ქალებს უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ უჩნდებათ ზიგიერთი ინტიმური პრობლემა, რომლებზეც ლაპარაკი ექიმებთანაც ერიდებათ. ახალგაზრდა დედები რომლებიც დარწმუნებულები არ არიან საკუთარ სექსუალურ სრულფასოვნებაში უვითარდებათ კომპლექსები რომლებიც შემდგომ პარტნიეროთა შორის განხეთქილების მიზეზია.
ესთეტიურ გინეკოლოგიაში ყველა ოპერაცია შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
1. ფუნქციონალური მნიშვნელობის მქონე ოპერაციები. რომელიც სრულდება დაქვეითებული ან დაკარგული ფუნქციის აღსადგენად. მშობიარობის შემდეგ შორის გადაჭიმვისა და ჩახევის გამო შორისის შესავალი იზრდება და ვითარდება საშოს კედლების დაწევა. ვინაიდან საშოს კედელი ესაზღვრება სხვა მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ შინაგან ორგანოებს, ამიტომ საშოს კედლების დაწევა აისახება მეზობელი ორგანოების ფუნქციონირებაზე – შარდის ბუშტის და სწორნაწლავის დისფუნქცია.
საშვილოსნოსა და საშოს დაწევისა ან გამოვარდნის(პროლაფსი)ყველაზე ეფექტური და რადიკალური მკურნალობის მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია. არსებობს 400-მდე ოპერაციის მეთოდი რომელთა 95% ისტორიული მნიშვნელობისაა და არაფეექტურია. დაავადების განვითარების სხვადასხვა დონეზე კეთდება სხვადასხვა სახის ოპერაცია. მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციების მოცულობასა და ოპერაციის მეთოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
45 წლის ასაკის ზევით ქალებში სასურველია გაკეთდეს საშვილოსნოს ექსტირპაცია(ამოკვეთა) საშოსმხრივი, ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული მიდგომით, ერთდროულად ტრანსვაგინალურად სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით ან MESH-ვაგინოპექსიით ან საკროვაგინოპექსიით. კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით.
რეპროდუქციულ და ხანდაზმულ ქალებში რეკომენდირებულია ორგანოს დამზოგავი ოპერაცია სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები – Gynecare Prolift anterior, posterior, total(Johnson & Johnson) გვაძლევს საშუალებას, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული უნიკალური ოპერაციები ვაწარმოოთ საშოსმხრივი გზით და არა მუცელკვეთით, ანუ ოპერაცია წარმოებს მაქსიმალური დაზოგვით, ტრანსვაგინალურად.
კვლევებით დადგენილია რომ მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები პროლენის ბადის იმპლანტაციის გარეშე 25-43%-ში იძლევა დაავადების რეციდივს.
ერთდროულად შესაძლებელია შარდვის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობა პროლენის თავისუფალი მარყუჟის მეშვეობით. ოპერაციის შემდეგ სრულად ხდება ცხოვრების ხარისხის აღდგენა.
საშვილოსნოსა და საშოს კედლების დაწევა/გამოვარდნის ქირურგიული მკურნალობის ახალი ტექნოლოგია – Gynecare Prolift Systems
კომპანია “ჯონსონ და ჯონსონმა” შექმნა და გააუმჯობესა მენჯის ფსკერის აღდგენის ტექნოლოგიები რბილი პროლენის ბადის იმპლანტაციით. რომლის ბოლოებიც ფიქსირდება მენჯის ძვლების სხვადასხვა მაფიქსირებელ ქსოვილებზე და დროთა განმავლობაში ხდება მისი ქსოვილებში შეზრდა და ფიქსირება. ეს ტექნოლოგია ფარდოდ გამოიყენება ევროპასა და ა.შ.შ.-ში. ოპერაცია წარმოებს ტრანსვაგინალურად(საშოსმხრივ) ამიტომ სხეულზე არ რჩება ოპერაციის კვალი.
პროლენის ბადე ხასიათდება:
ელასტიურობით – არ არღვევს მენჯის ფსკერის ანამოტიას.
რბილია – დაბალი ქსოვილოვანი აქტივობა.
მსუბუქია – იმპლანტირებული სხეულის რაოდენობა მინიმალურია.
ინტერლოკი – ორივე მიმართულებით გაწელვადია.
მაკროფორებიანი სტრუქტურა – შემაერთებელ ქსოვილთან კარგი შეთავსებადობა.
მონოფილამენტური – არ აკავებს ბაქტერიებს.
რა უპირატესობა აქვს GPS-ს ჩვეულებრივ პლასტიკურ ოპერაციებთან: