84 Comments

– საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა –  მშობიარობის ჩატარება სამეანო/ქირურგიული ოპერაციით, რომლის დროსაც დედის მუცლის წინა კედლის და საშვილოსნოს გაკვეთის საშუალებით ხორციელდება საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა.
–  საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს და/ან ექიმს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია პერინატალური გამოსავლის გაუმჯობესობა საშოსმხრივ მშობიარობასთან შედარებით. საკეისრო კვეთის სიხშირე ევროპასა და ა.შ.შ.-ში 32.7 %-ს.

Cesarean Birth

საკეისრო კვეთის წარმოება ჩვენებების მიხედვით:
–   სამედიცინო.
–   სამეანო.
–   დედის მოთხოვნით.
საკეისრო კვეთის წარმოება დროის მიხედვით:
–   გეგმიური საკეისრო კვეთა – ოპერაცია რომელიც ტარდება ორსულობის პერიოდში მშობიარობის დაწყებამდე.
–   გადაუდებელი საკეისრო კვეთა – ოპერაცია რომელიც ტარდება ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დაწყების შემდეგ.
საკეისრო კვეთის განხორციელება გადაუდებლობის ხარისხის მიხედვით:
–   დედისა და ნაყოფის უშუალო საფრთხე (პირველი კატეგორია 30′).
–   დედისა და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, სიცოცხლის უშუალო გადაუდებელი საფრთხის გარეშე (მეორე კატეგორია 30′ – 75′).
–   არ აღენიშნება დედისა და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, მაგრამ საჭიროა ადრეული ორსულობის დამთავრდება საკეისრო კვეთით (მესამე კატეგორია-გეგმიური).
–   ოპერაციის ჩატარება ქალისა და პერსონალისთვის მისაღებ დროში დაგეგმვით (მეოთხე კატეგორია-გეგმიური).
გეგმიური საკეისრო კვეთა 
– გეგმიური საკეისრო კვეთის ოპერაცია მიზანშეწონილია პროგრესირებული ორსულობის პერიოდში მაშინ როდესაც ორსულობის გაგრძელება ან ბუნებრივი გზით მშობიარობა წარმოადგენს ჯამრთელობისათვის პოტენციურ რისკს მომავალი დედისა და ნაყოფისათვის.
–   ერთნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში გეგმიური საკეისრო კვეთა მიზანშეწონილია 39 კვირის და ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში 38 კვირის და მეტი ორსულობის პერიდში.
გეგმიური საკეისრო კვეთის ჩვენებები: 

I- პლაცენტაციის დარღვევა:
–   
პლაცენტის წინამდებარეობა (სრული ან ნაწილობრივი).
–   პლაცენტის მიხორცება.

II- ცვლილებები საშვილოსნოს კედელში:
–   
ექოსკოპიური კვლევით დადასტურებული საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის არასრულფასოვნება (საკეისრო კვეთის, კონსერვატიული მიომექტომიის, საშვილოსნოს პერფორაციის, საშვილოსნოს რუდიმენტული რქის, საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთის ან პლასტიკური ოპერაციების შემდეგ საშვილოსნოზე).
–   
საშვილოსნოს დიდი ზომის ან მრავლობითი მიომური კვანძები, განსაკუთრებული მდებარეობით საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში ან საშვილოსნოს ყელის არეში, სისხლის მომარაგების დარღვევით.

III– წინააღმდეგობები რომლებიც ხელს უშლიან ნაყოფის დაბადებას:
–   
სამშობიარო გზებზე წარმოქმნილი წინააღმდეგობები (ანატომიურად ვიწრო მენჯი II ხარისხის და ზევით, მენჯის ძვლების დეფორმაციები, საშვილოსნოს, საკვერცხისა და მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები).
–   
მენჯბარძაყის სახსრების ანკილოზი, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ან გაკეთებული ოპერაციები.
–   
პირველი მშობიარობისას ნაყოფის სავარაუდოდ დიდი წონა(4500 გრამი და უფრო მეტი).
–   
საშვილოსნოს ყელისა ან საშოს გამოხატული ნაწიბუროვანი შევიწროვება.
–   
ანამნეზში არსებული პლასტიკური ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე, საშოზე. შორისის III – IV ხარისხის ჩახევა.
–   დიდი ზომის წვეტიანი კანდილომა.

IV– ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინამდებარეობა:
–   
მენჯით წინამდებარეობა ნაყოფის წონით 3600 გრამზე მეტი ან 2500 გრამზე ნაკლები (ქალის მენჯის ზომების გათვალისწინებით) III ხარისხის თავის გაშლითი მდებარეობა. ტერფით, შერეული მენჯ-ტერფებით ან მუხლით წინამდებარეობა.
–   
მრავალნაყოფიანი ორსულობა: პირველი ნაყოფის ჯდომით წინამდებარეობა. სამი ან მეტი ნაყოფი. სიამის ტყუპები.
–   
მონოქონიალური მონოამნიონალური ტყუპები (ფეტო/ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომით).
–   
ნაყოფის მყარი გარდიგარდმო/ირიბი მდებარეობა.

V– ექსტრაგენიტალური დაავადებები:
–   
ექსტრაგენიტალური ან გენიტალური კიბო (საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის).
–   
მაღალი ხარისხის მიოპია.
–   
გენიტალური პწვავე ჰერპესი, აივ ინფექცია.
–   
ექსტრაგენიტალური დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ნერვული სისტემის და სხვა…) და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ორსულობისას.
–   
თირკმელების გადანერგვა და გულის ხელოვნური სარქველი.

VI-ნაყოფის მდგომარეობა:
–   
ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია და III ხარისხის ნაყოფის ზრდის შეფერხება რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
–   
წინა მშობიარობისას ნაყოფის სიკვდილი ან ინვალიდობა.
–   
ნაყოფის განვითარების ანომალიები (მწვავე ჰიდროცეფალია, გასტროშიზისი, კუდუსუნის დიდი ზომის ტერატომა, ომფალოცელე და სხვა…).
–   
ვადაგადაცილებული ორსულობა პლაცენტაში არსებული ცვლილებებით, მეკონიალური სანაყოფე წყლებით და ნაყოფის ჰიპოქსიური მოვლენებით.

VII– რამდენიმე რისკ/ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაოფს ბუნებრი გზით მშობიარობის შემთხვევაში.
VIII-ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.
IX – საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით (სამეანო და სამედიცინო ჩვენების გარეშე).

2401OBG_Editorial-fig3

გადაუდებელი საკეისრო კვეთა – გადაუდებელი საკეისრო კვეთა ითვლება ოპერაციად როდესაც პროგრესირებული ორსულობის ან ბუნებრივი გზით მშობიარობის პერიოდში წარმოიქმნა გართულება რომელიც საშიშროებას უქმნის მომავალი დედისა ან ნაყოფის ჯანმრთელობას. 

I- გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები ორსულობისას:
ორსულს სამშობიარო მოქმედება არ აქვს, მაგრამ ორსულს ან/და ნაყოფს განუვითარდა გართულება, სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხე რომელიც საჯიროებს ორსულობის სწრაფ დამთავრებას საკეისრო კვეთით:
–    
პლაცენტის წინამდებარეობის ნებისმიერი ფორმა. სისხლისდენა.
–    
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა.
–    
საშვილოსნოს კედლის ნაწიბურზე მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
–    ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა (
ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია).
–    
პრეეკლამპსიის მძიმე ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. ეკლამპსია.
–    დედის
 აგონიური მდგომარეობა ან უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს.

II- გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები მშობიარობისას:
მშობიარობის დაწყებისთანავე გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები იგივეა რაც პროგრესირებული ორსულობისას, აგრეთვე ემატება თუ მშობიარობის პერიოდში მშობიარეს ან/და ნაყოფს განუვითარდა სხვა გართულება, სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხე რომელიც საჭიროებს მშობიარობის სწრაფ დამთავრებას საკეისრო კვეთით:
–    სამშობიარო მოქმედების ანომალიები, რომელიბიც არ ექვემდებარება კორექციას(სამშობიარო მოქმედების მყარი სისუსტე).
–    
კლინიკურად ვიწრო მენჯი.
–    
ნაყოფის თავის არასწორი წინამდებარეობა და ჩადგმა (უკანა ასინკლიტიზმი, შუბლით, პირისახით წინამდებარეობა, ისრისებური ნაკერის მაღალი პირდაპირი მდებარეობა).
–    
ჭიპლარის წინამდებარეობა, მარყუჟის ან ხელის გამოვარდნა,
–    
ნაყოფის ტერფებით ან მუხლით წინამდებარეობა.
–    
საშვილოსნოს მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
–    
სანაყოფე წყლის ნაადრევი დაღვრა და სამშობიარო მოქმედების უშედეგო აღძვრა.
2401OBG_Editorial-fig2ანასტეზია (გაუტკივარება) ოპერაციის მსვლელობისას
–   საკეისრო კვეთის გაუტკივარება მიზანშეწონილია და უმეტეს წილად მართავენ რეგიონალური ანასტეზიით ( 95% სპინალური, ეპიდურალური) ან ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით. რეგიონალური ანასტეზიით შესაძლებელია სხეულის ქვედა ნაწილის სრული გაუტკივარება. ნაყოფზე არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ აქვს და უფრო მეტიც, დედის და ნაყოფის მხრიდან უფრო ნაკლები გართულებებით ხასიათდება ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზთან შედარებით.
–   გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში (3 და 4 კატეგორა) უმეტეს წილად გაუტკივარებას მართავენ რეგიონალური – სპინალური ანასტეზიით.
–   გადაუდებელი ან “სასწრაფო” საკეისრო კვეთის შემთხვევაში (1 და 2 კატეგორია) გაუტკივარებას მართავენ გადაუდებელობის კატეგორიაზე დაყრდნობით და სასწრაფო/სამედიცინო დახმარების აუცილებლობიდან გამომდინარე ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით ან რეგიონალური – სპინალური ანასტეზიით.
საკეისრო კვეთის ოპერაციის აღწერა
–   საკეისრო კვეთის ოპერაცია ხორციელდება აბდომინალური მიდგომით მუცელკვეთით მუცლის ქვედა ნაწილში ბოქვენის ზემოთ განივი განაკვეთით (პფანენშტილის) ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომის და ნაყოფის წონის მიხედვით. თუ ანამნეზში აღენიშნება გადატანილი სამეანო ან გინეკოლოგიური ოპერაცია განაკვეთი ხორციელდება ძველი ნაწიბურის გასწვრივ, რომელიც ამოიკვეთება და ოპერაციის დამთავრების შემდეგ ჩანაცვლდება ახლით. ლაპაროტომიის შემდეგ იკვეთება საშვილოსნოს წინა კედელი, მეან/გინეკოლოგი არღვევს სანაყოფო ბუშტის მთლიანობას ამოყავს ახალშობილი საშვილოსნოს ღრუდან  რის შემდეგ კვეთს ჭიპლარს. დედისგან და ახალშობილის განცალკევებისთანავე ცოცხალშობილი გადაეცემა ნეონატოლოგს (ბავშვის ექიმს), რომელიც აფასებს მის ჯანმრთელობას მდგომარეობას დაბადებისტანავე და მართავს ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. მომყოლის მოცილება ხორციელდება დამოუკიდებლად ჭიპლარის ტრაქციით ან ხელით. ხოლო შემდეგ ქირ/მეან/გინეკოლოგი აღადგენს საშვილოსნოს და მუცლის წინა კედლის მთლიანობას. პაციენტის ოპერაციის შემდგომი კომფორტვისთვის კანი იკერება კოსმერიკური სუბდერმალური გამწოვი ნაკერით.
–   კანის კოსმეტიკურ სუბდერმალურ ნაკერი მოხსნას და ჭრილობის განსაკუთრებულ დამუშავებას არ საჭიროებს. ჭრილობიდან საფენის მოხსნა შესაძლებელია მეორე დღეს. (Caesarean section. Part 1)
საკეისრო კვეთის შემდგომი ლოგინობის პერიოდის მართვა
–   ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი საოპერაციოდან გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის პალატაში.
–   ინტენსიური თერაპიის პალატაში ოპერაციის შემდეგ პერიოდში მიმდინარეობს მელოგინეზე დაკვირვება/მონიტორინგი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოების ფუნქციონირებაზე, საშვილოსნოს შეკუმსვის ხარისხისხზე, სისხლიანი გამონადენის და შარდის გამოვოფის რაოდენობაზე. აგრეთვე გრძელდება ინფუზური თერაპია და გაუტკივარება. ინტენსიური თერაპიის პალატაში 2 ან 3 საათის დაყოვნების, დაკვირვების შემდეგ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სტაბილისაციის შემთხვევაში ანასტეზიოლოგის და მეან/გინეკოლოგთის ინფორმაციის გაცვლის და ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მელოგინე გადაყავთ პალატაში ახალშობილთან ერთად.
–   პირველი დღე-ღამის განმავლობაში მელოგინეზე მიმდინარეობს სადღეღამისო დაკვირვება. ტკივილების შემთხვევაში უტარდებათ გაუტკივარება. ზოგიერთი ჩვენების მიხედვით ანტიკოაგულაციური, ანტიბიოტიკო და ინფუზური თერაპია.
–   დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოცხალშობილის კანით კანთან კონტაქტს, სითბური ჯაჭვის დაცვას, დედისა და ახალშობილის 24 საათიანი ერთად ყოფნას, ადრეული ძუძუთი კვების დაწყებას და ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს ლაქტაციის სტიმულაციას და საშვილოსნოს შეკუმშვას.
–   ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვანია და აუცილებელია 12-24  საათში მელოგინეს ფიზიკური გააქტიურება: ფოლის კათეთერის გამოღება შარდის ბუშტიდან, დაჯდომა, წამოდგომა და სიარული. მელოგინის ფიზიკური გააქტიურობის გაიოლების მიზნით საშუალო აღნაგობის ქალისთვის, განმეორებითი ოპერაციის, გამოხატული სიმსუქნის, მუცლის წინა კედლის სწორე კუნთების ჰიპოტროფიის შემთხვევაში სასურველია წელის ელასტიური სარტყელის გამოყენება. წყლის მიღება დასაშვებია პალატაში გადაყვანისთანავე, გაურთულებელი საკეისროს შემთხვევაში კვების დაწყება დასაშვებია ოპერაციის შემდგომ პერიოდში პირველ 12 – 24 საათიდან. ლოგინობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდირებულია ეკოლოგიურად სუფთა და შერეული საკვების მიღება, პორციონში რძის ნაწარმის, ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობით.
–   ბინაზე გაწერა დასაშვებია მეოთხე დღეს ახალშობილთან ერთად მკურნალი ექიმი მეან/გინეკოლოგის და ნეონატალოგის თანხმობით. დუშის მიღება შესაძლებელია ოპერაციიდან 48 საათის შემდეგ. ლოგინობის პერიოდში მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის აღსადგენად მიზანშეწონილია ინტიმური კუნთების, კეგელის ვარჯიშები, ხოლო ფიზიკური აქტივობა, მუცლის პირდაპირი კუნთების “პრესის” და სხვა ვარჯიშები  დასაშვებია მხოლოდ ლოგინობის პერიოდის და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დამთავრებისთანავე 2 თვის შემდეგ. სქესობრივი ცხოვრება შესაძლებელია კონტრაცეპციის მოხმარებით 2 თვის შემდეგ, ხოლო შემდგომი ორსულობის დაგეგვმა ერთი წლის შემდეგ.
საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილის მართვა
–   ახალშობილი იმყოფება დედასთან ერთად ბავშვისთვის განკუთვნილ საწოლში. სტაციონარში ყოფნის პერიოდში დედა სწავლობს ახალშობილის მოვლას.
–    ნეონატოლოგი ყოველ დღე ნახულობს ახალშობილს, აკვირდრბა და აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, დედას აწვდის ინფორმაციას ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასწავლის, აძლევს რეკომენდაციებს შემდგომი მოვლის, ზრუნვისა და მომავალი ამბულატორიულად 
დაკვირვების შესაძლებლობების შესახებ. ახორციელებს პრტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს, უტარებს აცრებს ინფექციურ დაავადებების საწინააღმდეგოდ. საჯიროების შემთხვევაში ახალშობილს უნიშნავს დამატებით კლინიკო/ლაბორატორიულ, პარაკლინიკურ გამოკვლევებს და უტარებს მკურნალობას დედის ინფორმირებული თანხმობით.  ყველა დედამ უნდა იცოდეს რომ:
–   ოთახის ნორმალური ტემპერატურა 24,0 – 25,0*C
–   ახალშობილის ნორმალური ტემპერატურაა 36,5 – 37,5*C
–   დასაბანი წყლის ნორმალური ტემპერატურაა 37,0 – 37,5*C
–   ძუძუთი კვება თავისუფალი რეჯიმით. ექსკლუზიური ძუძუთი კვება 6 თვის ასაკამდე ახალშობილის და ჩვილის საუკეთესო საკვებია.  კვების წინ დაიმუშავეთ ძუძუს არეოლა თბილი წყლით ან გამოწველილი რძით. ბავშვი უნდა იკვებოს ხშირად მოთხოვნილების მიხედვით დღისით და ღამით, დღე/ღამეში 8 – 12 ჯერ.
–   ახალშობილი უნდა დაიბანოს ყოველ დღე თავიდან ბოლომდე. მიზანშეწონილია ვერტიკალური აბაზანა (ბავშვი მთელი სხეულით თავსდება წყალში, დაფარული აქვს მხრები) რომელიც წარმოადგენს ბავშვისთვის კომფორტის და ჰიგიენის დაცვის უსაფრთხო, ეფექტურ მეთოდს. რეკომენდირებულია ჭიპლარის მშრალი მოვლა.
–   ბავშს უნდა ეძინოს მშობლის ოთახში ცალკე საწოლში, ზურგზე, თავი გვერდით ზედაპირზე.
–   მიზანშეწონილია ახალშობილის გასეირნება გარეთ მზიან ამინდში სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ორ კვირაში. გასეირნება იწყება 10 – 15 წუთით და იზრდება თანდათან 2 საათამდე.
საკეისრო კვეთის უპირატესობები
–   უპირატესია მაშინ, როდესაც ორსულობის ვადის გახანგრძლივება, მშობიარობა, მშობიარობის დროს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს დედისა ან/და ნაყოფისთვის სიცოცხლის უშუალო საფრთხეს ვიდრე საკეისრო კვეთა.
–   
საკეისრო კვეთა არ იწვევს საშოს კედლების გაფართოვებას, სამშობიარო გზების ტრავმატიზმს შემდგომი მენჯის ფსკერის კუნთების, ფასციების, იოგების გადაწელვას, ტრავმატიზმს, სისუსტეს და რელაქსაციას, ამიტომ საკეისრო კვეთის შემდეგ სქესობრივი ცხოვრება უცვლელია.
–   
არ ყალიბდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაწევა, გამოვარდნა – პროლაფსი. შარდის დაძაბვითი (სტრესული) შეუკავებლობა.
–   
მცირდება ნაყოფის სიკვდილიანობა, ახალშობილის ტრავმატიზმი, სუბარაქნოიდაკური სისხლჩაქცევები, ასფიქსია, ენცეფალოპათია, დაინფიცირების შესაძლებლობის ნაკლები რისკი.
–   
განმეორებითი საკეისროს შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული სტერილიზაცია.
საკეისრო კვეთის ნაკლოვანებები
–   მშობიარობასთან შედარებით ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი,
–   გადატანილი საკეისროს შემდეგ განმეორებითი ორსულობის შემთხვევაში იზრდება პლაცენტის წინამდებარეობის და საშვილოსნოზე არსებული პოსტოპერაციულ ნაწიბურში პლაცენტის ჭეშმარიტი მიხორცების განვითარების შესაძლებლობა (Placenta accreta – increta,percreta) და შედეგად საკეისრო კვეთის შემდგომი ჰისტერექტომიის პოტენციური რისკი. გართელების რისკი მატულობს საკეისრო კვეთის რაოდენობრივ მატებასთან ერთად.
–   გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ მაღალია არასრულფასოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბების ალბათობის და განმეორებით ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად ან მშობიარობის პროცესში საშვილოსნოს გახევის პოტენციური შესაძლებლობა.
–   საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით არ არის რეკომენდირებული ქალისთვის რომელსაც სურვილი აქვს იყოლიოს ბევრი შვილი.
–   საკეისრო კვეთა ახალშობილზე შედარებით დიდი დატვირთვა რომელიც დაკავშირებულია სუნთქვით ადაპტაციასთან: ახალშობილთა გარდამავალი ტახიპნოე, რესპირატორული დესტრეს სინდრომი, ფილტვების პერსისტიზებული ჰიპერტენზია.


–  იხილეთ:
– საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

84 comments on “– საკეისრო კვეთა

  1. საინტერესო ბლოგი ვიპოვე :)

    და საკეისრო კვეთაც “გავიმეორე”, გამეორება ცოდნის დედაა
    ხო ისე ეხლახანს აგვიგე რომ საკეისროს შემდეგ ორსულობის დაგეგმვა მინიმუმ 1 წლის შემდეგაა რეკომენდირებული, ადრე პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო, ხო ვერ ამიხსნი რა შეიჩვალა და რატომაა შესაძლებელი უფრო ადრევე დაგეგმვა მომდევნო ორსულობის? :)

    • გამოკვლევებით უკვე დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეხორცება სრულდება 6-8 თვეში, მაგრამ დამოკიდებულია კიდევ სხვა ფაქტორებზე რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ და გაახანგრძლივონ შეხორცების პროცესი.

  2. zalian gtxovt mipasuxot mailze.
    orsulobisas bevri problema mkonda: 13 kviris fexmzimobisas shemomegrixa kista, gaketda operacia da amomajes marcxena sakvercxe, ise rom nakofi uvneblad shevinarchune, vikavi ekimis mudmivi metvalkureobis kvesh. sabednierod kvelaferi kargad damtavrda da daugegmavi sakeisro kvetis shedegad(dmachkareblebis dozis momatebisas bavshvis guliscema matulobda da ekimma agar gariska) daibada gogona. ana axla tekvsmeti Tvisaa. rogorc tkveni blogidan gavige, shemizlia ukve davgegmo morigi orsuloba, aucilebelia meore shvilic sakeisroti gavachino? ramdenjer sheizleba qalistvis sakeisro? an tua shesazlebeli sakeisro kvetis shemdeg fiziologiuri mshobiaroba?
    zinaszar gixdit did madlobas.

    • ორსულობის დაგეგმა შესაძლებელია საკეისრო კვეთის ოპერაციიდან ერთ წელისადში. საკეისროს შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ორსულობის ან მშობიარობის დროს არ განვითარდა იგივე სამეანო გართულება და საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილი(მიომეტრიუმი) შეხორცებულია სრულფასოვნად.
      საკეისრო კვეთის ოპერაცია რეკომენდირებულია 3-ჯერ, შემდგომი სტერილიზაციით. თუმცა გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულ შემთხვევაში ექიმთან შეთანხმებით.

  3. gTxovT mipasuxoT, var 7 Tvis fexmZime da maqvs zurgis problemebi, xerxemali daviziane 7-tu 8 wlis win mZimis awevis gamo. imis Semdeg yovelTvis mawuxebs tkivilebi .daaxliebiT 4 wlis win viyavi netvipaTologTan da gamikeTes rendgeni da aRmoCnda rom mala mqonda gabzaruli (maqvs 4 mala welis areSi, eqimma miTxra nonrmeluria magram iSviaTiao )mainteresebs SeiZleba CemTvis fiziologiuri mSobiaroba tu sakeisro aucilebelia?

    • ვინაიდან ჩემთვის უცნობია ზუსტი დიაგნოზი, ამიტომ ოსულობის დასრულების საკითხი უნდა გადაწყდეს ტრავმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით.

  4. gTxovT mipasuxoT.im SemTxvevaSi rodesac placenta wina kedelzea aucilebelia sakeiso kveTa?

  5. da sakeisro kvetidan 5 6 tveshi ro daorsulde aucolebelia osrulobis shewyveta???

  6. gtxovt mipasuxot

  7. 4 თვის ორსული ვარ.ბავშვი მყავს წლის და ოთხი თვის.პირველი საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი.ვერტიკალურად ვარ გაჭრილი.42კვირის ბოლოს მომყოლი არ იყო მომწიფებული გარდამავალი იყო მეორედან მესამე სტადიაში.სხვა არანაირი პრობლემა არ იყო.შეიძლებოდა თუ არა საკეისროს თავიდან აცილება?მეორე შეიდზლება რო ბუნებრივად გავაჩინო?

  8. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო შოთა ასეთი ბლოგის გაკეთებისთვის!!!
    მაქვს მიოპია – 6მდე, ბადურა ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ გენეტიკაში ბადურის ჩამოშლა მაქვს დაფიქსირებული. მითხარით, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს საკმარისი ჩვენება საკეისროსთვის?

    დიდი მადლობა წინასწარ

  9. აქვე კიდევ ერთი კითხვა მექნება: დაგეგმილი საკეისრო მშობიარობა ძირითადად რომელ ვადაზე კეთდება? მადლობთ

    • NATA! me ar var mean ginekologi magram var orsuli romelic swored anaogiuri mizezit viketeb sakeisros,ra tqma unda sakmarisia eg chveneba imitom rom aravinaa dazgveuli ra sirtulis mshobiaroba geqneba da ra shedegi sheidzleba moyvas.
      rac sheexeba vadas,piradad chemma eqimma 38 kviris vadaze danishna operacia.anu meti adre ar ketdeba(sashishia nayopistvis)tu rame problema ar gaqvs orsulobastan dakavshirebit!

  10. salami!var 37 kviris orsuli da ert kvirashi aris dagegmili sakeisro kveta,swored exla gavcivdi da maqvs aranormaluri surdo,cxvirit suntqva saertod ar semidzlia paqtiurad,sheuqmnis tu ara problemas nayops am bolo vadaze gacieba da tu shemeqmneba raime problemebi aseve sakeisro kvetis processhi,vpiqrob manmade ver gamovjanmrteldebi srulyopilad.
    didi madloba winaswar!

  11. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?

  12. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?
    Reply

  13. maqvs 6 sm kista marcxena sakvercxeze,var 38 kviris orsuli,pirveli namshobiarebi mkavs da exa zogi ras mirchevs da zogic ras,ra vqna ar vici…. Zalian gtxovt mirchiet sheizleba mshobiaroba tu sakeisro unda gaviketo?

  14. Eh aq aravin pasuxobs kitxvebs? Da ratom sheizleba mashin kitxvis dasma? Upasuxet ra kitxvebs…

  15. Araperi sxva ar maqvs problema Garda am 6 cm kistisa ra vkna,zogi ekimi mashinebs rom gaskdes kista mshobiarobis droso, zogic meubneba rom es atasshi erti xdeba, exoze mitxres shesazloa sakvercxec amogachrano,tan meubnebian rom kista sagangashod didi ar ari..erti sityvit sakeisro ar ari sachiro da memgoni zalit undat rom gamiketon sakeisro kveta,tan damashines

  16. gtxovt mipasuxot, bavshvi daibada 9 noembers sakeisroti, exla 29 tebervals var 6 kviris orsuli,sheidzleba tu ara bavshvi rom shevinarchuno

  17. gamarjobat
    oqtombershi vimshobiare sakeisro kvetit,exla var 4kviris fexmdzime,sheidzleba shevinarchuno tu ara bavshvi?
    gtxovt mipasuxet,winaswar madloba

  18. gamarjobat
    batono shota 2tvis win gamiketes sakeisro,38kviris orsuli viyavi da bavshvi mucelshi gardaicvala,jerjerobit mizezebi ucnobia,imis mere 2 tve gavida da mgoni orsulad var,mainteresebs sashishia rame?an me an bavshvs rame saprtxe sheidzleba dagvemuqros?

  19. საერთოდ რაც გადამხდა იმის შემდეგ არ მწამს ექიმის. 23 კვირის ორსულმა ტყუპებზე ვიმშობიარე ნაადრევად დ ა ვერცერთი ვერ გადამირჩინეს. საერთოდ უნდა დამეხოცა იქ ვინც იყო,სხვათაშორის ძალიან ცნობილ ექიმთან ვიმშობიარე.
    რო მიმიყვანეს სამშობიარო ტკივილებით , ექთნიდან დაწყებული ექიმით ყველა იმაზე იყო მიმართული რომ უეჭველი ორივე დაგუპული იყო და მამშობიარეს,ბავშვები გაიყვანეს სასწრაფოდ ისე არც მინახია.მკვდარი იყოო და სისხლჩაქცევებით, არ მჯერა ერთი მაინც რომ ვერ გადარჩებოდა. გეგმიურ საკეისროს ძლივს აკეთებენ და არაგეგმიურზე ხო წარმომიდგენია ქალს გახევენ მშობიარობით.
    დრესაც ვნანობ რო არ უცივლე იმ კლინიკას და ექიმს, მაგრამ მოვა დრო ვინმე გადაუხდის.

  20. მშობიარობის მერე კი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ კვანძი მქონდა მიომა და რომ ამოეჭრათ ,თან გარანტიას ვერ მოქცემო რომ საშვილოსნოს შეგინარჩუნებო.
    მე რათქმაუნდა არ გავიკეთე ღვთის ნებით დახმარებით ვიპოვე ექიმი რომელმაც ისე გამიკეთა ლაპარასკოპიით რომ საშვილოსნო შემინარჩუნა და დღეს მაქვს შანსი დედა გავხდე ოდესმე.
    უკვე ვფიქრობ , რომ დამჭირდეს ვის უნდა მივმართო და ვენდო რომ ორსულობა ბოლომდე მივიყვანო და მერე საკეისროთი გავაჩინო.
    განსაკუთრებით მძულს ის ნარკოზისტი ქალი რომელმაც , იმის ნაცვლად შეემსუბუქებინა ან რამე ორი სიტყვა გემრიელი ეთქვა მიღრიალა ,,რას მოთქვამ გაჩუმდიო,, ასეთი უგულო ექიმებიც გამო ნდობა დავკარგე მათ მიმართ.
    რომ იტყვიან ერთი ციხესთან და მეორე ექიმებთან არუნდა გქონდეს საქმე.
    იმ საავადმყოფოში ჩემს მერე მშობიარე შემოაკვდათ და დაიხურა სანამ სანიტარულ ნორმებს არ გააუმჯობესებენ.
    არადა პროფესიონალის სახელი აქვს ექიმს. სინამდვილეში ვამპირია ისეთი უხეში ექიმია ორსულებს ცემს მშობიარობისას. დიდი სიამოვნებით გაუყრიდი დანას ყელში დღესაც მთელი იმ კოლექტივით რაც მაშინ პალატაში იყო. ასეთი ადამიანები კოცონზე უნდა დაწვა.
    ორი შვილი მომიკლეს.ხომ შეიძლებოდა ინკუბატორში გადაეყვანათ ეცადათ მაინც გადარჩენა.
    ახლა კიდევ დამაჯერებს ვინმე გამწარებულ ქალს რომ ექიმები რამეს შველიან მშობიარეს? მათთვის ეგ ტკივილი და წვალება ჩვეულებრივი კონცერტის ყურებაა ,მათ ხომ არ ტკივათ.
    ღმერთი თითოეულს გადაუხდის.
    მე კი ორივე მიწას მივაბარე,მამაოს რჩევით ეკლესიაურად ასეა წესი. და დავყურებ ახლა გაყინულ მიწას.
    შვილი კი ვინ იცის მეყოლება თუ არა…

  21. araushavs qeti, mec momikles paqyiurd, bavshvs uhaeroba qonda da araperi gaaketa, damibara 10 dgi mere mara meate dges gardacvlili iyo bavshvi,pirveli bavshvi iyo,gadavirie kinagam magram gvtis wyalobi axla 3 tvsi orsuli var da dzalian kai eqimis metvalyureobi qvesh. yvelaperi kargad iqneba damijere,iloce da gmerti mogcems

  22. gamarjobat batono shota,zalian gemaxrda tqveni nacva aq…bevri gedzebet da bolos mainc giopvnet …. me tqveni pacienti var klinika ginekashi spinaluri sakeisro kveta gamiketet da mkavs arachveulebrivi vajkaci 5clisaa ukve.,, tirkmlis problemebi mqonda bavshobidan da es bavshvsac gamokva gauketda operacia da exla dzalian kargadaa.arc me masuxebs araperi tirkmelshi 8ml kenchi maqvs magram shecuxebit ar macuxebs exla var 2tvis orsuli da raime problemebi sheileba shemiqmns am kenchma orsulobashi?
    isev da isev tqveni pasienti unda gavxde batono shota gmerma daglocot …………..

  23. mogesalmebit batono shota maqvs metormete malis tramva, xerxemlis sqoliozi, mainteresebs riski ramdenad didia orsulobis dros da ra sheidzeba gamoiwvis agnishnulma tramvam

  24. gamarjoba. mainteresebs tqvens samshobiaroshi gpis socialuri polisi tu moqmedebs?

  25. gamarjoba. var 24 wlis. sakeisro gamiketa ayvanilma ekimma (nayofi iyo jdomit). sakeisrodan mesame dges damewyo wva kuchis pirisa da muclis marcxena midamoshi,wva iyo iseti dzlieri rom gamayucheblebs miketebdnen da meubnebodnen narkozma iciso, mitumetes gauvalobac ertvis tano. gamweres meekvse dges. mshobiarobidan meate dges ki sashvilosno amomachres milebtan ertad. operaciis shemdgomi daskvna: sashvilosnoze nakeris ukmarisoba.endomiometriti.ormxrivi sulpingiti. seriozuli peritoniti. gtxovt mipasuxot sheidzleboda tu ara sashvilosnos nawilis datoveba mainc, am shemtxvevashi da ra sheidzleba yofiliyo sakeisros shemdgom aseti gartulebis mizezi?

  26. natii mec igive damemarta samcuxarod :(( sad gaikete shen?

  27. amtel hospitalshi (aramianci)… shen tako????…

  28. daa operaciac mere mand gagiketes? me imedis klinikashi :S

  29. sakeisro meotxe samshobiaroshi.. operacia amtel hospitalshi.. mara saoperacio ar vyofilvar, araswori diagnozia, fulis gamo gakekda turme operacia. dgeis KVIRIS PALITRA naxe an am sagamos 9 saatiani kronika 9-e arxze.. da tako shen sad gaikete oparacia?..

  30. vaimee natii cavikitxe sheni statia gavgijdii cremlebi camomivida chem tavze rom mags yvelaferi igive gadatanilii :((( magraam ertis gansxvavebit shen tvli rom anu tyuila gagiketes operaciaa?me operacia gamiketes sefsisis centrshi luiza mgaloblishvilma da lali qajaiam gavgijdii raa reebi xdeba :(( me anu damidginda mcvave sefsisi shemofargluli peritonitit da atasi ubedurebebi miceria istoriashi

  31. me sakeisros shemdeg mqonda sicxeebi sul tan antibiotikebs viketebdi nemsebis saxit da mainc sicxeebi mqonda da 3kviris shemdeg gamiketda operacia

  32. გამარჯობა, 8 თვის წინ გავიკეთ საკეისრო კვეთა ახლა აღმოჩნდა რომ ისევ ორსულად ვარ, მაინტერესებს რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობის გაგრძლება? ნაწიბური ზოგჯერ ისევ მტკივა, უხეშად ხელის შხების დროს ან როდესაც ქამარი მიკეთია. ძალიან დაბნეული, ვარ აბორტის გაკეთებაც არ მინდა, არც მინდა გავრისკო საკუთარი თავის ფასად, როგორც ექიმი რა მირჩევთ?

  33. ბატონო შოთა ექიმმა მითხრა რომ მაქვს განივად დავიწროვებული მენჯი 20 სანტიმეტრი,და ნორმა რამდენი არის?მადლობა წინასწარ : )

  34. batono shota tqven mxlod am klinikashi mushabt tu sxvganac akatebt sakeisro kvetas?

  35. და ნორმა რამდენი არის გთხოვთ იქნებ მითხრათ…

  36. მოგესალმებით,

    მაინტერესებს რეზუს უარყოფითის საკეისრო კვეთის შემდეგ ანტისხეულები უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში? (სადღაც წავიკითხე, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ იმუნიგლობულინის ორმაგი დოზა კეთდება და მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს)

    ასევე მაინტერესებს ბავშვისთვის რძის მიცემამდე მოწმდება თუ არა რძეში ანტისხეულების არსებობა?

    გმადლობთ,

  37. მოგესალმებით.მაინტერესებს ბატონო შოთა მარტო ამ კლინიკაში მუშაობთ(ახალი სიცოცხლე) თუ სხვაგანაც?3 თვის ფეხმიმე ვარ,სადაც ვარ აღრიცხვაზე და ვისთანაც ვარ ის არ ამშობიარებს,თქვენი თავი ძალინ მიქეს,ზალიან ყურადღებიანიაო,გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს სად ვიმშობიარებ,მეორე ფეხმზიმობაა ჩემი,1ის უკმაყოფილო ვარ ექიმების და საერტოდ მომსახურე პერსონალიტ,არ დავაკონკრეტებ სამსობიაროს,ამიტომ ეხლა უფრო მეშინია და ვეზებ თბილ და ყურადრებიან გარემოს.თუ შეგიძლიათ მომცეროტ ტქვენი კოორდინატები.

    • მოგესალმებით. მე ვმუშაობ მხოლოდ კლინიკა “ახალ სიცოცხლეში”, ყოველდღე 10:00
      სთ.- 16:00სთ.მდე. ვიზიტამდე, წინასწარ შეგიძლიათ დამირეკოთ ტელ.: 599 566 512

  38. gamarjoba. 13 aprils gamiketes sakeisro kveta. gamonadeni shemiwyda 3 dgis win. dges mkonda sqesobrivi kontaqti, ranidenime saatis shemdeg isev dameyo gamonadeni da sashishiaa rame? madlobaaa winaswar. moutmenlad veli tkvens pasuxs,

  39. gamarjobat, var 39 wlis. velodebi tyupebs ivlisis bolos. myavs 17 da 16 wlis shvilebi, orive fiziologiuri mshobiarobit gavachine. msurs mshobiaroba sakeisro kvetit. mainteresebs tqvens klinikashi ra damijdeba mSobiaroba? gmadlobt

  40. gamarjoba.pirveli bavshvi fiziologiurad gavachine meore sakeisro minda da chemi motxovnit sheizleba tu ar gamoketeben mainteresebs,da nakerebi lazerit xdeba tu ara..

  41. ZALIAN GTXOVT MIPASUXET. ERTI CLIS CIN GAVIKETE SAKEISRO KVETA, IMIS GAMO ROM XERXEMALI MAQ DAZIANEBULI DA TAN KUDUSUNIS DZVALI MAQVS GABZARULI. ERTI KVIRAA DAMECYO QAVILI INTIMURI ADGILEBIS. SHEMESHINDA DA RADGAN UCXOETSHI VCXOVROB DA AQ DIDI DRO CHIRDEBA ROM EQIMMA MIGIGOS SASCRAPOSHI VAMJOBINE MISVLA. AMIGES SISXLIS ANALIZEBI DA GAMIKETES PEGMDZIMOBIS TESTI, AGMOCHNDA ROM ORSULAD VAR, MAINTERESEBS SHESADZLEBELIA TU ARA BAVSHVIS GACHENA , dzalian vnerviulob abortis gaketeba rom momicios ar minda;

  42. მონოქონიალური-ბიამნიონალური

  43. განმარტება სრულიად როგორ აიხსნება აღნიშნული დიაგნოზი,რატო საჭიროებს საკეისრო კვეთას?

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთა აუცილებლად საჭიროა მონოქორიალური – მონოამნიალური ტყუპი ნაყოფის დროს. დანარჩენ შემთხვევაში კი სამეანო ჩვენების მიხედვით. მობრძანდით საკონსულტაციოდ. ( შეგიძლიათ იხილოთ – http://for-about-kidz.livejournal.com/21404.html )

  44. gamarjobat batono shota..dzalian gtxov mipasuxot var 26 kviris orsuli da 1 xarisxiss placentis momwifeba damiwera exom da tan rezus uaryopiti da gadasxmebi maq danishnuli..da es imis nishania ro nadrevi mshobiaroba meqneba?madloba winaswar

  45. ganarjobat. martshi vimshobiare da damchirda chachra, bavshvi ar daidzra da imitom, vitxivdi sakeisros magram ar gamiketes da chamchres, ixmares masha da vakuumi. imis mere shorisi gamimagrda da exla urtiertobisas xels mishlis. aris rame shesadzlebloba ro gamagrebuli shorisi darbildes? albad meore shvilze isev chamchrian da ar minda sakeisros vamjobineb da tqven ras mirchevt. aris an malamo an rame gza rom es gamagreba agar mqondes? daminishnes malamo tu zustad maxsovs kontratubeqsi magram ar mishvela.winaswar gixdit madlobas

  46. gamarjobat,batono shota,var 20 wlis.pirveli orsuloba 38kviraze shemiwyda,sruliad moulodnelad bavshvi mucelshi gardaicvala.gardavcalebamde 10 dgit adre chemma ginekologma ro gamsinja bavshvis guliscema ar moewona magram marto wamlebi daminishna da 10dgis mere damibara,ro mivedi eqimtan bavshvi axali gardacvlili iyo.tkivilis gamomwvevi wamali damalevines romelsac 6 saatshi unda emoqmeda magram mxolod tavidan mqonda movliti tkivilebi,shemdeg sul gadamiara.amitom gamiketes sakeisro kveta,dzalian mindoda shvili da sakeisrodan 2tveshi isev davrchi pexmdzimed.virusebi ar agmomachnda,mteli osruloba koagulogramaze da tonusze vimkurnale.sashvilosnos nawiburic gatxelebuli mqonda,38kviraze gamiketes sakeisro,bavshvi janmrtelia.martalia 2 3 weli ar vgegmav orsulobas magram shemdegi orsuloba dzalian minda piziologiuri mshobiarobit damtavrdes,ramdenadaa es shesadzlebeli?

  47. sakeisro gavikete spinalurit.10 tvis win.welis areshi nanemsari isev mtkiva.damewyo welis da xerxemlis tkivili rac sakeisromde ar mqonia,xom ver metyvit ra unda iyos amis mizezi.amastanave kidurebi da xerxemali titqos dachimuli maqvs da (bodishis moxdit)- gatkacunebisas meshveba….ratom???

  48. dzalian gtxovt mitxarit laparaskopiit milebis gadaketva sad ketdeba

  49. gamarjobat,erti welia gasuli sakeisro kvetidan,tu sheidzleba presis an sxva saxis varjishebis gaketeba?nawiburi ar mawuxexvabs da kidev erti kitxva maqvs.3 4 tvis win mqonda sashvilosnos anteba,mkurnaloba bolomde ar miviyvane tumca is simptomebi agar mawuxebs,tumca ramdenime dgea sashvilosno mtkiva.orsulad ar var magram iset tkivils vgrdznob xandaxan rogorc tonusis dros icis xolme,,,xelsac ro vicher sashvilosnoze-mtkiva,risi bralia gtxovt mitxarit an ra gavaketo savaraudod mkurnalobis miznit.madloba winaswar

  50. gamarjobat mainteresebs erti shvili myavs sakeisro kvetit amomiyvanes meore tu sheidzleba biologiurad mshobiaroba

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კვალიფიცირებული ექიმი მეანის მიერ მშობიარობის მართვა.

  51. გამარჯობათ, ვარ 23 წლის, 10 წლის წინ ავარიის შედეგად გაბზარული მქონდა ბოქვენის მარჯვენა მხარე. მას შემდეგ აღარ გადამიღია რენდგენი, თუმცა გადაღლილობის და ბევრი სირაულის შემდეგ ოდნავ მაწუხებდა ხოლმე (იშვიათად), ვარ 6 თვის ორსული, არის თუ აარა ეს საკეისროს ჩვენება? წინასწარ მადლობა

    • გამარჯობა. მეან-გინეკოლოგი მოქმედებს ტრავმატოლოგის გადაწყვეტილების შესაბამისად.

      • suraTis gadageba sheidzleba orsulobisas?

      • რენტგენოგრაფია შესაძლებელია 37 კვირის შემდეგ ტრავმატოლოგის გადაწყეტილებით დაავადების დაზუსტების აუცილებლობიდან გამომდინარე. ნაყოფის დასხივება მინიმალურია.

  52. გამარჯობათ, ვარ 32-ე კვირაში და პლაცენტა უკვე 3-ე ხარისხშია მომწიფებული, მაინტერესებს რამდენად საშიშია და გარდაუვალია თუ არა საკეისრო კვეთა, ან შეიძლება თუ არა რომ 9 თვემდე მივიდე და ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო?

  53. gamarjobat, 6 tvis win gamiketda aragegmiuri sakeisro kveta dzalian mindoda mshobiaroba, titqos aranairi chveneba ar mqonda sakeisro kvetis, magram 7 saatiani wvalebis mere ver vimshobiare,, diagnozi kvetis shemdeg aseti iyo: tavis araswori chadgma, tavis gashliti mdebareoba, bolo exoskopia gachenamde erti kvirit adre chavitare da msgavsi araferi utqvavt tavis mdebareobis shesaxeb.
    sabednierod yvelaferi kARGAD dasruda.
    meore bavshvis gachenas vgegmav 2 wlis shemdeg da agar minda kidev sakeisro kvetit gachena, narkozma dzalian imoqmedachems mexsierebaze, jer kidev ver gamovsulvar mdgomareobidan, yvelaferi maviwydeba, tu sheidzleba rom meore bavshvi vimshobiaro ise rom darwmunebuli viyo agnishnuli xelshemshleli faqtoris ararsebobashi….

    • გამარჯობა. თავის არასწორი ჩადგმა არის მდგომარეობა რომელიც ვითარდება მშობიარობის პროცესში და ეს შეუძლებელია იწინასწარმეტყველოს ნებისმიერმა სადიაგნოსტიკო საშუალებამ ორსულობის პერიოდში. საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია მაგრამ რისკის შემცველია. შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე სტატია საკეისრო კვეთს შემდეგ მშობიარობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ საკონსულტაციოდ.

  54. gamarjobat, ianvarshi chamitarda sakeisro kveta amish shemdeg bavshvs vachmevdi daaxloebit tve naxevari dzuzus, rodesac tavi davanebebine daaxloebit 3 kvirashi momivida shemdeg wamivida da 9 dgis shemdeg vardisperi gamonadeni maqvs odnav sisxliani da mainteresebs risgan sheidzleba iyos gamowveuli da sashishi aris tu ara ?! orsulad ar var :) madlobt winaswar

  55. muclis presis varjishebi tu sheidzleba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: