78 Comments

- საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა – მშობიარობის ჩატარება სამეანო ოპერაციით, როდესაც ახალშობილი იბადება მუცლის წინა კედლის და საშვილოსნოს გაკვეთით. ადრე საკეისრო კვეთა ტარდებოდა მხოლოდ სამეანო ჩვენებით, მაგრამ ამჟამად ოპერაცია ტარდება მსობიარის მოთხოვნითაც. საკეისრო კვეთის სიხშირე მშობიარობისას ევროპასა და ა.შ.შ.-ში შეადგენს 25%-ს.

საკეისრო კვეთის ჩვენებებია:

Cesarean Birth

გეგმიური საკეისრო კვეთა

გეგმიური საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომლის ჩვენებაც უკვე განსაზღვრულია მსობიარობის დაწყებამდე – მისი ჩვენებებია:

I. პლაცენტაციის დარღვევა:

  • პლაცენტის წინამდებარეობა.

II. ცვლილებები საშვილოსნოს კედელში:

  • ექოსკოპიურად დადასტურებული ნაწიბურის არასრულფასოვნება საშვილოსნოზე(საკეისრო კვეთის, კონსერვატიული მიომექტომიის, საშვილოსნოს პერფორაციის, საშვილოსნოს რუდიმენტული რქის, მილის ორსულობისას საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთის დროს ან პლასტიკური ოპერაციების საშვილოსნოზე)
  • საშვილოსნოს მრავლობითი მიომური კვანძები, განსაკუთრებით საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში მდებარეობისას ან როდესაც განლაგებულია საშვილოსნოს ყელის მიდამოში, განსაკუთრებით მისი სისხლმომარაგების დარღვევისას.

III. წინააღმდეგობები რომლებიც ხელს უშლიან ნაყოფის დაბადებას:

  • სამშობიარო გზებზე წარმოქმნილი წინააღმდეგობები(ანატომიურად ვიწრო მენჯი II ხარისხის და ზევით, მენჯის ძვლების დეფორმაციები, საშვილოსნოს, საკვერცხისა და მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები).
  • მენჯბარძაყის სახსრების ანკილოზი, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ან გაკეთებული ოპერაციები.
  • პირველი მშობიარობისას ნაყოფის სავარაუდოდ დიდი წონა(4500 გ. და უფრო მეტი).
  • საშვილოსნოს ყელისა ან საშოს გამოხატული ნაწიბუროვანი შევიწროვება.
  • ანამნეზში არსებული პლასტიკური ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე, საშოზე. შორისის III ხარისხის ჩახევა.

IV. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინამდებარეობა:

  • მენჯით წინამდებარეობა ნაყოფის წონით 3600 გ.-ზე მეტი ან 2000 გ.-ზე ნაკლები(ქალის მენჯის ზომების გათვალისწინებით). III ხარისხის თავის გაშლითი მდებარეობა. შერეული მენჯ-ტერფებით წინამდებარეობა.
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა: პირველი ნაყოფის ჯდომით წინამდებარეობა. სამი ან მეტი ნაყოფი. სიამის ტყუპები.
  • მონოქონიალური მონოამნიონალური ტყუპები.
  • ნაყოფის მყარი გარდიგარდმო მდებარეობა.

V. ექსტრაგენიტალური დაავადებები:

  • ექსტრაგენიტალური ან გენიტალური კიბო(საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის).
  • მაღალი ხარისხის მიოპია.
  • გენიტალური პწვავე ჰერპესი.
  • ექსტრაგენიტალური დაავადებები(გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ნერვული სისტემის და სხვა), ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ორსულობისას.
  • თირკმელების გადანერგვა და გულის ხელოვნური სარქველი.

VI. ნაყოფის მდგომარეობა:

  • ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია და III ხარისხის ნაყოფის ზრდის შეფერხება რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
  • წინა მშობიარობისას ნაყოფის სიკვდილი ან ინვალიდობა.
  • ნაყოფის განვითარების ანომალიები(გასტროშიზისი, კუდუსუნის დიდი ზომის ტერატომა, ომფალოცელე და სხვა).
  • ვადაგადაცილებული ორსულობა პლაცენტაში არსებული ცვლილებებით, მეკონიალური სანაყოფე წყლებით და ნაყოფის ჰიპოქსიური მოვლენებით.

