3 Comments

ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკების შემცირება

რა არის ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია (დეფექტი)?
ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია ვლინდება დაბადებისას და ფასდება თუ როგორ გამოიყურება ბავშვი ფიზიკურად, ერთდროლად როგორ ფუნქცნიონირებს ბავშვის ორგანიზმის ორგანოები. ცნობილია 4000-ზე მეტი ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია, მსუბუქიდან დაწყებული ახალშობილის სიცოცხლისთვის შეუთავსებელით დასრულებული.
ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალია ჩანს ბავშვის დაბადებისთანავე (მაგალითად დამატებითი თითები კიდურებზე), ხოლო ზოგიერთი ანომალიის/დეფექტის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სპეციალური გამოკვლევის ჩატარება. მაგალითად როგორიც არის სმენის დაქვეითება ან სიყრუე. ზოგიერთი დეფექტი სიცოცხლის მოგვიანებით პერიოდში ვლინდება.

რა იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებს?
ზოგიერთის გამოწვევის მიზეზი დევს გენების და ქრომოსომების მუტაციებში. მათგან ზოგიერთი შესაძლებელია ნაყოფს გადაეცეს მემკვიდრეობით მშობლებისგან.
თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს ნაყოფზე სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედება როგორიცაა მედიკამენტები, ქიმიური ნივთიერებები და ინფექციები. ნაყოფის ანომალიის გამოვლენა დამოკიდებულია თუ რომელ რეაგენტთან ქონდა შეხება დედას და ნაყოფს, ორსულობის რომელ ვადაზე რა დროის ხანგრძლივობით. ზოგჯერ რამოდენიმე ცალკეულად უვნებელი ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალია. მრავალი დეფექტის წარმოშობის მიზეზი კი უცნობია.

რომელი ქალები შედიან რისკ ჯგუფში რომელთა შვილი შესაძლებელია დაიბადოს თანდაყოლილი ანომალიით?

  • 35 წლის ან მეტი ასაკის ქალები.
  • აქვთ ოჯახში ან პირადად ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის შემთხვევა.
  • წინა ბავშვი დაბადებულია თანდაყოლილი დეფექტით.
  • ორსულობის პერიოდში იღებდნენ მედიკამენტებს რომლებსაც შეუძლიათ ნაყოფის ანომალიის განვითარება.
  • აქვთ დიაბეტი.
  • იღებენ ნარკოტიკს ან ალკოჰოლს, მოიხმარენ თამბაქოს.

თუ წყვილის ოჯახის წევრებს ან თვითონ მშობლებს აქვთ რომელიმე თანდაყოლილი ანომალია, დაორსულებამდე რეკომენდებულია ექიმ გენეტიკოსთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. თუმცაღა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი როდესაც წყვილის ანამნეზში არანაირი დეფექტი არ გვხვდება.

შეუძლიათ თუ არა მედიკამენტებს ან ვიტამინებს იმოქმედოს ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიების წარმოშობაზე?
ფოლიუმის მჟავა (B ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა) შეიძლება დაიცვას ნაყოფი ნერვული ღეროს ანომალიისაგან. ეფექტურობისათვის საჭიროა რომ ქალმა ფოლიუმის მჟავა მიიღოს ორსულობამდე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. საპირისპიროდ მიღებულმა A ვიტამინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიძვიოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია/დეფექტი.
არსებობს მრავალი მედიკამენტი რომელიც ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფზე. განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ანომალიის პრევენციის მიზნით ნებისმიერი წამლის მიღება წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მკურნალ ექიმთან.

არის თუ არა კავშირში ქალის ჭარბი წონა ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან?
ზოგიერთ შემთხვევაში ქალის ჭარბმა წონამ შეიძლება გაზარდოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი. ჭარბ წონაში იგულისხმება როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 30 ან მეტი. ამ შემთხვევაში იზრდება ნერვული სისტემის, გულისა და მუცლის წინა კედლის ანომალიების განვითარების რისკი. ჭარბი წონა ხელს უშლის ანომალიების ულტრაბგერით დიაგნოსტიკას, იგი აგრეთვე რიგი დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორია, როგორიცაა მაგალითად ორსულთა დიაბეტი, პრეეკლამფსია და ინფექციები.

%d0%b1%d0%b5%d0%b7-%d0%bd%d0%b0%d0%b7%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f

რა ზეგავლენა აქვს თამბაქოს მოწევას ორსულობაზე და ნაყოფზე?
თამბაქოს კვამლი შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერებებს, ნიკოტინს რომელიც ტოქსიურია და უარყოფითად მოქმედებს ორსულის, დედის ფილტვებზე. თამბაქოს კვამლი იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს პლაცენტაში, იოლად ლახავს ფეტოპლაცენტარულ ბარიერს და გადადის ნაყოფთან. იგი ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე და ორსულობა შეიძლება გართულდეს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომით, ნაადრევი მშობიარობით, ნაყოფის პერინატალური სიკვდილით, მკვდრადშობადობით.

რა ზეგავლენა აქვს მარიხუანას მოწევას ორსულობაზე, ნაყოფზე და ლაქტაციაზე?
მარიხუანა ფსიხოაქტიური თვისებებით ხასიათდება. კვამლი შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს რომელიც ტოქსიურია და უარყოფითად მოქმედებს დედის ფილტვებზე, იოლად ლახავს ფეტოპლაცენტარულ ბარიერს და გადადის ნაყოფთან. ორსულობა შესაძლებელია გართულდეს მცირე მასის ახალშობილის დაბადებით ან ნაადრევი მშობიარობით. მარიხუანამ შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა გამოიწვიოს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებაზე. იგი გადადის რძეში და არ არის რეკომენდირებული მარიხუანას მოწევა ლაქტაციის პერიოდში.

თუ ქალი არის ავად და აპირებს დაორსულებას, როგორ შეიძლება შეამციროს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი?
დაორსულებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია და უკვე არსებული დაავადების მკურნალობის მეთოდის განხილვა. შესაძლებელია თუ არა რომ მკურნალობის მეთოდმა მომავალში ავნოს ნაყოფს. აუცილებელია თუ არა ორსულობამდე დანიშნული მედიკამენტების შეცვლა, კვების რეჟიმის, დიეტის დაცვა და ორსულობამდე არსებული ყველა სამედიცინო პრობლემის მკაცრ კონტროლზე აყვანა. მაგალითად დიაბედით დაავადებულიმა პაციენტებმა უფრო მეტი ყურადღებით უნდა აკონტროლონ სადღეღამისო გლუკოზის დონე სისხლში.

შესაძლებელია თუ არა რომ ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები?
ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს ნაყოფის გონებრივი ჩამორჩენისა და სხვა თანდაყოლილი დეფექტების ძირითადი მიზეზია. ყველაზე ხშირად კი ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს (დისმორფია). ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ მცირე რაოდენობით ორსულმა ქალმა შესაძლებელია მიიღოს ალკოჰოლი. ექიმები ურჩევენ ქალს თავი შეიკავოს ორსულობის და ლაქტაციის მთელ პერიოდში ალკოჰოლის მიღებისაგან.

რა ანომალიებს იწვევს ნარკოტიკების მოხმარება?
ზოგიერთი ნარკოტიკი იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას, ხოლო სხვა თავის ტვინის დაზიანებას და ხანგრძლივი ემოციური განწღობის ფსიქიკურ ცვლილებებს ან სხვა პრობლემებს რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირებასთან. ნარკოტიკის მრავალჯერადი მოხმარება ზრდის ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს.

რომელ ინფექციებს შეუძლია გაზარდოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი?
წითურა ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის სიყრუეს, გონებრივ ჩამორჩენას, გულის მანკებს და სიბრმავეს. წითურის პროფილაქტიკისთვის ტარდება ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინაცია ორსულობის დროს წინააღმდეგჩვენებაა. ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა რომლის გამომწვევიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული საკვების მიღებით ან ცხოველებთან კონტაქტით, განსაკუთრებით კატასთან. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სმენის ან მხედველობის დაქვეითება და გონებრივი განვითარების შეფერხება. ტოქსოპლაზმოზისაგან თავის დასაცავად საჭიროა მიღებული საკვების კარგად გასუფთავება და თერმული დამუშავება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევენ ნაყოფის მძიმე თანდაყოლილ ანომალიებს. მაგალითად სიფილისი ან მწვავე ჰერპესი იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს, სიბრმავეს და ნაყოფის სიკვდილს. ციტომეგალოვირუსი ახალშობილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. იგი არ იწვევს მნიშვნელოვან გართულებებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ახალშობილის გონებრივი ჩამორჩენის, სმენისა და მხედველობის დაკარგვის მიზეზი.

შესაძლებელია თუ არა ორსული ქალის საცხოვრებელი ან სამუშაო გარემო გახდეს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მიზეზი?
ტოქსიური ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად როგორიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი ან რადიაქტიური გამოსხივება იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს. ორსულს შეიძლება ამ ნივთიერებებთან ჰქონდეს შეხება სამსახურში ან თუნდაც სახლში. ზოგიერთ ტოქსიურ ნივთიერებას შეიძლება შეიცავდეს საკვები პროდუქტები. თუმცა ყველა ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერება ცნობილია, მათთან კონტაქტის კონტროლი და თავის დაცვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე.

არსებობს თუ არა სკრინინგის საშუალება, ტესტები რომლებიც საშუალებას გამოვავლინოთ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები?
არსებობს გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი, სკრინინგ ტესტები იმის დასადგენად თუ როგორ ვითარდება ნაყოფი. თუმცა ეს ცალკე განხილვის თემას წარმოადგენს.

Advertisements

3 comments on “ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკების შემცირება

  1. gamarjobat.maintereseebs 16 kviris nayofs maqsimum ra zomis cxviris dzvali unda qondees?

  2. გამარჯობათ რა მაინტერესებს დაორსულების პერიოდში ანტიბიოტიკი აუგმენტმინის დალევამ რა ზიანი შეიდზლება მიაყენოს ნაყოფს მადლობა წისწარ პასუხისტვის და გთხოვთ ტუ შეგიძლიათ რო მიპასუხოთ ცოტტა ადრე. ბოდიში

  3. gamarjobat.38kviris orsuli var 5dgis cin damemarta chutkvavila, 1tebervals bolo vadaa,bavsi ramdenad jamteli daibadeba?an sakeisro kvet tu aris rekomendirebuli am dross da tu acilebs sakeisro cvils daimpicirebis sans?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: