დატოვე კომენტარი

ორსულობა და მშობიარობა 35 წლის ასაკის ზემოთ

რატომ ამახვილებენ ყურადღებას ექიმები ქალის გვიან ასაკში დაორსულებაზე?
35 წლის ზემოთ ქალის დაორსულება პრობლემას წარმოადგენს და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რომელთა განვითარებამაც შეიძლება ავნოს დედის ორგანიზმს, ზოგიერთ შემთხვევაში ხელიც კი შეუშალოს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში მის ნორმალურ განვითარებას.

რა კავშირშია ქალის ასაკი მის ფერტილობასთან?
ქალის ფერტილობა იწყებს შემცირებას 32 წლის ასაკიდან ხოლო მკვეთრად მცირდება 37 წლის ასაკში. ქალის დაორსულებას შეიძლება ხელი შეუშალოს სხვადასხვა დაავადებამ, რომლებიც თავს იჩენს ასაკის მატებასთან ერთად. ეს შეიძლება იყოს: ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადება (საშვილოსნოს მიომა) და სხვა…

რა გართულებებია მოსალოდნელი გვიანი ორსულობის დროს?
ორსულობისთვის განწყობილ ხანდაზმულ ქალებს უფრო ხშირად აქვთ უკვე ჩამოყალიბებული რომელიმე დაავადება, ვიდრე ახალგაზრდებს. მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია უფრო ხშირად გვხვდება წლოვანების მატებასთან ერთად, რომელიც ორსულობის დროს ხელს უწყობს პრეეკლამფსიის და ეკლამფსიის განვითარებას. აგრეთვე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ორსულთა დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი.

როგორ მოქმედებს მაღალი არტერიული წნევა ორსულობაზე?
მაღალი არტერიული წნევა საფრთხეს უქმნის ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ნორმალურ განვითარებას და აგრეთვე ხელს უშლის პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ შეიძლება დიაბეტმა იმოქმედოს ორსულობაზე?
თუ ორსულს აქვს დიაბეტი, ალბათობა იმისა რომ ნაყოფი დაიბადება თანდაყოლილი ანომალიებით დიდია. დიაბეტმა ორსულობისას შესაძლებელია ხელი შეუწყოს დედის არტერიული წნევის მომატებას, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას, მაკროსომიას და ა.შ.

ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თუ არა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი?
ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების (დეფექტების) რისკი არც ისე მაღალია. მაგრამ მაღალია რისკი იმისა რომ ხანდაზმულ ასაკში განვითარებული ორსულობისას მოხდეს სხვადასხვა ქრომოსომული განვითარების დარღვევა და ნაყოფი დაიბადოს თანდაყოლილი გენეტიკური ანომალიით.

იზრდება თუ არა ასაკთან ერთად მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების ალბათობა?
ასაკში მყოფ ქალებში უფრო მეტად ვხვდებით მრავალნაყოფიან ორსულობას, ვიდრე ახალგაზრდებში. ამასთანავე უშვილობის მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს თან ახლავს მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების ალბათობა.

რა რისკებთან არის დაკავშირებული მრავალნაყოფიანი ორსულობა?
მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს რისკი იმისა რომ დაიწყოს ნაადრევი მშობიარობა, განვითარდეს პრეეკლამფსია, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომი, გესტაციური დიაბეტის რისკი უფრო მაღალია ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობის დროს.

რა გართულებებია მოსალოდნელი ასაკში მყოფი ქალის მშობიარობისას?
35 წლის და მეტი ასაკის ქალის ორსულობისას იმატებს ნაადრევი მშობიარობის პოტენციური რისკი. შესაძლებელია ახალშობილს ჰქონდეს მოკლე ან ხანგრძლივად მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემა. ამ ასაკის ქალებში შედარებით მაღალია მშობიარობის დამთავრება საკეისრო კვეთით, რათა თავიდან მოხდეს იმ გართულებების თავიდან აცილება რომელიც შესაძლოა განვითარდეს მშობიარობის პროცესში. საკეისრო კვეთა კი ამ რისკებს ამცირებს, თუმცა საკეისრო კვეთასაც აქვს თავის მხრივ შესაძლო გართულებები.

როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ჯანმრთელი ბავშვის (ნაყოფის) დაბადებას?

  • დაორსულებისთანავე საჭიროა მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
  • საჭიროა დიეტის დაცვა და ჯანსაღი კვება.
  • რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა, თუმცა არა იმ რაოდენობით რომ ორსულობას საფრთხე დაემუქროს ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვის გამო.
  • ჭარბი წონის შემთხვევაში საჭიროა დიეტის დაცვა და წონაში დაკლება.
  • აკრძალეთ თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი ან სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

რა შეიძლება გააკეთოს ორსულმა ქალმა იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას?
ყველაზე მნიშვნელოვანია მკურნალი მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციების დაცვა და მუდმივად მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. ყველა ვიზიტზე იმ საკითხებისა თუ პრობლემების განხილვა რომელიც აწუხებს ან აინტერესებს ორსულს, ექიმის მიერ ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება ზეპირსიტყვიერი გამოკითხვითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების ჩატარება და სხვა….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: