ქალებს უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ უჩნდებათ ზიგიერთი ინტიმური პრობლემა, რომლებზეც ლაპარაკი ექიმებთანაც ერიდებათ. ახალგაზრდა დედები რომლებიც დარწმუნებულები არ არიან საკუთარ სექსუალურ სრულფასოვნებაში უვითარდებათ კომპლექსები რომლებიც შემდგომ პარტნიეროთა შორის განხეთქილების მიზეზია.
ესთეტიურ გინეკოლოგიაში ყველა ოპერაცია შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
1. ფუნქციონალური მნიშვნელობის მქონე ოპერაციები. რომელიც სრულდება დაქვეითებული ან დაკარგული ფუნქციის აღსადგენად. მშობიარობის შემდეგ შორის გადაჭიმვისა და ჩახევის გამო შორისის შესავალი იზრდება და ვითარდება საშოს კედლების დაწევა. ვინაიდან საშოს კედელი ესაზღვრება სხვა მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ შინაგან ორგანოებს, ამიტომ საშოს კედლების დაწევა აისახება მეზობელი ორგანოების ფუნქციონირებაზე – შარდის ბუშტის და სწორნაწლავის დისფუნქცია.
საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა ქირურგის მიერ გადაწყვეტილების მიღება რომელი მიდგომით აწარმოოს ოპერაცია – ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ექსტირპაცია).
ნებისმიერი მკურნალობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებით ქირურგიული, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფის უსაფრთხოვება და ეკონომიური ეფექტურობა. თანამედროვე ლიტერატურული წყაროები ამტკიცებენ აზრს რომ საშოსმხრივი ჰისტერექტომია არის ყველაზე უფრო უსაფრთხო და ეკონომიურად ეფექტური მეთოდი საშვილოსნოს ამოსაკვეთად.
მცირე მიომის არსებობა ენდომეტრიოზთან ან ენდომეტრიუმის ფონურ დაავადებებთან და საკვერცხის სიმსივნესთან ერთად.
ქირურგიული ოპერაციის მიდგომებია:
ლაპარატომიული.
მინი-ლაპარატომიული.
ლაპარასკოპიული.
საშოსმხრივი, ლაპარასკოპიული ასისტენციით.
საშოსმხრივი.
ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს მცირე გადიდების შემთხვევაში, უშვილობისას, შესაძლებელია მკურნალობა წარიმართოს ორგანოს დამზოგველი ოპერაცია – კონსერვატიული მიომექტომია(კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით). ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ზოგად გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. ოპერაციის შემდეგ ორსულობის დაგეგმარება შესაძლებელია 6 თვეში.
ქირურგიული მკურნალობა ისახავს მიზნათ საშვილოსნოს ამოკვეთას საშვილოსნოს ყელის გარეშე ან მასთან ერთად(თუ დაავადება გავრცელებულია საშვილოსნოს ყელზეც). Read the rest of this entry »
საშვილოსნოსა და საშოს დაწევისა ან გამოვარდნის(პროლაფსი)ყველაზე ეფექტური და რადიკალური მკურნალობის მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია. არსებობს 400-მდე ოპერაციის მეთოდი რომელთა 95% ისტორიული მნიშვნელობისაა და არაფეექტურია. დაავადების განვითარების სხვადასხვა დონეზე კეთდება სხვადასხვა სახის ოპერაცია. მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციების მოცულობასა და ოპერაციის მეთოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
45 წლის ასაკის ზევით ქალებში სასურველია გაკეთდეს საშვილოსნოს ექსტირპაცია(ამოკვეთა) საშოსმხრივი, ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული მიდგომით, ერთდროულად ტრანსვაგინალურად სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით ან MESH-ვაგინოპექსიით ან საკროვაგინოპექსიით. კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით.
რეპროდუქციულ და ხანდაზმულ ქალებში რეკომენდირებულია ორგანოს დამზოგავი ოპერაცია სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები – Gynecare Prolift anterior, posterior, total(Johnson & Johnson) გვაძლევს საშუალებას, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული უნიკალური ოპერაციები ვაწარმოოთ საშოსმხრივი გზით და არა მუცელკვეთით, ანუ ოპერაცია წარმოებს მაქსიმალური დაზოგვით, ტრანსვაგინალურად.
კვლევებით დადგენილია რომ მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები პროლენის ბადის იმპლანტაციის გარეშე 25-43%-ში იძლევა დაავადების რეციდივს.
ერთდროულად შესაძლებელია შარდვის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობა პროლენის თავისუფალი მარყუჟის მეშვეობით. ოპერაციის შემდეგ სრულად ხდება ცხოვრების ხარისხის აღდგენა.
საშვილოსნოსა და საშოს კედლების დაწევა/გამოვარდნის ქირურგიული მკურნალობის ახალი ტექნოლოგია – Gynecare Prolift Systems
კომპანია “ჯონსონ და ჯონსონმა” შექმნა და გააუმჯობესა მენჯის ფსკერის აღდგენის ტექნოლოგიები რბილი პროლენის ბადის იმპლანტაციით. რომლის ბოლოებიც ფიქსირდება მენჯის ძვლების სხვადასხვა მაფიქსირებელ ქსოვილებზე და დროთა განმავლობაში ხდება მისი ქსოვილებში შეზრდა და ფიქსირება. ეს ტექნოლოგია ფარდოდ გამოიყენება ევროპასა და ა.შ.შ.-ში. ოპერაცია წარმოებს ტრანსვაგინალურად(საშოსმხრივ) ამიტომ სხეულზე არ რჩება ოპერაციის კვალი.
პროლენის ბადე ხასიათდება:
ელასტიურობით – არ არღვევს მენჯის ფსკერის ანამოტიას.
რბილია – დაბალი ქსოვილოვანი აქტივობა.
მსუბუქია – იმპლანტირებული სხეულის რაოდენობა მინიმალურია.
ინტერლოკი – ორივე მიმართულებით გაწელვადია.
მაკროფორებიანი სტრუქტურა – შემაერთებელ ქსოვილთან კარგი შეთავსებადობა.
მონოფილამენტური – არ აკავებს ბაქტერიებს.
რა უპირატესობა აქვს GPS-ს ჩვეულებრივ პლასტიკურ ოპერაციებთან:
ეს დაავადება უროგინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული პრობლემაა. სტატისტიკით შარდის შეუკავებლობა 40 წელს გადაცილებული ქალების 40%-ში გვხვდება. ქალისთვის ამ პრობლემის არსებობა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია და ამის გამო ბევრს ერიდება და არ მიდის ექიმთან საკონსულტაციოთ. უმეტეს შემთხვევაში თვითონ ექიმები არ ამახვილებენ ყურადღებას და არ უღრმავდებიან ამ საკითხს კონსულტაციის დროს.
შარდის შეუკავებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს გართულებული, სწრაფი ან გახანგრზლივებული, დიდი ნაყოფით მშობიარობა. სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციები(საშვილოსნოს ექსტირპაცია, ოპერაციები საშვილოსნოს დანამატების სიმსივნეების დროს), მშობიარობისას შორისის ტრავმა ან მისი შემდგომი მთლიანობის არასწორი აღდგენა, მძიმე ფიზიკური შრომა. საშოსა და საშვილოსნოს კედლების დაწევა.
ფაქტიურად ერთადერთი მეთოდი შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის სამკურნალოდ რჩება ქირურგიული მკურნალობა, სლინგური ოპერაციები – პროლენის თავისუფალი მარყუჟის იმპლანტაცია – TVT, TVT Obturator, TVT Secur, mini-sling. ერთდროულად შესაძლებელია გაკეთდეს საშოს პლასტიკა – კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით ან დამატებით პროლენის ბადის იმპლანტაცია – Prolift Anterior Kit. ვინაიდან შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა მიმდინარეობს საშოს კედლების დაწევის პარალელურად.
ოპერაცია კეთდება ადგილობრივი, პერიდულარული, სპინალური ან ზოგ შემთხვევაში ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში რომ პროლენის მარყუჟმა ურეტრა შეაკავოს თავის ანატომიურად ნორმალურ მდგომარეობაში.
ოპერაციიდან 1-2 დღეში შესაძლებელია სახლში გაწერა.
შარდის ურგენტულ შეუკავებლობის სამკურნალოდ მიჩნეულია კონსერვატიული მკურნალობა.