%(count)s კომენტარი

– შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა

  შარდის დაძაბვითი (სტრესული) შეუკავებლობის დაავადების დროს ქალებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს მათ შორის სუბურეთრალურ სლინგურ ოპერაციებს: პროლენის თავისუფალი მარყუჟის სუბურეტრალური იმპლანტაცია (TVT, TVT-Obturator, TVT-Secur, Mini-sling.) ან აპონევროზის ნაჭერის მარყუჟის სუბურეტრალური ტრანსპლანტაცია. ოპერაციის პირველსაწყისი მიზანია მობილური ურეთრის (მოძრავი შადსადენის) წინ შექმნას წინაღობა “ჰამაკის”ტიპის, რომლის მეშვეობით ურეთრის სანათური პერიოდულად იხშობა და მასთან ერთად უჩინარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ეპიზოდებიც. ოპერაცია ხასიათდება მაღალი დადებითი სამკურნალო ეფექტით. ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა მიმდინარეობს საშოს წინა კედლის დაწევის პარალელურად ერთდროულად შესაძლებელია განხორციელდეს საშოს წინა კედლის კოლპორაფია: ფასციალური დეფექტის კორექცია პროლენის ბადის იმპლანტაციით  –  Prolift Anterior Kit.
უკანასკნელი წლების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა და გაანალიზდა პროლენის მარყუჟის, პროლენის ბადის იმპლანტაციის ოპერაციის შემდგომი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები (საშოს, შარდის ბუშტის ან ურეთრის ეროზია, ექსპოზიცია და ექსტრუზია, დისპანეურია). ვინაიდან 4.6~10.7% დამახასიათებელია რეოპერაცია  პროლენის ბადის იმპლანტაცია მიზანშეწონილია მხოლოდ დაავადების რეციდივის შემთხვიში, მაღალი რისკის პაციენტებში ინფორმირებული თანხმობით ოპერაციის სარგებელის და პოტენციალური რისკის გათვალისწინებით.

vh1  გინეკოლოგის პრაქტიკაში უმეტეს წილად გვხდება ნამშობიარები პაციენტთა კონტიგენტი ვისთვისაც შარდის სტრესული/დაძაბვითი შეუკავებლობის ჩივილები დაკავშირებულია ურეთროვეზიკალური შენაერთის ჰიპერმობილურობასთან, იშვიათად იზოლირებულად მოძრავ შარდსადინართან (ურეთროცელესთან) და ხშირად საშოს წინა კედლის დაწევასთან (ცისტოურეთროცელესთან). აღნიშნული დაავადების განვითარება უმეტეს წილად გამოწვეულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ტრაპეციისმაგვარი ფასციის ფურცლის სხვადასხვა სახის სიმძიმის დეფექტთან: პარავაგინალური, განივი, დისტალური, ცენტრალური, კომბინირებული. შარდის სტრესული შეუკავლებლობის სიმპტომებით და ცისტოურეტროცელით დაავადებულ პაციენტთა შორის უმეტეს შემთხვევაში დამახასიათებელია კომბინირებული სახის წარმოშობილი ფასციალური დეფექტი, რომელთაგანაც დაახლოებით 95% აღენიშნება პარავაგინალურიც.
შარდის დაძაბვითი შეუკავლებლობის ქირურგიული მკურნალობა ურეთროცელეს, ცისტოურეთროცელეს/ცისტოცელეს კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევებში მოიაზრება მშობლიური ბუნებრივი ქსოვილების დახმარებით მცირეინვაზიური უროგინეკოლოგიური ოპერაცია: საშოს წინა კედლის კოლპორაფია/პლასტიკა მოდიფიკაციით ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით, რომელიც გულისხმობს მობილური შარდსადენის და დაწეული შარდის ბუშტის შორის ურეთრო-ვეზიკალური კუთხის შექმნას, აწევას და ფიქსაციას: ბოქვენ-ურეთრის იოგების სუბურეთრალური პლიკაცია ან ვაგინალური ბოქვენისუკანა ურეთროპექსია. ერთდროულად მიზანშეწონილია შარდსასქესო დიაფრაგმის ქსოვილების ცენტრალური ფასციალური დეფექტის კორექცია პლიკაციით და პარავაგინალური დეფექტის შევსება მენჯის ფასციის ფურცლის ლატერალური კუთხეებით თაღისებრივ მყესებზე (თეთრ ხაზზე) ფიქსირებით, პარავაგინალური კოლპოპექსიით. ოპერაციის შედეგად ვიღებთ ურეთრის, შარდის ბუშტის და საშოს ბუნებრივ ანატომიურ პოზიციებზე დაბრუნებას და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.
შარდის დაძაბვითი შეუკავიბლობის შემთხვევაში პარავაგინალური დეფექტის რეკონსტრუქციული ოპერაცია ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსია შესაძლებელია განხორციელდეს ვაგინალური ან აბდომინალური მიდგომით (ლაპაროტომიით, ლაპაროსკოპიით). აღსანიშნავია რომ, საშოსმხრივი /ვაგინალური მიდგომა ყველაზე მცირეინვაზიური ოპერაციული ჩარევაა სხვა მიდგომებთან შედარებით, რომელიც ხასიათდება მცირე ოპერაციული ტრავმით, მინიმალური გართულებით, სწრაფი რეაბილიტაციით და დადებითი მკურნალობის შედეგით.
 შარდის სტრესული შეუკავებლობა ურეთროცელეს/ცისტოცელეს მიზეზით ქირურგიული მკურნალობის საუკეთესო ვარიანტია საშოს წინა კედლის კოლპორაფიის მოდიფიკაცია ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსია: სუბურეტრალური იოგების პლიკაციით, ცენტრალური/ლატერალური ფასციალური დეფექტის კორექციით, პარავაგინალური კოლპოპექსიით და იგი წარმოადგენს მცერე მოცულობითი ხასიათის დამოუკიდებელ ოპერაციას.
 შარდის სტრესული შეუკავებლობა სხვა სახის პროლაფსის არსებობისას (არასრულფასოვანი შორისი, მენჯის კუნთების ძველი ტრავმა, პერინეოცელე) აღნიშნული ქირურგიული ჩარევის შედეგი მყარდება შორისის და საშოს უკანა კედლის კოლპოპერინეორაფიით:  პრერექტალური გაშრევებული ფასციალური დეფექტის დახურვით, ლევატოროპლიკაციით, კოლპოპლასტიკით, პერინეოპლასტიკით.
 შარდის სტრესული შეუკავებლობის და აპიკალური პროლაფსის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქირურგიული ჩარევის დადებითი შედეგი მკვეთრად მყარდება საშოს პროქსიმალური ნაწილის ვაგინალური კოლპოპექსიით ან კულდოპლასტიკით.
 მენჯის ორგანოების პროლაფსის მძიმე ხარისხის შემთხვევაში ვაგინალური მიდგომით წინა კოლპორაფია ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით წარმოადგენს მხოლოდ დიდი მოცულობითი ხასიათის ქირურგიული ჩარევის აუცილებელ ერთ მცირე ნაწილს მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციების  წარმოებისას.
მიზანშეწონილი არ არის მხალოდ ქირურგიული ჩარევა შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მიზეზით იზოლირებულად მხოლოდ შარდსადინარზე ან საშოს ერთ სეგმენტზე, თუ პაციენტს ერთდროულად აღენიშნება უსიმპტომოდ მიმდინარე მენჯის ორგანოების კომბინირებული სხვა სეგმენტის მცირე დეფექტი. მხოლოდ ურეთროპექსია ან საშოს წინა კედლის კორექცია ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით იწვევს საპირისპირო საშოს სეგმენტის დაწევის პროვოცირებას, რომელიც ვლინდება ვიზუალურად ოპერაციის დამთავრებისთანავე. შეზღუდული ოპერაციული ჩარევა აქვეითებს ოპერაციის დადებით შედეგს და იზრდება დაავადების რეციდივის პოტენციური რისკი. აღნიშნული სახის დაავადების კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიის გარდა სხვა სეგმენტის ერთმომენტალურ ქირურგიულ ზომიერ კორექციას, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მენჯის ორგანოებზე ფართო რეკონსტრუქციულ ოპერაციულ ჩარევას.
 მიზანშეწონილად შერჩეული და საგულდაგულოდ ნაწარმოები მცირეინვაზიური რეკონსტრუქციული ოპერაცია -საშოს წინა კედლის კოლპორაფია მოდიფიკაციით პარავაგინალური ურეთრო/ცისტო/კოლპოპექსიით იძლევა უმეტეს შემთხვევაში შარდის დაძაბვითი შეუკავლებობის გამოსწორების შესაძლებლობას.

Advertisements

One comment on “– შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა

  1. სად კეთდება პროლენის თავისუფალი მარყუჟის იმპლანტაცია და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: