დატოვე კომენტარი

სისხლის არტერიული წნევის მომატება და პრეეკლამფსია ორსულობის დროს

რა არის ჰიპერტენზია?
სისხლძარღვების კედლები შეიცავს კუნთოვან შრეს. როდესაც სისხლის არტერიული წნევა ნორმალურია სისხლძარღვების კედლები მოდუნებული და პერიფერიული არტერიები (არტერიოლები) გაფართოვებული, შედეგად სისხლს შეუძლია მათში თავისუფლად მოძრაობა. რიგი მიზეზების გამო თავის ტვინში გაგზავნილი სიგნალი წნევის მომატების შესახებ, შედეგად იძლევა სისხლძარღვების კუნთოვანი შრის შეკუმშვის ‘ბრძანებას’ – პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვებას. შესაბამისად  სისხლს უკვე უჭირს არტერიოლებში თავისუფალი მოძრაობა. პერიფერიულ სისხლძარღვებში გაზრდილი წნევა ავტომატურად ზრდის წნევას უფრო მსხვილ არტერიებში, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მომატებას. მაღალ არტერიული წნევას ჰიპერტენზიას უწოდებენ.

როგორ მოქმედებს სისხლის მაღალი არტერიული წნევა ორსულობაზე?
არტერიული წნევის მომატებისას პლაცენტის სისხლძარღვებში ნაკლები სისხლი მიედინება. ნაყოფი შედარებით ნაკლებ ჯანგბადს და საკვებ ნივთიერებებს იღებს ვიდრე სჭირდება. ეს თავის მხრივ ანელებს ნაყოფის ზრდის ტემპს.

რა არის ქრონიკული სისხლის მაღალი არტერიული წნევა?
როდესაც სისხლის მაღალი არტერიული წნევა პაციენტს აღენიშნება ორსულობამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ რომ მას აქვს ქრონიკული ან ესენციური ჰიპერტენზია. ეს მდგომარეობა რჩება ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგაც.

როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ ქრონიკული ჰიპერტენზია ორსულობის პერიოდში?
ორსულობის დროს ქრონიკული ჰიპერტენზია საფრთხეს უქმნის როგორც დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას, ორსულობის ნორმალურ განვითარებას. თუ ორსულობამდე ქალი იტარებდა მედიკამენტოზურ მკურნალობას, ორსულობის დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან დაზუსტდეს უსაფრთხოა თუ არა დანიშნული მედიკამენტები ნაყოფისათვის. ხშირია შემთხვევები როდესაც ქალები თავს ანებებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ორსულობის პერიოდში, რადგან მათი არტერიული წნევა უბრუნდება ნორმის ფარგლებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ორსულობის დროსაც გრძელდება ჰიპერტენზია და საჭიროა მედიკამენტოზური თერაპიის გაგრძელება. ზოგჯერ საჭიროა სხვა მედიკამენტის შერჩევა რათა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.

მაქვს ქრონიკული ჰიპერტენზია. არსებობს თუ არა პირობები რომლის შესრულება დაორსულებამდე დამეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში?

  • შესაბამისი დიეტის დაცვა და ვარჯიში.
  • მედიკამენტოზური თერაპიის დანიშვნა მკურნალი ექიმის მიერ.
  • მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა მკურნალ ექიმთან ერთად, რომელიც ოპტიმალური იქნება ორსულობის პერიოდში.

რა არის ორსულთა (გესტაციური) ჰიპერტენზია?
თუ არტერიული ჰიპერტენზია პიველად დაფიქსირდა ორსულობის მეორე ნახევარში, მას შეიძლება ეწოდოს ორსულთა ჰიპერტენზია. ამ ტიპის ჰიპერტენზია ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ. საჭიროა ექიმთან ვიზიტების დროს არტერიული წნევის კონტროლი რათა ჰიპერტენზია დროულად იქნას დიაგნოსტირებული. თუ ორსულთა ჰიპერტებზიასთან ერთად ვითარდება სხვა სიმპტომებიც მას უკვე პრეეკლამფსია ეწოდება.

რა არის პრეეკლამფსია?
პრეეკლამფსია სერიოზული გართულებაა ორსულობის პერიოდში რომელშიც ჩათრეულია ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანო და ამიტომ მას ეწოდება პოლიორგანული დაავადება. მაგალითისათვის პრეეკლამფსია იწვევს პერიფერიული სისხლძარღვებში მიკროცირკულაციის დარღვევას და პათოლოგიურ პროცესებს თირკმელებში, რასაც მივყავართ არტერიული წნევის მატებასთან და შარდთან ერთად ცილის დაკარგვის პრობლემასთან. პრეეკლამფსიას ახასიათებს სხვა ნიშნებიც:

  • თავის ტკივილი.
  • მხედველობის პრობლემები.
  • წონის სწრაფი მატება.
  • ქვედა და ზედა კიდურების, სახის შეშუპება.

რა იწვევს პრეეკლამფსიას?
პრეეკლამფსიის გამოწვევის მიზეზი ორსულობისას უცნობია. თუმცა შესაძლებელია გამოვყოთ ქალების ის ჯგუფი რომლებიც არიან ამ დაავადების მაღალი რისკის მქონენი. პრეეკლამფსიის განვითარების რისკი მაღალია ქალებში რომლებიც:

  • პირველად არიან ორსულად.
  • ქონდათ პრეეკლამფსია წინა ორსულობის დროს.
  • ანამნეზში აღენიშნებათ ქრონიკული ჰიპერტენზია.
  • არიან 35 და მეტი წლის.
  • არიან ტყუპ ან მეტ ნაყოფზე ორსულად.
  • არიან ავად ზოგიერთი დაავადებით მაგალითად როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები.
  • არიან ჭარბწონიანები.
  • აქვთ იმუნური დაავადებები როგორიც არის წითელი მგლურა ან სისხლის დაავადებები.

რა ხდება როდესაც ქალს აქვს პრეეკლამფსია?
თუ ორსულს დაესვა პრეეკლამფსიის დიაგნოზი საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია რათა დედა და ბავშვი იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ნაადრევი მშობიარობა. როდესაც პრეეკლამფსია გადადის მძიმე ფორმაში, იწყება დედის სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება (ფუნქციის დარღვევა): თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი, გული, ფილტვები და თვალები. დაავადების უფრო დამძიმების შემთხვევაში ვიდარდება გულყრები. ამ მდგომარეობას ეკლამპსია ეწოდება.

როგორ მკურნალობენ პრეეკლამფსიას?
თუ განვითარდა პრეეკლამფსია, ერთადერთი რეალური მკურნალობა არის ორსულობის დასრულება მშობიარობით. მშობიარობა შეიძლება დაიწყოს თავისით ან შეიძლება აღიძრას ხელოვნურად. ზოგჯერ ორსულობის დამთავრება საჭიროა საკეისრო კვეთით. ორსულობის დამთავრების ვადა და მეთოდი დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, დაავადების სიმძიმეზე, აგრეთვე დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: