მეან-გინეკოლოგის ბლოგი

ინფორმაცია პაციენტთათვის



  • 1. საშვილოსნოს ფიბრომიომა საშვილოსნოს ექსტიპაცია ჭრილობის გარეშე.

    2. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსი ოპერაციები პროლიპროპილენის ბადის იმპლანტაციით.

    3. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა პროლიპროპილენის მარყუჟის იმპლანტაცია.

    4. გეგმიური საკეისრო კვეთა

    5. და სხვა.

  • Meta

Archive for the ‘გინეკოლოგია’ Category

საშოსმხრივი ჰისტერექტომია – თანამედროვე ტენდენციები

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 28/05/2012

პაციენტ ქალებში საკეისრო კვეთის შემდეგ ჰისტერექტომია ყველაზე გავრცელებული და ზოგადად პაციენტებში ქოლეცისტექტომია და აპენდექტომიასთან ერთად ყველაზე ხშირად ჩატარებული ინტრა-აბდომინალური ოპერაციაა. გინეკოლოგების უმრავლესობა დღესაც ჰისტერექტომიისათვის მიდგომის გზად ირჩევს ლაპარატომიას(მუცლის წინა კედლის გაკვეთას), მიუხედავად მრავალი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ლაპარატომიის თავიდან აცილების რეკომენდაციებისა, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა როდესაც საშოსმხრივი ან ლაპარასკოპიული მიდგომა გამორიცხულია. იბადება კითხვა რატომ არის პრაქტიკაში ამ შეთანხმების საწინააღმდეგო ტენდენცია. Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია | Tagged: , , , , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

- საშვილოსნოს ფიბრომიომა – ოპერაციული მკურნალობის მიდგომის გზები

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 18/05/2012

საშვილოსნოს ექსტირპაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოებადი ქირურგიული პროცედურაა. მაგალითად ა.შ.შ.-ში კონსერვატიული თერაპიის მეთოდების გაზრდის მიუხედავად წელიწადში დაახლოებით 600 000 ჰისტერექტომია კეთდება.

საშვილოსნოს ექსტირპაციის მიდგომის გზები რამდენიმენაირია. ის შეიძლება გაკეთდეს საშოსმხრივი, მუცელკვეთის (აბდომინალური) მიდგომით, ლაპარასკოპიული ან ქირურგიული რობოტის ასისტენციით. მიდგომის გზის არჩევა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, დანახარჯების შემცირებასა და პაციენტის სამედიცინო მოთხოვნილებების გათვალისწინებას. Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

ინტიმური ვაგინალური ქირურგია

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 05/01/2011

ქალებს უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ უჩნდებათ ზიგიერთი ინტიმური პრობლემა, რომლებზეც ლაპარაკი ექიმებთანაც ერიდებათ. ახალგაზრდა დედები რომლებიც დარწმუნებულები არ არიან საკუთარ სექსუალურ სრულფასოვნებაში უვითარდებათ კომპლექსები რომლებიც შემდგომ პარტნიეროთა შორის განხეთქილების მიზეზია.

ესთეტიურ გინეკოლოგიაში ყველა ოპერაცია შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

1. ფუნქციონალური მნიშვნელობის მქონე ოპერაციები. რომელიც სრულდება დაქვეითებული ან დაკარგული ფუნქციის აღსადგენად. მშობიარობის შემდეგ შორის გადაჭიმვისა და ჩახევის გამო შორისის შესავალი იზრდება და ვითარდება საშოს კედლების დაწევა. ვინაიდან საშოს კედელი ესაზღვრება სხვა მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ შინაგან ორგანოებს, ამიტომ საშოს კედლების დაწევა აისახება მეზობელი ორგანოების ფუნქციონირებაზე – შარდის ბუშტის და სწორნაწლავის დისფუნქცია.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია, ინტიმური ვაგინალური ქირურგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: , , , , , , | 3 Comments »

- ვაგინალური ჰისტერექტომია

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 04/01/2011

საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა ქირურგის მიერ გადაწყვეტილების მიღება რომელი მიდგომით აწარმოოს ოპერაცია – ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ექსტირპაცია).

ნებისმიერი მკურნალობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებით ქირურგიული, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფის უსაფრთხოვება და ეკონომიური ეფექტურობა. თანამედროვე ლიტერატურული წყაროები ამტკიცებენ აზრს რომ საშოსმხრივი ჰისტერექტომია არის ყველაზე უფრო უსაფრთხო და ეკონომიურად ეფექტური მეთოდი საშვილოსნოს ამოსაკვეთად.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: , , , , | 1 Comment »

- გარე ორსულობა

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 17/02/2010

საშვილოსნოს გარე ორსულობის ერთ-ერთი იშვიათი ვარიანტია საშვილოსნოს ყელის ორსულობა. ორსულობა ითვლება ყელის თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის შიდა პირის ქვემოთ. ექტოპიური(საშვილოსნოს გარე) ორსულობის სიხშირის 0,15% მოდის საშვილოსნოს ყელის ორსულობაზე. 50000 ორსულში გვხვდება ყელის ორსულობის ერთი შემთხვევა. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ტანისა და ყელის თანდაყოლილი ანომალიები, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ხანგრძლივი გამოყენება, ხელოვნური აბორტები, საკეისრო კვეთა, ენდომეტრიუმის ატროფიული პროცესები, ქრონიკული ენდომეტრიტის ფონზე, საშვილოსნოს ღრუს სინექიები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანდაციის შესაძლებლობის ცვლილებები.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია | Tagged: , , , | Leave a Comment »

- საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა)

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 15/02/2010

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა. გვხვდება 35 წლის ზემოთ ქალების 25-30%-ში და პრეკლიმაქსურ ასაკში 30-35%. დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში კვანზების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომი ზრდის პროცესში ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, საშვილოსნოს ღრუში(სუბმუკოზური) ან საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე(სუბსეროზული) ან საშვილოსნოს კედელში(ინტესტიციალური). ყველაზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა ადგილას განვითარებილი მრავლობითი მიომატოზური კვანძები.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია | Tagged: , , , | 36 Comments »

- საშვილოსნოს მიომის(ფიბრომიომა) ქირურგიული მკურნალობა

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 14/02/2010

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებია:

  • დიდი ზომის მიომა(11-12 კვირის ორსულობის ზომამდე და მეტი).
  • მიომის სწრაფი ზრდა(წელიწადში 4 კვირაზე მეტი).
  • კვანძის სუბმუკოზური განლაგება.
  • კვანძის სუბსეროზული განლაგება ფეხზე.
  • კვების დარღვევა და მიომატოზური კვანძის ნეკროზი.
  • ყელის მიომა.
  • სასშვილოსნოს მიომა მენომეტრორაგიით(სისხლის დენით).
  • მენოპაუზის შემდეგ მიომის ზრდა.
  • მეზობელ ორგანოთა ფუნქციის დარღვევა.
  • უშვილობა და ორსულობის ხშირი თვითნებითი მოშლა.
  • მცირე მიომის არსებობა ენდომეტრიოზთან ან ენდომეტრიუმის ფონურ დაავადებებთან და საკვერცხის სიმსივნესთან ერთად.

ქირურგიული ოპერაციის მიდგომებია:

  • ლაპარატომიული.
  • მინი-ლაპარატომიული.
  • ლაპარასკოპიული.
  • საშოსმხრივი, ლაპარასკოპიული ასისტენციით.
  • საშოსმხრივი.

ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს მცირე გადიდების შემთხვევაში, უშვილობისას, შესაძლებელია მკურნალობა წარიმართოს ორგანოს დამზოგველი ოპერაცია – კონსერვატიული მიომექტომია(კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით). ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ზოგად გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. ოპერაციის შემდეგ ორსულობის დაგეგმარება შესაძლებელია 6 თვეში.
ქირურგიული მკურნალობა ისახავს მიზნათ საშვილოსნოს ამოკვეთას საშვილოსნოს ყელის გარეშე ან მასთან ერთად(თუ დაავადება გავრცელებულია საშვილოსნოს ყელზეც).
Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | 4 Comments »

- საშვილოსნოსა და საშოს დაწევა, გამოვარდნა (პროლაფსი)

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 12/02/2010

გინეკოლოგიური დაავადებების 28% მოდის სასქესო ორგანოების დაწევასა და გამოვარდნაზე. მისი მკურნალობა პრობლემატული და აქტუალურია ოპერაციულ გინეკოლოგიაში. უმეტეს წილად გვხვდება 40 წლის ზევით ქალებში, მაგრამ აგრეთვე ხშირია 25-30 წლის ასაკშიც. უკანასკნელ პერიოდში სასქესო ორგანოების გამოვარდნა ახალგაზრდა ქალებში გვხვდება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ – 2,7%, საკეისრო კვეთის შემდეგ – 0,9% და არანამშობიარებელ ქალებში – 0,96%. ეს დაავადება ხშირად იწვევს მეზობელ ორგანოებთა ანატომიურ-ფუნქციონალურ დარღვევებს(შარდის შეკავებას ან შეუკავებლობა, ანალური სპინქტერის უკმარისობას).

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია | Tagged: , , , , | 3 Comments »

- მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 11/02/2010

საშვილოსნოსა და საშოს დაწევისა ან გამოვარდნის(პროლაფსი) ყველაზე ეფექტური და რადიკალური მკურნალობის მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია. არსებობს 400-მდე ოპერაციის მეთოდი რომელთა 95% ისტორიული მნიშვნელობისაა და არაფეექტურია. დაავადების განვითარების სხვადასხვა დონეზე კეთდება სხვადასხვა სახის ოპერაცია. მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციების მოცულობასა და ოპერაციის მეთოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
45 წლის ასაკის ზევით ქალებში სასურველია გაკეთდეს საშვილოსნოს ექსტირპაცია(ამოკვეთა) საშოსმხრივი, ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული მიდგომით, ერთდროულად ტრანსვაგინალურად სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით ან MESH-ვაგინოპექსიით ან საკროვაგინოპექსიით. კოლპორაფია, კოლპოპერინეორაფია ლევატოპლასტიკით.
რეპროდუქციულ და ხანდაზმულ ქალებში რეკომენდირებულია ორგანოს დამზოგავი ოპერაცია სინთეტური მატერიალის(პროლენის ბადის) იმპლანტაციით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები – Gynecare Prolift anterior, posterior, total(Johnson & Johnson) გვაძლევს საშუალებას, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული უნიკალური ოპერაციები ვაწარმოოთ საშოსმხრივი გზით და არა მუცელკვეთით, ანუ ოპერაცია წარმოებს მაქსიმალური დაზოგვით, ტრანსვაგინალურად.
კვლევებით დადგენილია რომ მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები პროლენის ბადის იმპლანტაციის გარეშე 25-43%-ში იძლევა დაავადების რეციდივს.
ერთდროულად შესაძლებელია შარდვის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობა პროლენის თავისუფალი მარყუჟის მეშვეობით. ოპერაციის შემდეგ სრულად ხდება ცხოვრების ხარისხის აღდგენა.

საშვილოსნოსა და საშოს კედლების დაწევა/გამოვარდნის ქირურგიული მკურნალობის ახალი ტექნოლოგია – Gynecare Prolift Systems

კომპანია “ჯონსონ და ჯონსონმა” შექმნა და გააუმჯობესა მენჯის ფსკერის აღდგენის ტექნოლოგიები რბილი პროლენის ბადის იმპლანტაციით. რომლის ბოლოებიც ფიქსირდება მენჯის ძვლების სხვადასხვა მაფიქსირებელ ქსოვილებზე და დროთა განმავლობაში ხდება მისი ქსოვილებში შეზრდა და ფიქსირება. ეს ტექნოლოგია ფარდოდ გამოიყენება ევროპასა და ა.შ.შ.-ში. ოპერაცია წარმოებს ტრანსვაგინალურად(საშოსმხრივ) ამიტომ სხეულზე არ რჩება ოპერაციის კვალი.

პროლენის ბადე ხასიათდება:

  • ელასტიურობით – არ არღვევს მენჯის ფსკერის ანამოტიას.
  • რბილია – დაბალი ქსოვილოვანი აქტივობა.
  • მსუბუქია – იმპლანტირებული სხეულის რაოდენობა მინიმალურია.
  • ინტერლოკი – ორივე მიმართულებით გაწელვადია.
  • მაკროფორებიანი სტრუქტურა – შემაერთებელ ქსოვილთან კარგი შეთავსებადობა.
  • მონოფილამენტური – არ აკავებს ბაქტერიებს.

რა უპირატესობა აქვს GPS-ს ჩვეულებრივ პლასტიკურ ოპერაციებთან:

     

  • ნაკლები ტრავმატიზმი და სწრაფი რეაბილიტაცია.
  • მინიმალური რეციდივები.
  •  

Posted in გინეკოლოგია, ინტიმური ვაგინალური ქირურგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: , , , , | Leave a Comment »

- შარდის შეუკავებლობა ქალებში

Posted by შოთა ნაცვლიშვილი on 11/02/2010

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა

ეს დაავადება უროგინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული პრობლემაა. სტატისტიკით შარდის შეუკავებლობა 40 წელს გადაცილებული ქალების 40%-ში გვხვდება. ქალისთვის ამ პრობლემის არსებობა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია და ამის გამო ბევრს ერიდება და არ მიდის ექიმთან საკონსულტაციოთ. უმეტეს შემთხვევაში თვითონ ექიმები არ ამახვილებენ ყურადღებას და არ უღრმავდებიან ამ საკითხს კონსულტაციის დროს.
შარდის შეუკავებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს გართულებული, სწრაფი ან გახანგრზლივებული, დიდი ნაყოფით მშობიარობა. სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციები(საშვილოსნოს ექსტირპაცია, ოპერაციები საშვილოსნოს დანამატების სიმსივნეების დროს), მშობიარობისას შორისის ტრავმა ან მისი შემდგომი მთლიანობის არასწორი აღდგენა, მძიმე ფიზიკური შრომა. საშოსა და საშვილოსნოს კედლების დაწევა.

Read the rest of this entry »

Posted in გინეკოლოგია, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები | Tagged: | Leave a Comment »

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.