გინეკოლოგია

საშვილოსნოს ექსტირპაცია საშოსმხრივი მიდგომით

Vaginal histerectomy from natsvlishvili

ჰისტერექტომია

ჰისტერექტომია არის ქირურგიული ოპერაცია რომელიც ითვალისწინებს საშვილოსნოს ამოკვეთას სხვადასხვა მასშტაბისა და ქირურგიული მიდგომის მეთოდის მიხედვით. თქვენმა მკურნამა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰისტერექტომია სხვადასხვა დაავადებების შემთხვევებში, რამდენიმე მათგანი მოყვანილია ქვემოთ. ზოგჯერ ჰისტერექტომია მკურნალობის ერთადერთი გამოსავალია. სხვა შემთხვევაში მცირე ინვაზიური მეთოდებითაც შესაძლებელია მკურნალობა. დარწმუნდით რომ ალტერნატიული მეთოდები განხილულია და შეთანხმებულია ექიმთან.

მენჯის ფსკერის ორგანოების დაწევა – პროლაფსი

ყველა ნამშობიარებელ ქალს აქვს გარკვეული ხარისხის მენჯის ორგანოების პროლაფსი. პროლაფსი გულისხმობს მენჯის ფსკერის მაფიქსირებელი აპარატის მოდუნებას და ორგანოების დაწევას. მსგავსი პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ არანამშობიარებელ ქალებსაც. ამ ჯგუფის ქალების უმრავლესობას აქვს სუსტად გამოხატული სიმპტომები ან დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ასეთი პაციენტებისათვის დაავადების დიაგნოსტირება არის მათი პრობლემებისთვის დიდი შვება. წინამდებარე სტატია ხსნის: – მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსის არსს […]

ოპერაციისთვის მომზადება (ზოგადი ინფორმაცია)

თუ თქვენ სამკურნალოდ გესაჭიროებათ ქირურგიული ოპერაცია, გაეცანით საწყის ინფორმაციას, რომლის ცოდნაც თქვენ და თქვენს მკურნალ ექიმს დაგეხმარებათ უკეთესად მართოთ პრე და პოსტოპერაციული პერიოდი. ოპერაციამდე საჭიროა მკურნალმა ექიმმა მოგაწოდოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: – ვინ იღებს ქირურგიული მკურნალობის პროცესში მონაწილეობას. კონკრეტულად რომელი ექიმებისგან იქნება დაკომპლექტებული საოპერაციო გუნდი. – როდის და სად ჩატარდება ოპერაცია. მცირე მასშტაბის ქირურგიული ოპერაციები […]

საშოსმხრივი ჰისტერექტომია – თანამედროვე ტენდენციები

პაციენტ ქალებში საკეისრო კვეთის შემდეგ ჰისტერექტომია ყველაზე გავრცელებული და ზოგადად პაციენტებში ქოლეცისტექტომია და აპენდექტომიასთან ერთად ყველაზე ხშირად ჩატარებული ინტრა-აბდომინალური ოპერაციაა. გინეკოლოგების უმრავლესობა დღესაც ჰისტერექტომიისათვის მიდგომის გზად ირჩევს ლაპარატომიას(მუცლის წინა კედლის გაკვეთას), მიუხედავად მრავალი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ლაპარატომიის თავიდან აცილების რეკომენდაციებისა, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა როდესაც საშოსმხრივი ან ლაპარასკოპიული მიდგომა გამორიცხულია. იბადება კითხვა რატომ არის […]

- საშვილოსნოს ფიბრომიომა – ოპერაციული მკურნალობის მიდგომის გზები

საშვილოსნოს ექსტირპაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოებადი ქირურგიული პროცედურაა. მაგალითად ა.შ.შ.-ში კონსერვატიული თერაპიის მეთოდების გაზრდის მიუხედავად წელიწადში დაახლოებით 600 000 ჰისტერექტომია კეთდება. საშვილოსნოს ექსტირპაციის მიდგომის გზები რამდენიმენაირია. ის შეიძლება გაკეთდეს საშოსმხრივი, მუცელკვეთის (აბდომინალური) მიდგომით, ლაპარასკოპიული ან ქირურგიული რობოტის ასისტენციით. მიდგომის გზის არჩევა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, დანახარჯების შემცირებასა და პაციენტის სამედიცინო მოთხოვნილებების გათვალისწინებას.

ესთეტიური ვაგინალური ქირურგია

ქალებს უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ უჩნდებათ ზიგიერთი ინტიმური პრობლემა, რომლებზეც ლაპარაკი ექიმებთანაც ერიდებათ. ახალგაზრდა დედები რომლებიც დარწმუნებულები არ არიან საკუთარ სექსუალურ სრულფასოვნებაში უვითარდებათ კომპლექსები რომლებიც შემდგომ პარტნიეროთა შორის განხეთქილების მიზეზია. ესთეტიურ გინეკოლოგიაში ყველა ოპერაცია შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: 1. ფუნქციონალური მნიშვნელობის მქონე ოპერაციები. რომელიც სრულდება დაქვეითებული ან დაკარგული ფუნქციის აღსადგენად. მშობიარობის შემდეგ შორის გადაჭიმვისა და ჩახევის […]

- ვაგინალური ჰისტერექტომია

საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა ქირურგის მიერ გადაწყვეტილების მიღება რომელი მიდგომით აწარმოოს ოპერაცია – ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ექსტირპაცია). ნებისმიერი მკურნალობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებით ქირურგიული, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფის უსაფრთხოვება და ეკონომიური ეფექტურობა. თანამედროვე ლიტერატურული წყაროები ამტკიცებენ აზრს რომ საშოსმხრივი ჰისტერექტომია არის ყველაზე უფრო უსაფრთხო და ეკონომიურად ეფექტური მეთოდი საშვილოსნოს ამოსაკვეთად.

- საშვილოსნოს გარე ორსულობა

საშვილოსნოს გარე ორსულობის ერთ-ერთი იშვიათი ვარიანტია საშვილოსნოს ყელის ორსულობა. ორსულობა ითვლება ყელის თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის შიდა პირის ქვემოთ. ექტოპიური(საშვილოსნოს გარე) ორსულობის სიხშირის 0,15% მოდის საშვილოსნოს ყელის ორსულობაზე. 50000 ორსულში გვხვდება ყელის ორსულობის ერთი შემთხვევა. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ტანისა და ყელის თანდაყოლილი ანომალიები, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ხანგრძლივი გამოყენება, […]

- საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა)

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა. გვხვდება 35 წლის ზემოთ ქალების 25-30%-ში და პრეკლიმაქსურ ასაკში 30-35%. დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში კვანზების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომი ზრდის პროცესში ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, საშვილოსნოს ღრუში(სუბმუკოზური) ან საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე(სუბსეროზული) ან საშვილოსნოს კედელში(ინტესტიციალური). ყველაზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა ადგილას განვითარებილი მრავლობითი მიომატოზური კვანძები.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.