ პერიოდში მნიშვნელოვანია და აუცილებელია 12-24 საათის შუალედში მელოგინეს ფიზიკური გააქტიურება: ფოლის კათეთერის გამოღება შარდის ბუშტიდან, დაჯდომა, წამოდგომა და სიარული. მშობიარობის შემდეგ მუცლის წინა კედლის სწორი კუნთების სისუსტის, განმეორებითი ოპერაციის, გამოხატული სიმსუქნის შემთხვევაში მელოგინე დედისთვის ფიზიკური აქტიურობისთვის მიზანშეწონილია აბდომინალური კომპრესიული სარტყელის გამოყენება 2 თვე. ტრომბოემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით ანტი-ემბოლიური და გრადიენტი კომპრესიული წინდების მოხმარება მიზანშეწონილია 3 ან მეტი დღე ექიმის დანიშნულების მიხედვით.
–   წყლის მიღება შესაძლებელია შეუზღუდავად დედის პალატაში გადაყვანისთანავე, გაურთულებელი საკეისროს შემთხვევაში კვების დაწყება დასაშვებია ოპერაციის პირველი 12-24 საათის შემდეგ. ლოგინობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდირებულია ეკოლოგიურად სუფთა და შერეული საკვების მიღება, კვების რაციონში რძის ნაწარმის, ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობით.
–   ბინაზე გაწერა დასაშვებია ოპერაციიდან მეოთხე დღეს (72 საათის შემდეგ) ახალშობილთან ერთად მკურნალი ექიმი მეან/გინეკოლოგის და ნეონატალოგის თანხმობით. დუშის მიღება ჭრილობის და ნაკერის ტიპის გაუთვალისწინებლად შესაძლებელია ოპერაციიდან 48 საათში. ადრეული ლოგინობის პერიოდიდან მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის აღსადგენად მიზანშეწონილია ინტიმური კუნთების კეგელის ვარჯიშების გაგრძელება 2-6 თვე. ფიზიკური დატვირთვა და მუცლის წინა კედლის პირდაპირი კუნთების გაძლიერების მიზნით ვარჯიშები რეკომენდირებულია ჯანმრთელობის სრული რეაბილიტაციის და ლოგინობის პერიოდის დასრულების შემდეგ 2 თვეში. სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია კონტრაცეპციის მოხმარებით 2 თვის შემდეგ, ხოლო ორსულობის დაგეგვმა ერთ წელიწადში.
საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილის მართვა
–   ახალშობილი იმყოფება დედასთან ერთად ბავშვისთვის განკუთვნილ საწოლში. სტაციონარში ყოფნის პერიოდში დედა სწავლობს ახალშობილის მოვლას.
–    ნეონატოლოგი ყოველ დღე ნახულობს ახალშობილს, აკვირდრბა და აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, დედას აწვდის ინფორმაციას ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასწავლის, აძლევს რეკომენდაციებს ახალშობილის შემდგომი მოვლის, ზრუნვისა და მომავალი ამბულატორიულად 
დაკვირვების შესაძლებლობების შესახებ.
–   ახორციელებს პრტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს: ახალშობილის ჯგუფის და რეზუსის, ბილირუბინის განსაზღვრა რეზუს კონფლიქტის შემთხვევაში. გენეტიკური კვლევები ; მუკოვისციდოზი, ფენილკეტონურია, ჰიპოტირეოზი. უტარებს აცრებს ინფექციურ დაავადებების საწინააღმდეგოდ: BCG, Hep.B ვაქცინაცია. საჯიროების შემთხვევაში ახალშობილს უნიშნავს დამატებით კლინიკო/ლაბორატორიულ, პარაკლინიკურ გამოკვლევებს, დამატებით სხვა პროფილის ექიმის კონსულტაციას, მართავს და უტარებს მკურნალობას დედის ინფორმირებული თანხმობით.
–   ყველა დედამ უნდა იცოდეს რომ:
–   ოთახის ნორმალური ტემპერატურა 24,0 – 25,0*C
–   ახალშობილის ნორმალური ტემპერატურაა 36,5 – 37,5*C
–   დასაბანი წყლის ნორმალური ტემპერატურაა 37,0 – 37,5*C
–   ძუძუთი კვება თავისუფალი რეჯიმით. ექსკლუზიური ძუძუთი კვება 6 თვის ასაკამდე ახალშობილის და ჩვილის საუკეთესო საკვებია.  კვების წინ დაიმუშავეთ ძუძუს არეოლა თბილი წყლით ან გამოწველილი რძით. ბავშვი უნდა იკვებოს ხშირად მოთხოვნილების მიხედვით დღისით და ღამით, დღე/ღამეში 8 – 12 ჯერ.
–   ახალშობილი უნდა დაიბანოს ყოველ დღე თავიდან ბოლომდე. მიზანშეწონილია ვერტიკალური აბაზანა (ბავშვი მთელი სხეულით თავსდება წყალში, დაფარული აქვს მხრები) რომელიც წარმოადგენს ბავშვისთვის კომფორტის და ჰიგიენის დაცვის უსაფრთხო, ეფექტურ მეთოდს. რეკომენდირებულია ჭიპლარის მშრალი მოვლა.
–   ბავშვს უნდა ეძინოს მშობლის ოთახში ცალკე საწოლში, ზურგზე, თავი გვერდით გადატრიალებული და მკვრივ ზედაპირზე დადებული.
–   მიზანშეწონილია ახალშობილის გასეირნება ყოველდღიურად სახლის გარეთ, სუფთა ჰაერზე, მზიან ამინდში სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ორ კვირაში. გასეირნება იწყება 10 – 15 წუთით და იზრდება თანდათან 2 საათამდე.

საკეისრო კვეთის უპირატესობები
–   უპირატესია მაშინ, როდესაც ორსულობის ვადის გახანგრძლივება, მშობიარობა, მშობიარობის დროს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს დედისა ან/და ნაყოფისთვის სიცოცხლის უშუალო საფრთხეს ვიდრე საკეისრო კვეთა.
–   
საკეისრო კვეთა არ იწვევს საშოს კედლების გაფართოვებას, სამშობიარო გზების ტრავმატიზმს შედეგად მენჯის ფსკერის კუნთების, ფასციების, იოგების გადაწელვას, გახევას, სისუსტეს და რელაქსაციას, ამიტომ საკეისრო კვეთის შემდეგ სქესობრივი ცხოვრება უცვლელია.
–   ახლო და გრძელვადიან პრესპექტივაში 
არ ყალიბდება მენჯის ფსკერის კუნთების მყარი რელაქსაცია, საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევა, მენჯის ორგანოების პროლაფსი და მასთან დაკავშირუბული მრავალი სიმპტომი: შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, არასრულფასოვანი შორისი და სხვა…
– შარდის შეუკავებლობა ქალებში
– მენჯის ორგანოების პროლაფსი
–   
მცირდება ნაყოფის სიკვდილიანობა, ახალშობილის ტრავმატიზმი, სუბარაქნოიდაკური სისხლჩაქცევები, ასფიქსია, ენცეფალოპათია, დაინფიცირების შესაძლებლობის ნაკლები რისკი.
–   
განმეორებითი საკეისროს შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული სტერილიზაცია.

საკეისრო კვეთის ნაკლოვანებები
–   მშობიარობასთან შედარებით ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი,
–   გადატანილი საკეისროს შემდეგ განმეორებითი ორსულობის შემთხვევაში იზრდება პლაცენტის წინამდებარეობის და საშვილოსნოზე არსებული პოსტოპერაციულ ნაწიბურში პლაცენტის ჭეშმარიტი მიხორცების განვითარების შესაძლებლობა (Placenta accreta – increta,percreta) და შედეგად საკეისრო კვეთის შემდგომი ჰისტერექტომიის პოტენციური რისკი. გართელების რისკი მატულობს საკეისრო კვეთის რაოდენობრივ მატებასთან ერთად.
–   გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნოს კედლის არასრულფასოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბების ალბათობა და განმეორებით ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის პროცესში საშვილოსნოს გახევის პოტენციური რისკი.
–   საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით არ არის რეკომენდირებული ქალისთვის რომელსაც სურვილი აქვს იყოლიოს ბევრი შვილი.
–   საკეისრო კვეთა ახალშობილზე შედარებით დიდი დატვირთვაა რომელიც დაკავშირებულია სუნთქვით ადაპტაციასთან: ახალშობილთა გარდამავალი ტახიპნოე, რესპირატორული დესტრეს სინდრომი, ფილტვების პერსისტიზებული ჰიპერტენზია.


–  იხილეთ გაგრძელება: 
– საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

101 comments on “– საკეისრო კვეთა

  1. საინტერესო ბლოგი ვიპოვე :)

    და საკეისრო კვეთაც “გავიმეორე”, გამეორება ცოდნის დედაა
    ხო ისე ეხლახანს აგვიგე რომ საკეისროს შემდეგ ორსულობის დაგეგმვა მინიმუმ 1 წლის შემდეგაა რეკომენდირებული, ადრე პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო, ხო ვერ ამიხსნი რა შეიჩვალა და რატომაა შესაძლებელი უფრო ადრევე დაგეგმვა მომდევნო ორსულობის? :)

    • გამოკვლევებით უკვე დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეხორცება სრულდება 6-8 თვეში, მაგრამ დამოკიდებულია კიდევ სხვა ფაქტორებზე რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ და გაახანგრძლივონ შეხორცების პროცესი.

      • Gamarjobat . 7 tvea maqvs sakeisro gaketebuli da zogjer vgrdznob nakeisris adgilas gabjuebjs shegrdznebas da shignit tkivilis shesadzlebelia es tu ara da ratom? Madloba winaswar.

      • gamarjobat.orsulobis dros kista ramdenad dashvebulia?

  2. zalian gtxovt mipasuxot mailze.
    orsulobisas bevri problema mkonda: 13 kviris fexmzimobisas shemomegrixa kista, gaketda operacia da amomajes marcxena sakvercxe, ise rom nakofi uvneblad shevinarchune, vikavi ekimis mudmivi metvalkureobis kvesh. sabednierod kvelaferi kargad damtavrda da daugegmavi sakeisro kvetis shedegad(dmachkareblebis dozis momatebisas bavshvis guliscema matulobda da ekimma agar gariska) daibada gogona. ana axla tekvsmeti Tvisaa. rogorc tkveni blogidan gavige, shemizlia ukve davgegmo morigi orsuloba, aucilebelia meore shvilic sakeisroti gavachino? ramdenjer sheizleba qalistvis sakeisro? an tua shesazlebeli sakeisro kvetis shemdeg fiziologiuri mshobiaroba?
    zinaszar gixdit did madlobas.

    • ორსულობის დაგეგმა შესაძლებელია საკეისრო კვეთის ოპერაციიდან ერთ წელისადში. საკეისროს შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ორსულობის ან მშობიარობის დროს არ განვითარდა იგივე სამეანო გართულება და საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილი(მიომეტრიუმი) შეხორცებულია სრულფასოვნად.
      საკეისრო კვეთის ოპერაცია რეკომენდირებულია 3-ჯერ, შემდგომი სტერილიზაციით. თუმცა გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულ შემთხვევაში ექიმთან შეთანხმებით.

  3. gTxovT mipasuxoT, var 7 Tvis fexmZime da maqvs zurgis problemebi, xerxemali daviziane 7-tu 8 wlis win mZimis awevis gamo. imis Semdeg yovelTvis mawuxebs tkivilebi .daaxliebiT 4 wlis win viyavi netvipaTologTan da gamikeTes rendgeni da aRmoCnda rom mala mqonda gabzaruli (maqvs 4 mala welis areSi, eqimma miTxra nonrmeluria magram iSviaTiao )mainteresebs SeiZleba CemTvis fiziologiuri mSobiaroba tu sakeisro aucilebelia?

    • ვინაიდან ჩემთვის უცნობია ზუსტი დიაგნოზი, ამიტომ ოსულობის დასრულების საკითხი უნდა გადაწყდეს ტრავმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით.

  4. gTxovT mipasuxoT.im SemTxvevaSi rodesac placenta wina kedelzea aucilebelia sakeiso kveTa?

  5. da sakeisro kvetidan 5 6 tveshi ro daorsulde aucolebelia osrulobis shewyveta???

  6. gtxovt mipasuxot

  7. 4 თვის ორსული ვარ.ბავშვი მყავს წლის და ოთხი თვის.პირველი საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი.ვერტიკალურად ვარ გაჭრილი.42კვირის ბოლოს მომყოლი არ იყო მომწიფებული გარდამავალი იყო მეორედან მესამე სტადიაში.სხვა არანაირი პრობლემა არ იყო.შეიძლებოდა თუ არა საკეისროს თავიდან აცილება?მეორე შეიდზლება რო ბუნებრივად გავაჩინო?

  8. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო შოთა ასეთი ბლოგის გაკეთებისთვის!!!
    მაქვს მიოპია – 6მდე, ბადურა ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ გენეტიკაში ბადურის ჩამოშლა მაქვს დაფიქსირებული. მითხარით, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს საკმარისი ჩვენება საკეისროსთვის?

    დიდი მადლობა წინასწარ

  9. აქვე კიდევ ერთი კითხვა მექნება: დაგეგმილი საკეისრო მშობიარობა ძირითადად რომელ ვადაზე კეთდება? მადლობთ

    • NATA! me ar var mean ginekologi magram var orsuli romelic swored anaogiuri mizezit viketeb sakeisros,ra tqma unda sakmarisia eg chveneba imitom rom aravinaa dazgveuli ra sirtulis mshobiaroba geqneba da ra shedegi sheidzleba moyvas.
      rac sheexeba vadas,piradad chemma eqimma 38 kviris vadaze danishna operacia.anu meti adre ar ketdeba(sashishia nayopistvis)tu rame problema ar gaqvs orsulobastan dakavshirebit!

  10. salami!var 37 kviris orsuli da ert kvirashi aris dagegmili sakeisro kveta,swored exla gavcivdi da maqvs aranormaluri surdo,cxvirit suntqva saertod ar semidzlia paqtiurad,sheuqmnis tu ara problemas nayops am bolo vadaze gacieba da tu shemeqmneba raime problemebi aseve sakeisro kvetis processhi,vpiqrob manmade ver gamovjanmrteldebi srulyopilad.
    didi madloba winaswar!

  11. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?

  12. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?
    Reply

  13. maqvs 6 sm kista marcxena sakvercxeze,var 38 kviris orsuli,pirveli namshobiarebi mkavs da exa zogi ras mirchevs da zogic ras,ra vqna ar vici…. Zalian gtxovt mirchiet sheizleba mshobiaroba tu sakeisro unda gaviketo?

  14. Eh aq aravin pasuxobs kitxvebs? Da ratom sheizleba mashin kitxvis dasma? Upasuxet ra kitxvebs…

  15. Araperi sxva ar maqvs problema Garda am 6 cm kistisa ra vkna,zogi ekimi mashinebs rom gaskdes kista mshobiarobis droso, zogic meubneba rom es atasshi erti xdeba, exoze mitxres shesazloa sakvercxec amogachrano,tan meubnebian rom kista sagangashod didi ar ari..erti sityvit sakeisro ar ari sachiro da memgoni zalit undat rom gamiketon sakeisro kveta,tan damashines

  16. gtxovt mipasuxot, bavshvi daibada 9 noembers sakeisroti, exla 29 tebervals var 6 kviris orsuli,sheidzleba tu ara bavshvi rom shevinarchuno

  17. gamarjobat
    oqtombershi vimshobiare sakeisro kvetit,exla var 4kviris fexmdzime,sheidzleba shevinarchuno tu ara bavshvi?
    gtxovt mipasuxet,winaswar madloba

  18. gamarjobat
    batono shota 2tvis win gamiketes sakeisro,38kviris orsuli viyavi da bavshvi mucelshi gardaicvala,jerjerobit mizezebi ucnobia,imis mere 2 tve gavida da mgoni orsulad var,mainteresebs sashishia rame?an me an bavshvs rame saprtxe sheidzleba dagvemuqros?

  19. საერთოდ რაც გადამხდა იმის შემდეგ არ მწამს ექიმის. 23 კვირის ორსულმა ტყუპებზე ვიმშობიარე ნაადრევად დ ა ვერცერთი ვერ გადამირჩინეს. საერთოდ უნდა დამეხოცა იქ ვინც იყო,სხვათაშორის ძალიან ცნობილ ექიმთან ვიმშობიარე.
    რო მიმიყვანეს სამშობიარო ტკივილებით , ექთნიდან დაწყებული ექიმით ყველა იმაზე იყო მიმართული რომ უეჭველი ორივე დაგუპული იყო და მამშობიარეს,ბავშვები გაიყვანეს სასწრაფოდ ისე არც მინახია.მკვდარი იყოო და სისხლჩაქცევებით, არ მჯერა ერთი მაინც რომ ვერ გადარჩებოდა. გეგმიურ საკეისროს ძლივს აკეთებენ და არაგეგმიურზე ხო წარმომიდგენია ქალს გახევენ მშობიარობით.
    დრესაც ვნანობ რო არ უცივლე იმ კლინიკას და ექიმს, მაგრამ მოვა დრო ვინმე გადაუხდის.

  20. მშობიარობის მერე კი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ კვანძი მქონდა მიომა და რომ ამოეჭრათ ,თან გარანტიას ვერ მოქცემო რომ საშვილოსნოს შეგინარჩუნებო.
    მე რათქმაუნდა არ გავიკეთე ღვთის ნებით დახმარებით ვიპოვე ექიმი რომელმაც ისე გამიკეთა ლაპარასკოპიით რომ საშვილოსნო შემინარჩუნა და დღეს მაქვს შანსი დედა გავხდე ოდესმე.
    უკვე ვფიქრობ , რომ დამჭირდეს ვის უნდა მივმართო და ვენდო რომ ორსულობა ბოლომდე მივიყვანო და მერე საკეისროთი გავაჩინო.
    განსაკუთრებით მძულს ის ნარკოზისტი ქალი რომელმაც , იმის ნაცვლად შეემსუბუქებინა ან რამე ორი სიტყვა გემრიელი ეთქვა მიღრიალა ,,რას მოთქვამ გაჩუმდიო,, ასეთი უგულო ექიმებიც გამო ნდობა დავკარგე მათ მიმართ.
    რომ იტყვიან ერთი ციხესთან და მეორე ექიმებთან არუნდა გქონდეს საქმე.
    იმ საავადმყოფოში ჩემს მერე მშობიარე შემოაკვდათ და დაიხურა სანამ სანიტარულ ნორმებს არ გააუმჯობესებენ.
    არადა პროფესიონალის სახელი აქვს ექიმს. სინამდვილეში ვამპირია ისეთი უხეში ექიმია ორსულებს ცემს მშობიარობისას. დიდი სიამოვნებით გაუყრიდი დანას ყელში დღესაც მთელი იმ კოლექტივით რაც მაშინ პალატაში იყო. ასეთი ადამიანები კოცონზე უნდა დაწვა.
    ორი შვილი მომიკლეს.ხომ შეიძლებოდა ინკუბატორში გადაეყვანათ ეცადათ მაინც გადარჩენა.
    ახლა კიდევ დამაჯერებს ვინმე გამწარებულ ქალს რომ ექიმები რამეს შველიან მშობიარეს? მათთვის ეგ ტკივილი და წვალება ჩვეულებრივი კონცერტის ყურებაა ,მათ ხომ არ ტკივათ.
    ღმერთი თითოეულს გადაუხდის.
    მე კი ორივე მიწას მივაბარე,მამაოს რჩევით ეკლესიაურად ასეა წესი. და დავყურებ ახლა გაყინულ მიწას.
    შვილი კი ვინ იცის მეყოლება თუ არა…

  21. araushavs qeti, mec momikles paqyiurd, bavshvs uhaeroba qonda da araperi gaaketa, damibara 10 dgi mere mara meate dges gardacvlili iyo bavshvi,pirveli bavshvi iyo,gadavirie kinagam magram gvtis wyalobi axla 3 tvsi orsuli var da dzalian kai eqimis metvalyureobi qvesh. yvelaperi kargad iqneba damijere,iloce da gmerti mogcems

  22. gamarjobat batono shota,zalian gemaxrda tqveni nacva aq…bevri gedzebet da bolos mainc giopvnet …. me tqveni pacienti var klinika ginekashi spinaluri sakeisro kveta gamiketet da mkavs arachveulebrivi vajkaci 5clisaa ukve.,, tirkmlis problemebi mqonda bavshobidan da es bavshvsac gamokva gauketda operacia da exla dzalian kargadaa.arc me masuxebs araperi tirkmelshi 8ml kenchi maqvs magram shecuxebit ar macuxebs exla var 2tvis orsuli da raime problemebi sheileba shemiqmns am kenchma orsulobashi?
    isev da isev tqveni pasienti unda gavxde batono shota gmerma daglocot …………..

  23. mogesalmebit batono shota maqvs metormete malis tramva, xerxemlis sqoliozi, mainteresebs riski ramdenad didia orsulobis dros da ra sheidzeba gamoiwvis agnishnulma tramvam

  24. gamarjoba. mainteresebs tqvens samshobiaroshi gpis socialuri polisi tu moqmedebs?

  25. gamarjoba. var 24 wlis. sakeisro gamiketa ayvanilma ekimma (nayofi iyo jdomit). sakeisrodan mesame dges damewyo wva kuchis pirisa da muclis marcxena midamoshi,wva iyo iseti dzlieri rom gamayucheblebs miketebdnen da meubnebodnen narkozma iciso, mitumetes gauvalobac ertvis tano. gamweres meekvse dges. mshobiarobidan meate dges ki sashvilosno amomachres milebtan ertad. operaciis shemdgomi daskvna: sashvilosnoze nakeris ukmarisoba.endomiometriti.ormxrivi sulpingiti. seriozuli peritoniti. gtxovt mipasuxot sheidzleboda tu ara sashvilosnos nawilis datoveba mainc, am shemtxvevashi da ra sheidzleba yofiliyo sakeisros shemdgom aseti gartulebis mizezi?

  26. natii mec igive damemarta samcuxarod :(( sad gaikete shen?

  27. amtel hospitalshi (aramianci)… shen tako????…

  28. daa operaciac mere mand gagiketes? me imedis klinikashi :S

  29. sakeisro meotxe samshobiaroshi.. operacia amtel hospitalshi.. mara saoperacio ar vyofilvar, araswori diagnozia, fulis gamo gakekda turme operacia. dgeis KVIRIS PALITRA naxe an am sagamos 9 saatiani kronika 9-e arxze.. da tako shen sad gaikete oparacia?..

  30. vaimee natii cavikitxe sheni statia gavgijdii cremlebi camomivida chem tavze rom mags yvelaferi igive gadatanilii :((( magraam ertis gansxvavebit shen tvli rom anu tyuila gagiketes operaciaa?me operacia gamiketes sefsisis centrshi luiza mgaloblishvilma da lali qajaiam gavgijdii raa reebi xdeba :(( me anu damidginda mcvave sefsisi shemofargluli peritonitit da atasi ubedurebebi miceria istoriashi

  31. me sakeisros shemdeg mqonda sicxeebi sul tan antibiotikebs viketebdi nemsebis saxit da mainc sicxeebi mqonda da 3kviris shemdeg gamiketda operacia

  32. გამარჯობა, 8 თვის წინ გავიკეთ საკეისრო კვეთა ახლა აღმოჩნდა რომ ისევ ორსულად ვარ, მაინტერესებს რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობის გაგრძლება? ნაწიბური ზოგჯერ ისევ მტკივა, უხეშად ხელის შხების დროს ან როდესაც ქამარი მიკეთია. ძალიან დაბნეული, ვარ აბორტის გაკეთებაც არ მინდა, არც მინდა გავრისკო საკუთარი თავის ფასად, როგორც ექიმი რა მირჩევთ?

  33. ბატონო შოთა ექიმმა მითხრა რომ მაქვს განივად დავიწროვებული მენჯი 20 სანტიმეტრი,და ნორმა რამდენი არის?მადლობა წინასწარ : )

  34. batono shota tqven mxlod am klinikashi mushabt tu sxvganac akatebt sakeisro kvetas?

  35. და ნორმა რამდენი არის გთხოვთ იქნებ მითხრათ…

  36. მოგესალმებით,

    მაინტერესებს რეზუს უარყოფითის საკეისრო კვეთის შემდეგ ანტისხეულები უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში? (სადღაც წავიკითხე, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ იმუნიგლობულინის ორმაგი დოზა კეთდება და მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს)

    ასევე მაინტერესებს ბავშვისთვის რძის მიცემამდე მოწმდება თუ არა რძეში ანტისხეულების არსებობა?

    გმადლობთ,

  37. მოგესალმებით.მაინტერესებს ბატონო შოთა მარტო ამ კლინიკაში მუშაობთ(ახალი სიცოცხლე) თუ სხვაგანაც?3 თვის ფეხმიმე ვარ,სადაც ვარ აღრიცხვაზე და ვისთანაც ვარ ის არ ამშობიარებს,თქვენი თავი ძალინ მიქეს,ზალიან ყურადღებიანიაო,გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს სად ვიმშობიარებ,მეორე ფეხმზიმობაა ჩემი,1ის უკმაყოფილო ვარ ექიმების და საერტოდ მომსახურე პერსონალიტ,არ დავაკონკრეტებ სამსობიაროს,ამიტომ ეხლა უფრო მეშინია და ვეზებ თბილ და ყურადრებიან გარემოს.თუ შეგიძლიათ მომცეროტ ტქვენი კოორდინატები.

    • მოგესალმებით. მე ვმუშაობ მხოლოდ კლინიკა “ახალ სიცოცხლეში”, ყოველდღე 10:00
      სთ.- 16:00სთ.მდე. ვიზიტამდე, წინასწარ შეგიძლიათ დამირეკოთ ტელ.: 599 566 512

  38. gamarjoba. 13 aprils gamiketes sakeisro kveta. gamonadeni shemiwyda 3 dgis win. dges mkonda sqesobrivi kontaqti, ranidenime saatis shemdeg isev dameyo gamonadeni da sashishiaa rame? madlobaaa winaswar. moutmenlad veli tkvens pasuxs,

  39. gamarjobat, var 39 wlis. velodebi tyupebs ivlisis bolos. myavs 17 da 16 wlis shvilebi, orive fiziologiuri mshobiarobit gavachine. msurs mshobiaroba sakeisro kvetit. mainteresebs tqvens klinikashi ra damijdeba mSobiaroba? gmadlobt

  40. gamarjoba.pirveli bavshvi fiziologiurad gavachine meore sakeisro minda da chemi motxovnit sheizleba tu ar gamoketeben mainteresebs,da nakerebi lazerit xdeba tu ara..

  41. ZALIAN GTXOVT MIPASUXET. ERTI CLIS CIN GAVIKETE SAKEISRO KVETA, IMIS GAMO ROM XERXEMALI MAQ DAZIANEBULI DA TAN KUDUSUNIS DZVALI MAQVS GABZARULI. ERTI KVIRAA DAMECYO QAVILI INTIMURI ADGILEBIS. SHEMESHINDA DA RADGAN UCXOETSHI VCXOVROB DA AQ DIDI DRO CHIRDEBA ROM EQIMMA MIGIGOS SASCRAPOSHI VAMJOBINE MISVLA. AMIGES SISXLIS ANALIZEBI DA GAMIKETES PEGMDZIMOBIS TESTI, AGMOCHNDA ROM ORSULAD VAR, MAINTERESEBS SHESADZLEBELIA TU ARA BAVSHVIS GACHENA , dzalian vnerviulob abortis gaketeba rom momicios ar minda;

  42. მონოქონიალური-ბიამნიონალური

  43. განმარტება სრულიად როგორ აიხსნება აღნიშნული დიაგნოზი,რატო საჭიროებს საკეისრო კვეთას?

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთა აუცილებლად საჭიროა მონოქორიალური – მონოამნიალური ტყუპი ნაყოფის დროს. დანარჩენ შემთხვევაში კი სამეანო ჩვენების მიხედვით. მობრძანდით საკონსულტაციოდ. ( შეგიძლიათ იხილოთ – http://for-about-kidz.livejournal.com/21404.html )

  44. gamarjobat batono shota..dzalian gtxov mipasuxot var 26 kviris orsuli da 1 xarisxiss placentis momwifeba damiwera exom da tan rezus uaryopiti da gadasxmebi maq danishnuli..da es imis nishania ro nadrevi mshobiaroba meqneba?madloba winaswar

  45. ganarjobat. martshi vimshobiare da damchirda chachra, bavshvi ar daidzra da imitom, vitxivdi sakeisros magram ar gamiketes da chamchres, ixmares masha da vakuumi. imis mere shorisi gamimagrda da exla urtiertobisas xels mishlis. aris rame shesadzlebloba ro gamagrebuli shorisi darbildes? albad meore shvilze isev chamchrian da ar minda sakeisros vamjobineb da tqven ras mirchevt. aris an malamo an rame gza rom es gamagreba agar mqondes? daminishnes malamo tu zustad maxsovs kontratubeqsi magram ar mishvela.winaswar gixdit madlobas

  46. gamarjobat,batono shota,var 20 wlis.pirveli orsuloba 38kviraze shemiwyda,sruliad moulodnelad bavshvi mucelshi gardaicvala.gardavcalebamde 10 dgit adre chemma ginekologma ro gamsinja bavshvis guliscema ar moewona magram marto wamlebi daminishna da 10dgis mere damibara,ro mivedi eqimtan bavshvi axali gardacvlili iyo.tkivilis gamomwvevi wamali damalevines romelsac 6 saatshi unda emoqmeda magram mxolod tavidan mqonda movliti tkivilebi,shemdeg sul gadamiara.amitom gamiketes sakeisro kveta,dzalian mindoda shvili da sakeisrodan 2tveshi isev davrchi pexmdzimed.virusebi ar agmomachnda,mteli osruloba koagulogramaze da tonusze vimkurnale.sashvilosnos nawiburic gatxelebuli mqonda,38kviraze gamiketes sakeisro,bavshvi janmrtelia.martalia 2 3 weli ar vgegmav orsulobas magram shemdegi orsuloba dzalian minda piziologiuri mshobiarobit damtavrdes,ramdenadaa es shesadzlebeli?

    • orjer gadatanili sakeisro kvetis shemdeg, shemdgomi drouli orsuloba unda damtavrdes mxolod sakeisro kvetit.

    • GamRjoba nino…shens ambvs rom vkitxulobdi ase megona chem istorias yvebodi anallogiurad damemarta 38 kviraze..me jangbadis ukmarisobac ki ar mchirda…mainteresebs 2 tveshi ro darchi ra sirtuleebs an saertod rogor midioda sheni orsuloba..gvtis wyalobit yvelaperma karhad chaiara ..magram damainteresa mainc ra riskebtanaa dakavshirebuli ese mokle droshi daorsuleba? Imedia isev ak xart da sargeblobt am saitit…
      Winaswar didi madloba

  47. sakeisro gavikete spinalurit.10 tvis win.welis areshi nanemsari isev mtkiva.damewyo welis da xerxemlis tkivili rac sakeisromde ar mqonia,xom ver metyvit ra unda iyos amis mizezi.amastanave kidurebi da xerxemali titqos dachimuli maqvs da (bodishis moxdit)- gatkacunebisas meshveba….ratom???

  48. dzalian gtxovt mitxarit laparaskopiit milebis gadaketva sad ketdeba

  49. gamarjobat,erti welia gasuli sakeisro kvetidan,tu sheidzleba presis an sxva saxis varjishebis gaketeba?nawiburi ar mawuxexvabs da kidev erti kitxva maqvs.3 4 tvis win mqonda sashvilosnos anteba,mkurnaloba bolomde ar miviyvane tumca is simptomebi agar mawuxebs,tumca ramdenime dgea sashvilosno mtkiva.orsulad ar var magram iset tkivils vgrdznob xandaxan rogorc tonusis dros icis xolme,,,xelsac ro vicher sashvilosnoze-mtkiva,risi bralia gtxovt mitxarit an ra gavaketo savaraudod mkurnalobis miznit.madloba winaswar

  50. gamarjobat mainteresebs erti shvili myavs sakeisro kvetit amomiyvanes meore tu sheidzleba biologiurad mshobiaroba

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კვალიფიცირებული ექიმი მეანის მიერ მშობიარობის მართვა.

  51. გამარჯობათ, ვარ 23 წლის, 10 წლის წინ ავარიის შედეგად გაბზარული მქონდა ბოქვენის მარჯვენა მხარე. მას შემდეგ აღარ გადამიღია რენდგენი, თუმცა გადაღლილობის და ბევრი სირაულის შემდეგ ოდნავ მაწუხებდა ხოლმე (იშვიათად), ვარ 6 თვის ორსული, არის თუ აარა ეს საკეისროს ჩვენება? წინასწარ მადლობა

    • გამარჯობა. მეან-გინეკოლოგი მოქმედებს ტრავმატოლოგის გადაწყვეტილების შესაბამისად.

      • suraTis gadageba sheidzleba orsulobisas?

      • რენტგენოგრაფია შესაძლებელია 37 კვირის შემდეგ ტრავმატოლოგის გადაწყეტილებით დაავადების დაზუსტების აუცილებლობიდან გამომდინარე. ნაყოფის დასხივება მინიმალურია.

  52. გამარჯობათ, ვარ 32-ე კვირაში და პლაცენტა უკვე 3-ე ხარისხშია მომწიფებული, მაინტერესებს რამდენად საშიშია და გარდაუვალია თუ არა საკეისრო კვეთა, ან შეიძლება თუ არა რომ 9 თვემდე მივიდე და ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო?

  53. gamarjobat, 6 tvis win gamiketda aragegmiuri sakeisro kveta dzalian mindoda mshobiaroba, titqos aranairi chveneba ar mqonda sakeisro kvetis, magram 7 saatiani wvalebis mere ver vimshobiare,, diagnozi kvetis shemdeg aseti iyo: tavis araswori chadgma, tavis gashliti mdebareoba, bolo exoskopia gachenamde erti kvirit adre chavitare da msgavsi araferi utqvavt tavis mdebareobis shesaxeb.
    sabednierod yvelaferi kARGAD dasruda.
    meore bavshvis gachenas vgegmav 2 wlis shemdeg da agar minda kidev sakeisro kvetit gachena, narkozma dzalian imoqmedachems mexsierebaze, jer kidev ver gamovsulvar mdgomareobidan, yvelaferi maviwydeba, tu sheidzleba rom meore bavshvi vimshobiaro ise rom darwmunebuli viyo agnishnuli xelshemshleli faqtoris ararsebobashi….

    • გამარჯობა. თავის არასწორი ჩადგმა არის მდგომარეობა რომელიც ვითარდება მშობიარობის პროცესში და ეს შეუძლებელია იწინასწარმეტყველოს ნებისმიერმა სადიაგნოსტიკო საშუალებამ ორსულობის პერიოდში. საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია მაგრამ რისკის შემცველია. შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე სტატია საკეისრო კვეთს შემდეგ მშობიარობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ საკონსულტაციოდ.

  54. gamarjobat, ianvarshi chamitarda sakeisro kveta amish shemdeg bavshvs vachmevdi daaxloebit tve naxevari dzuzus, rodesac tavi davanebebine daaxloebit 3 kvirashi momivida shemdeg wamivida da 9 dgis shemdeg vardisperi gamonadeni maqvs odnav sisxliani da mainteresebs risgan sheidzleba iyos gamowveuli da sashishi aris tu ara ?! orsulad ar var :) madlobt winaswar

  55. muclis presis varjishebi tu sheidzleba

  56. Gamarjobat 7 tvea maqvs sakeisro gaketebuli da maqvs gabjuebuli nakeisris adgili da shignit vgrdznob tkivils shesadzlebelia es tu ara da ratom ? Madloba winaswar

  57. batono shota tusheidzleba mipasuxet 4 tvis win gavikete sakeisro pirvelive tves chvdulebrivad menstruacia da gamondenebi mqonda…3 tvea rac armqonia araperi ra sheidzleba mirchiot

  58. Gamarjobat makvs 2 sashvilosno da ori yeli arc orkiani arc sxva ram zustad am mnishvnelobit makvs gaketebuli 4 sakeisro minda 5 bavshvii shvedzleb kide ro m gavachinoo

  59. gamarjobat var 38 kviris bavshvs aqvs ertjeradi shemoxveva chiplaris da mainteresebs sashishia tu ara ? an piziologiuraad gachena tu sheidzleba

  60. gtxovt mipasuxot

  61. batono shota mainteresebs sakeisro kvetisatvis narkozi uketesia chemi da bavshvis jamrtelobisatvis tu spinaluri anestezia?da spinalui tu iwvevs shemdgomshi xerxemlis tkivils tundac ishviat shemtxvevashi?gtxovt mipasuxot

  62. gamarjobat sakeisro miwevs narkozit da dzalian mainteresebs ra shemtxvevashi ver gamodis pacienti narkozidan? pirvelad viketeb narkozzs

  63. gamarjoba, 6 tvis win gavachine bavshvi sakeisro kvetit. dzalian ar mindoda da arc movelodi imdenad normaluri orsuloba mqonda magram bavshvs chiplari ´shemoexva da eqimma ase gadawyvita… problema exla ki imashi mdgomareobs rom pexmdzimed var da dzalian verviulob. ramdenad riskis winashe vayeneb tavs? ar minda aborti :(

  64. Gamarjoba, var 38kviris orsuli da nayops aqvs chiplaris ertjeradi shemoxveva. Mainteresebs am shemtxvevashi aucilebelia tu ara sakeisro kveta da ra safrtxeebi sheizleba warmoiqmnas. Gtxovt mipasuxot

  65. Gtxovt mitxrat ra semizlia gavaketo gadaketili maqvs milebi da minda gavcino shvili am shmtxvevashi rogor moviqce gtxovt mirciot rame gza xom arsebobs rom shvili myavdes

  66. Gtxovt mirchiot rame batono shota

  67. gamarjoba,mainteresebs sul ramdeni sakeisro kveta ketdeba,da ramdeni weli ar sheidzleba gachena?sami maqvs gaketebuli da tu sheidzleba meotxe sakeisro kveta?dzalian gtxovt mipasuxet,winaswar didi madloba.

  68. gamarjobat gtxovt mipasuxot 30kviris orsuli var2xarisxis simwife mitxres ramdenad sashishia bavshvi patologiit xoar daibadeba

  69. gamarjobat var 24 kviris orduli da placentis 1 xarisxis simwipe dsmiwera exom dsminishnes kursntili dgeshi 4 abi ras metyvit,?

დისკუსია დახურულია.