VII. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

2401OBG_Editorial-fig3

გადაუდებელი საკეისრო კვეთა

გადაუდებელი საკეისრო კვეთა ითვლება ოპერაციად როდესაც ორსულობისას ან ბუნებრივი გზით მშობიარობის პროცესში წარმოიქმნა გართულებები რომელიც საშიშროებას უქმნის დედისა ან ბავსვის ჯანმრთელობას.

ჩვენებები ორსულობისას:

  • პლაცენტის წინამდებარეობის ნებისმიერი ფორმა. სისხლისდენა.
  • ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა.
  • საშვილოსნოს ნაწიბურზე მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
  • ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია.
  • პრეეკლამპსიის მძიმე ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. ეკლამპსია.
  • ქალის აგონიური მდგომარეობა ან უეცარი სკივდილი როდესაც ნაყოფი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ჩვენებები მშობიარობისას:

გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩვენებები მშობიარობისას იგივეა რაც ორსულობის დროს. ამის გარდა შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა რომელიც საჭიროებს მშობიარობის დამთავრებას საკეისრო კვეთის გზით:

  • სამშობიარო მოქმედების ანომალიები, რომელიბიც არ ექვემდებარება კორექციას(სამშობიარო მოქმედების სისუსტე, დისკოორდინაცია).
  • კლინიკურად ვიწრო მენჯი.
  • ნაყოფის თავის არასწორი წინამდებარეობა და ჩადგმა(შუბლით, წინა სახით მდებარეობა, ისრისებური ნაკერის მაღალი პირდაპირი მდებარეობა).
  • ჭიპლარის მარყუჟის ან ხელის გამოვარდნა,
  • ნაყოფის ტერფებით წინამდებარეობა.
  • საშვილოსნოს მოსალოდნელი, დაწყებითი ან უკვე არსებული გახევა.
  • სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და სამშობიარო მოქმედების უშედეგო აღძვრა.

ანესთეზია

საკეისრო კვეთა 95%-ის შემთხვევაში წარმოებს რეგიონალური ანესთეზიით(ეპიდურალური, სუბარაქნოიდალური ან კომბინირებული). ამ მეთოდით ხდება სხეულის ქვედა ნაწილის სრული გაუტკივარება. ქალს შეუძლია ნაყოფის დაბადებისთანავე ახალშობილი დაიჭიროს ხელში და დაიწვინოს მკერდზე.

ხოლო გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ზოგადი ანესთეზია.

ოპერაციის აღწერილობა

ოპერაცია კეთდება მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ზემოთ, განივი(პფანენშტილის) განაკვეთით. თუ მანამდე გაკეთებულია საკეისრო კვეთა, განაკვეთი კეთდება ძველ ნაწიბურზე, რომელიც ოპერაციის დამთავრებისას იკვეთება. შემდეგ ქირურგი ხსნის მუცლის წინა კედელს, საშვილოსნოზე წინა კედელს კვეთს, არღვევს სანაყოფე ბუშტის მთლიანობას, ამოყავს ბავშვი, კვეთს ჭიპლარს. ამის შემდეგ აცილებს მომყოლს. აღდგენს საშვილოსნოს მთლიანობას ერთშრიანი ნაკერით, შემდეგ აღდგენს მუცლის წინა კედელს და ბოლოს კანზე ადებს კოსმეტიკურ ნაკერს.

ნაკერი ოპერაციის შემდეგ

კოსმეტიკური ნაკერი ძაფების მოხსნას და ჭრილობის დამუსავებას არ მოითხოვს.

ოპერაციის შემდეგ პირველი დღეღამის განმავლობაში მელოგინეზე მიმდინარეობს სადღეღამისო დაკვირვება. საჭიროების შემთხვევაში კეთდება გაუტკივარება. უკეთებენ ანტიბიოტიკებს და ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეული ძუძუთი კვების დაწყებას რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ლაქტაციის სტიმულაციას. პალატაში სიარული დასაშვებია ოპერაციიდან 12 სთ-ის შემდეგ, ბინაზე გაწერა მე-3 დღის შემდეგ.

უპირატესობა:

  • უპირატესია მაშინ, როდესაც მშობიარობა უფრო მეტ რისკს წარმოადგენს დედის ან ახალშობილისათვის ვიდრე საკეისრო კვეთა, იმ შემთხვევებში როდესაც ბუნებრივი მშობიარობა ქმნის საშიშროებას დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისა ან სიცოცხლისათვის, საკეისრო კვეთა შედარებით ნაკლებად ვნებს მშობიარეს ვიდრე მშბიარობის შესაძლო გართულებები.
  • საკეისრო კვეთის დროს არ ხდება საშოს კედლების გაფართოვება, სამშობიარო გზების ტრავმატიზმი, მენჯის ფსკერის კუნთები არ სუსტდება, ამიტომ შემდგომი სქესობრივი ცხოვრების დროს არ იქმნება პრობლემები.
  • არ ყალიბდება ჰემოროიდალური კვანზები, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაწევა, შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა.
  • არ ხდება ნაყოფის თავის დეფორმაცია და ახალშობილის ტრავმატიზმი.
  • განმეორებითი საკეისროს შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული სტერილიზაცია.

ნაკლოვანებები:

  • მშობიარობასთან შედარებით ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
  • ახალშობილზე შედარებით დიდი დატვირთვა. რომელიც დაკავშირებულია ატმოსფერულ წნევასთან და სუნთქვით ადაპტაციასთან.
  • ბავშვი რომელიც არ გამოვიდა სამშობიარო გზებიდან, აქვთ სტერილური ნაწლავი რომელიც მიდრეკილია დისბაქტერიოზისაკენ.
  • საკეისრო კვეთის შემდეგ რეკომენდირებულია ორსულობის დაგეგვმა მინიმუმ 1 წლის შემდეგ.

2401OBG_Editorial-fig2

About these ads

78 comments on “- საკეისრო კვეთა

  1. საინტერესო ბლოგი ვიპოვე :)

    და საკეისრო კვეთაც “გავიმეორე”, გამეორება ცოდნის დედაა
    ხო ისე ეხლახანს აგვიგე რომ საკეისროს შემდეგ ორსულობის დაგეგმვა მინიმუმ 1 წლის შემდეგაა რეკომენდირებული, ადრე პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო, ხო ვერ ამიხსნი რა შეიჩვალა და რატომაა შესაძლებელი უფრო ადრევე დაგეგმვა მომდევნო ორსულობის? :)

    • გამოკვლევებით უკვე დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეხორცება სრულდება 6-8 თვეში, მაგრამ დამოკიდებულია კიდევ სხვა ფაქტორებზე რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ და გაახანგრძლივონ შეხორცების პროცესი.

  2. zalian gtxovt mipasuxot mailze.
    orsulobisas bevri problema mkonda: 13 kviris fexmzimobisas shemomegrixa kista, gaketda operacia da amomajes marcxena sakvercxe, ise rom nakofi uvneblad shevinarchune, vikavi ekimis mudmivi metvalkureobis kvesh. sabednierod kvelaferi kargad damtavrda da daugegmavi sakeisro kvetis shedegad(dmachkareblebis dozis momatebisas bavshvis guliscema matulobda da ekimma agar gariska) daibada gogona. ana axla tekvsmeti Tvisaa. rogorc tkveni blogidan gavige, shemizlia ukve davgegmo morigi orsuloba, aucilebelia meore shvilic sakeisroti gavachino? ramdenjer sheizleba qalistvis sakeisro? an tua shesazlebeli sakeisro kvetis shemdeg fiziologiuri mshobiaroba?
    zinaszar gixdit did madlobas.

    • ორსულობის დაგეგმა შესაძლებელია საკეისრო კვეთის ოპერაციიდან ერთ წელისადში. საკეისროს შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ორსულობის ან მშობიარობის დროს არ განვითარდა იგივე სამეანო გართულება და საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილი(მიომეტრიუმი) შეხორცებულია სრულფასოვნად.
      საკეისრო კვეთის ოპერაცია რეკომენდირებულია 3-ჯერ, შემდგომი სტერილიზაციით. თუმცა გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულ შემთხვევაში ექიმთან შეთანხმებით.

  3. gTxovT mipasuxoT, var 7 Tvis fexmZime da maqvs zurgis problemebi, xerxemali daviziane 7-tu 8 wlis win mZimis awevis gamo. imis Semdeg yovelTvis mawuxebs tkivilebi .daaxliebiT 4 wlis win viyavi netvipaTologTan da gamikeTes rendgeni da aRmoCnda rom mala mqonda gabzaruli (maqvs 4 mala welis areSi, eqimma miTxra nonrmeluria magram iSviaTiao )mainteresebs SeiZleba CemTvis fiziologiuri mSobiaroba tu sakeisro aucilebelia?

    • ვინაიდან ჩემთვის უცნობია ზუსტი დიაგნოზი, ამიტომ ოსულობის დასრულების საკითხი უნდა გადაწყდეს ტრავმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით.

  4. gTxovT mipasuxoT.im SemTxvevaSi rodesac placenta wina kedelzea aucilebelia sakeiso kveTa?

  5. da sakeisro kvetidan 5 6 tveshi ro daorsulde aucolebelia osrulobis shewyveta???

  6. gtxovt mipasuxot

  7. 4 თვის ორსული ვარ.ბავშვი მყავს წლის და ოთხი თვის.პირველი საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი.ვერტიკალურად ვარ გაჭრილი.42კვირის ბოლოს მომყოლი არ იყო მომწიფებული გარდამავალი იყო მეორედან მესამე სტადიაში.სხვა არანაირი პრობლემა არ იყო.შეიძლებოდა თუ არა საკეისროს თავიდან აცილება?მეორე შეიდზლება რო ბუნებრივად გავაჩინო?

  8. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო შოთა ასეთი ბლოგის გაკეთებისთვის!!!
    მაქვს მიოპია – 6მდე, ბადურა ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ გენეტიკაში ბადურის ჩამოშლა მაქვს დაფიქსირებული. მითხარით, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს საკმარისი ჩვენება საკეისროსთვის?

    დიდი მადლობა წინასწარ

  9. აქვე კიდევ ერთი კითხვა მექნება: დაგეგმილი საკეისრო მშობიარობა ძირითადად რომელ ვადაზე კეთდება? მადლობთ

    • NATA! me ar var mean ginekologi magram var orsuli romelic swored anaogiuri mizezit viketeb sakeisros,ra tqma unda sakmarisia eg chveneba imitom rom aravinaa dazgveuli ra sirtulis mshobiaroba geqneba da ra shedegi sheidzleba moyvas.
      rac sheexeba vadas,piradad chemma eqimma 38 kviris vadaze danishna operacia.anu meti adre ar ketdeba(sashishia nayopistvis)tu rame problema ar gaqvs orsulobastan dakavshirebit!

  10. salami!var 37 kviris orsuli da ert kvirashi aris dagegmili sakeisro kveta,swored exla gavcivdi da maqvs aranormaluri surdo,cxvirit suntqva saertod ar semidzlia paqtiurad,sheuqmnis tu ara problemas nayops am bolo vadaze gacieba da tu shemeqmneba raime problemebi aseve sakeisro kvetis processhi,vpiqrob manmade ver gamovjanmrteldebi srulyopilad.
    didi madloba winaswar!

  11. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?

  12. gamarjobat….sakeisro kvetiti vimshobiare tve naxevriis win,sakvercxeze mqonda kistaa da amis gamo gaketda sakeisro.rogorc eqimebma mitxres sakvercxeebi sheminarchunda,aset mdgomareobashi ramdenad shesadzlebeliaa chemi male daorsuleba?
    Reply

  13. maqvs 6 sm kista marcxena sakvercxeze,var 38 kviris orsuli,pirveli namshobiarebi mkavs da exa zogi ras mirchevs da zogic ras,ra vqna ar vici…. Zalian gtxovt mirchiet sheizleba mshobiaroba tu sakeisro unda gaviketo?

  14. Eh aq aravin pasuxobs kitxvebs? Da ratom sheizleba mashin kitxvis dasma? Upasuxet ra kitxvebs…

  15. Araperi sxva ar maqvs problema Garda am 6 cm kistisa ra vkna,zogi ekimi mashinebs rom gaskdes kista mshobiarobis droso, zogic meubneba rom es atasshi erti xdeba, exoze mitxres shesazloa sakvercxec amogachrano,tan meubnebian rom kista sagangashod didi ar ari..erti sityvit sakeisro ar ari sachiro da memgoni zalit undat rom gamiketon sakeisro kveta,tan damashines

  16. gtxovt mipasuxot, bavshvi daibada 9 noembers sakeisroti, exla 29 tebervals var 6 kviris orsuli,sheidzleba tu ara bavshvi rom shevinarchuno

  17. gamarjobat
    oqtombershi vimshobiare sakeisro kvetit,exla var 4kviris fexmdzime,sheidzleba shevinarchuno tu ara bavshvi?
    gtxovt mipasuxet,winaswar madloba

  18. gamarjobat
    batono shota 2tvis win gamiketes sakeisro,38kviris orsuli viyavi da bavshvi mucelshi gardaicvala,jerjerobit mizezebi ucnobia,imis mere 2 tve gavida da mgoni orsulad var,mainteresebs sashishia rame?an me an bavshvs rame saprtxe sheidzleba dagvemuqros?

  19. საერთოდ რაც გადამხდა იმის შემდეგ არ მწამს ექიმის. 23 კვირის ორსულმა ტყუპებზე ვიმშობიარე ნაადრევად დ ა ვერცერთი ვერ გადამირჩინეს. საერთოდ უნდა დამეხოცა იქ ვინც იყო,სხვათაშორის ძალიან ცნობილ ექიმთან ვიმშობიარე.
    რო მიმიყვანეს სამშობიარო ტკივილებით , ექთნიდან დაწყებული ექიმით ყველა იმაზე იყო მიმართული რომ უეჭველი ორივე დაგუპული იყო და მამშობიარეს,ბავშვები გაიყვანეს სასწრაფოდ ისე არც მინახია.მკვდარი იყოო და სისხლჩაქცევებით, არ მჯერა ერთი მაინც რომ ვერ გადარჩებოდა. გეგმიურ საკეისროს ძლივს აკეთებენ და არაგეგმიურზე ხო წარმომიდგენია ქალს გახევენ მშობიარობით.
    დრესაც ვნანობ რო არ უცივლე იმ კლინიკას და ექიმს, მაგრამ მოვა დრო ვინმე გადაუხდის.

  20. მშობიარობის მერე კი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ კვანძი მქონდა მიომა და რომ ამოეჭრათ ,თან გარანტიას ვერ მოქცემო რომ საშვილოსნოს შეგინარჩუნებო.
    მე რათქმაუნდა არ გავიკეთე ღვთის ნებით დახმარებით ვიპოვე ექიმი რომელმაც ისე გამიკეთა ლაპარასკოპიით რომ საშვილოსნო შემინარჩუნა და დღეს მაქვს შანსი დედა გავხდე ოდესმე.
    უკვე ვფიქრობ , რომ დამჭირდეს ვის უნდა მივმართო და ვენდო რომ ორსულობა ბოლომდე მივიყვანო და მერე საკეისროთი გავაჩინო.
    განსაკუთრებით მძულს ის ნარკოზისტი ქალი რომელმაც , იმის ნაცვლად შეემსუბუქებინა ან რამე ორი სიტყვა გემრიელი ეთქვა მიღრიალა ,,რას მოთქვამ გაჩუმდიო,, ასეთი უგულო ექიმებიც გამო ნდობა დავკარგე მათ მიმართ.
    რომ იტყვიან ერთი ციხესთან და მეორე ექიმებთან არუნდა გქონდეს საქმე.
    იმ საავადმყოფოში ჩემს მერე მშობიარე შემოაკვდათ და დაიხურა სანამ სანიტარულ ნორმებს არ გააუმჯობესებენ.
    არადა პროფესიონალის სახელი აქვს ექიმს. სინამდვილეში ვამპირია ისეთი უხეში ექიმია ორსულებს ცემს მშობიარობისას. დიდი სიამოვნებით გაუყრიდი დანას ყელში დღესაც მთელი იმ კოლექტივით რაც მაშინ პალატაში იყო. ასეთი ადამიანები კოცონზე უნდა დაწვა.
    ორი შვილი მომიკლეს.ხომ შეიძლებოდა ინკუბატორში გადაეყვანათ ეცადათ მაინც გადარჩენა.
    ახლა კიდევ დამაჯერებს ვინმე გამწარებულ ქალს რომ ექიმები რამეს შველიან მშობიარეს? მათთვის ეგ ტკივილი და წვალება ჩვეულებრივი კონცერტის ყურებაა ,მათ ხომ არ ტკივათ.
    ღმერთი თითოეულს გადაუხდის.
    მე კი ორივე მიწას მივაბარე,მამაოს რჩევით ეკლესიაურად ასეა წესი. და დავყურებ ახლა გაყინულ მიწას.
    შვილი კი ვინ იცის მეყოლება თუ არა…

  21. araushavs qeti, mec momikles paqyiurd, bavshvs uhaeroba qonda da araperi gaaketa, damibara 10 dgi mere mara meate dges gardacvlili iyo bavshvi,pirveli bavshvi iyo,gadavirie kinagam magram gvtis wyalobi axla 3 tvsi orsuli var da dzalian kai eqimis metvalyureobi qvesh. yvelaperi kargad iqneba damijere,iloce da gmerti mogcems

  22. gamarjobat batono shota,zalian gemaxrda tqveni nacva aq…bevri gedzebet da bolos mainc giopvnet …. me tqveni pacienti var klinika ginekashi spinaluri sakeisro kveta gamiketet da mkavs arachveulebrivi vajkaci 5clisaa ukve.,, tirkmlis problemebi mqonda bavshobidan da es bavshvsac gamokva gauketda operacia da exla dzalian kargadaa.arc me masuxebs araperi tirkmelshi 8ml kenchi maqvs magram shecuxebit ar macuxebs exla var 2tvis orsuli da raime problemebi sheileba shemiqmns am kenchma orsulobashi?
    isev da isev tqveni pasienti unda gavxde batono shota gmerma daglocot …………..

  23. mogesalmebit batono shota maqvs metormete malis tramva, xerxemlis sqoliozi, mainteresebs riski ramdenad didia orsulobis dros da ra sheidzeba gamoiwvis agnishnulma tramvam

  24. gamarjoba. mainteresebs tqvens samshobiaroshi gpis socialuri polisi tu moqmedebs?

  25. gamarjoba. var 24 wlis. sakeisro gamiketa ayvanilma ekimma (nayofi iyo jdomit). sakeisrodan mesame dges damewyo wva kuchis pirisa da muclis marcxena midamoshi,wva iyo iseti dzlieri rom gamayucheblebs miketebdnen da meubnebodnen narkozma iciso, mitumetes gauvalobac ertvis tano. gamweres meekvse dges. mshobiarobidan meate dges ki sashvilosno amomachres milebtan ertad. operaciis shemdgomi daskvna: sashvilosnoze nakeris ukmarisoba.endomiometriti.ormxrivi sulpingiti. seriozuli peritoniti. gtxovt mipasuxot sheidzleboda tu ara sashvilosnos nawilis datoveba mainc, am shemtxvevashi da ra sheidzleba yofiliyo sakeisros shemdgom aseti gartulebis mizezi?

  26. natii mec igive damemarta samcuxarod :(( sad gaikete shen?

  27. amtel hospitalshi (aramianci)… shen tako????…

  28. daa operaciac mere mand gagiketes? me imedis klinikashi :S

  29. sakeisro meotxe samshobiaroshi.. operacia amtel hospitalshi.. mara saoperacio ar vyofilvar, araswori diagnozia, fulis gamo gakekda turme operacia. dgeis KVIRIS PALITRA naxe an am sagamos 9 saatiani kronika 9-e arxze.. da tako shen sad gaikete oparacia?..

  30. vaimee natii cavikitxe sheni statia gavgijdii cremlebi camomivida chem tavze rom mags yvelaferi igive gadatanilii :((( magraam ertis gansxvavebit shen tvli rom anu tyuila gagiketes operaciaa?me operacia gamiketes sefsisis centrshi luiza mgaloblishvilma da lali qajaiam gavgijdii raa reebi xdeba :(( me anu damidginda mcvave sefsisi shemofargluli peritonitit da atasi ubedurebebi miceria istoriashi

  31. me sakeisros shemdeg mqonda sicxeebi sul tan antibiotikebs viketebdi nemsebis saxit da mainc sicxeebi mqonda da 3kviris shemdeg gamiketda operacia

  32. გამარჯობა, 8 თვის წინ გავიკეთ საკეისრო კვეთა ახლა აღმოჩნდა რომ ისევ ორსულად ვარ, მაინტერესებს რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობის გაგრძლება? ნაწიბური ზოგჯერ ისევ მტკივა, უხეშად ხელის შხების დროს ან როდესაც ქამარი მიკეთია. ძალიან დაბნეული, ვარ აბორტის გაკეთებაც არ მინდა, არც მინდა გავრისკო საკუთარი თავის ფასად, როგორც ექიმი რა მირჩევთ?

  33. ბატონო შოთა ექიმმა მითხრა რომ მაქვს განივად დავიწროვებული მენჯი 20 სანტიმეტრი,და ნორმა რამდენი არის?მადლობა წინასწარ : )

  34. batono shota tqven mxlod am klinikashi mushabt tu sxvganac akatebt sakeisro kvetas?

  35. და ნორმა რამდენი არის გთხოვთ იქნებ მითხრათ…

  36. მოგესალმებით,

    მაინტერესებს რეზუს უარყოფითის საკეისრო კვეთის შემდეგ ანტისხეულები უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში? (სადღაც წავიკითხე, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ იმუნიგლობულინის ორმაგი დოზა კეთდება და მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს)

    ასევე მაინტერესებს ბავშვისთვის რძის მიცემამდე მოწმდება თუ არა რძეში ანტისხეულების არსებობა?

    გმადლობთ,

  37. მოგესალმებით.მაინტერესებს ბატონო შოთა მარტო ამ კლინიკაში მუშაობთ(ახალი სიცოცხლე) თუ სხვაგანაც?3 თვის ფეხმიმე ვარ,სადაც ვარ აღრიცხვაზე და ვისთანაც ვარ ის არ ამშობიარებს,თქვენი თავი ძალინ მიქეს,ზალიან ყურადღებიანიაო,გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს სად ვიმშობიარებ,მეორე ფეხმზიმობაა ჩემი,1ის უკმაყოფილო ვარ ექიმების და საერტოდ მომსახურე პერსონალიტ,არ დავაკონკრეტებ სამსობიაროს,ამიტომ ეხლა უფრო მეშინია და ვეზებ თბილ და ყურადრებიან გარემოს.თუ შეგიძლიათ მომცეროტ ტქვენი კოორდინატები.

    • მოგესალმებით. მე ვმუშაობ მხოლოდ კლინიკა “ახალ სიცოცხლეში”, ყოველდღე 10:00
      სთ.- 16:00სთ.მდე. ვიზიტამდე, წინასწარ შეგიძლიათ დამირეკოთ ტელ.: 599 566 512

  38. gamarjoba. 13 aprils gamiketes sakeisro kveta. gamonadeni shemiwyda 3 dgis win. dges mkonda sqesobrivi kontaqti, ranidenime saatis shemdeg isev dameyo gamonadeni da sashishiaa rame? madlobaaa winaswar. moutmenlad veli tkvens pasuxs,

  39. gamarjobat, var 39 wlis. velodebi tyupebs ivlisis bolos. myavs 17 da 16 wlis shvilebi, orive fiziologiuri mshobiarobit gavachine. msurs mshobiaroba sakeisro kvetit. mainteresebs tqvens klinikashi ra damijdeba mSobiaroba? gmadlobt

  40. gamarjoba.pirveli bavshvi fiziologiurad gavachine meore sakeisro minda da chemi motxovnit sheizleba tu ar gamoketeben mainteresebs,da nakerebi lazerit xdeba tu ara..

  41. ZALIAN GTXOVT MIPASUXET. ERTI CLIS CIN GAVIKETE SAKEISRO KVETA, IMIS GAMO ROM XERXEMALI MAQ DAZIANEBULI DA TAN KUDUSUNIS DZVALI MAQVS GABZARULI. ERTI KVIRAA DAMECYO QAVILI INTIMURI ADGILEBIS. SHEMESHINDA DA RADGAN UCXOETSHI VCXOVROB DA AQ DIDI DRO CHIRDEBA ROM EQIMMA MIGIGOS SASCRAPOSHI VAMJOBINE MISVLA. AMIGES SISXLIS ANALIZEBI DA GAMIKETES PEGMDZIMOBIS TESTI, AGMOCHNDA ROM ORSULAD VAR, MAINTERESEBS SHESADZLEBELIA TU ARA BAVSHVIS GACHENA , dzalian vnerviulob abortis gaketeba rom momicios ar minda;

  42. მონოქონიალური-ბიამნიონალური

  43. განმარტება სრულიად როგორ აიხსნება აღნიშნული დიაგნოზი,რატო საჭიროებს საკეისრო კვეთას?

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთა აუცილებლად საჭიროა მონოქორიალური – მონოამნიალური ტყუპი ნაყოფის დროს. დანარჩენ შემთხვევაში კი სამეანო ჩვენების მიხედვით. მობრძანდით საკონსულტაციოდ. ( შეგიძლიათ იხილოთ – http://for-about-kidz.livejournal.com/21404.html )

  44. gamarjobat batono shota..dzalian gtxov mipasuxot var 26 kviris orsuli da 1 xarisxiss placentis momwifeba damiwera exom da tan rezus uaryopiti da gadasxmebi maq danishnuli..da es imis nishania ro nadrevi mshobiaroba meqneba?madloba winaswar

  45. ganarjobat. martshi vimshobiare da damchirda chachra, bavshvi ar daidzra da imitom, vitxivdi sakeisros magram ar gamiketes da chamchres, ixmares masha da vakuumi. imis mere shorisi gamimagrda da exla urtiertobisas xels mishlis. aris rame shesadzlebloba ro gamagrebuli shorisi darbildes? albad meore shvilze isev chamchrian da ar minda sakeisros vamjobineb da tqven ras mirchevt. aris an malamo an rame gza rom es gamagreba agar mqondes? daminishnes malamo tu zustad maxsovs kontratubeqsi magram ar mishvela.winaswar gixdit madlobas

  46. gamarjobat,batono shota,var 20 wlis.pirveli orsuloba 38kviraze shemiwyda,sruliad moulodnelad bavshvi mucelshi gardaicvala.gardavcalebamde 10 dgit adre chemma ginekologma ro gamsinja bavshvis guliscema ar moewona magram marto wamlebi daminishna da 10dgis mere damibara,ro mivedi eqimtan bavshvi axali gardacvlili iyo.tkivilis gamomwvevi wamali damalevines romelsac 6 saatshi unda emoqmeda magram mxolod tavidan mqonda movliti tkivilebi,shemdeg sul gadamiara.amitom gamiketes sakeisro kveta,dzalian mindoda shvili da sakeisrodan 2tveshi isev davrchi pexmdzimed.virusebi ar agmomachnda,mteli osruloba koagulogramaze da tonusze vimkurnale.sashvilosnos nawiburic gatxelebuli mqonda,38kviraze gamiketes sakeisro,bavshvi janmrtelia.martalia 2 3 weli ar vgegmav orsulobas magram shemdegi orsuloba dzalian minda piziologiuri mshobiarobit damtavrdes,ramdenadaa es shesadzlebeli?

  47. sakeisro gavikete spinalurit.10 tvis win.welis areshi nanemsari isev mtkiva.damewyo welis da xerxemlis tkivili rac sakeisromde ar mqonia,xom ver metyvit ra unda iyos amis mizezi.amastanave kidurebi da xerxemali titqos dachimuli maqvs da (bodishis moxdit)- gatkacunebisas meshveba….ratom???

  48. dzalian gtxovt mitxarit laparaskopiit milebis gadaketva sad ketdeba

  49. gamarjobat,erti welia gasuli sakeisro kvetidan,tu sheidzleba presis an sxva saxis varjishebis gaketeba?nawiburi ar mawuxexvabs da kidev erti kitxva maqvs.3 4 tvis win mqonda sashvilosnos anteba,mkurnaloba bolomde ar miviyvane tumca is simptomebi agar mawuxebs,tumca ramdenime dgea sashvilosno mtkiva.orsulad ar var magram iset tkivils vgrdznob xandaxan rogorc tonusis dros icis xolme,,,xelsac ro vicher sashvilosnoze-mtkiva,risi bralia gtxovt mitxarit an ra gavaketo savaraudod mkurnalobis miznit.madloba winaswar

  50. gamarjobat mainteresebs erti shvili myavs sakeisro kvetit amomiyvanes meore tu sheidzleba biologiurad mshobiaroba

    • გამარჯობა. საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კვალიფიცირებული ექიმი მეანის მიერ მშობიარობის მართვა.

  51. გამარჯობათ, ვარ 23 წლის, 10 წლის წინ ავარიის შედეგად გაბზარული მქონდა ბოქვენის მარჯვენა მხარე. მას შემდეგ აღარ გადამიღია რენდგენი, თუმცა გადაღლილობის და ბევრი სირაულის შემდეგ ოდნავ მაწუხებდა ხოლმე (იშვიათად), ვარ 6 თვის ორსული, არის თუ აარა ეს საკეისროს ჩვენება? წინასწარ მადლობა

    • გამარჯობა. მეან-გინეკოლოგი მოქმედებს ტრავმატოლოგის გადაწყვეტილების შესაბამისად.

      • suraTis gadageba sheidzleba orsulobisas?

      • რენტგენოგრაფია შესაძლებელია 37 კვირის შემდეგ ტრავმატოლოგის გადაწყეტილებით დაავადების დაზუსტების აუცილებლობიდან გამომდინარე. ნაყოფის დასხივება მინიმალურია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: