მეან-გინეკოლოგის ბლოგი

ინფორმაცია პაციენტთათვის



  • 1. საშვილოსნოს ფიბრომიომა საშვილოსნოს ექსტიპაცია ჭრილობის გარეშე.

    2. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსი ოპერაციები პროლიპროპილენის ბადის იმპლანტაციით.

    3. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა პროლიპროპილენის მარყუჟის იმპლანტაცია.

    4. გეგმიური საკეისრო კვეთა

    5. და სხვა.

  • Meta

- მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 11/02/2010

საშვილოსნოსა და საშოს დაწევისა ან გამოვარდნის(პროლაფსი) ყველაზე ეფექტური და რადიკალური მკურნალობის მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია. არსებობს 400-მდე ოპერაციის მეთოდი რომელთა 95% ისტორიული მნიშვნელობისაა და არაფეექტურია. დაავადების განვითარების სხვადასხვა დონეზე კეთდება სხვადასხვა სახის ოპერაცია. მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციების მოცულობასა და ოპერაციის მეთოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
45 წლის ასაკის ზევით ქალებში სასურველია გაკეთდეს საშვილოსნოს ექსტირპაცია(ამოკვეთა) საშოსმხრივი, ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული მიდგომით, ერთდროულად ტრანსვაგინალურად სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით ან MESH-ვაგინოპექსიით ან საკროვაგინოპექსიით. კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით.
რეპროდუქციულ და ხანდაზმულ ქალებში რეკომენდირებულია ორგანოს დამზოგავი ოპერაცია სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები – Gynecare Prolift anterior, posterior, total(Johnson & Johnson) გვაძლევს საშუალებას, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული უნიკალური ოპერაციები ვაწარმოოთ საშოსმხრივი გზით და არა მუცელკვეთით, ანუ ოპერაცია წარმოებს მაქსიმალური დაზოგვით, ტრანსვაგინალურად.
კვლევებით დადგენილია რომ მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები პროლენის ბადის იმპლანტაციის გარეშე 25-43%-ში იძლევა დაავადების რეციდივს.
ერთდროულად შესაძლებელია შარდვის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობა პროლენის თავისუფალი მარყუჟის მეშვეობით. ოპერაციის შემდეგ სრულად ხდება ცხოვრების ხარისხის აღდგენა.

საშვილოსნოსა და საშოს კედლების დაწევა/გამოვარდნის ქირურგიული მკურნალობის ახალი ტექნოლოგია – Gynecare Prolift Systems

კომპანია “ჯონსონ და ჯონსონმა” შექმნა და გააუმჯობესა მენჯის ფსკერის აღდგენის ტექნოლოგიები რბილი პროლენის ბადის იმპლანტაციით. რომლის ბოლოებიც ფიქსირდება მენჯის ძვლების სხვადასხვა მაფიქსირებელ ქსოვილებზე და დროთა განმავლობაში ხდება მისი ქსოვილებში შეზრდა და ფიქსირება. ეს ტექნოლოგია ფარდოდ გამოიყენება ევროპასა და ა.შ.შ.-ში. ოპერაცია წარმოებს ტრანსვაგინალურად(საშოსმხრივ) ამიტომ სხეულზე არ რჩება ოპერაციის კვალი.

პროლენის ბადე ხასიათდება:

  • ელასტიურობით – არ არღვევს მენჯის ფსკერის ანამოტიას.
  • რბილია – დაბალი ქსოვილოვანი აქტივობა.
  • მსუბუქია – იმპლანტირებული სხეულის რაოდენობა მინიმალურია.
  • ინტერლოკი – ორივე მიმართულებით გაწელვადია.
  • მაკროფორებიანი სტრუქტურა – შემაერთებელ ქსოვილთან კარგი შეთავსებადობა.
  • მონოფილამენტური – არ აკავებს ბაქტერიებს.

რა უპირატესობა აქვს GPS-ს ჩვეულებრივ პლასტიკურ ოპერაციებთან:

     

  • ნაკლები ტრავმატიზმი და სწრაფი რეაბილიტაცია.
  • მინიმალური რეციდივები.
  •  

Posted in გინეკოლოგია, ინტიმური ვაგინალური ქირურგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: , , , , | Leave a Comment »

- შარდის შეუკავებლობა ქალებში

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 11/02/2010

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა

ეს დაავადება უროგინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული პრობლემაა. სტატისტიკით შარდის შეუკავებლობა 40 წელს გადაცილებული ქალების 40%-ში გვხვდება. ქალისთვის ამ პრობლემის არსებობა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია და ამის გამო ბევრს ერიდება და არ მიდის ექიმთან საკონსულტაციოთ. უმეტეს შემთხვევაში თვითონ ექიმები არ ამახვილებენ ყურადღებას და არ უღრმავდებიან ამ საკითხს კონსულტაციის დროს.
შარდის შეუკავებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს გართულებული, სწრაფი ან გახანგრზლივებული, დიდი ნაყოფით მშობიარობა. სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციები(საშვილოსნოს ექსტირპაცია, ოპერაციები საშვილოსნოს დანამატების სიმსივნეების დროს), მშობიარობისას შორისის ტრავმა ან მისი შემდგომი მთლიანობის არასწორი აღდგენა, მძიმე ფიზიკური შრომა. საშოსა და საშვილოსნოს კედლების დაწევა.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: | Leave a Comment »

- შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 10/02/2010

ფაქტიურად ერთადერთი მეთოდი შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის სამკურნალოდ რჩება ქირურგიული მკურნალობა, სლინგური ოპერაციები – პროლენის თავისუფალი მარყუჟის იმპლანტაცია – TVT, TVT Obturator, TVT Secur, mini-sling. ერთდროულად შესაძლებელია გაკეთდეს საშოს პლასტიკა – კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით ან დამატებით პროლენის ბადის იმპლანტაცია – Prolift Anterior Kit. ვინაიდან შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა მიმდინარეობს საშოს კედლების დაწევის პარალელურად.
ოპერაცია კეთდება ადგილობრივი, პერიდულარული, სპინალური ან ზოგ შემთხვევაში ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში რომ პროლენის მარყუჟმა ურეტრა შეაკავოს თავის ანატომიურად ნორმალურ მდგომარეობაში.
ოპერაციიდან 1-2 დღეში შესაძლებელია სახლში გაწერა.

შარდის ურგენტულ შეუკავებლობის სამკურნალოდ მიჩნეულია კონსერვატიული მკურნალობა.

 

Posted in გინეკოლოგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | 1 Comment »

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.