151 Comments

– საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა, ლეიომიომა)

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა. საშვილოსნოს ფიბრომიომა კლინიკურად ვლინდება რეპროდუქციული ასაკის 35 წლის ზემოთ ქალების 25-30% და პრეკლიმაქსურ ასაკის 30-35%. დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში მცირე მიომის კვანძების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომი ზრდის პროცესში ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით: საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზური) ან საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე (სუბსეროზული) ან საშვილოსნოს კედელში (ინტრამურალური). ყველაზე ხშირად კლინიკურად გვხვდება საშვილოსნოს სხეულის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ზომის, გარდამავალი განვითარების და განლაგების (სუბმუკოზურ-ინტერამურალური, სუბსეროსულ-ინტრამურალური) მრავლობითი ლეიომიომის კვანძები.

ფიბრომიომის განვითარების მექანიზმი
საშვილოსნოს მიომა ჰორმონომგრძნობიარე პროლიფერატია რომელიც შედგება ფენოტიპიურად შეცვლილი გლუვკუნთოვალი მიომეტრიუმის უჯრედებისგან.
მიომატოზური კვანძების განვითარების მექანიზმი დღეისათვის ისევ ღიად რჩება. ცნობილია რომ მიომატოზური კვანძების განვითარებას ხელს უწყობს ქალის ესტროგენული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა და პროგესტერონის დეფიციტი. მნიშვნელობა აქვს ესტროგენების სინთეზის პროცესის დარღვევას და ამ ჰორმონების მოქმედებას საშვილოსნოს ტანის მიომეტრიუმის ქსოვილების მგრძნობელობაზე. საშვილოსნოს მიომეტრიუმი შესაძლებელია გაიზარდოს გლუვკუნთოვანი უჯრედების ჰიპერპლაზიისა და ჰიპერტროფიის ხარჯზე.

mioma_matki_ru_vidi_miom_matki

დაავადების კლინიკური სურათი:
50 – 60% დაავადებულ პაციენტთაგან საშვილოსნოს ფიბრომიომა მიმდინარეობს კლინიკურად უსიმპტომოთ, ხოლო ორესულობის 4% მიმდინარეობს საშვილოსნოს ფიბრომიომის ფონზე.
კლინიკურად ხშირად ვლინდება:

  • პათოლოგიური სისხლისდენა საშვილოსნოდან.
  • მწვავე ან ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია.
  • ტკივილები მუცლის ან მენჯის არეში.
  • მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები.

საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლისდენისთვის დამახასიათებელია ჭარბი, ხშირი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია რეგულარული ან არარეგულარული ციკლის ფონზე, სისხლდენა მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში. აღსანიშნავია რომ, პრე/მენო/პოსტმენოპაუზური პათოლოგიური სისხლდენები მენორაგია, მეტრორაგია ან მენომეტრორაგია უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის, მიომეტრიუმის პათოლოგიურ ცვლილებებთან ან მიომის კვანძის ზრდის მიზეზით საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციასთან. ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია იწვევს სისხლის დანაკარგის რაოდენობის ზრდას, შესაბამისად მწვავე და ქრონიკულ პოსტჰემორაგიულ ანემიას. მიომის კვანძი ხშირად ვითარდება საშვილოსნოს ფართო იოგების შუა ინტრალიგამენტარულად ან სხვადასხვა იოგების გსწვრივ ინტერსტიციალურად რის შედეგად ვითარდება ტკივილები მუცლის და მენჯის არეში. ტკივილები დაკავშირებულია იოგოვანი აპარატის დაჭიმვასთან ან სიმსივნური ქსოვილის სისხლის მომარაგების დარღვევასთან, სუბსეროზულად ფეხზე განლაგებულ ან სუბმუკოზურად ფეხზე განვითარებულ მბად მიომის იშემიასთან. თუ მიომის სუბმუკოზური კვანძი იზრდება საშვილოსნოს ღრუში ფეხზე და განიცდის საშვილოსნოს კედლების ზეწოლას, მაშინ მისთვის დამახასიათებელია პერიოდული მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, ჭარბი გახნგრძლივებული მენსტრუაცია. მზარდი, დიდი მიომის შემთხვევაში აღენიშნება ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლა და მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა. თუ საშვილოსნოს მიომის კვაძი განვითარდა სუბსეროზულად საშვილოსნოს ტანის ან ყელის წინა კედელზე იგი ახდენს ზეწოლას შარდის ბუშტზე და იწვევს შარდის გამოყოფის დარღვევებს: ხშირ შარდვას, შარდის შეკავებას ან შეუკავებლობას. ხოლო თუ მიომის კვანძი განვითარდა სუბსეროზულად საშვილოსნოს ტანის ან ყელის უკანა კედელზე ახდენს ზეწოლას სწორ ნაწლავზე, შესაძლებელია კლინიკურად გამოვლინდეს მსხვილი ნაწლავის დისფუნქციით: ყაბზობით,ბუასილით, ტენეზმით. საშვილოსნოს დიდი მიომის განვითარების შემთხვევაში კლინიკური სიმპტომების გარეშე (უსიმპტომო მიომა) სცილდება მცირე მენჯის ღუს საზღვრებს და ისინჯება ხელით მუცლის წინა კედლის მხრიდან, რომელიც პაციენტს უქმნის უცხო სხეულის არსებობის უსიამოვნო შეგრძნებებს, დისკომფორტს.
 მენოპაუზის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია მიომის ზრდა შეჩერდეს და მისი ზომები შემცირდეს. ხოლო თუ პაციენტს ნებისმიერ ასაკში აღენიშნება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის ლეიომიომის სწრაფი ზრდის პროცესი საჭიროებს კვლიფიციურ ღრმა გამოკვლევას, რომ გამოირიცხოს ან დადასტურდეს საშვილოსნოს არაკეთილთვისებიანი სიმსივნის ლეიომიოსარკომის განვითარება. საშვილოსნოს სარკომა იშვიათი დაავადებაა, განასხვავებენ სარკომის დიფუზურ და კვანძოვან ფორმას. საშვილოსნოს არაკეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის სარკომის წარმოქმნის სიხშირე 2%. მისთვის დამახასიათებელია სიმსივნის სწრაფი ზრდა. დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით მგრძნობელობა 100%, სპეციფიურობა 90% და რეგისტრირდება სიმსივნე კისტოზური ჩანართებით, მკვეთრად გამოხატული მოზაიკური სისხლისმიმოქცევით.
საშვილოსნოს ფიბრომიომას ხშირად თან სდევს სხვა გინეკოლოგიური დაავადებები: ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოზი, ადენომატოზი, ადენომიოზი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის არხის ენდოცერვიციტი, ეროზირებული ექტროპიონი, სხვადასხვა ხარისხის დისპლაზია და სხვა…

საშვილოსნოს ფიბრომიომის დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს მიომის ზრდის შემთხვევაში დიაგნოსტირება მეან-გინეკოლოგისთვის არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და დგინდება ბიმანუალური გასინჯვით. ექიმი აფასებს საშვილოსნოს მიომის ზომას, ფორმას, მობილურობას და სხვას. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გამოიყენება დამატებითი კლინიკური და პარაკლინიკური კვლევები.
დაავადების დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი უკავია კვალიფიციურ ულტრაბგერით დოპლეროგრაფიულ კვლევას და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას რომელიც ხასიათდება მაღალი ინფორმაციულობით კონტრასტის გარეშე 67% და კონტრასტით 98%. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ კვლევას კონტრასტით განსაკუთრებული როლი ენიჭება კეთილთვისებიანი ლეიომიომის და არაკეთილთვისებიანი სიმსივნის ლეიომიოსარკომის დიაგნოზის დიფერენცირებაში, ლიმფური კვანძების ცვლილებების გამოვლენაში. საშვილოსნოს ყელის არხის, ტანის მიომეტრიუმის, ენდომეტრიუმის პათოლოგიური ცვლილებების დასადგენად გამოიყენება ჰისტეროსკოპია. ჰისტეროსკოპიის პროცესში ხშირად ვლინდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპები და საშვილოსნოს შიდა სხვა პათოლოგიები.
საშვილოსნოს ყელის და ტანის დაავადების დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია: კოლპოსკოპია, ნაცხი საშვილოსნოს ყელის არხიდან ონკოციტოლოგიაზე (PAP), ყელის ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის არხის და ტანის ენდომეტრიუმის ენდოსკოპიური ან ასპირაციული ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის არხის და ტანის დიაგნოსტიკური კურეტაჟი პათომორფოლოგიური კვლევით.
უსიმპტომო მიომის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია მოცდითი ტაქტიკა, დინამიური კლინიკური დაკვირვება გინეკოლოგთან დაავადების მიმდინარეობაზე.

საშვილოსნოს ფიბრომიომის მკურნალობა
დროებით რეგრესული – მედიკამენტური.
სტაბილურად რეგრესული – ალტერნატიული.
პალიატიური ქირურგიული – მიომექტომია.
რადიკალური ქირურგიული – ჰისტერექტომია.

მედიკამენტური მკურნალობა
დროებით რეგრესული, სიმპტომური მკურნალობაა
საშვილოსნოს ფიბრომიომის სამკურნალოდ კლინიკური სიმპტომებიდან გამომდინარე გამოიყენება შემდეგი მედიკამენტი:
ტრანსამინური მჟავა ერთ-ერთი ეფექტური პრეპარატია საშვილოსნოს მიომისგან გამოწვეული სისხლისდენის შესამცირებლად. მოიხმარება სისხლისდენის მწვავე ეპიზოდების შემთხვევაში. პრეპარატი ხელს უშლის თრომბების დაშლას, ენდომეტრიული პლაზმინოგენის ბლოკირებას რის შედეგად მცირება სისხლის დაკარგის რაოდენობა. კლინიკურმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მენსტრუალური სისხლის დანაკარგი მცირდება 1/3-ით.
გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონების აგონისტი და გონადოტროპინ-რელიზინგ-გორმონის ანტაგონისტი თრგუნავს გონადოტროპინ ჰორმონის გამომუშავებას ჰიპოფიზის მიერ. ავლენს გამოხატულ ანტიესტროგენულ ეფექტს და იწვევს ფიბრომიომის კვანძის ზომის მკვეთრ შემცირებას, თუმცა აღსანიშნავია რომ, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ საშვილოსნოს ფიბრომიომა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უბრუნდება ადრინდელ საწყის ზომას და აგრძელებს ზრდის პროცესს. ვინაიდან გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონების აგონისტის და ანტაგონისტის ეფექტი ვლინდება მხოლოდ მის მკურნალობის პროცესში, ხოლო მისი გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდულია გვერდითი მოვლენების გამო. პრეპარატი ენიშნება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის წინა პერიოდში როგორც დროებითი ღონისძიება ოპერაციამდე ჰემოგლობინის სტაბილიზაციის და მიომის კვანძის ზომაში შემცირების მიზნით ენდოსკოპიურ ქირურგიაში (ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია).
გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტის და ანალოგიური ზემოქმედების პროგესტერონის რეცეპტორების სელექციური მოდულატორის (ულიპრისტოლის) დანიშვნა მიზანშეწონილია საშვილოსნოს მიომის კვანძის ზომის შემცირების ან პათოლოგიური სისხლისდენის, ჰემოგლობინის დროებითი რეგულირების მიზნით ოპერაციის დანიშვნამდე სამი თვით ადრე.
მიომის სიმპტომების სტაბილიზაციისათვის, ენდომეტრიუმის, მიომეტრიუმის დაავადებების სამკურნალოდ, პრემენოპაუზის პერიოდში პათოლოგიური სისხლისდენების (მენორაგიის, მეტრორაგიის, მენომეტრორაგიის სინდრომის) შესამცირებლად მიზანშეწონილია საშვილოსნოს შიდა ჰორმონალური სპირალი “მირენა”, რომელიც შეიცავს ლევონორგესტრელს. “მირენას” მოხმარება შესაძლებელია 5 წელი.

 საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია  
საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია (UAE) საშვილოსნოს მიომის მართვის მინიმალურად ინვაზიური UFE– ინტერვენციული პროცედურის თანამედროვე მეთოდია. რადიოლოგი რენტგენოსკოპიის დახმარებით კონტრასტული ანგიოგრაფიით ახორციელებს ბარძაყის არტერიის გავლით საშვილოსნოს და მიომის მკვებავი არტერიების კატეტერიზაციას. პროცედურა ხორციელდება ორმხრივად. სპეციალური (PVA of Embospheres) ხსნარის შეყვანა იწვევს არტერიების ოკლუზიას სისხლის მიმოქცევის ბლოკირებით. პროცედურა მიმდინარეობს ფლიუროსკოპიის კონტროლით. საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაციის შედეგად ვითარდება ფიბრომიომის კვანძის ნეკროზი, საშვილოსნოს და მიომის კვანძების ზომაში შემცირება მიმდინარეობს 6-8 თვე (50% და მეტი). ინტერვენციული პროცედურის შემდეგ ნიშანდობლივია პათოლოგიური სისხლისდენის შეწყვეტა პროცედურის ჩატარებისთანავე და შემდგომი ამენორეა 2~14%, დაავადების კლინიკური სიმპტომების სტაბილური რეგრესი. პროცედურა საჭიროებს ერთჯერადად ანტიბიოტიკს, მსუბუქ სედაციას, ადგილობრივ გაუტკივარებას და ჰოსპიტალიზაციას ერთი დღით, ზოგჯერ პროცედურას თანსდევს ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სხვა… სიმპტომების რეციდივი შესაძლებელია 5 წელიწადში 1/3 პაციენტათვის. საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია მიჩნეულია ჰისტერექტომიის, მიომექტომიის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდად. საშვილოსნოს მიომის არტერიების ემბოლიზაცია მიზანშეწონილია დაენიშნოს გინეკოლოგის, რადიოლოგის და პაციენტის ერთობლივი შეთანხმებით კლინიკური შემთხვევის შეფასების მიხედვით. UFE- ინტერვენცია ხასიათება არაპროგნოზირებადი ზემოქმედებით საკვერცხეების არტერიების ოკლუზიაზე და შედეგად ფერტილობაზე. ინტერვენციული პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის შვილოსნობის მსურველთათვის.

მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერა
მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერა (MRgFUS) არაინვაზიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდია და წარმოადგენს მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევის მიომექტომიის, ჰისტერექტომიის ალტერნატივას. პროცედურა მიმდინარეობს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტროლით ერთი ან რამდენიმე ფიბრომიომის კვანძის მონიშნული მოცულობის და ფართობის მონაკვეთის აბლაცია (მოწვას) მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით. ფოკუსირებული ულტრაბგერის შემოსაზღვრული ზემოქმედება ხდორციელდება მუცლის წინა კედლიდან. პროცედურა ტარდება დისტანციურად და არ საჭიროებს ინსტრუმენტების შეხებას ან შეყვანას პაციენტის სხეულში, გაუტკივარებას ან ჰოსპიტალიზაციას. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით მიმართული მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი მკურნალობა უსაფრთხოა პაციენტისთვის, დამახასიათებელია ეკონომიურად ეფექტური შედეგი, საშვილოსნოს მიომის კვანძის ზომაში მკვეთრი შემცირება და კლინიკური სიმპტომების სტაბილური რეგრესი (60~70%). პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და მოიცავს 3-4 საათს, შემდგომი 1-2 საათით ჰოსპიტალიზაციას. ზოგჯერ პროცედურას თანსდევს ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სხვა… კოაგულაციის ზემოქმედების ადგილი ივსება შემაერთებელი ქსოვილით და სრულად ხორცდება 6-9 თვეში. ორსულობის დაგეგმა შესაძლებელია მკურნალობის დამთავრებიდან 3-4 თვის შემდეგ. პროცედურა რეკომენდირებულია რეპროდუქტიული ასაკის ქალისთვის ფერტილობის შენარჩუნების შესაძლებლობის სურვილით. MRgFUS მკურნალობა დაშვებულია inSightec/GE სისტემიდან CE-სერტიფიცირებით და მოწონებულია მთელ ევროპაში. მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი მკურნალობის ჩატარება მიზანშეწონილია გინეკოლოგის, რადიოლოგის, პაციენტის ერთობლივი შეთანხმებით კლინიკური შემთხვევის შეფასების მიხედვით (მიომის კვანძის ზომა, მდებარეობა, რაოდენობა, სისხლის მიმოქცევის ინტენსიურობა). ამბულატორიული პროცედურის შემდეგ ქალის ფერტილობის შესაძლებლობა რჩება სრულად უცვლელი. მკურნალობა უსაფრთხოა საკვერცხეებზე ზემოქმედების რისკის შეფასებით და პროცედურა დასაშვებია შვილოსნობის მსურვეთათვის.


  – იხილეთ გაგრძელება: 
– საშვილოსნოს მიომის (ფიბრომიომა,ლეიომიომა) ქირურგიული მკურნალობა

151 comments on “– საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა, ლეიომიომა)

  1. makvs mioma,akvs subserozuli ganlagebit pexze,7santimetri,sahvilosno vatkob gazrdilia.makvs tkivilebia.minda operacia gaviketo,ramdenat sasrapoa operacia,sahihi xom ar ikneba ert tvehi rom gaviketo,pinasuri problemebis gamo.av simsinnehi xom ar gadava.ikneb gonekologi gamimexmauros.

    • თქვენს შემთხვევაში მკურნალობის ერთადერთი გზა არის ოპერაცია. სასწრაფო საოპერაციო არ არის, მაგრამ თხოულობს დროულ ოპერაციულ მკურნალობას.

    • gamarjobat. minda tkveni konsultacia tu shesazlebelia gamcet pasuxi chems mdgomareobaze. cinascar gixdit madlobas.. makvsmioma. marjvena gverdit kedelze zeyelis areshi fiksirdeba intramularul -subserozulikvanzi d=80.4 grubliseburi nasvretovani.. sashvilosnos gru deformaciis gareshe. endometriumis siske 15mm-amonarea 3tve. sashvilosnos yeli deformirebulia zeda bagis arjze zomit==37.4mm cina da ukana kedeli=45.0fiksirdebaerteuli endocerviksis cistebid=2-4mm.cina gasinjvastan shedarebit gvakvs moprofilire formis miomastan. bolo minstruacia mkonda 28 sektembes da mis mere momivida exla 10 dekembes da mas shemdeg dgemde makvs gaxangrzlivebuli. ras mirhevt gaviketo sahsvilosnos shesakumshi tu rogor movikce. tkven ras mirchevt aris es saoperaciomioma tu aris shansi klimaksis dacyebit shecherdes procesi.

  2. var 3tvis orsuli,sashvilosnos pucheze makvs zrdardi miomuri kvanchi 58mm.aris tu sara shesaclebeli sashvilosnos amokvetis gareshe ovishoro da sruliad ganvikurno?

    • ამჟამად, ორსულობის დროს, ოპერაცია(კონსერვატიული მიომექტომია) არ არის რეკომედებული. შესაძლებელია გაკეთდეს საკეისრო კვეთა(დროული ორსულობისას) შემდგომი მიომექტომიით(კვანძის ამოკვეთით).

  3. var 45 clis.ukana kedelze makvs miomatozuri kvanzi 7 mm.2 clis cin gavikete laparaskopiuli operaci da, mkonda upro didi mioma.mainteresebs es 7 mm.iani mioma mere gachnda, tu ver sheamchnies operaciis dros.am bolo dros menstruaciis dros sisxldena momemata. rogori mkurnaloba unda chavitaro? madlobt.

    • სასურველია ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა -> სამკურნალო-დიაგნოსტიკური გამოფხეკა -> საშვილოსნოსშიდა სპირალი “მირენა” ან ჰისტერორეზექტოსკოპია.

      შესაძლებელია ფიბრომიომის კვანძი 2 წლის წინ არ იყო შესამჩნევი, შემდეგ კი გაიზარდა.

  4. makvs 7 sm-iani miomaturi kvanzi,romelic kovelcliurad izrdeba, ar minda qirurgiuli chareva, da sxva metodi tu arsebobs medikamentozurs vgulisxmob,cinascar gixdit madlobas.

    • მედიკამენტოზური-ჰორმონალური მკურნალობა ნამდვილად ამცირებს მიომატოზური კვანძის ზომას, მაგრამ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ კვანძის ზრდა უფრო ჩქარდება. ამიტომ ჰორმონალური მკურნალობა მოიხმარება ოპერაციისწინა პერიოდში.
      თქვენს შემთხვევაში უფრო რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.

  5. mipasuxeT tu sheizleba zalian vnerviulob

  6. aris tu ara srulad gankurnebadi mioma??da operaciis shemdeg ramdenad sashishia igi adamianis sicocxlistvis??

  7. მაინტერესებს არის თუ არა საქართველოში მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერა?მადლობა

  8. ძალიან გთხოვთ მიპასუხეეეთ,მადლობა წინასწარ

  9. მაქვს მრავლობითი ინტრანურალური მიომის კვანძი 1 სნ დან 3 სნ.მდე.მარცხენა კედელზე სუბსეროზული მიომის კვანძი 4 სმ.ყელზე მარცხნივ 10/9 სმ.ზე არაჰომოგენური სტრუქტურის,ღრუს და ყელის დეფორმაციით.შეიძლება თუ არა მედიკამენტებით ვიმკურნალო,თუ ოპერაციას გავიკეთებ და მოვიშორებ თუ იწვევს კიდევ რაიმე ჰორმონალურ დარღვევას ან კიდევ წარმოქმნას ფიბრომის.მადლობა წინასწარ.

  10. var 34 tslis, sharshan zafkhulshi agmovachine, rom mkonda sashvilosnos miomurri kvandzi, romelic subseriozulia da fexze dgas..tan zrdadi.tkivilebi ar matsukhebs, arts siskhlisdena..ekoskopiit vakontroleb. amjamad 8-sm. miagtcia.ra mirchevt?…tsinastsar gikhdit madlobas.

  11. ვარ 46 წლის ქალბატონი.მაწუხებს ჭარბი მენსტრუაცია. ეხო-ს სურათი ასეთია: უკანა კედელზე 30 მმ ზომის ინტერსტიციული კვანძი, რომელიც ჩაზრდილია ღრუში და იწვევს მის დეფორმაციას. მარჯვენა საკვერცხის მოცულობაა 7.9სმ^3 და მარცხენა-5.3სმ^3 რას გვირჩევთ ოპერაციის თაობაზე?

  12. var 48clis kalbatoni.ori clis cin gavikete sakvercxeze operacia,operaciis shemdeg samsaxurshi momicia simzimis aceva,vigrzeni titkos ragac gamickda mucelshi,ekimtan ar vyopilvar magram mitxres rom apkidan celi ikneba gamovardnilio,ramdenad sashishia es da tu aris sachiro operacia?1da6tvea ukve ase var.tan vgrdnob rom titkos mezrdeba mucelshi burtivit aris gamoberili.gtxovt mirchiet rogor da ra aris sachiro.gmadlobt.

  13. ვარ 46 წლის, ქალიშვილი. ერთი კვირაა დამიდგინდა: “მიომერტიუმის სტრუქტურა- არაერთგვაროვანი, ფიქსირდება მრავლობითი სხვადასხვა (18-28 მმ.) ზომის ინტრამურულ-სუბსეროზული და სუბსეროზული კვანძი. მაქვს ყრუ ტკივილები. ახლა ვაპირებდი ოჯახის შექმნას, ალბათ უარი უნდა ვთქვა? გთხოვთ დამეხმაროთ თქვენი რჩევით, რა გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ. წინასწარ დიდი მადლობა.

  14. გამარჯობათ! ნანა 48წლის. წინა კედლის ქვედა მესამედში ვლინდება 20-21 მმ. მიომატოზური კვანძი. ზედა მესამედში სუბსეროზული კვანძი 10-11მმ. მარჯვენა გვერდით კედლის ზედა მესამედში სუბმუკოზური ლოკალიზაციის მიომატუზორი კვაძი 10-11მმ, შუა მესამედში, წინა და უკანა კედლებში თითო არასწორი, არამკაფიოკუნტურებიანი სუბმუკოზური ლოკალიზაციის 10-11მმ ზომის ჰიპოექოგენური წარმონაქმნი. საჭიროა თუ არა ოპერაცია? გმადლობთ წინასწარ.

  15. var 56 clis. agmomachnda sashvilosnos ukana kedelze intramurul-subseroizuli kvandzi zomit 65-47-69 mm garda amisa ramdenime 12-23 MM-mde zomis intramuruli da intramurul-subseroizuli kvandzi. gtxovt mirchiot aucilebelia operacia da sascrafoa tu ara. cinascar gixdit madlobas.

    • sakutari gamocdilebidan gamomdinare aucilebelia operacia.rac male gaketdeba mit nakleb problemebs warmoshobs.tumcaga tqvens asakshi xshirad pataravdeba kvandzebi.eqimis konsultacia ragatqma unda aucilebelia

  16. var 46 wlis,maqvs fibromioma kvandzovanu 6sm. zomis subserozuli.
    citologiuri gamokvlevis pap testispasuxebis mixedvit:
    dabali xarisxis intraepiteluri dazianeba lsil-cin 1 msubuqi displazia.
    doderlainis laqtobaqteriebit gamowveuli ujreduli citolizi.
    kandidas tipis sokos mier gamowveuli ujreduli cvlilebebi….
    mitxres saswrafo saoperacio xar.
    mirciet rame, dzalian gtxovt
    madloba winaswar.

  17. ekima mitxra rom makvs ckluli da reome es igive miomaa.mainteresebs aris tu ara ckluli igive mioma?

  18. var 49 wlis. gavikete sashvilosnos totaluri operacia. rogor mivxedo tavs??

  19. ras nishnavs “atofirebuli mioma”.. avtvisebians?

  20. “atrofirebuli mioma”

  21. ჩემი პრობლემის შესახებ მოგწერთ და თუ არ შეწუხდებით თქვენი აზრი მითხარით. 1წელი და 9თვეა რაც გავთხოვდი,ორსულობა არ მქონია,ციკლი რეგულარული მაქვს და მტკივნეული, გავიკეთე ტრანსვაგინალური დოპლეროგრაფია და რამოდენიმე ჰორმონზე ანალიზი: პროლაქტინი,TSH, T4, LH,FSH,tavisufali T4–ნორმაშია,მომატებულია დიასულფატი(415) და 5დეჰიდროტესტოსტერონი(2,5) . დოპლერიგრაფია: საშვილოსნოს ზომები: 67*52,5*61მმ ; მოცულობა 112,1სმ,საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა,მიომეტრიუმი არაერთგვაროვანი,უკანა კედელში ინტრამურული კვანძი ზომით 12*10მმ,მეორე ინტრამურული კვანძი ყელისკენ მიმართული არამკვეთრკონტურებიანი ზომით 11,5*9მმ,უკანა კედელში ფუძისკენ ინტრამურულ-სუმბუკოზური კვანძი ზომით 21*20მმ,ვიზუალიზდება მხილოდ კვანძის მკვებავი ტოტი, ენდომეტრიუმის მაქს.შესქელების ადგილი-12,5 მმ,,დეფორმული,არაჰომოგენური,საშ.ყელის ზომა-35*26მმ,ცერვიკალური არხი გასქელებული 8მმ-მდე,არაჰომოგენური. როგორ ფიქრობთ როგორ მკურნალობას ექვემდებარება აღნიშნული ცვლილებები? ვიცი რომ დამატებითი გამოკვლევები იქნება კიდევ საჭირო ,მაგრამ მანამდე თქვენი აზრი მაინტერესებს.ასეთი მიომატოზური კვანძების ფონზე თუ არის შესაძლებელი დაორსულება? და თუ შესაძლებელია შემდეგშიპრობლემას ხომ არ გამოიწვევს?

  22. გამარჯობათ.
    ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ყოფილა შემთხვევა რომ 8 მმ სიდიდის მიომა მხოლოდ პრეპარატების მიღების შედეგად მორჩენილა? მაქვს 8 მმ სიდიდის მიომა და გინეკოლოგმა სამკურნალოდ დუფასტონი გამომიწერა,რამდენად შედეგიანი იქნება ან რაიმე რისკს ხომ არ შეიცავს?

  23. var 59 wlis maqvs klimaqsis nishnebi da mioma romelic fexze gadadis, eqimebma mitxres sashishi araris da male gaivlis ,sheidzleba rom mioma male gaiaros ?

    • sheidzleba rom miomis dros jer menji ,mere muxli ,xolo shemdgom kochi gtkiodes da gasiebuli gqondes muxki da kochi?

  24. gtxovt damexmarot ,gaurkvevlobashi var winaswar didi madloba

  25. gamarjobat .var 49 wlis damewyo klimaqsi,da maqvs mioma vechvob rom sheidzleba fexze gadasvlit radganac fexi mqonda gasiebuli da tkivilebi jer menjze ,mere muxlze da shemdgom terfi gasiebuli da tkivilebi.eqimebma mitxres rom medikamenturi mkurnalobit sheidzleba gamiqron mioma,tu sheidzleba rom mioma mase advilad momirches?????????????tu sheidzleba fexis tkivili da gasieba miomit iyos gamowveuli??????? gtxovt damexmarot da gamomexmauros ginekologi am werilze.winaswar didi madloba

    • gamarjobat. mobrdzandit sakonsultaciod misamartze: digmis masivi, lublianas qucha #21, samshobiaro saxli *”axali sicocxle”* , koveldge 10:00- 15:00st.mde , mean -ginekologi shota nacvlishvili. tel. 599 566 512

      • gamarjobat var 37 wlis agmomahnda miomatozuri kvandi 24 mm subserozuli ra unda gavaketo ar vici dalian meshinia makvs sakeisro kveta da milebic gadaketili , ramdenad sashishia mainteresebs da rogor vimkurnalo

  26. finansuri problemebis gamo jer ver vaxerxeb mosvlas da tu sheidzleba rom mitxrat sashishia tu araes daavadeba da tu sheidzleba medikamentebit misi gaqroma? dzalian gtxovt mitxarit

  27. tqven pasuxs velodebi ,tu shegizliat rom mipasuxot??

  28. გამარჯობათ, ვარ 41 წლის სამწუხაროდ ქალიშვილი, ჩავიტარე გინეკოლოგიური ულტაბგერითი კვლევა, დიაგნოზი შემდეგია:
    საშვილოსნო სხეული (კვანძის გარეშე) ზომით 119*71*87 მმ, კონტური სწორი, მიომერტიუმი არაერთგვაროვანი, ფუძეში ისახება სუბსეროზული კვანძი ზომით 52*50 მმ. უკანა კედელზე ზეყელის არეში ისახება ინტრამურულ-სუბსერიოზული კვანძი ზომით 78*67მმ. უკანა კედელზე შუა მესამედში ისახება ინტრამურული კვანძი ზომით 29*25მმ.
    ენდომეტრიუმის სისქე – 8მმ. ნორმალური ექოგენობა. ერთგვაროვანი შენების. ღრუ თავისუფალი.
    საშვილოსნოს ყელის ზომა – 33მმ. ერთგვაროვანი ერთგვაროვანი ეხოსტრუქტურის. ცერვიკალური არხი დეფორმაციის და დილატაციის გარეშე.
    მარჯვენა საკვერცხე ზომით 34*22მმ. მდებარეობს საშვილოსნოს გვერდით კედელთან. სწორი კონტურებით. ფოლიკულური აპარატი გამოხატული, სტრომა ერთგვაროვანი ექოსტრუქტურის.
    მარცხენა საკვერცხე ზომით 33*21მმ. ფოლიკულური აგებულების. სწორი, მკვეთრი კონტურებით; სტრომა ერთგვაროვანი ექოსტრუქტურის.
    დუგლასის ფოსოში სითხოვანი გამონაჟონი არ ფიქსირდება.

    გთხოვთ განმიმარტოთ ოპერაცია ძალიან სასწრფოა (აუცილებელია) თუ მკურნალობას ექვემდებარება.
    წინასწარ გიხდით მადლობას.

  29. ვარ 50 წლის,მაქვს დაახლოებით 8 კვირის ორსულის ზომის საშვილო, მზარდი მიომა ზომით 29-30მმ.ვასკულარიზაცია გაძლიერებული,დუგლასის პოსოსოში არის ბლომად სითხე.ხშირი სისხლდენები,მჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა,თუ მკურნალობას დაექვემდებარება?

  30. mogesalmebit
    dedas,romelic 65 wlisaa, ramodenime dgis win banaobisas sashvilosnodan agenishna odnav sisxliani gamonadeni,orjer gaumeorda,orivejer banaobisas,mcire raodenobit. eqoskopiaze utxres,rom sashvilosnos yeli aqvs odnav gadidebuli,sxva yvelaferi normashia. sachiroa tu ara vaginaluri eqos gadageba da ramdenad sashishia,an ram sheidzleba gamoiwvios aseti sisxlis gamonadeni?
    winaswar gixdit madlobas
    pativiscemit

  31. gamarjobat maqvs supserozuli mioma,sahvilosnos marcxena kedelze,zomit39-49ml.orsulobis periodshi gavige rom mqonda da mcire raodenobit iko gazrdili,mshobiarobis mere arvici gaizarda tu ara,maqvs chveulebrivi kargi xarisxis spirali chadgmuli da es xels xom ar sheucyobs mis gazrdas? da mirenas spirali martla ushlis xels zrdashi tasvlas?

  32. გამარჯობათ, დიაგნოზი დამიდგინეს (ICD-10-ის მიხედვით) ადენომიოზი და საშვილოსნოს მრავალკვანძოვანი მიომა, საშვილოსნო შეესაბამება ორსულობის 8-9 კვირის ვადამდე გადიდებულ საშვილოსნოს, მიომური კვანძის მაქსიმალური დიამეტრია 20 მმ მაინტერესებს საჭიროებს თუ არა ეს დაავადება ქირურგიულ ჩარევას, და არის თუ არა საშიშროება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.

    • გამარჯობათ. დასაზუსტებელია: ტკივილები, მენსტრუაციის მიმდინარეობა, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, საშოს კედლების დაწევა, მშობიარობის რაოდენობა, წლოვანება… ამიტომ უმჯობესია მობრძანდეთ საკონსულტაციოდ.

  33. გამარჯობა. ვარ 29 წლის. ორსულობის ვადა 37 კვირა. მ,აქვს ინტერსტიციალური მიომის კვანძები 50 მმ. და 22მმ. ვიკეთებ გეგმიურ საკეისროს. არის თუ არა აუცილებელი ამ კვანზების ამოღება და მათი მდებარეობა თუ იძლევა ამის საშუალებას? წინასწარ გიხდით მადლობას.

  34. var 33 clis makvs miomatozuri kvandzi.zomit1,9sm da3,0sm.mainteresebs medikamentozuri mkurnalobit tu gaicoveba.da tu sheidzleba bavshvis gahena?gtxovt mipasuxot

  35. gamarjobat batono shota,dedachems aqvs mioma aris sazgvargaret da saoperaciod unda chamosvla saqartveloshi amistvis ainteresebs ra jdeba miaxloebit operacia rom mzad iyos pinansurad

  36. batono shota ra jdeba miosmi datesva?imedia kitxva sworad gamovtqvi

  37. var 31 wlis sami wlis ukan orsulobis dros gavikete eqoskopia da mqonda mcire zomis mioma. ramdenad shesadzlebelia misi gardaqmna avtvisebian simsivned da sheidzleba tu ara mshobiarobis shemdeg misi gaqroba

  38. var 27 wlis, makvs sashvilosnos ukana kedelze miomuri kvanji. 3 tvis ganmavlobashi gaizarda da ras mirchevt.jerjerobit chivilebi ar maqvs garda sisustisa da ugonobisa. me minda sashvilosnos moshoreba.myavs 2 shvili,jalian minda tkveni rcheva

  39. var 28 wlis makvs mioma mzardi tan sashvilosnoc gadidebuli makvs da ras mirchevt. madloba

  40. gamarjobat sashvılosnos zustad tavshı pexebshua ragac maqvs ukve ertı tvea nelnela ızrdeba da exa 2ıa ertad da ar vıcı ra arıs ıqneb mırchıot ramee :( :(

  41. Oktombershi gavikete miomis operacia laparaskopiit,mkonda sakmaod didi 12 santimetri,operaciam kargad chaiara,magram rodesac erti tvis mere kontrolze mivedi Hematoma agmomachnda,tavidan 6 sm iyo da bolos gadavige martshi da 5sm iyo,moklebuli akvs 1 sm,mainteresebs tu sheidzleba mipasuxet gaicoveba tu sheidzleba ese darches?da tu sheidzleba am hematomit dapexmdzimeba?sheushlis orsulobas xels?gtxovt mipasuxet,sakartveloshi ar vcxovrob da mainteresebs kartveli ekimis azri,madloba cinascar

    • gamarjobat.zogadad daorsuleba shesadzlebelia, magram tu sheidzleba mitxarit es gematoma ris safudzvelze ganvitarda da rodis? da tqveni clovaneba?

      • Ugrmesi madloba pasuxistvis,Hematoma operaciiis shemdeg ganvitarda,1 tvis shemdeg operaciidan kontrolze rom mivedi mashin mitxres,chriloba ukve kargadaa shexorcebuli da hematoma ar sheushlis orsulobas xels?da tu shesadzlebelia pexmdzimobis ganmavlobashi gaicovos?29 clis var asakit,didi madloba

  42. Batono shota var 46 wlis maqvs mioma sashvilosnos ukana kedelze maqvs miomuri kvandzi momgvalo pormis zomit 57x 45mm sharshan am dros iyo 47x45mm 2 welis ukan mqonda sisxldenebi da 3 jer damchirda gamopxekva nestruacia momdis tavis droze 1-2 dge charbi raodenobit 3-4 dges mcirdeba adre ki 7 dge mqonda denebi xan 1 tvec da ra movimoqmedo tu sheidzleba operaciis gareshe mogvardes es problema mkurnalobit ? winaswar didi madloba

  43. gamarjobat, var 36 clis, maqvs mioma submikozuri 4cm. ar mkavs shvili, minda gaviketo operacia, tu sheidzleba shenarchundes sashvilosno? da ra tankhebtanaa dakavshirebuli? cinascar gmadlobt.

  44. gamarjobat var 37 wlis agmomahnda miomatozuri kvandi 24 mm subserozuli ra unda gavaketo ar vici dalian meshinia makvs sakeisro kveta da milebic gadaketili , ramdenad sashishia mainteresebs da rogor vimkurnalo

  45. batono shota sakartveloshi ar vimyopebi da amitom ver moval , tu shegidliat mitxarit medikamentebit sheidleba mkurnalobaa?
    operacia rom ar damhirdes , sruli wona makvs

  46. gamarjobat batono shota! var 43wlis gautxovari, eqoskopiam damisva kvanzovani mioma, sashvilosnos zomebi: 78X62X60mm. mdebareoba : antepleqsi, porma: araswori ovoiduri. sahv xru:tavisupali.miometriumis str: araertgvarovani, isaxeba 2 didi kvanzi, erti wina kedelze zomit59X45mm. da meorte yelis areshe : 35X30mm. kvanzebi ara ert gvarovani. wertilovani sitxovani chanartebit.eqogenoba: dabali. endometriuli sisqe- 9mm. marcxe sak: vizualizacia ver xerxdeba. marcxena sak- 29X20mm, wvrilpolikuluri struqturis ziritatad warmodgenilia qsovilovani komponentit. duglasis sivrce- tavisupali.
    mitxres saswrapo operacia da amokveta- mchirdeba tu ara operacia. eqvemdebareba tu ara mkurnalobas?

    • გამარჯობათ. გთხოვთ მობრძანდეთ საკონსულტაციოდ. თან იქონიეთ გამოკვლევები. წინასწარ დამირეკეთ ვიზიტზე შესათანხმებლად ტელ.: 599 566 512

  47. makvs sisxldena mcire raodenobit,makvs tkivilebi ukan a celis mxareshi da tkivilebi rogorc menstruaciuli ciklis dros..xom ver metyvit miaxlovebit ris Bralia,var 36clis gatxovili da myavs shvilo I.

      • გამარჯობათ, ბატონო შოთა. ვარ 41 წლის ,მაქვს 3,7 სმ და 2 სმ (მიომა) ფიბრომა.მითხრეს ოპერაცია,(საშვილოსნოს ამოკვეთა). არ ვარ ნამშობიარევი.მინდა შვილის გაჩენა.როგორ მოვიქცე არ ვიცი.ამ ეტაპზე არაფერი მაწუხებს.გმადლობთ.

      • გამარჯობათ. მობრძანდით საკონსულტაციოდ.

  48. gamarjobat batono shota.. var 21 cllis boloo urtiertoobiis shemdeeg vgrdznoob qaviils sashviloosnoos yelze da simshraleees rac dzalian macuxeebs da ris brali sheidzleba iyoos?

  49. gamarjobat.tavis droze momdis xolme mara mainc meshinia

  50. მიომის გამო ამომაჭრეს საშვილოსნო, მაგრამ მაქვს რაგაც უცნაური ჯირყვლები გადიდებული ვაგინის ბაგეზე, როგორც ვიცი ეს არის ბართოლინის ჯირყვლები, როგორ ფიქრობთ რამდენად შესაძლებელია ამოკვეთილი მიომა პროგრესირებდეს და სხვა ორგანოებზე გადადიოდეს?

  51. Gamarjoba batono shota.var 40 wlis maqvs sashvilosnos mioma.histomorpologiurma gamokvlevam achvena:endometriumis polipoiduri,jirkvlovan-papiluri polipi,amomfeni epiteliumis zomieri displaziit EIN II.sashvilosnos ukana kedelze isaxeba submokozuri,miomatozuri kvanzi 3,8-2,7sm.endometriumis sisqe14mm. Batono shota sheizleba sashvilosnos amokvetis gareshe mkurnalobit gankurneba?didi madloba mteli gulit veli tqvens pasuxs.

  52. gamarjobat. var 53 wlis,damidgines ukana kedelze intramularuli kvandzi, zomit 65-65mm.sashvilosnos tani;sigrze127mm,sigane 98mm,sashvilosnos yeli 42mm.menstruacia shemicherda erti tvea.gtxovt mipasuxot ramdenad saswrapoa operacia da shesazlebelia tu ara moxdes ukuganvitareba,shesazlebelia tu ara medikamentozuri mkurnaloba.winaswar gixdit madlobas!

  53. მოგესალმებით! ვარ 12 კვირის და 4 დღის. მშობიარობის ოპტიმალური ვადა 5 სექტემბერი , საშვილოსნოს ღრუში ფიქსირდება ერთი ცოცხალი ნაყოფი, თხემ–კუდუსუნის ზომა 62 მმ, შეესაბამება ორსულობის ანამნეზურ ვადას. გულისცემა 154 წთ. საყელოსმიერი სივრცე (NT)–1,6 მმ. ყვითრის პარკი ვიზუალიზირდება ზომით – 3,4 მმ. თავის ქალის ძვლები, ხერხემალი, ცხვირის ძვალი, მუცლის წინა კედელი N. ქორიონის უპირატესი ლოკალიზაცია : წინა კედელი, ფუძე. ქორიონის სქტრუქტურა– ჰომოგენური. საშვილოსნოს დანამატები N. საშვილოსნოს ყელი –31 მმ.
    განსაკუთრებული შენიშვნა: საშვილოსნოს მარჯვენა კედელზე სქელ ფეხზე ფიქსირდება სუბსეროზული ფიბრომატოზული კვანძი ზომით 85–55 მმ. მარცხენა კედელზე სუბსეროზული კვანძი სქელ ფეხზე ზომით 72 –39 მმ. კვანძების ვასკულარიზაცია გამოხატულია კარგად.
    ძალიან ვნერვიულობ, კვანძები მომატებულია მილიმეტრებით. საკეისრო კვეთის დროს ვიცი, რომ ექვემდებარება ამოკვეთას, მაგრამ მანამდე მეშინია რამე არ დაუზიანდეს ნაყოფს. თქვენ რას მეტყოდით?
    დიდი მადლობა.

  54. gamarjobat,var 6tvis orsuli da mitxres nayofi jdomit ariso,ra varjishebi sheizleba mirchiot?

  55. როდესაც ოპერაცია გაკეთებული არის , სხივები, ქიმია, და 2 წლის შემდეგ ტომოგრაფიაში გამოჩნდება კვანძები ისევ 0,5 სმ და 1.35სმ. ეს სიმსივნის ახალი ქარმონაქმსნი არის? რის ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს. ან რამდენი ხნის სიცოცხლე რჩება ადამიანს ?

  56. gtxovt mipasuxot… ukana kedelze,mcidrod endometriumis konturtan,fiqsirdeba intersticiuli subserozui kvandzi,zomit-35-29 mm. fudzeshi subserozuli fibromatozuli kvandzi, zomit 41-38 mm.fudzeze marjvniv, aseve subserozuli kvandzi,zomit 31-15…endometriumis sisqe- 4mm, mkurnalobas eqvemdebareba tu saoperaciovar/?….cinascar gixdit madlobas

  57. gamarjobat var 46 wlis maq miomis kvandzi 63×58 mm sheidzleba tu ara mkurnaloba da tu ara rogori operacia gaketdeba?

  58. gamarjoba mainteresebs mioma tu akvs kals da daorsulda rame saprtxes xom ar ukmnis nakopis ganvitarebashi?

  59. gamarjobat batono shota,mainteresebs miomas operacia ramdeni jdeba?

  60. sheidzleba daorsulebas xels ushlides an operacis mere aris shansi daorsulebis?

  61. გამარჯობათ.ვარ 5 თვის ორსული და აღმომაჩნდა საშვილოსნოს წინა კედელზე ინტერსტიციალური მიომატოზური კვანძი საშ. დიამეტრის 15 მმ და მეორე ინტერსტიციალური მიომატოზური კვანძი ზომით 30x10x15.საშიში ხომ არაა და თუ ექვემდებარება მკურნალობას? გთხოვთ მიპასუხოთ

    • ან ორსულობის დროს თუ შეიძლება მკურნალობა, გმადლობთ წინასწარ

  62. Pacienti charbwoniani eqvsi kviriss orsuli aqvs sashvilosnos mioma shesadzlebelia tu ara orsulobis gagrdzeleba an nayops rame sabrtxe xom ar emuqreba?

  63. gamarjobat zalian gtxovt tu shegizliat damexmaret da ert shekitxvaze gamecit pasuxi: ukve titqmis 9tvea rac qmartan urtiertoba maqvs da ver vorsuldebi aranairii tavdacvaa da msgavsii ramee.. qmarma exlaxans gaiketaa dermoiduli kistis operacia yvela analizic auges matshoris shvilosnobis magram aranairi problema ar agmoachnda me ar vyofilvar eqimtan da vfiqrob rom ragac me mchirs.. menstruacia maqvs titqmis shvidii dge da taan zaan vici tkivilebi minimum otxi gamayuchebeli unda davlio rom tkivilma gamiaros isic ar mivlis da sisxldena vici zaan bevri asevee shededebuli sisxlic nu titqosda xorcis nachrebiao, fqirob anteba maqvs magram eqmis rchevebi mainc mjirdeba da tqven xom ver gamcemdit am kitxvaze pasuxs??

  64. გამარჯობა, ბ-ნო შოთა. ვარ 25 წლის, განათხოვარი. მაქვს 2 სებსეროზული მიომა – 2 სმ ფეხზე და 4 სმ. ბოლო თვე მაწუხებს ყრუ ტკივილები მუცლის არეში (მეტი სხვა პრობლემა არა მაქ). ნამშობიარი არა ვარ. მომავალში ძალიან მინდა მყავდეს შვილები. მაგრამ ამჟამად სამწუხაროდ ბავშვის გაჩენას ვერ ვახერხებ. რას მირჩევთ – აუცილებელია ოპერაციის ჩატარება? ან როგორ უნდა მოვიქცე რომ შევინარჩუნო საშვილოსნო?

    • გამარჯობა. ტკივილი გამოწვეულია საშვილოსნოს ფიბრომიომის კვების დარღვევით. საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას – მიომექტომიას(ფიბრომიომის კავანძების ამოკვეთად). შეგიძლიათ მობრძანდეთ საკონსულტაციოდ.

  65. gamarjobat,var batumidan 21 wlis myavs ori shviili meore bavshvze sakeisro kvetis dros sashvilosno amomiges da sashvilos yelic.orsulobis dros placentis winmdebareoba mqonda da mimiyvanen 40 kviramde iqamde sakeisro ar gamiketen .pirvel bavshvzec sakeisro mqonda,mainteresebs yvela operacia sheileba gaketdes da plastikuri sashvilosnoze ar sheileba dzalian minda mesame shvilic gavachino.dzalin gtxovt mipasuxot

    • გამარჯობა. საშვილოსნოზეც კეთდება პლასტიკური ოპერაციები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს საშვილოსნო.

  66. da swored egaa problema rom sashvilosno da yeli amogebuli maqvs.sakvercxeebia mxolod datovebuliii…

  67. gamarjobat.gtxovt mipasuxot sakvercxeebi maqvs normashi.agmomachnda sashvilosnos wina kedelze subserozuli miomatozuri kvanzi 9 mm ,,sheizleba tu ara wamlebit mkurnaloba,rom gaqres

    • გამარჯობა. მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია. 9 მმ-იან მიომის კვანძი არ წარმოადგენს ოპერაციის აუცილებელ ჩვენებას. საჭიროა მეან-გინეკოლოგის მიერ შემდგომი დაკვირვება დინამიკაში, გაიზრდება თუ არა მიომატოზური კვანძი.

  68. didi madloba.wamlebic ar aris sajiro?tu marto dakvirvebaa sajiro

  69. mitxres rom unda imkurnalo hormonebzeo,dargveva geqneba da gamoiwvevda ego.didi madloba winaswar

  70. მოგესალმებით.ვარ 51 წლის,3 წელია ციკლი არა მაქვს.იოლ ფორმებში,ყოველგვარი სისხლდენის გარეშე მიმდინარეობს კლიმაქსური პერიოდი,ვცხოვრობ საზღვარგარეთ.5 თვის წინ ვიყავი ჩასული საქართველოში.მყავს მეუღლე.უკვე ერთი თვეა ვამჩნევ მუცლის მომატებას და თითქოს მუცელში რაღაც მოძრაობს.გამიჩნდა ეჭვი ხომ არ ვიყავი ფეხმძიმედ.ტესტით არ დამიდასტურდა ფეხმძიმობა.ტკივილით მუცელი არ მტკივა.მაქვს შეგრძნება,თითქოს საჭმელი მწყენს.ვარ 85 კილო.გთხოვთ მიპასუხოთ,შეიძლება თუ არა ჩემს ასაკში და 3 წლის კლიმაქსიან მდგომარეობაში ვიყო ფეხმძიმედ და რას მირჩევთ.ვარ არალეგალი და სამედიცინო დახმარებები საკმაოდ სირტულეებტანაა დაკავშირებული

  71. gamarjobat makvs sashvilosnos kelze pibroma makvs kru tkivilebi da cva, qirurgiuli charevis gareshe sheidzleba tu ara mkurnaloba

    • გამარჯობა. საშვილოსნოს ყელზე ფიბრომის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით ვაგინალური(საშოსმხრივი) მიდგომით. მობრძანდით საკონსულტაციოდ.

  72. gamarjoba. gavikete miomaturi kvandzis operacia laparaskopiis sahualebit erti kviraa. makvs cotaodeni gamonadeni am xnis ganmavlobashi gtxovt mipasuxot sheidzlebaa ase tu mivakitxo ekims. madloba !

  73. გამარჯობათ ბატონო შოთა მაქვს საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, ადენომიოზის ფონზე.კედლის ქვედა მესამედში ისახებაინტრამურული მიომურო კვანძიზომით 34-31მმ მაკვს დენები სისტემატური ვმკურნალობ და ტუ დენა შემიჩერდა რამდენად შესაძლებელია ჩემი დაორსულება?

  74. გამარჯობათ ბატონო შოთა , ვარ 38 წლის გაკეთებული მაქვს 2 საკეისრო კვეთა, მაქვს საშვილოსნოს სუბმუკუზური მიომის კვანძი დიამეტრით 12მმ, რომელიც მთლიანად შეჭრილია ღრუში, ფუძეში ინესრსტიციული მიომის კვანძი დიამეტრით 14 მმ, ექიმმა ოპერაცია მირჩია, ან საშვილოსნოს ამოკვეტა ან ჰისტეროსკოპია. თქვენ რას მირჩევთ, ან როგორ პიქრობთ მკურნალობით შესაძლებელია ამ მიომის გაწოვა ან ზრდის პროცესის შეჩერება.

    • გამარჯობათ, უმჯობესია საშვილოსნოს ამოკვეთა- ჰისტერექტომია საშოსმხრივი (ვაგინალური) მიდგომით. სასურველია მობრძანდეთ საკონსულტაციოდ, დიაგნოზის დასაზუსტებლად და ოპერაციული მიდგომის გადასაწყვეტად.

  75. :( და ჰისტეროსკოპიით მიომის ამოკვეთა ? ისე რომ საშვილოსნო გადარჩეს? :(

    • მედიკამენტოზური მკურნალობით მიომის გაწოვა შეუძლებელია. შესაძლებელია ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა და ზრდის შეჩერება, ხოლო მკურნალობის შეჩერების შემდეგ დაავადება ისევ აგრძელებს პროგრესირებას და კვანძები აგრძელებენ ზომაში ზრდას.
      რათქმაუნდა ჰისტერორეზექტოსკოპიით მხოლოდ კვანძის ამოკვეთა დამზოგველი ოპერაციაა ჰისტერექტომიასთან შედარებით. მაგრამ მკურნალობის მეთოდის არჩევისთვის საჭიროა კონკრეტულ შემთხვევის დეტალური გამოკვლევა(განისაზღვროს ზუსტად განისაზღვროს კვანძების ადგილმდებარეობა ანუ კვანძების განლაგების რომელი ტიპია 0,I თუ II, შესაძლებელია თუ არა კვანძების ამოკვეთა სრულად, არის თუ არა თანმხლებითი დაავადება, რა სურს პაციენტს, რა ინტენსივობით პროგრესირებს დაავადება და ა.შ.).
      ყველა ამ საკითხის გასავლელათ შეგიძლიათ მობრძანდეთ საკონსულტაციოთ და შევარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის მეთოდი, სქემა.

  76. gamarjobat.makjvs ginekologiuri gamokvleva hatarebuli.sashvilosno depormulikonturebit,gadaxrili marcxniv,fibromatozuli,shereuli e kogenobis,miometriumi araertgvarovani.miometriumis ekostruktura sashvalomarcvlovani .pudzestan isaxeba endometriuli heterotopia zomit 20mm.ukana kedelshi isaxeba ksovilovani shenebis, araertgvarovani strukturis subserozulintersticiuli 2 kvandzi sashvalo zomit 18mm. endometriumis siske 8mm.araertgvarovani.grus kveda mesamedshi aginishneba momatebuliekogenobis ubnebi zomit7mm.9mm.polipozi.daerteulitrabekularuli xazovani hanartebi.makvs agretve histerosalpinogograpia hatarebuli.daskvna asetia gamavali falopis milebi mcire menjis grus shexorcebiti procesi. sashvilosnos grus polipozi genitaluri endometriozi. da operacia hatarebuli kargi pasuxit. var 46 cli. mirhies bavshvis gahena .msurs tkveni rheva .madlobt

  77. gamarjobat,sashvilosnos shesasvlelshi maqvs ragac didi kvandzivit,seqsis drosac mawuxebs,maqvs didi raodenobit gamonadeni,daaxloebit 1 wlis win shardvis problema mqonda chemit ver vshardavdi da eqimma kateteri chamidga,gamomiweres wamlebi cota shegavati momca magram kargad mainc veR var,Exlac xshiRaD maqVS SHArDIs PrOblema,xan kide shards ver vikaveb,agretve maqvs didi raodenobit gamonadenic,mainteresebs ra sheidzleba mchirdes da sashishia tu ara

  78. სუფზეროზული კვანზი საშვილოსნოს გარეთ მაქვს 2 ცალი, ერტი მაღლა ერთი დაბლა 2,5 და 1.5 სანტიმეტრი არ მყავს შვილი გავთხოვიდი 3 თვეა.შეუშლის ხელს ორსულობას ასაკი 43 წელი,საშვილოსნოს ღრუ დეფორმირებულია .ამოსაკვეთია სასწრაფო?

  79. gaciebis gamo hemiwyda orsuloba 2 tvis eqimis metvalyureobit muceli moihala medikamentit exla sahvilosna gamovida garet es mdgomareoba saoperacioa?

  80. var 8 kviris orsuli.exoze agmochnda rom marjvena sakvercxeshi makvs folikuluri kista zomis85mm.rogor unda movikce?gaiwoveba tu ara?

  81. gamarjoba, var 29 kvitis orsuli am kviraze agmomachnda sashvilosnos wina kedelze intramurul-subserozul miomatozuri kvandzi zomit 34X12mm, mainteresebs ramdenad shesadzlebelia rom es kvandzi gacheniliyo tve nxevarshi radgan wina exoskopiaze msgavsi araperi chanda,tu sheushlis es xels bavshvis ganvitarebas da mshobiarobas?shesadzlebelia man moiklos zomebshi mshobiarobis shemdeg?xolo tu ar moiklo xom ar iqneba xelis shemshleli shemdegi orsulobistvis? gtxovt mipasuxot,didi madloba winaswar

  82. gamarjoba, var 29 kvitis orsuli am kviraze agmomachnda sashvilosnos wina kedelze intramurul-subserozul miomatozuri kvandzi zomit 34X12mm, mainteresebs ramdenad shesadzlebelia rom es kvandzi gacheniliyo tve nxevarshi radgan wina exoskopiaze msgavsi araperi chanda,tu sheushlis es xels bavshvis ganvitarebas da mshobiarobas?shesadzlebelia man moiklos zomebshi mshobiarobis shemdeg?xolo tu ar moiklo xom ar iqneba xelis shemshleli shemdegi orsulobistvis? gtxovt mipasuxot,didi madloba winaswar

  83. dzalian didi madloba

    • mogesalmebit, pirvel rigshi dzalian didi madloba rom arsebobt da sashualebas gvadzlevt kitxva dagisvat.var 27wlis, 6tvis win shemtxvevit agmomachnda ezoskopiur gamokvlevashi rom maqvs sashvilosnos ukana kedelshi fibromatozis kera 1sm.marjvena kedelze subserozuli miomis kvandzi 9x 10 sm-ze fexis sisqe 2.5sm.yeli 2.5sm.kvandzis struqtura ertgvarovani.endrometriumi; sisqe 9mm.vici rom kvandzi sachireoebs amokvetas, magram minda gkitxot rcheva, vapireb daqorwinebas da xom ar shemiqmnis problemas orsulobisas, jobs manamde amovikveto tu sakeisro kvetis drosac aris shesadzlebeli amokveta,dzalian meshinia operacia da meore varianti mirchevnia tu ari shemiqmnis problemas

  84. gamarjoba batono shota. var 41 clis,,maqvs subserozuli da submukozuri kvanzebi,shesabamisad zomit 34mm da 27 mm. struqtura ormxrivad sustad folikuluri, marcxena sakvercxis kista 58 diametri. vigeb regividons, zalian gtxovt mitxrat ramdenad sashishia da operaciis gareshe tu sheizleba, mkurnalobas tu eqvemdebareba,didi madloba

  85. gamarjobat, sakeisro kvetis vimshoviare bavshvi erti wlis myavs ukve daaxloebit 30 kilo movimate da muclis zrda maqvs sashinlad.9 tvis pexmdzime amaze bevrad patara muceli mqonda .gtxovt mitxrat sheidzleba es gamoiwvios sashvilosnos miomam? cikli ar amrevia tumca tkivilebi maqvs muclis areshi ,aseve kani mucelze damiskda daa wva maqvs.

  86. გამარჯობათ! მადლობელი დაგრჩებით თუ 2 სიტყვით მაინც ამიხსნით..დღეს ვიყავი ექიმთან და მან მითხრა რომ მაქვს ფეხზე მდგომი თუ რაგაც მსგავსი უკვე ვეგარ ვიგებდი ისე ვნერვიულობდი მიომა, ძალიან მეშინი ვარ 25 წლის და რა ვიცი რა ვქნა, ვის მივმართო და კიდევ მან მკთხა თუ როგორ ვარ წვრილ ნაწლავთან არაფერი მაწუხებს ესეც სრულიად შემთხვევით მივედი და ეს აღმომაჩნდა…

  87. Gamarjobat gtxovt mipasuxot maqvs 7sm fibromioma subserozuli vapireb operacias mainteresebs 7sm -s laparaskopiit gaaketebine tu vera?.. gtxovt mipasuxot

  88. gamarjobat batono shota,ramdenime tvis cin mqonda gaxangrzlivebuli menstruacia,daaxloebit 8dge,gadavige exoskopia da diagnozi iyo,6santimetramde kista da fibro miomuri kvanzebi, mitxres ro gameketebia operacia,me davelode meore menstruaciis mosvlas da gadagebis shemdeg kista agar mqonda ,mosacesrigeblad eqimma 3 tve daminishna rigevidoni,metnaklebat menstruacis momicesrigda,gavikete paptesti da pasuxi asetia,intraepiteluri dazianeba an avtvisebiani procesi ar aginishneba, maqvs antebiti procesi sashvilosnos yelze da erozia ,qutaishi eqimma mitxra antebiti procesis mkurnalobis shemdeg ,gamiketebs cylulis moyinvas da am kvancebs vakontrolebtto, samtredishi ki hemi ginekologi meubneba aucileblad unda gaiketo operacia radgan es sheizleba 6tveshi kibod gadaiqceso, zalian gtxovt dabneuli var ,erti meubneba sashishi araferia,meore sxvas,,bolo exoskopiis pasuxi asetia endometriumi 8mm,gru tavisupali,m-eqo deformirebulia,sashvilosnos yeli 34-38,endocereixsis sisqe 3.cervikaluri depormaciis gareshe,marjvena sakvercxe 29-17-30,marcxena24-20-29,duglasi tavisufali.sashvilosnos tanis mravalkvanzovani mioma,ukana kedelze subserozuli kvanzi40-39zomismarcxniv zrdit,me2 re kvanzi 34-32mm,marjvnivintramelarurad,me3me 21-21mm zomis.instrtilaruli kvanzi icvevs endometriumis nacilobriv deformacias, da erti kitva kidev ,sashvilosnos yeli mkunnalobis shmdag ,tu operacias gaviketeb sheizleba yeli sheminarhundes, hemi ginekologi meubneba kvelaferi unda amoihraso, gamokvlevis centrshi ,qutaisshi, (klinika fera-shi 0 ki mkurnalobas minishnaven, zalian gtxovvt momaqciopt yuradgebaa,did madlobas gixdit cinascar da bodishs zalian didi cerili gamomivida, kargad brzandebodet

    • გამარჯობათ. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და დაავადების მკურნალობის სწორი ტაქტიკის ასარჩევად საჭიროა დამატებითი ანამნეზის(ინფორმაციის) შეგროვება, გასინჯვა შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები. მობრძანდით საკონსულტაციოდ და თან იქონიეთ ყველა უკვე ჩატარებული გამოკვლევის პასუხები. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ “კონტაქტის” გვერდზე.

  89. yuradgebistvis didi madloba,aucileblad hamoval tqventann

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers

%d bloggers like this: